ხაშურთან ტრაილერი ქვეითს დაეჯახა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

0
თბილისი-სენაკი -ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა. დაშავებული 77 წლის მამაკაცი , , გორმედის" ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ავტოავარიის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი პოლიციაშია გადაყვანილი.
#ხაშური
#ავარია
#ახალიამბები
0