18 votes
0 comments
0 shares
Save
9 views
Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha · 9 months ago

⬇️პიერ ბლანშარი, ,,მცხეთა“, XIX ს. დაცულია დადიანების სასახლეში

,,_მაინც სვეტიცხოველი გირჩევნია შენ ყველაფერს, უტა.

_ მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ჩემო, ამიტომაც განწირული მაქვს თავი.

_ მაშ შენ სიცოცხლე ქვაზე ნაკლებად გყვარებია, უტა?

_ განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვაყოფილია იგი ამჟამად, უფრო უკვდავი, ვიდრე ასიათასი მოკვდავის სული’’...

ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას.

გისურვებთ ბედნიერებასა კეთილდღეობას!


Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha · 9 months ago
Similar Posts
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago
პიერ პაოლო პაზოლინი - მე ვიცი
მე ვიცი მათი სახელები, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფო გადატრიალებაზე (თუმცა, სინამდვილეში ეს “სახელმწიფო გადატრიალებათა” მთელი სერიაა, რომელიც ხელისუფლების დაცვის ერთგვარ სისტემადაც კი ჩამოყალიბდა). მე ვიცი, ვისი ნახელავია 1969 წლის 12 დეკემბრის აფეთქება მილანში. მე ვიცი 1974 წლის დასაწყისში ბრეშასა და ბოლონიაში მომხდარი ტერაქტების ავტორთა სახელები. მე ვიცი მათი სახელები, ვინც ამ ყველაფერს მართავდა. ყველას სახელი ვიცი: ძველი ფაშისტების, სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელების, პირველი ტერაქტების მომწყობი ნეო-ფაშისტებისაც და ბოლოდროინდელი აფეთქებების ფიზიკური შემსრულებლებისაც. მე ვიცი მათი სახელები, ვინც დაძაბულობის ორ განსხვავებულ, უფრო სწორად, ურთიერთდაპირისპირებულ ფაზას მართავდა: ანტიკომუნისტურს (მილანი, 1969) და ანტიფაშისტურს (ბრეშა და ბოლონია, 1974). მე ვიცი მათი სახელები, ვისაც ძალაუფლების სადავეები უჭირავს, ვინც, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელშეწყობით (შემდეგ კი მაფიოზი ბერძენი პოლკოვნიკების დახმარებით) ჯერ ანტიკომუნისტური ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო (რომელშიც სამარცხვინოდ დამარცხდა) 1968 წლის ტალღის შესაკავებლად, შემდეგ კი, კვლავ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შთაგონებითა და შემწეობით, ანტიფაშისტური უმანკოება აღიდგინა, რომ როგორმე დაეხშო რეფერენდუმზე (იგულისხმება 1974 წლის 12 მაისის ცნობილი რეფერენდუმი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებისა და მემარჯვენე ძალების ოთხწლიანი მცდელობის შემდეგ ჩატარდა 1970 წელს მიღებული “განქორწინების კანონის” გაუქმების მიზნით. რეფერენდუმი ჩავარდა: იტალიის მოსახლეობამ უარი კანონის გაუქმებაზე. – მთარგმ. შენ.) მომხდარი კატასტროფა. მე ვიცი მათი სახელები, ვინც, წირვასა და წირვას შორის სახელდახელოდ გამომცხვარი განკარგულებებით პრაქტიკულად უზრუნველყოფდა ძველი გენერლების პოლიტიკურ უსაფრთხოებას (ისე, ყოველი შემთხვევისთვის, სათადარიგოდ, პოტენციური სახელმწიფო გადატრიალების საყრდენი ბირთვის შესანარჩუნებლად); ვინც ხელს აფარებდა ახალგაზრდა ნეოფაშისტებს, უფრო სწორად, ნეონაცისტებს (ანტიკომუნისტური დაძაბულობის შესაქმნელად კონკრეტულ მომენტში) და ბოლოს, ვინც მფარველობდა ჩვეულებრივ, უსახელო კრიმინალებს, ვინც დღესაც იცავს მათ და ალბათ მუდამ დაიცავს (ანტიფაშისტური დაძაბულობის შესაქმნელად მომავალში). მე ვიცი მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, რომლებიც ისეთ უსუსურ, კომიკურ ტიპებს ეფარებიან, როგორიც სატყეო პოლიციის გენერალი იყო, ოპერეტის პერსონაჟივით რომ ფაციფუცობდა ჩიტადუკალეში (მაშინ, როცა იტალიის ტყეებს ცეცხლი ეკიდა), ან ისეთ უსახურ, არაფრისმთქმელ, წმინდად ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე ტიპებს, როგორიცაა გენერალი მიჩელი. მე ვიცი იმ მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, ტრაგიკული ახალგაზრდების ზურგს რომ ეფარებოდნენ, ნორჩ გოგო-ბიჭებს, რომლებმაც შემზარავი ფაშისტური თვითმკვლელობა არჩიეს სიცოცხლეს; ვიცი, ვინც იმალება ჩვეულებრივი კრიმინალების, სიცილიელებისა თუ სხვების, უკან, წვრილფეხა ავაზაკების, დაქირავებული მკვლელების უკან. ყველას ვინაობა ვიცი, ვიცი მათი სახელები, ვიცი ფაქტები (თავდასხმებსა და ტერორისტულ აქტებზე), რომლებშიც მათ მიუძღვით ბრალი. ვიცი. მაგრამ ვერ ვამტკიცებ. სამხილებიც კი არ მაქვს. ვიცი, რადგან ინტელექტუალი ვარ, მწერალი, რომელიც ცდილობს, თვალი ადევნოს ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდება, იცოდეს ყველაფერი, რაზეც წერს, წარმოიდგინოს ის, რაც საზოგადოებისთვის უცნობია, რაზეც არავინ ლაპარაკობს; ინტელექტუალი, რომელიც ცდილობს, ძველი მოვლენები დაუკავშიროს ერთმანეთს, დაფანტული, დაქუცმაცებული ფაქტებით შეაკოწიწოს ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკური სურათი; ლოგიკა შეიტანოს იქ, სადაც ბუნდოვანება, სიგიჟე, გაუგებრობა გამეფებულა. ეს ყველაფერი ჩემი ხელობის, ჩემი პროფესიული ინსტინქტის ნაწილია. და არა მგონია, ვცდებოდე. არა მგონია, ჩემი მოსაზრებები “რომანის სიუჟეტი” იყოს და მეტი არაფერი, არა მგონია, შორს იყოს რეალობისგან. არ მგონია, ჩემი ეჭვები კონკრეტულ ფაქტებსა და ადამიანებზე უსაფუძვლო იყოს. მჯერა, რომ ბევრმა სხვა ინტელექტუალმა და მწერალმაც იცის ის, რაც მე ვიცი, როგორც ინტელექტუალმა და მწერალმა. არც ისეთი რთულია სიმართლის დადგენა იმაზე, რაც 1968 წლის შემდეგ მოხდა იტალიაში. ეს სიმართლე მხოლოდ წარმოსახვასა და ფიქციაში როდი აისახება, ისეთში, როგორიც ჩემი პროფესიაა: ეს სიმართლე – და ეს აბსოლუტური სიზუსტით იგრძნობა – კონკრეტულ პოლიტიკურ და ჟურნალისტურ ქმედებებში ირეკლება. უკანასკნელი მაგალითი: ცხადია, რომ სიმართლე უნდა თქმულიყო კორიერე დელა სერას რედაქტორის სვეტში 1974 წლის 1 ნოემბერს. იქნებ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს მაინც ჰქონდეთ მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არა – სამხილები მაინც. პრობლემა ისაა, რომ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს და სამხილებს ალბათ, ალბათ კი არა, უეჭველად, ფლობენ, დამნაშავეებს არ ასახელებენ. მაშ, ვისი მოვალეობაა სახელების თქმა? ალბათ მისი, ვისაც გამბედაობაც ჰყოფნის და არც ხელისუფლებასთან ალიანსით გაუსვრია საკუთარი თავი, ვინც სუფთაა და თან დასაკარგიც არაფერი აქვს: ინტელექტუალს. ინტელექტუალს თავისუფლად შეუძლია დამნაშავეთა დასახელება, მაგრამ მას არც მტკიცებულებები გააჩნია და არც სამხილები. ხელისუფლებამ, მისმა მოკავშირეებმა და მათაც კი, ვინც უშუალოდ არ ზის ხელისუფლებაში, თავისუფალ ინტელექტუალს არანაირი საშუალება არ მისცეს, რომ მტკიცებულებები და სამხილები ჰქონოდა. შეიძლება ვინმე შემედავოს, მითხრას, რომ როგორც ინტელექტუალსა და მწერალს, მეც შემეძლო, შემეღწია პოლიტიკის სამყაროში (ხელისუფლებაში, ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეებში), გავრეულიყავი მასში და ასე მომეპოვებინა საკუთარი უფლება (ალბათ ამის დიდი შანსიც მექნებოდა), მეც მქონოდა მტკიცებულებები და სამხილები. ვუპასუხებდი, რომ ეს სრულიად შეუძლებელია, რადგან სწორედ ეს – რომ პოლიტიკის სამყაროში გარევაა ჩემთვის მიუღებელი – მაძლევს პოტენციურ ინტელექტუალურ გამბედაობას, სიმართლე ვთქვა, ანუ დამნაშავეები დავასახელო. ინტელექტუალური გამბედაობა