კენკრა ხაჭოს მუსით

0
?? მუსი: 500 გრამი ხაჭო დავაბლენდეროთ, შევურიოთ ერთი ქილა შესქელებული რძე და 500 გრამი ადღვებილი ნაღები. 50 მილიგრამ მდუღარე წყალში გავხსნათ 15 გრამი ჟელატინი, გავაგრილოთ, შევურიოთ 2 სუფრის კოვზი მასა და გადავურიოთ მუსში. გავყოთ სამ ნაწილად: ერთ ნაწილს დავუმატოთ კაკაო, მეორე ნაწილს დაბლენდერებული ჟოლო და მესამე დავტოვოთ თეთრი მასა. პირველ ფენად ჩავასხათ კაკაოიანი მასა და შევდგათ მაცივარში რომ ცოტა გაშრეს. შემდეგ ორ ფენად დავაწყოთ კურკაგამოცლილი ალუბალი. მესამე ფენად ჩავასხათ ჟოლოიანი მუსი და მეოთხე ფენად ზევიდან მოვაწყოთ ერთი ფენა მაყვალი. მეხუთე ფენად ჩავასხათ თეთრი მუსი და ბოლოს მოვაყაროთ მოცვი. გავაჩეროთ მაცივარში ერთი საათით და შემდეგ მივირთვათ გემრიელად ? © ANI cholokava
#culinary
#food
#ახალიამბები
0