გორი-კარალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

0
გორი-კარალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა , , გორმედში" გადაიყვანა. პასუხისმგებელი ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 60 წლამდე ასაკის დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
#ავარია
#ავტოსაგზაოშემთხვევა
#გორი
#ახალიამბები
0