და პოლიტიკური საქმიანობა იტალიაში ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებებია. ჩვენში ინტელექტუალს – რომელიც სულით ხორცამდე სძულს მთელ იტალიურ ბურჟუაზიას – ძალად აწებებენ ვითომ ამაღლებულ და კეთილშობილ, სინამდვილეში კი დამამცირებელ მოვალეობას: ილაპარაკოს მხოლოდ მორალურ და იდეოლოგიურ პრობლემებზე. და თუ ის ამ ფუნქციას გაემიჯნება, საკუთარი მოვალეობის ღალატს აბრალებენ: მაშინვე აყვირდებიან (თითქოს სწორედ ამას ელოდნენ) “მრწამსის ღალატზე”. პოლიტიკოსებსა და ხელისუფალთ ხომ მეტიც არ უნდათ. მაგრამ არსებობს არა მხოლოდ ხელისუფლება: არსებობს ხელისუფლების ოპოზიციაც. იტალიაში ეს ოპოზიცია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერია, რომ თავადაც სერიოზულ ძალას წარმოადგენს: ცხადია, იტალიის კომუნისტურ პარტიას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, დღეს ოპოზიციაში ასეთი მასშტაბის პარტიის არსებობა იტალიისა და მისი უსუსური დემოკრატიული ინსტიტუტების ხსნაა. იტალიის კომუნისტური პარტია სუფთა ადგილია ბინძურ სამყაროში, პატიოსანი – უნამუსოში, გონიერი – რეგვენებში, განათლებული – უბირთა შორის, ჰუმანისტური სივრცე კონსუმერიზმის მორევში. ამ ბოლო წლებში იტალიის კომუნისტურ პარტიას (ვგულისხმობ “მმართველების, უბრალო წევრებისა და ამომრჩევლების კომპაქტურ ერთიანობას”) და დანარჩენ იტალიას შორის ერთგვარი ორმხრივი ურთიერთობა დამყარდა. იტალიური კომუნისტური პარტია მართლა იზოლირებულ ქვეყნად, კუნძულად იქცა და სწორედ ამიტომ მას დღეს (ისე, როგორც არასდროს აქამდე) შეუძლია, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს რეალურ ხელისუფლებასთან: კორუმპირებულთან, გახრწნილთან, დეგრადირებულთან. ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას უფრო ჰგავს. სინამდვილეში ეს ორი მორალი სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან, ზოგადადაც და კონკრეტულ გამოვლინებებშიც. სწორედ ამ საძირკველზე შეიძლება იმ რეალური “კომპრომისის” წარმოდგენა, რომელიც ალბათ სრული გახრწნისაგან იხსნიდა იტალიას: “კომპრომისი”, რომელიც სინამდვილეში ორი მოსაზღვრე ქვეყნის “მოკავშირეობა” იქნებოდა; უფრო სწორად, ორი ქვეყნისა, რომელთაგან ერთი მეორეში მდებარეობს. მაგრამ რაც კომუნისტურ პარტიაზე დადებითი ვთქვი, სწორედ ისაა მისი უარყოფითი მხარეც. ქვეყნის ორ ქვეყნად გახლეჩა, რომელთაგან ერთი კისრამდე ჩაფლულია ხრწნასა და დეგრადაციაში, მეორე კი სუფთაა და არაკომპრომეტირებული, მშვიდობისა და კონსტრუქციულობის საწინდარი ვერ იქნება. გარდა ამისა, ისეთ სივრცეში, როგორიც მე აღვწერე (ვფიქრობ, ობიექტურად), ქვეყანა ქვეყანაში, ოპოზიციაც ძალაუფლებასთან იდენტიფიცირდება, სხვაგვართან, მაგრამ მაინც ძალაუფლებასთან. შესაბამისად, ამგვარი ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურებიც ისევე იქცევიან, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. სხვაგვარად შეუძლებელიცაა. დღეს უკვე (და ეს უაღრესად დრამატულად ეხება თითოეულ ჩვენგანს) მათაც მიაკრეს ინტელექტუალს მათ მიერვე შეთითხნილი ფუნქცია და დანიშნულება. და თუ ინტელექტუალი ამ როლს – წმინდად მორალურსა და იდეოლოგიურს – არ შეასრულებს, აი ისიც (და ყველა რა ბედნიერია, როცა ამ სიტყვას ყვირის): მოღალატე! რატომ ხდება, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურები, თუ მათ აქვთ – და ალბათ აქვთ – მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც, არ ასახელებენ ნამდვილ დამნაშავეებს, ანუ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო გადატრიალებისა და ბოლო წლების შემზარავი ტერაქტების მომწყობებს? პასუხი მარტივია: ისინი იმიტომ არ ამბობენ სახელებს, რომ მიჯნავენ – ინტელექტუალისაგან განსხვავებით – პოლიტიკურ სიმართლეს პოლიტიკური ქმედებებისგან. და, მაშასადამე, ცხადია, ისინიც არასოდეს ჩაუგდებენ ხელთ მტკიცებულებებსა და სამხილებს ინტელექტუალს, რომელიც ხელისუფლების სამსახურში არ დგას: არც კი გაივლებენ ამას გონებაში, და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუ კონკრეტულ ობიექტურ სიტუაციას გავითვალისწინებთ. ინტელექტუალმა უნდა განაგრძოს დაკისრებული მოვალეობის შესრულება და საკუთარი, კოდიფიცირებული საშუალებებით იმოქმედოს. კარგად ვიცი, ახლა იმის დრო არაა – ახლა, როცა იტალიის ისტორიაში სრულიად განსაკუთრებული მომენტი დგას – საჯაროდ გამოვუცხადო უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს. არც დიპლომატიური იქნება და არც მართებული. დიახ, დიპლომატიურობა და მართებულობა: უძლური ინტელექტუალი იძულებულია, სწორედ პოლიტიკის ამ კატეგორიებს ემსახუროს და არა – პოლიტიკურ სიმართლეს. და ვინაიდან დამნაშავეთა დასახელება არ შემიძლია, ვერ ვამბობ მათ სახელებს, ვისაც ბრალი მიუძღვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერორისტულ აქტებში (სწორედ ამიტომ და არა ამის სანაცვლოდ) არ შემიძლია, საჯაროდ გამოვუცხადო ჩემი უსუსური, მაგრამ სრული უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს, საჯაროდ დავდო მას ბრალი. იმიტომ, რომ მე მწამს პოლიტიკის, მწამს დემოკრატიის ზოგადი პრინციპების, მწამს პარლამენტის, მწამს პარტიების. ცხადია, ჩემებურ, განსხვავებულ ჭრილში, რომელიც არსებითად კომუნისტურია. მზად ვარ, უკან წავიღო საკუთარი ბრალდება (მეტსაც გეტყვით, ერთი სული მაქვს, როდის გავაკეთებ ამას), თუკი ერთი პოლიტიკოსი მაინც – არა იმიტომ, რომ “საჭიროა”, ანუ “ამის დრო დადგა”, არამედ იმიტომ, რომ გადაწყვეტს, თავად შექმნას ასეთი შანსი – ხმამაღლა წარმოთქვამს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერაქტებში დამნაშავეთა სახელებს, რომლებიც უეჭველად იცის, ისევე, როგორც მე; მაგრამ მას ხომ, ჩემგან განსხვავებით, შეუძლებელია, არ ჰქონდეს მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც. შესაძლებელია – თუ ამერიკა დაუშვებს ამას და ერთ მშვენიერ დღეს “დიპლომატიურად” გადაწყვიტს, სხვა დემოკრატიებსაც მისცეს იმის უფლება, რისი უფლებაც ამერიკულმა დემოკრატიამ მისცა საკუთარ თავს ნიქსონთან დაკავშირებით – ადრე თუ გვიან მაინც ითქვას დამნაშავეთა სახელები. და მაშინ გამოჩნდება, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებასთან იყოფდნენ ძალაუფლების ბერკეტებს: ნაკლებად დამნაშავეები მეტად დამნაშავეებთან (და ისინი არაფრით იქნებიან მათ მიერ დასახელებულ დამნაშავეებზე უკეთესები). აი, ეს კი საბოლოო, ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალება იქნება.
Someone Someone
Tbilisi · 1 year ago
