17 ნოემბრის კალენდარი…

13
🌒 მთვარის ოცდამეხუთე დღე, მეოთხე ფაზა🌒 გრიგორიანული კალენდარის 321-ე დღე, ახალ წლამდე დარჩა 44-ი დღე.

რიგორი ადამიანები დაიბადნენ 17 ნოემბერს:

17 ნო­ემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ბუ­ნე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი და ერ­თგუ­ლე­ბი არი­ან. მათ ხში­რად სთხო­ვენ შუ­ა­მავ­ლო­ბას, ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კონ­ფლიქ­ტის დროს ეს­კა­ლა­ცი­ის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად. თუმ­ცა, ამ ხალ­ხს უნდა ახ­სოვ­დეს ის, რომ არ არის სა­სურ­ვე­ლი ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მა სა­კუ­თარ მხრებ­ზე მო­ი­კი­დონ.

ვინ დაიბადა:

ქართველი პოეტი გალაქტიონ ტაბიძე
ქართველი კომენტატორი კოტე მახარაძე.
ამერიკელი მსახიობი სოფი მარსო
ამერიკელი რეჟისორი მარტინ სკორსეზე.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

მღვდელმოწამე ნიკანდრე, მირონის ეპისკოპოსი და ერმე ხუცესი (I)
4 (17) ნოემბერი
მღვდელმოწამე ნიკანდრე - მირონის ეპისკოპოსი და ერმე ხუცესი წმიდა ტიტე მოციქულის (ხს. 25 აგვისტოს) მოწაფეები იყვნენ, მანვე აკურთხა ისინი სამღვდელო ხარისხში. დაუცხრომელი ღვაწლით უფლის რჩეულებმა მრავალი წარმართი მოაქციეს ქრისტიანობაზე. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ქალაქის თავ ლიბანიოსთან მიიყვანეს დაკითხვაზე. მტარვალებმა ვერც ცბიერი შეგონებებით და ვერც მუქარით ვერ გადადრიკეს წმიდა მოწამეები მაცხოვნებელი სარწმუნოებისგან, რის შემდეგაც სასტიკად აწამეს: ცხენზე გამობმულები ათრიეს, სხეულები რკინის კავებით დაუგლიჯეს, გახურებულ ქურაში ჩააგდეს. მაგრამ მარტვილებმა უფლის შეწევნით დაითმინეს ის, რისი დათმენაც ადამიანური ძალებით შეუძლებელია. ბოლოს ჯალათებმა მოწამეები ორმოში ჩაყარეს და ცოცხლად დამარხეს.

ღირსი იოანიკეს ხსენებას.

დღის საკითხავი:

“ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.“

ჩარლი ჩაპლინი

13