გზაგასაყარზე

0
იმას, ვისაც ერხელ მაინც ჩაუხედავს საქართველოს ისტორიის წიგნში, კარგად იცის, რომ დღემდე მოსასვლელად ქვეყანას ურთულესი გზის გავლა მოუწია. ორ ზღვას შუა მდებარე არც თუ ისე დიდი ქვეყანა ყოველთვის ხვდებოდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა დამპყრობლის ინტერესის საგანი. ამის მიზეზებზე ბევრი შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთ მოწინავე ადგილას მისი გეოპოლოტიკური მდებარეობა ნამდვილად იქნება. სწორედაც რომ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაა განმსაზღვრელი ყველა იმ ნიუანსისა, რომელიც ყველა ერთად და ცალ-ცაკლე ქმნის კულტურას, ტრადიციებს. არც ისაა ჩვენთვის უცხო, რომ ვართ დიდი კულტურის მატარებელი ქვეყანა, რომელიც თავისი განსხვავებულობითა და ხიბლით დღემდე იქცევს ჩვენზე ბევრად წინმდგომი ქვეყნების ყურადრებას. და მაინც რა ქმნის ამ ყველაფერს? რა განაპირობებს იმას, რომ „ზესახელმწიფოებიდან“ ჩამოსული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. იქნებ მართლაც ვცხოვრობთ ისეთ ადგილას, რომლის თითოეული გოჯიც შეუფასებელია. ადგილას, რომელიც სტუმრებს დავიწყების საშუალებას, ხოლო ჩრდილოელ დამპყრობელს კი მოსვენებას არ აძლევს. მიუხედავად ასეთი გამორჩეული ბუნებისა, ყოველთვის მივისწრაფვით ერთი კონკრეტულისკენ. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ქვეყანა საუკუნეების წინ აღებულ დასავლურ ვექტორზე სვლას ნელ-ნელა, მაგრამ მაინც აგრძელებს. წმინდა გეოგრაფიული კუთხით განხილვა იოლი საქმე არაა. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპასა და აზიას შორის საზღვარი პირობითია და თან საუკუნეები უფრო და უფრო აფერმკრთალებს მას. მინიმუმ ხუთი ვერსიის დასახელება მაინც ძალგვიძს, რომელთა შემთხვევაშიც საქართველო ზოგჯერ მიჩვეულია ევროპულ ქვეყნად, ზოგჯერ კი აზიის განუყოფელ ნაწილად გვევლინება. სწორედ ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ევროპისკენ მყარად არჩეულ გზას მაინც ჰყავს მოწინააღმდეგეები. მიუხედავად მათი სიმცირისა, ანგარიშგასაწევია ის, რომ ქვეყანა საკუთარი მომავლის გადაწყვეტაში ერთსულოვანი არაა და გაყოფილი საზოგადოების გაუთავებელი ჭიდილი კი საერო სურვილს, განვითარებას აფერხებს.
როგორც თემურ დაიმი იტყოდა: „ნებისმიერი ცოცხალი სტრუქტურის ერთ-ერთი ძირეული მოთხოვნილება თვითიდენტიფიკაციისაკენ სწრაფვაა.“ სწორედაც რომ მივისწრაფვით იქით, საითაც „თანამედროვე სამყაროა“. იმ ქვეყნებისკენ, რომელთაც ის გზა დიდი ხნის წინ მოიტოვეს უკან, სადაც ახლა მივაბიჯებთ აუჩქარებლად. აუჩქარებლად იმიტომ, რომ გაურკევევლი ძალების ამის საშუალებას არ გვაძლევენ. ან იქნებ ეგ ძალების სულაც არაა გაურკევევლი და დასავლეთთან შემნილი უხილავი ფარდა იმ ცნობილი „რკინის ფარდის“ ნარჩენებია, რომელიც ზოგი ქართველის ცნობიერებაში ვერა და ვერ ამოიშალა. და მაინც რამდენი წელია კიდევ საჭირო, რომ 70-წლიანი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი ვეღარ გახდეს?! თაობათა ცვლამ შესაძლოა პრობლემა მარტივად მოაგვაროს, მაგრამ რა დააშავა ახალმა თაობამ, რომელიც უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და საბჭოური გავლენებიგან სრულებით თავისუფალია. რატომ უნდა ელოდოს ათწლეულები იმას, რასაც საქართველოს მსგავს სიტუაციაში მყოფმა ქვეყნებმა წლების წინ მიაღწიეს. მაშინ რა არის მიზეზი, რამაც ასე გაართულა ქვეყნის ახალ რელსებზე გადასვლა? იქნებ მიზეზი ისევ და ისევ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელში უნდა ვეძიოთ. რუსეთი