17 იანვარი

12
მთვარის მეთხუთმეტე დღე🌖🌖🌖მზარდი მთვარე🌖🌖🌖

17 იანვარს დაბადებულები

17 იანვარს დაბადებულები ბუნებით ოპტიმისტები და საკუთარ ძალებში დარწმუნებული არიან. მათი წარმატების გასაღებია კოლექტივი, წარმატებას კოლექტივში მოქმედებით მიაღწევენ. თუ მეგობრებთან, პარტნიორებთან კავშირში იმოქმედებენ, პატივისცემით მოექცევიან გარშემომყოფებს და ამასვე მიიღებენ სანაცვლოდ, მთების გადადგმა შეუძლიათ. ინდივიდუალურ მოქმედებას, როგორც წესი, ასეთი შედეგი არ მოაქვს, ასეთ სიტუაციებში მხარდაჭერისა და დახმარების იმედზე ვერ იქნებიან და ყველაფრის მიღწევა თავად მოუწევთ. კეთილდღეობას, აღიარებას, ბარაქას მიიღებენ, თუ სამყაროში სიკეთეს დათესენ, ხელგაშლილობას დიდ ფასეულობად აღიარებენ. სიძუნწე და არაპატიოსანი საქციელი სრულ ცხოვრებისეულ, ფინანსურ კრახს გამოიწვევს, რადგან თავიანთი დანიშნულების გზიდან გადაუხვევენ. მათი ეს გზა კი სიკეთის, სიხარულის, სამართლიანობის გზაა.
17 იანვარს დაბადებულები მიზანსრაფულობით გამოირჩევიან; მათი სურვილი ყოველთვის მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, ხოლო მოქმედებები – გააზრებული. ამ დღეს დაბადებულები ობიექტურად აფასებენ საკუთარ ძალებს, წარმატების ალბათობას, ეყრდნობიან რა გამოცდილებასა და მომავალში შესაძლო პრობლემების პროგნოზირების უნარს. ადრეული წლებიდან იციან სტიმულის მნიშვნელობა; მათთვის ცნობილია ადამიანების სტიმულირების ბერკეტები, შეუძლიათ, წინასწარ განჭვრიტონ მათი შესაძლო საქციელი.ამ დღეს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებაში საკუთარი პოზიციების გამყარება, მეგობრული კავშირებისა და ოჯახური ურთიერთობების გაძლიერება. მათთვის ცუდი არჩევანი იქნება საკუთარ თავში ჩაკეტვა და სხვებისთვის სტატისტის როლის იძულება.

17 იანვარს დაიბადნენ:

ბენჯამინ ფრანკლინი ამერიკელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე.
ბენჯამინ ფრანკლინის 13 სათნოება:
  • თავშეკავება-ნუ შეჭამთ ძღომამდე, ნუ დალევთ დათრობამდე;
  • დუმილი-ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე,რაც თქვენთვის და სხვათათვის სასარგებლოა. ეცადეთ თავიდან აიცილოთ ფუჭი საუბარი;
  • წესრიგი-ყველა საგანს საკუთარი ადგილი მიუჩინეთ, ყოველ საქმეს თავისი დრო გამოუყავით;
  • პრინციპულობა-მტკიცედ გადაწყვიტეთ, იმის შესრულება, რაც გასაკეთებელია. რასაც გააკეთებთ, ეცადეთ შეუცდომლად აკეთოთ;
  • მომჭირნეობა-ფული მხოლოდ იმ საგნებზე დახარჯეთ, რასაც როგორც თქვენთვის, ისე სხვისთვის სარგებელი მოაქვს. უაზროდ არაფერი გაფლანგოთ.
  • შრომისმოყვარეობა-ნუ დაკარგავთ დროს. ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით დაკავდით. უარი თქვით უსარგებლო ქმედებებზე;
  • გულწრფელობა-ნუ იცრუებთ მტკივნეულად. იფიქრეთ სამართლიანად და პატიოსნად. საუბრის დროსაც მისდიეთ ამ წესს;
  • სამართლიანობა-ზიანს ნურავის მიაყენებთ და ნუ დაივიწყებთ სიკეთის კეთებას, რაც თქვენი მოვალეობაა;
  • ზომიერება-თავი აარიდეთ უკიდურესობებს.იყავით იმდენად მიმტევებელი ადამიანთა მიმართ, რამდენადაც თვლით, რომ იმსახურებენ;
  • სისუფთავე-ნუ დაუშვებთ სხეულის, სამოსელის და საცხოვრებელი ადგილის სიბინძურეს;
  • სიმშვიდე-ნუ იდარდებთ წვრილმანებზე, უმნიშვნელო საგნებზე და იმაზე, რასაც ვერ შეცვლით;
  • უბიწოება-იყავით სექსუალურად აქტიური მხოლოდ ჯანრმთელობისა და შთამომავლობის გამო და არა მოყირჭებისათვის. საკუთარი სისუსტის მიზეზით, ნუ შელახავთ თქვენსა და სხვის პატიოსნებასა და რეპუტაციას;
  • თავმდაბლობა-მიბაძეთ ქრისტეს და სოკრატეს;
ქართველი მოჭადრაკე, ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე.
მიშელ ობამა  აშს-ს 44-ე პირველი ლედი.

დღის საკითხავი :

“მწერთათვის ასე დაუწესებია ღმერთს, ზოგი ფუტკრად და ჭიანჭველად გააჩინა, ზოგი წურბელად და ობობად. ერთნი სულ ჯაფაში არიან, მეორენი სხვის სისხლსა სწოვენ. ზოგი კიდევ პატარა ციცინათელად გაუჩენია
– იწვის,
ანათებს,
თავისთვის იწვის, ცეცხლი უკიდია, არაფერს კი არ წვავს თავის თავის მეტს, მთელ ღამეს კი ათბობს იმისი შუქი – ასე დაუწესებია დამბადებელს”
გოდერძი ჩოხელი

დესერტი:

ცომი
  • ფქვილი - 100 გრამი<br>
  • კარაქი - 60 გრამი
  • წყალი - 150 მილიგრამი
  • კვერცხი - 3 ც
  • შაქარი - 1 ჩაის კოვზი
  • მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
კრემი:
  • ნაღები 700 მ/ლ
  • შაქრის პუდრა - 5-6 სუფრის კოვზი
  • კენკრა - და პიტნის ფოთლები მოსართავად
მომზადების წესი: 
ქვაბში მოვათავსოთ წყალი, შაქარი, კარაქი, მარილი და გავაცხელოთ. როცა ადუღდება და კარაქი გადნება, ერთბაშად დავუმატოთ ფქვილი და ხის კოვზით ვურიოთ. ცომი ქვაბის კედლებზე თხელ აპკს რომ გაიკეთებს და შეიკვრება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და მაშინვე შევათქვიფოთ 1 კვერცხი. ცომი ოდნავ რომ გაგრილდება, დანარჩენი კვერცხიც შევათქვიფოთ. ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე საკონდიტრო ტომრით დავსვათ ლოკოკინის ფორმის წრეები და 170 გრადუსზე გამოვაცხოთ. როცა შუები აფუვდება და ჩამოყალიბებულ ფორმას მიიღებს, ტემპერატურას ცოტა დავუწიოთ და ისე გამოვაცხოთ ბოლომდე. ნაღები და შაქრის პუდრი ავთქვიფოთ. კრემი საკონდიტრო ტომრით მოვათავსოთ ნამცხვრის გულშიც და ზემოდანაც მოვრთოთ. მოვაყაროთ კენკრა და პიტნის ფოთლები.
გემრიელად მიირთვით.
ჯანმრთელობას გისურვებთ💖
12