ბავშვობაში გაჟღერებული ფრაზები “ქუთაისი ყველაზე თბილი ქალაქია””აი ნახავ დადგება დრო და როგორ იგრძნობ ამ ქალაქის გვერდში დგომას” კარგად იჩინა თავი და ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ხვდები სად არის რეალური ჭეშმარიტება ამიტომ ასე რომ გავაგრძელო ალბათ ვერც კი მოვრჩები ამ ქალაქის ქება დიდებას, მაგრამ მინდა ჩემი, როგორც 19 წლის გოგონას გადმოსახედიდან მოგიყვეთ და გაჩვენოთ ის ადგილები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
თეთრი ხიდის ისტორია.
ქუთაისელთა ყველაზე საყვარელი ტერიტორიიაა ალბათ იმიტომ
რომ იქიდან იწყება ეგრედწოდებული “ქალაქის ათვლა”
-სად მიდიხარ?!
-ქალაქში!
ეს ის ფრაზაა, რომელსაც აქ ყველაზე ხშირად მოისმენთ
მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. დღესდღეობით იგი საფეხმავლო ხიდს წარმოადგენს.
მდინარის თეთრი ქვები ხიდის სითეთრეს კარგად შეხამებია. ეს ადგილი ოდითგან ქუთაისელ შეყვარებულთა პაემნის, შეხვედრის ადგილი გახლავთ. ყმაწვილთ ეწადათ შეყვარებულთათვის ვაჟკაცობის დამტკიცება, რასაც ხიდის საკმაო სიმაღლიდან მდინარეში ხტომით გამოხატავდნენ, ჭაბუკის სიმკვირცხლე მოაჯირიდან ხტომით იზომებოდა.
ლეგენდის მსგავსი ამბავიც არსებობს: რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს თეთრ ხიდზე სეირნობისას უხილავს გასროლილი ისარივით მომართული ყმაწვილი როგორ დაეშვა ხიდიდან მდინარეში. ეს იყო ბედნიერი შეხვედრა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილისა და მომავალი დიდი მსახიობის გიორგი შავგულიძისა.
#თეთრიხიდი #ქუთაისი #რაუნდავუცოდეთ #ფაქტები
#ახალიამბები
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#ჯანსაღიცხოვრება