ხომ იმ დიდი მანკიერების მთავარი ღერძი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. გამოდის, რომ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ. გამოდის, რომ საუკუნებიის შემდეგაც რუსეთი კვლავ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი იქნება და ყოველთვის შეგვახსენებს ჩვენს წარსულს. მაშინ სადაა გამოსავალი? შეიძლება ვიღაცას ძალზე ბანალურ პასუხად მოეჩვენოს, მაგრამ გამოსავალი სწორედ რომ ახალ თაობაშია. თაობაში, რომელსაც მარტივი წვდომა აქვს წარსულის ფურცლებთან და შეუძლია დასკვნების სწორად გაკეთება. შეუძლია, მარტივად გაარღვიოს საზღვარი და არა მარტო ნახოს ნამდვილ დასავლურ ფასეულობებზე აწყობილი სახელმწიფოები, არამედ მათი თვალით შეხედოს საკუთარ ქვეყანას. თუმცა, როგორც ჩანს, რუსული პროპაგანდისტული მანქანა ჯერ კიდევ კარგად მუშაობს. იმდენად კარგად, რომ ახალ თაობაზეც კი ახდენს გავლენას. რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა კი მარტივი საქმე ნამდვილად არაა. იგი ისეთი ზესახელმწიფოებისთვისაც ანგარიშგასაწევია, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ლოგიკურია, ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ჩრდილოელისთვის „მარტივ ნადავლად“ აღიქმება. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ჩვენი ქვეყნისთვის ოკუპანტის როლს დღემდე კარგად ირგებს. ყოველდღიურად ამცირებს საქართველოს ტერიტორიას და მცოცავი კლანჭებით ცდილობს მითვისოს მიწები, რომელიც მისი არასდროს ყოფილა. ავად თუ კარგად დღემდე მოვაღწიეთ. საჯაროდ გვაქვს დაფიქსირებული, რომ დასავლურ ღირებულებებს ვაღიარებთ და ევროპული იმიჯის მორგებას ვცდილობთ, მაგრამ საქმით ნაკლებად თუ მტკიცდება ეს ყოველივე. სამთავრობო ეშელონებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის არამდგრადი ნაბიჯების გამო ერთი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ორით უკან ვიხევთ. ერთმანეთზე გადაბრალების პოლიტიკა, ესეც ალბათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ვერ მოვიშალეთ, რაც იწვევს მუდმივ დაპირისპირებასა და საზოგადოების გაყოფას, რომელის ერთი ნაწილი გულწრფელად მზადაა თხემიდან ტერფამდე გახდეს ევროპელი, მეორე კი წარსულის მოგონებებიდან ვერ გამოსულა და ისევ დიდ ბელადს მისტირს. ამ უკანასკენლთ უნდა მივაწეროთ ისიც, რომ განსხვავებული აზრისა და ადამიანის მიღება დღემდე უდიდესი პრობლემაა საქართველოში. განვითარების რა დონემდეც არ უნდა მივიდეთ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ სტერეოტიპებითა და ფობიებით სავსე ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება.
რომ შევაჯამოთ, საბოლოო პასუხი ევროპა ვართ თუ აზრია ჯერ კიდევ ბუნდოვანია. სანამ საზოგადოება არ მივა იმ აზრამდე, რომ ყველა მათგანის საერთო ინტერესი უკეთესი მომავალია, რთულია რამის დაზუსტებით თქმა. ვფიქრობ, განათლება და კიდევ ერთხელ განათლებაა იმის გარანტი, რომ საბოლოოდ დავისახოთ მიზანი და მივაღწიოთ იმას, რისკენაც აგერ უკვე მესამე ათწლეულია ნელი ნაბიჯებით მივიწევთ. გულის სიღრმეში მჯერა, რომ საუკუნეების წინ ევროპული კულტურისკენ აღებული გეზი სწორი მიმართულებაა და ადრე თუ გვიან ვიქნებით ნამდვილი ევროპული სახელმწიფო, აღმოსავლური კულტურის მნიშველოვანი და ღირებული ელემენტებით, რაც ქმნის თვითმყოფად, ძლიერ და განსხვავებულს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. ფოტო N1: ALEXANDER GLONTI PHOTO GALLERY ფოტო N2: Bright Side
#feedcgrant
Feedc
#მეორე_ტური
#ევროპა
#აზია
0