ისე მარტივად გეკითხებიან, როგორ ხარო - თითქოს არც იყო... ახლა ისე ვარ, როგორც ნაპირზე დავარდნილი კენჭი, მზისგან გავარვარებულს რამდენიმე მეტრი რომ აშორებს წყალს, მაგრამ თვითონ არ შეუძლია შიგნით შესვლა, გდია მიწაზე და იმის იმედი აქვს, რომ ვინმე გამოივლის და ასე შეუმჩნეველს, მაინცდამიანც მას მიკრავს ფეხს, ან ხელში აიღებს და სიღრმისკენ ისვრის, იცის, ეს ვერ გადაარჩენს, მაგრამ ცოტა ხნით მაინც ხომ გაგრილდება, სულს მოითქვამს. მთელი დღეა კარზე შიგნიდან ვაკაკუნებ, მაგრამ არავინ გამიღო, თითქოს სულიდანაც ასე ვცდილობ ტკივილების გარეთ გამოტანას. ჩემი სიცოცხლის უმანიშნელებელი, პულსზე მეტად, ყოველთვის ნაბიჯები იყო. ზოგჯერ, იმ სათქმელივით გავდივარ სახლიდან, რომელსაც თვითონ ვერ ვამბობ ხოლმე და იმ ოცნებასავით მივყვები ქუჩას, რომელსაც არცერთ ცხოვრებაში არ უწერია ახდენა. რამდენჯერ უნდა ავიარ-ჩავიარო ეს გაჩერებული გზა, რომ ტვინში ჩაქცეულ, ან მაჯიდან ღია ცისკენ გაჟონილ სისხლს დავემსგავსო. სულერთია, შენს ცხოვრებაში საკუთარი თავის მკვდრეთით აღდგომის მცდელობა უფრო მეტია, თუ თვითმკვლელობის, რადგან შეუძლებელია რომელიმე გამოგივიდეს, როცა არც ცხოვრება გაქვს, არც სიცოცხლე და არც სიკვდილი. ვდგავარ და იმ დღეებს მივყვები, რომლებიც არასდროს მომენატრება. თუ მკითხავ რატომ ვიქცევი ასე, გიპასუხებ, რომ არ ვიცი. როცა ირგვლივ სიმშვიდეა, სიცოცხლეა, სიხარულია... როცა მთელი გულით ცდილობ გახდე მისი ნაწილი, მაგრამ არ გამოგდის. მე არ ვიცი, ამ ცხოვრებაში ჩვენზე რა არის დამოკიდებული, ან არის თუ არა საერთოდ რამე. ვიღაც ამბობდა, რომ - გადარჩენა პროტესტია. ამ სამყაროში, მუდამ განწირული იქნება ის, ვისთვისაც სიმართლეა შთაგონების წყარო. უფალო, შენც კი ვერ მიგიღეთ ისეთი, როგორიც ხარ. უფალო, შენი ადამიანებისადმი მოწყალებასავით უსასრულოა, შენდამი ადამიანების სისასტიკე. გაელვება უფრო დიდ ხანს გრძელდება ცაში, ვიდრე ჩვენი სიცოცხლე ამ ცხოვრებაში და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სულები უფლის კეთილი საქმეების ყულაბებს ჰგავდეს, ათასი ამაოებით ვავსებთ, თუმცა როგორც ელვაა წვიმის, ჩვენი სიცოცხლეც ხომ უნდა იყოს რაიმეს ნიშანი. ნუთუ შესაძლებელია, საკუთარი თავი ცალხმრივად გიყვარდეს? ნუთუ შესაძლებელია, შენივე შექმნილი ურჩხულების გეშინოდეს? (ურჩხულებზე საშიში, ურჩხულებისადმი შიშია.) ადამიანისთვის ღმერთი ადამიანიდან იწყება, ადამიანობა ღმერთიდან, მაგრამ ღმერთო, ჩვენ ხომ ჩვენი უღმერთობის შესანიღბად უფრო გვჭირდები, ვიდრე შემწედ, ვიდრე მფარველად. ჩვენ შორის არიან წმინდანები, მაგრამ მათ შორის ჩვენ არ ვართ. საშინელებაა, როცა ისეთი არ ხარ, როგორიც გინდა, რომ იყო. ნუთუ ამის გასაკეთებლადაც გარისკვაა საჭირო? არათუ სიცოცხლე, ჩვენი მოკვდავობაც დროებითია. მჯერა, რომ საკუთარი თავისთვის არ შექმნილა ადამიანი, სხვაგვარად სიყვარული სამყაროს მეორე მხარეს აღმოჩნდებოდა. უცნაურები ვართ ადამიანები, მთელი ცხოვრება იმას ვცდილობთ, ყველასგან განვსხვავდებოდეთ, არავის ვგვავდეთ... არავინ გვგავდეს... საბოლოოდ კი, არაფერს არ შეუძლია იმხელა სიხარულის მონიჭება, როგორც ჩვენნაირის პოვნას ამ სამყაროში. ალბათ, სიყვარული მარადიული ლტოლვაა მიუწვდომლისაკენ, იმისკენ რასაც ისე შეუძლია მიგიზოდოს, რომ სული ამოგტაცოს სხეულიდან. ადამიანის საყრდენი კედელი ხერხემალი კი არა, - გულია და მე არ მესმის, ღმერთო, გული რატომ ტყდება ასე ადვილად, რატომ არ სჭირდება უროს ჩარტყმა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ უროს გაუძლოს კიდეც, იქნებ სიყვარული ბევრად მძიმე და სასტიკია. სამყაროში რამდენი აუღმოუჩენელი საოცრებაცაა, იმდენითვე გაიშვიათებულია ის, ოდესღაც სისხლის ხილვაც გააოცებდა ადამიანს და მისი ფერი უფრო შთამბეჭდავი იქნბოდა, ვიდრე ცის, ვიდრე ტყეების, ყვავილების, ან მზის და მთვარის, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, პირველად საკუთარი ნახა თუ სხვისი. მინდა, რომ ჩემი ესმოდეთ, მაგრამ ეს იმაზე რთულია, ვიდრე ვუყვარდე. მე რა გითხრა ჩემს ნაწერებზე, მთავარია, ისინი რას გეტყვიან ჩემზე. რას ხედავ, როცა მიყურებ? შენ არა, საკუთარ თავს ვეკითხები, ის არასდროს მიპასუხებს იმას, რისი მოსმენაც მინდა. ზოგჯერ, ფიქრს მდინარესავით მივუშვებ და მის ნაპირზე ჩამოვჯდები ხოლმე, ვუსმენ მის ხმაურს, რომელიც იმას მეუბნება, რომ ჩემში არ არის მისი სათავე და ვერც იმ ზღვაში ჩაიღვრება სიმარტოვე რომ დაარქვეს. განა ჩემი სიხარული სიხარული არ არის, შესაძლოა, სამყაროზე უკიდეგანო და უსასრულოც კია, მაგრამ ის ვერასდროს იქნება სრულყოფილი. რადმდენჯერაც თვალში ბედნიერების ნამცეცი ჩამივარდა, იმდენჯერ ცრემლმა გამორიყა, გამოიტანა, ვერ მოასწრო სულის ფსკერამდე ჩასვლა, მერე თუნდაც სევდის ნალექს გადაეფარა და დავიწყებას მისცემოდა. მერე რა, თუ გაელვებაზე ცოტა ხანს გრძელდება ჩვენი სიცოცხლე ამ ცხოვრებაში, მჯერა, რომ ღმერთმა სამყაროსთან ერთად შემქმნა, დასაბამიდან. საკუთარი წარსული ფილმივით რომ ჩამირთო დიდ ეკრანზე და თვალმოუხუჭავად ათასჯერაც რომ მაყურებინო, მაინც არ შემეძლება მისი შინაარსის მოყოლა. სისულელეა, რასაც ვფიქრობ ის დაგაჯერო. საბოლოოდ, მიხვდები, რომ შეუძლებელია, ცხოვრების თავიდან დაწყება, რომ იმას რაც უკან მოიტოვე, რაც გასვარე, ვეღარაფერს მოუხერხებ, ვეღარც წაშლი, ვეღარც გაწყვეტ, ვერც დაივიწყებ, რომ ის სასწორის ერთი მხარეა, უფსკრულისაკენ გადახრილი, რომელიც თითქოს ფსკერისაკენ დაბადებიდან გექაჩება და მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაც კი ვერ გექნება, წინ რამდენი გაქვს დარჩენილი, გიჩნდება შანსი, ის მაინც დაფარო სუფთად და აქციო სასწორის მეორე მხარედ,რადგან იმედი მხოლოდ მომავალშია და ის ვერასდროს გახდება წარსული.ღმერთო, როგორი ადვილია შენკენ მომავალი გზის პოვნა და რა ძნელია მასზე შედგომა❤️
სალო მე
Tbilisi · 1 year ago
დავიღალე საკუთარ თავთან ამდენი ლაპარაკით, მას ყველაზე კარგად ესმის ჩემი, მაგრამ არასდროს მისმენს. დავიღალე საკუთარ თავთან ყოფნით, შენთან მინდა. ქუჩები სავსეა ვადაგასული ახალგაზრდებით. მე კი ღმერთმა იცის, როგორ ამომივიდა ყელში ამ ერთიდაიგივე გზებზე, ერთიდაიგივე მიმართულებით, ერთიდაიგივე სევდით, ერთიდაიგივე ტკივილებით, ერთიდაიგივე ტანსაცმლით სიარული, ჩემი სიყვარულიც კი მინდა შეიცვალოს უფრო მეტისკენ, მეც ისევ ის ვარ, ვინც გუშინ ვიყავი, გუშინწინ, მაგრამ ეს ძაფი ყოველთვის წყდება, თუ ჩემი სულის უფსკრულში ბავშვობის ამოსაყვანად ვუშვებ, მხოლოდ ტკივილი ეჭიდება და მთელი ძალით ქაჩავს თავისკენ. ახლა საავადმყოფოდან მოვდივარ, მოწევა ამიკრძალა ექიმმა, სხვა დანარჩენი არც არაფერი მახსოვს, ესეც იმიტომ გამახსენდა, რომ სიგარეტს მოვუკიდე. წვიმა რომ იყოს, გავიდოდი, ცას ავხედავდი და ვიოცნებებდი ამერბინა წვიმის წვეთებზე, როგორც ჩემი სახლის კიბის საფეხურებზე, ვიცი, რომ ეს ათიდან ათჯერ სისულელეა, მაგრამ თუ არ ხარ ნორმალური, არანორმალური ხარ და მორჩა. საკუთარი უბედობით, სხვას ვერ დაარწმუნებ ბედისწერის არსებობაში, ბედიც ისეთია, ერთხელ თუ დაგცინა, მერე ჩაბჟირება იცის, მე კი როცა ვითმენ, ჩემი სიჯიუტის იმედი უფრო მაქვს, ვიდრე ნებისყოფის. სულერთი იქნებოდა, არსებობს თუ არა ბედისწერა, მე რომ შენს ნებას მივყვებოდე, უფალო. ახლა კი ვდგავარ და როგორც სისხლიან ზვარაკს, ყელგამოღადრულ ოცნებებს გწირავ, მერე ისევ რომ თავი ვიმართლო და მათ არ ახდენასთან ერთად, ჩემი უღმერთობაც შენ დაგაბრალო, უფალო, რომ თუ ჩუმად ვარ, ეს სიჩუმეც არ არის წმინდა, რადგან ჩემმა სირცხვილმა შვა ის და არა ტკივილმა, რომ თუმცა მინდა დაგინახო, არ ვიცი როგორ დაგენახო, არ ვიცი რა უნდა გითხრა, რომ შენდამი სიყვარული, ადამიანებისგან შენთვის შენივე არსებობის დამტკიცება კი არ არის, არამედ იდეა, მარადიული სიცოცხლის წყაროს, რომელიც სადღაც მეთერთმეტე ციდან კი არ ეშვება, არამედ მათი გულიდან იღებს სათავეს. აი, ახლაც, ასე, უბრალოდ, ზიხარ, წერ ათასი დარდით და საფიქრალით დამძიმებული, მაგრამ იმ ერთ სიკეთის ნამცეცს რაც შენშია, მაინც იმხელა ძალა აქვს, რომ თუ გიტყდება, გულიც სინათლის სხივივით გიტყდება და კი არ კვდება, სიკვდილსაც კი აფერადებს მისგან წამსკდარი სიცოცხლე. სხვისი