რუსთავის ფოტო კორპუსების უცხოური ფოტოკონკურსის გამარჯვებულებში მოხვდა

0

ფოტოკონკურსმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის კორპუსების გაურკვეველ მომავალს უსვამდა ხაზს, თავისი გამარჯვებულები დაასახელა. ბერლინური არასამთავრობო ორგანიზაცია Dekabristen e.V.-ის პროექტის Act Up მიზანია, ახალ აღმოსავლეთში დიდი საცხოვრებელი კორპუსები გამოაცოცხლოს. მათ მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსში მონაწილეობა 300-მა კონკურსანტმა მიიღო 40 სხვადასხვა ქვეყნიდან, ჯამში 1 300-ზე მეტი ფოტოთი.

პირველი ადგილი რუსმა ფოტოგრაფმა არსენი კოტოვმა დაიკავა თავისი ფოტოსთვის "კაცი და პორტალი, იაროსლავლი", მეორე ადგილზე კი ჩეხი-შვეიცარიელი ფოტოგრაფი იან ჩუდოზილოვი გავიდა ფოტოსთვის "მე-9 მიკრორაიონი, რუსთავი".

"ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი დაძველებისა და შესაძლო დანგრევის, აგრეთვე ახალი საცხოვრებელი და კომერციული შენობების აშენების პირობებში, [საცხოვრებელი კორპუსების] რაიონებს სწრაფი და დესტრუქციული ელიტისტური შემჭიდროება ემუქრება. [ეს ტრენდები] საფრთხეს უქმნის მოსახლეობის საზოგადოებრივ კავშირს და ხელს უშლის ქალაქების მდგრად განვითარებას", — ამბობს Act Up. ორგანიზატორები 50 საუკეთესო ფოტოს წიგნად გამოსცემენ. პანდემიის გამო შერჩეული ფოტოების გამოფენა CANactions-ის არქიტექტურის საერთაშორისო ფესტივალსა და თბილისის არქიტექტურის ბიენალეზე, ასევე ბერლინში, კიევსა და თბილისში დაგეგმილი ღონისძიებები შემოდგომამდე გადაიდო. კონკურსის ყველა ფოტოს სანახავად ეწვიეთ Instagram-ის გვერდს @eastern_block.

#ფოტოკონკურსი #რუსთავი #ცნობილიგამოცემა #სიახლეები
Tbilisi
#ახალიამბები
0