6 მიზეზი თუ რატომ უნდა მიირთვათ მწვანე ბოსტნეული

0
მწვანე ბოსტნეულს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. 1. ის (განსაკუთრებით, ისპანახი და ბროკოლი) დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. 2. ძალიან ბევრ მწვანე ბოსტნეულში შედის A, C და E ვიტამინები, ასევე რკინა და თუთია. 3. მწვანე ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, ხასიათდება დაბალი კალორიულობით, შეგიძლიათ მიირთვათ იმდენი რამდენიც მოგესურვებათ და არ იდარდოთ წონაში მატებაზე. 4. მწვანე ბოსტენული ფიტონუტრიენტების წყაროა. ისინი აუმჯობესებენ იმუნური სისტემის მოქმედებას, აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და დიდ როლს ასრულებენ უჯრედების დაზიანების თავიდან აცილებაში. 5. მწვანე ბოსტნეული შეიცავს რთულ ნახშირწყლებს. ისინი უზრუნველჰყოფენ მომნელებელი სისტემის შეუფერხებლად მუშაობას, აუმჯობესებენ ნაწლავების პერისტალტიკას. 6. მცირე რაოდენობით შეიცავენ გლუკოზას. რაც განაპირობებს სისხლში შაქრის შემცველობის რეგულირებას და დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებას.
0