ნაწილი ხდება, შენგან დამოუკიდებლად აგრძელებს სუნთქვას. ღამით, ღრუბლებს მიღმა დანახული ვარსკვლავებია, საკუთარ სულის სიბნელეში ნაპოვნი სინათლის მარცვლები, ჰო მარცვლები და არა ნამცეცები, რადგან ისინი ისე შეგიძლია დარგო, როგორც ყვავილები, რომლებიც უსათუოდ ამოვლენ და გაიხარებენ. მიმიღე, მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, განა ესეც ლოცვა არ არის? მომაკვდავის არა, მაგრამ განა იმის უკანასკნელი სიტყვები არ არის, ვინც მის ცოდვებს ვერ მოერია? მინდა ჩემს თავსაც იგივე ვუთხრა, რაც ჩემს მეგობარს ვუთხარი სიკვდილის წინ. სანამ თვალის გახელა შეგვიძლია, სანამ ერთი ჩასუნთქვის ძალა მაინც გვაქვს, სანამ გვყავს ვინმე, ვინც შთაგვაგონებს ყოველგვარი შეუძლებლის შეძლებას, სანამ ის რაც გვაიძულებს საკუთარ თავზე ზრუნვას, სხვისადმი უსაზღვრო სიყვარულია, მჯერა, რომ არ დავმარცხდებით. ხომ იცი, რწმენა მთებს ძრავს და თვითონ ის აგებს ამ სიტყვებზე პასუხს, ვისგანაც ეს რწმენა მოდის, ჰოდა, თუ ყოველი განსაცდელი მისგანაა დაშვებული, მათი დაძლევაც ხომ მის მოწყალებაშია, იქნებ უფალიც ისე ელის ჩვენგან მისკენ გადადგმულ ნაბიჯს, როგორც ჩვენ ველით მისგან სასწაულს. ვფიქრობ და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ისეთი წვრილმანიც კი, როგორიც სხვისთვის მოდუღებულ ყავის ჭიქაში შაქრის ჩაყრაა, შეიძლება სიცოცხლის მიღმაც ეყოს საგზლად ადამიანს უფლისკენ მიმავალ გზაზე, რადგან მხოლოდ იმ კეთილს საქმეებს აქვს წონა, რომლებიც ჯერ არ აუწონიათ, რომლებიც მხოლოდ ღმერთმა იცის სინამდვილეში რამხელებია, რადგან მიწიდან ვარსკვლავებიც პურის ნამცეცებს ჰგვანან. განა მხოლოდ ადამიანებს... ყოველ დილით, ფანჯრის რაფაზე პურის დაფხვნილ ნამცეცებს რომ ვტოვებდეთ, ჩიტებსაც კი გაუჩნდებოდათ ჩვენი იმედი. სიყვარული ღმერთივითაა და მიუხედავად იმისა, რომ რწმენა უფრო გვაკლია, ვიდრე ემოცია, სიყვარულისგან უფრო ხშირად ვითხოვთ სასწაულს, ვიდრე უფლისგან, მაგრამ სიყვარული ვერასდროს იქნება იმდენად ნამდვილი, როგორც ქრისტეს ჭრილობები თომას შეხებისას. ოდესმე იმაზეც მივიღებთ პასუხს, სად წავა ჩვენი სული ჩვენივე სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ალბათ, მუდამ უპასუხოდ დარჩება კითხვა, სად წავიდა ჩვენი ბავშვობა...
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტის ისტორია
ლილე აბსანძე რამდენიმე დღის წინ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. მანამდე იგი კლინიაში 28 დღის განმავლობაში Covid-19-ს მკურნალობდა. გამოჯანმრთელებული პაციენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას განვლილი დღეების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და კლინიკაში არსებული ვითარების შესახებ. უცვლელად გთავაზობთ პოსტს: "მგონი უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომელიც covid19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქედან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი. მართალია, ძირითადად ყველანი იმაზე ხართ კონცენტრირებული ვირუსისგან თავი როგორ დაიცვათ, სახლში როგორ დარჩეთ და რა თქვა მარინა ეზუგბაიამ ამ დილით, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტექსტში წერია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება, წყალგაუვალი სიმართლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყველაზეც ნამდვილად არ ვრცელდება. ჩემი ამბავია მარტო. მე მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი ფილტვების ბაქტერიული ანთებით. საერთო პალატაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც კონტაქტები დამალა (მე ასე ვიცი) და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კორონავირუსით იყო ავად. 2 დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე, დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან და 6 საათში დამიდასრუტდა კოვიდ-19. მოსაყოლად ხო ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყვველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს. არ გვჭირდა ყველას, არავის ჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა. დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები მარტო იმას ვუსმენ როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტოლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად. მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, პლაქვენილიც ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც. პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში. ამიტომ მარტოობის შეგრძნება არ გაქვს, მარტო არ ხარ შარში. რთული ძირითადად ის არის, რომ კუბოებზე მიმების სქროლვა გიწევს ფეისბუქზე, ვიღაცეების დარიგების წაკითხვა რო ,,ნუ აი არ მესმის ეს ხალხი სად დადიოდა", ხშირად კითხულობ სიტყვას "დაუდევრობა" და ზუსტად იცი, რომ შენზე ფრთხილად არც არავინ ყოფილა და არც ახლაა არავინ. ალბათ, ამაზე უფრო დიდი სირთულეა ის, რომ დანამდვილებით არც შენ და არც არავინ იცის რა გჭირს, როგორ მორჩები ამისგან და მერე რა იქნება. მე ჩემმა ექიმმა პირდაპირ მიხრა, რომ ამ დაავადებას მე და შენ ახლა ერთად ვსწავლობთო, თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ როცა დაავადებას შენთან ერთად სწავლობენ, ყველა შესაძლო მხრიდან გაკონტროლებენ. იქ რომ ხარ, პანდემიას არ აბრალებ არავის, იმიტომ რომ სულერთია. მარტო იმ ჩაკეტილი პალატიდან ხედავ, რომ ეს საყოველთაო უბედურება უფრო დიდი რაღაცაა ვიდრე ქალი, რომელმაც კონტაქტები დამალა, იმიტომ რომ არ ჯეროდა, რომ თვითონ შეიძლება რაიმე დამართნოდა, უფრო დიდია ვიდრე რელიგიური დღესასწაული, მამაოების შეგონებებზე უფრო უტიფარია და სტატისტიკაზე უფრო მომაბეზრებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უუუღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც ძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებულები არიან ოჯახებისგან. ასევე, მადლობა ვინმე საბას, რომელიც ყველაზე კარგი კურიერია მსოფლიოში და ჩემს მეგობრებს, თბილი სიტყვებისთვის და გემრიელი ამანათებისთვის. თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფოტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამეხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილებების გაზიარებების საშუალება თუ მექნება. მე პირადად სულ ვეძებდი ეგეთ ადამიანს. P.S " ვაიმე, 37 მაქვს და კორონა ხო არ მჭირს" და მსგავსი ტექსტები შეგიძლიათ არ მომწეროთ, მაგას ადგენს მხოლოდ ტესტი."#კორონავირუსი #პაციენტი #გამოჯანმრთელებული #TbilisiDaily
AstroGeorgia
Tbilisi · 2 weeks ago
