კიბერშეტევა Valorant-სა და Discord-ზე

0
დაახლოებით შუაღამით, Discord-ის მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ პოპულარული "მესენჯერი" მთელს მსოფლიოში გაითიშა, რამდენიმე წუთში კი ცნობილი გახდა პრობლემის რეალური მასშტაბები. როგორც აღმოჩნდა Cloudflare-ის სერვერებმა შეწყვიტეს მუშაობა, მათზე დაყრდნობით კი ინტერნეტ სივრცის საკმაოდ ბევრი სერვისი მუშაობს, მათ შორის Windows Central, Gematsu, GitLab, Zendesk, Medium და 4pda საიტები. მომხმარებლებს მათი ჩატვირთვის საშუალება არ ეძლეოდათ. ზოგიერთი ისეთი თამაში, როგორიცაა League of Legends, Valorant და Dauntless ასევე დაზიანდა. ამჟამად კრიზისმა უკვე ჩიარა - საიტები იტვირთებიან, მომხმარებლებს თამაშებში შესვლაც შეუძლიათ და Discord-იც "აღსდგა", მაგრამ ახლო მომავალში სიტუაცია შეიძლება განმეორდეს. საერთო გათიშვის მთლიანი დრო დაახლოებით 20-30 წუთი გახლდათ. წყარო: egaming.ge
#ახალიამბები
#ტექნოლოგიები
0