0
2019 წლის შემოდგომიდან ქართული ლუდი „ანეტა“ იტალიაშიც გაიყიდება?? ლუდი ექსკლუზიურია და შეზღუდული რაოდენობით, წელიწადში სულ 400-500 ბოთლი იწარმოება. ამ ეტაპზე მისი შეძენა მხოლოდ იაპონიასა და ამერიკაშია შესაძლებელი, თუმცა 2019 წლიდან ქართულ ლუდს იტალიელებიც დააგემოვნებენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ თავად ლუდის მწარმოებელმა იაგო ბიტარიშვილმა განუცხადა. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ამ ეტაპზე „ანეტას“ რეალიზაცია არ იგეგმება, თუმცა შესაძლძლებელია ლუდი ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდოს. “ 2019 წლის შემოდგომიდან ქართლი ლუდი „ანეტა“ იტალიაშიც გაიყიდება. ამ მიმართულებით მიმდინარეობას მოლაპარაკება იტალიაში დისტრიბუტორ კომპანიებთან. მოგეხსენებათ ლუდი მცირე რაოდენობით ჩამოისმება და მოგვიწევს რაოდენობის შედარებით გაზრდა. სასმელი მთლიანად ექსპორტზეა და ამ ეტაპზე მხოლოდ ამრიკასა და იაპონიაში იყიდება . რაც შეეხება საქართველოს ბაზარს მოთხოვნა დიდია, წელს ჩამოვყალიბდებით როდისთვის შევძლებთ საქართველოში მის რეალიზაციას. ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ გვიჭირს დიდი ოდენობის ჩამოსხმა, რადგან ძალიან ფაქიზად და ბიოლოგიურად სუფთად დამზადებული საქონელია, “ - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი. შეგახსენებთ, რომ იაგო ბიტარიშვილი ბიოღვინის მწარმოებელია, ლუდის დამზადება კი მან ცოტა ხნის წინ დაიწყო, რომელიც ასევე ბიოლოგიურად სუფთაა. პროდუქტს, ბებიის საპატივცემულოდ, მისი სახელი ანეტა დაარქვა. როგორც მეღვინე ამბობს, ლუდს ოჯახში ტრადიციულად ბებია ამზადებდა. ??იაგო ბიტარიშვილის თქმით, ლუდი დამზადებულია ქართული ქერისა და ხორბლისაგან, გამოყენებულია ველური სვია, რომელიც სოფელში მოვაგროვეთ, არ ვიყენებთ არანაირ საფუარს, ღვინის ლექია ჩვენს შემთხვევაში ამ პროდუქტის საფუარი, არის გაუფილტრავი და ვასხამთ შამპანურის ბოთლებში, რომ მეორადი დუღილით ბუნებრივი გაზი წარმოიშვას. ეს არის მუქი ქარვისფერი, გაუფილტრავი ლუდი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს საქმიანობა ძალიან შრომატევადია და ამიტომ , , ანეტას“ დიდი რაოდენობით ვერ ვაწარმოებთ. მე მინდოდა, რომ პრეცედენტი დაგვეშვა და საქართველოში დაწყებულიყო ასეთი ტიპის ლუდის წარმოება, უკვე რამდენიმე ადამიანი ვიცი, ვინც დაინტერესდა ამ საქმიანობით.”
0