შავი იუმორი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება,თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს.ცნობილი ხისთავიანები.ყოველთვის აკეთებენ იმას რასაც ამბობენ.სიჩქარეში ბევრშეცდომასაც უშვებენ,მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ.თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთთორემ ნაწლავებს გამოგიღებენ.ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან,რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიანკირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.არ აქვსმნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება სასახლეში თუ კარდონის ყუთში,იფიცებიან და ამტკიცებენ რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში.ბავშვობის ასაკშიუკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება.ქორწინდებიან რამდენჯერმე,გართობისთვის,მაგრამ არასოდესშორდებიან,უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან.ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებადან დირექტორებად მუშაობენ მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად,აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს,თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.ვერძები უცოდველები არიან როგორც ღმერთი,ესეიგი ღმერთიზოდიაქოთი ვერძია,რაც იმას ნიშნავს რომ სატანა მერწყულია.ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით თვით მორიელზე უფროეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ. ვერძებო Your rams’ horns are in everyone else’s asses. კურო ხშირად ეცვლებათ განწყობა,ერთ წუთში რომ მხიარულობენ მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც.ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ ან თუკისადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს იმწუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ.კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები სადაც ყველაბედნიერია ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს.ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალმაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან,წესრიგის დამცველებთან ანბილბორდების გამო.უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ,თუმცა თავად ზოგადად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდესაქვთ.ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით.კურო უცნაური არსებაა რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოსწყენა რაღაც მოვლენის გამო,რომელიც შეიძლება გაირკვეს,რომ სინამდვილეში არც მომხდარა.ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კუროხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს.ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში,რიგითმეორე.თვითონ კუროებს მიაჩნიათ რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე,ვიდრე პირველი და უდაოდსაუკეთესონი არიან ამაში,ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე.(კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია) ყველა კუროს უნდა იყოსღმერთი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ღმერთი ვერძია,სამწუხაროდ.ძნელია კუროს გაუგო,ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათადტოვებენ თავის ბუნაგს.უყვართ კონფლიკტები.ვერ იტანენ თუ ყველაფეი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში.ზოგიერთ კუროს განსაკუთრებითუყვარს ბარებში და რესტონებში მუშტიკრივი,თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს.კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად.უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროსმოწყობა სადაც შემოკრიბავენ საყვარელ ადამიანებს და მათთან ერთად ოცნებობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა სამყარო კურო რომ ღმერთიყოფილიყო. ტყუპები ტყუპები ყველას უყვარს,იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები.თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატედა ნახევრად მიქელანჯელოები,თუმცა რათქმაუნდა ეს ასე არა არის.ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები.უყვართსაზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზეერთდროულად იმყოფებოდეს. ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს.არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი.უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ.(მაგალითად,ეს წინადადება არ ექნებათბოლომდე წაკითხული,რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ)უყვართ ჩხუბი ქორწილებში,თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა,მაგალითადჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს,სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ.ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი.არესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება.ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს.ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელურიანალოგიებით.ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს,თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინიცნობს.ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს,ხშირად არალეგალურს.ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის რომ ვინმემმოუსმინოს,ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე,თუ არ გჯერად მოუსმინეთ როცა აბაზანაში მარტოა.ტყუპი არასოდეს არ არის ერთი ისყოველთვის ორი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული. კირჩხიბი აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში,მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში,ამასმეგობრებისგან იგებენ.კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ რომ ასეა საჭირო,არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი.ეს იმ კატეგორიისადამიანებია რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ,ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”.თვეობით,წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივეტანსაცმელი ეცვათ,გაუხდელად.მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია,როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა.აქვთ პერიოდები როცა თვეობითიკეტებიან იქ,არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს,ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან.მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელიდა მხსნელი იყვნენ,საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ.კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალიადიასახლისებისთვის,იციან უგემრიელესი რეცეპტები,იციან როგორ გაუძღვნენ სახლს,ათვითცნობიერებენ ამას თუ არა,ორივე სქესის კირჩხიბსეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა,ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა მათი მოვლა და აღზრდა.მათი ნება რომ იყოსსიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები. კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული,იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდიფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს.კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ.კირჩხიბებიფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით,როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად,რომელიც კირჩხიბია.კირჩხიბებო თუგეჩვენებათ რომ ვინმე გეკაიფებათ,არ გეჩვენებათ ეს მართლა ასეა,გამუდმებით გამასხარავებენ.ადამიანები ხშირად გადაუვლიან ხოლმეკირჩხიბს,ხშირად კი არა სულ ასეა,პირდაპირ ფეხებს იწმინდავენ მათზე და სასაცილო ის არის რომ კირჩხიბებს სჯერათ რომ ეს ასე უნდაიყოს,მოსწონთ კიდეც.პირდაპირ მისწრაფება აქვთ ასეთი,იყვნენ ფეხის საწმენდი ტილოები.კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი ნებისმიერ დროს შეუძლიათგამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.კირჩხიბები ფიქრობენ რომ ტაქტიანი ადამიანები არიან სინამდვილეში კი უილაჯობა და მოუქნელობაახასიათებთ ამიტომ მათ წვეულებებზე იშვიათად პატიჟობენ,წვეულების მერე კი ევალებათ მიიყვანონ უგონოდ მთვრალი მეგობარი სახლამდე,ესმეგობარი კი ყველაზე ხშირად თევზია ლომი ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ,თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული.ლომებს უყვართ სარკეები და სარკეშიხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას.ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთსანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს რაც აქვს სათქმელი.ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე.არქორწინდებიან,იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის,თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ,მეუღლეები სამზარეულოშიონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე,მაგრამ თავი ისე უჭირავთ რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათგაღიზიანებას გამოიწვევს ამითომ ახლოს არავინ ეკარება.ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას როცა ხსნის ფილოსოფიურკონცეფციებს.ლომს შეუძლია გამოაცხადოს რომ ჰომოსექსუალისტია,მაშინ როდესაც სინამდვილეში არ არის,მარტო იმიტომ რომ დაშოკოსსაზოგადოება და თანაც ამ ხერხით არცერთი სქესი არ დაუახლოვდება და შეუძლია მშვიდად გაატაროს მშვენიერი, რომანტიული საღამოებისაკუთარ თავთან განმარტოებით.ლომები ყვირილით აღებენ კარებებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკისტაშს.ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს ანუ არიან ხმაურიანი,ამპარტავანი,ძლიერი,ხშირად აქვთ პატარა ცხვირი,დიდიზედა ტუჩი,კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით.ცნობილია რომ ლომი ლიდერიადაბადებიდან,განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად.ერთადერთი რისიც ეშინია ლომს ეს არისგამასხარავება,ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება,სულ ეშინია რომ დასცინებენ.მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიანბრაზდება.გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის.ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში )თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა დასისხლიანებამდე სცემენერთმანეთს,სულერთია სად იმყოფებიან თეატრში,სუპერმარკეტში, წვეულებაზე,ხალხში თუ ერთი-ერთზე.ლომებს პირადად ხალხშიურჩევნია,პუბლიკის წინ.ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის,მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს,მათ შორის სექსიც. თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ,თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები,მორიელებსმსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავისფოტოებით აქვს დამშვენებული. ქალწული მეწვრილმანეები,მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი,სუნთქვაც კი.მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვითაწყვია ტანსაცმელი.ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით.მიაჩნიათ რომ ყველაფერსთავისი ადგილი უნდა ქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ რომ გაასუფთაონ.აქვთაკვიატებული იდეები და მანიები ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან,აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლიაგამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა” და პოლიციელებიცგაანთავისუფლებენ რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი.ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა,უთხარით რომრაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის,ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ.ჰო ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”,მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში.ჯერ ეს ერთი ვერიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის(ეს უკანასკნელნი როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ტანსაცმელსიძრობენ)მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს ,რომელსაცმთელ იატაკზე მოწუწავს.ქალწული კი რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს.ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია,ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კუროიყოს,ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით.საერთოდქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს,დაუღალავად და გულმოდგინედ.ქალწულები არ ხედავანსამყაროს თეთრ და შავ ფერებში ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად,სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი.ერთადერთი კარგი ისაქვთ რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ,თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ,მატერიების დაფერების მიხედვით ასე მივიღებთ 32 გროვას თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელებისმიხედვით,ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს.ხშირად ნახავთ ქალწულს რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავსკარებს,იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება.ერთი სიტყვით არანორმალურები! სასწორი ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას.ძალიან გაორებული ნატურები ხართ დაგადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ.ფიქრობს და ფიქრობს სასწორი,აწონის დაწონის ათასჯერ, ათიათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარესვარიანტს ირჩევს.თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი,მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას იქნებსაზოგადოებას უფრო მოწონებოდით.სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე რასაც გუშინვერ იტანდნენ იმიტომ რომ მოდაში შემოვიდა.მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში შემოიფარგლება მოდისკატალოგებით.თვითონ ქმნიან მოდას,მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლისმაგვარი თმისსამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორსმოტკეცილი შორტები არ გადაუგდია ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა.აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის,არიანრაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები,მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები,ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობისშესახებ.ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ,ყოველთვის ყავთ ვიღაც ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს,ხო!სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში,არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი.სასწორიყოველთვის წკიბზეა გააკეთოს ის რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა.მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკებისრომლების არასოდეს მოუსმენიათ,ფილმების რომელიც არასოდეს უნახავთ.