ღამურების დაჭერას და 5000 დოლარად რეალიზაციას გეგმავდა - დე ფაქტო ცხინვალის განცხადება დაკავებულზე

0
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი, რომელიც 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, , , რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზად შემდგომი რეალიზაციის მიზნით ღამურების დაჭერას ასახელებს. „1973 წელს დაბადებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლებს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მისი გადასვლის მთავარი ინტერესი იყო ღამურების კოლონა, რომლებიც მისი ინფორმაციით სოფლებში - არცევსა და ღრომში უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სააგენტო , , რესი“ ე.წ. „უშიშროების კომიტეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ არცევსა და ღრომში ღამურების მოსაძებნად მიდიოდა, რომ შემდგომ საქართველოს ტერიტორიაზე მათი რეალიზაცია მოეხდინა. ე.წ. „უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, ხვიჩა მღებრიშვილი თითოეული ღამურის რეალიზაციას 5 000 აშშ. დოლარად გეგმავდა. „მღებრიშვილის ჩვენებას რაც შეეხება, აუცილებელია იმის განმარტება, რომ სამხრეთ ოსეთში მობინადრე ღამურები არავითარ ბუდეებს არ იშენებენ. ამასთან, 2012 წლიდან დღემდე, სამხრეთოსური ღამურებისადმი ინტერესს იჩენს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი“ - აღნიშნულია დე ფაქტო კომიტეტის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, 2012, 2014 და 2018 წლების მონაცემებით, ლაბორატორიის თანამშრომლები ღამურების სისტემატურ დაჭერას ახდენდნენ საქართველოს შიდა ქართლის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“. დე ფაქტო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, 2018 წლიდან თავდაცვითი უსაფრთხოების სააგენტო, 5 წელზე გათვლილი პროგრამის ფარგლებში, საველე ლაბორატორიის პირობებში 2.9 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს ღამურებთან და კორონავირუსთან დაკავშირებით. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „უშიშროების კომიტეტი“ ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი გამყოფი ხაზის მიღმა გადასვლაზე საუბრობს და ამის მოტივად შემდგომი რეალიზაციის მიზნით ღამურების დაჭერას ასახელებს. ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 3 ივლისს დააკავეს.
#ოკუპაცია
#დაკავება
#დეფაქტო
#ღამურა
#ლუგარისლაბორატორია
#ახალიამბები
0