ჰოლივუდი სავსეა სასწორებით,იმიტომ რომ თავის მოჩვენების დათვალთმაქცობის ოსტატები არიან.რაც არ უნდა დაათროთ სასწორი მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté და ყავა au lait -სშორის.გასაკვირი კი ის არის რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს მორიელი კარგად ერკვევიან კომპიუტერებში,უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია,ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრემოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით.არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში.მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთიპარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან წყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ,რომ სახელმწიფო შეთქმულებისმსხვერპლი არ არიან,რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა .საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი სადაც ცხოვრობს,რომ ესყველაფერი დაიჯეროთ.მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი,მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობითმოხდეს.მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან,ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადშიამოვლებული თხილი,დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს დუშის ქვეშ.მისი საყვარელი დღესასწაული ჰალუინია,შემთხვევითი არარის რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა,მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე რომ ციხეში არ ამოყოს თავი.მისი საყვარელისპორტი სექსია,სადაც უდაოდ ჩემპიონია.გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის რომ მოწიოს.შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზერაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს,თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს.თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა ჰკითხეთ რამედა ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოწონთ რადგან მიაჩნიათ რომ ამით კიდევ უფროესმება ხაზი მათ სიველურეს,ეს ეხება ქალ მორიელებსაც.მორიელებს შეუძლიათ ჩააწყონ ლოტოს გათამაშება,ის ხომ ავტომატურად არისმოწყობილი. მშვილდოსანი მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის,უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა,შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე რომშუქს არ ანთებენ,უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ ოღონდ რამე გადახდეთ თავს,მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენცხოვრებას იმიტომ რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ.მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი,ახლობლები თუუცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,მაგალითად ტრანსვესტიტობენ.უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული ანუარიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები.არიან ხმაურიანები და უტაქტოები.ცხოველებს და ბავშვებს ძალიანუყვართ მშვილდოსნები,რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება,სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი,იმისთვის რომარიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები.უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია.ისინი ძირს ყრიან საჭმელსან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე(ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუთეატრში.მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად,უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი(რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები,მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი,ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტშიმშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს. თხის რქა თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი,ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები.დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდიმიღწევისაკენ კარიერაში,ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად დაწინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება,ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამუკან არასოდეს იხევენ.ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან.თხის რქებს დაპოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ,სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპიველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან.არ დგამენდაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ,თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა.თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია,შეიძლება იფიქროთრომ ეს მათ ნიშანს ხარიზმატულობას და ლოგიკას უმატებს მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე,პედანტი და ეგოისტიადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას,დანარჩენი ადამიანებიუბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ.თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება დათვალის ახვევა,ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისასსაინტერესო ადგილებს მონიშნავენ.სახლში აქვთ უამრავი ფაილები,ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები რომ მოაწესრიგონ მათი არარსებულიცხოვრება.უყვართ თავის მოჩვენება რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ,ამ დროს მათი მობილური გამორთულია,რადგან არ ყავთმეგობრები რომელსაც დაურეკავენ.თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან,დონალდ ტრაპის შემდეგ,რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდეფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის.დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა. მერწყული მერწყულებს უყვართ წვეულებები,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ეს არის მათი დევიზი.არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა დაგართობა, იმიტომაც რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი(კაცი)დაკერონ.ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები,ეპოქაროდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი.(ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტურიმოძრაობა)მერწყულებს უყვართ სიშიშვლე. 97.4% ადამიანებისა რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ მერწყულია(სად დაეხეტებიან არავინიცის) უყვართ ლაპარაკი,ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოსფრენბურთი,ხშირად ასეც ხდება,თავის თავს ეთამაშება.ამტკიცებს რომ თუ ძალიან ძალიან მოინდომა წყალზე დადგომა შეუძლია,ამაში ხშირადვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში.დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ,თუ მერწყულსელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება,ჩათვალეთ რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ის ამ დროსშეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას.მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი,თუგაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე ჰკითხეთ მერწყულს.მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწისზურგზე,ყველაფერს რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით,თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგანბოძებული ეს რათქმაუნდა ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს.როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია. თევზები სადაც არ უნდა იყვნენ სიცილი და კომედია გარანტირებულია,განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ უბრალოდ ასე ხდება.ძალიანდაბნეულები არიან სექსის საკითხში,არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ?რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ.ქალი თევზები ატარებენ გრძელ,ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს,ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები,მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზეიპოვონ დიდი დათვის თანავარსკვლავედია,თუ ვერ იპოვეს ტირიან.შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992წლის 3 მარტს მაგრამ არ ახსოვთ საკუთარისახლის მისამართი,არ აქვთ ორიენტაციის უნარი.ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობსუმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან(ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით ანსატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ.ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ.(კირჩხიბი იზრუნებს რომ ასეარ მოხდეს)თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ,მაგრამნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით.თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედისდა იღბალის წყალობით.სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო,გალილეო,ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ.მაგრამ არგეტყვიან რომ თევზი იყო ტედ კენედიც რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართსაღი კრიტიკა,სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას მაგრამ სინამდვილეში თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა შეუძლიათ იქვეხარაკირი ჩაიტარონ.ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში,ისინი გრძნობებით იმართებიან,დაფრინავენ ცაში დაცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა)კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია.არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ როცაცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები,მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.თევზები ტირიან როცა ნახავენ მოკლულ ცხოველსმაგრამ ნერვი არ შეუტოკდებათ ისე შეუძლიათ გამოჭრან ყელი ადამიანებს რომლებიც არ ეპიტნავებათ.ვერძები ასრულებენ იმას რასაციტყვიან,კირჩხიბები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს,მორიელები იტყვიან რამეს და გააკეთებენ ჯიბრზე,მარტო იმიტომ რომ ასე თქვეს,თევზებიგაუთავებლად ლაპარაკობენ,ყველრა მოხდება თუ კაცი შემთხვევით ფეხს დაადგამს ფოცხს და ფოცხის ტარი თავში მოხვდება? Naia Iobashvil
Vide • ვიდე
Tbilisi · 2 weeks ago
ლიზი ბუდაღაშვილის შემოქმედება
ინტერვიუ ხელოვან ლიზი ბუდაღაშვილთან 1. როგორ გაატარეთ კარანტინი? ამ პროცესმა რა გავლენა იქონია თქვენზე და თქვენს შემოქმედებაზე? საქართველოში ჩამოსვლა ნაადრევად მომიწია. ამერიკაში ვსწავლობ, სტუდენტი ვარ და ვირუსის მასობრივი გავრცელების დროსაც იქ ვიყავი. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ 2 კვირა სახლიდან გაუსვლელად გავატარე, თუმცა არც მერე იყო სახლის დატოვების შესაძლებლობა, მოგეხსენებათ და მაისამდე ძირითადად შინ ვიყავი. ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ცოტა ხნით მაინც ასე მომიწევდა და თავიდანვე ვცდილობდი იზოლაციის დადებითი მხარეების წარმოდგენას. თეორიულად ბევრი ჰქონდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ გამართლდა. არაბუნებრივი პროცესია კარანტინი და შეუძლებელია, რაიმე არაბუნებრივმა კარგი გავლენა იქონიოს ადამიანის ფსიქიკაზე საერთო ჯამში. არაუშავდა თავიდან, ვხატავდი, ვკითხულობდი,ვწერდი, ონლაინ ლექციებს ვესწრებოდი. თუმცა, ნელ-ნელა არაჯანსაღი და ნაძალადევი გახდა ეს ყველაფერი. სრულ მარტოობაში გატარებული იზოლაცია კიდევ სხვაა, და ნამდვილად შეიძლება, გამოიწვიოს რევოლუციური ცვლილებები ადამიანში. მაგრამ სხვა მხრივ, ნაკლებად. კულინარიული მცდელობებიდან დაწყებული ყურების ჩემითვე გახვრეტით დამთავრებული - ყველაფერი ვცადე. და მაინც ჩემი გული გარეთ იწევდა, გაზაფხულისკენ. და არაფერი ახარებდა ისე, როგორც ფანჯრებიდან შეძლებისდაგვარად შემოსული ქუჩის მსუბუქი სუნი. როცა თავისუფლება იზღუდება, შთაგონების წყაროებიც უფრო მიუწვდომელი ჩანს. ჩამოსვლისას სავსე ვიყავი ნიუ-იორკის შთაბეჭდილებებით და კარანტინშივე გავაკეთე ნამუშევრების მცირე სერია, მიძღვნა ნიუ-იორკისთვის. რამდენიმეჯერ მოვისმინე, ხელოვანისთვის ყველაზე მარტივიაო კარანტინი, მაინც სულ შინ ზის და ქმნის. რაღაც მხრივ, შეიძლება, ჩაითვალოს სიმართლედ. მაგრამ ისიც მართალია, რომ ხელოვანი ყველაზე მეტად, მთელი არსებით განიცდის თავისუფლების თუნდაც მცირედით შეზღუდვას და ხალისი ეკარგება, რამდენადაც ხელოვნების მთავარი მამოძრავებელი ძალაა თავისუფლება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. არ მინდა სხვების პირით ვისაუბრო. კარგი რაც მომიტანა კარანტინმა ის არის, რომ ხმაური შევიყვარე ისევ, მუდმივი მოძრაობა, აღარც ქალაქის მტვერი მაწუხებს, აღარც მანქანების გრუხუნი. მზად ვარ, ვისმინო გამუდმებით, ოღონდაც აი, ამ სიცოცხლესა და მოძრაობას ვგრძნობდე და ისეთი მკვდარი აღარ იყოს ყველაფერი. ახლა, როცა სიცოცხლის ხალისი ნელ-ნელა დაბრუნდა, მეც ისევ დავუბრუნდი ინტენსიურ მუშაობას და პარალელურად რამდენიმე ტილოზე ვმუშაობ,ვწერ ისევ . შემოქმედებაზე დატოვებულ გავლენას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, მე თავადაც ველოდი, რომ დატოვებდა კარანტინი გარკვეულ კვალს, თუმცა მაინცდამაინც ასე არ მოხდა. იმდენად სტატიკური იყო ყველა პროცესი, გავლენებიც შეჩერდა, ალბათ. ახლა უფრო ვგრძნობ მათ დაბრუნებას, ვიდრე იზოლაციაში. 2.ყველაზე მეტად რისი ხატვა მოგწონთ? გაქვთ თუ არა ფერი რომელსაც ყველა ნახატში იყენებთ? ადამიანების ხატვა მიყვარს განსაკუთრებით. ძალიან ცოტა მაქვს ისეთი კომპოზიცია, სადაც ადამიანი არ ფიგურირებს რაიმე სახით, იქნება ეს საკუთარი თავი, ვინმე სხვა პიროვნება, თუ წმინდად ჩემი გონების ნაყოფი. მე ვხატავ იმას, რაც მგონია, რომ გარკვეულ დონეზე მაქვს ნაგრძნობი და აქედან გამომდინარე, შემიძლია, გულწრფელი ვიყო. მოტყუება არ მჭირდება. ეს არის მიზეზი, და არა მაგალითად ის, რომ ადამიანი მიმაჩნია სამყაროს ერთადერთ ცენტრად. ფერს რაც შეეხება, სხვადასხვა ფერების ამოჩემება მჩვევია ხოლმე, თუმცა, მგონი ლურჯს მაინც ყველგან ვიყენებ. მრავლისმომცველი ფერია, დიდი სიღრმის მატარებელი და ემოციური დატვირთვის მქონე. 3. დღევანდელობაში არის თუ არა ხელოვნება მატერიალიზირებული? ( დაუშვათ მხატვრები ხატავენ შეკვეთით) ამაზე რას ფიქრობთ? ხელოვნება გარკვეული დოზით ყოველთვის იყო მატერიალიზებული.თუმცა გააჩნია, ხელოვანი ამაში განზრახ მონაწილეობს თუ ბუნებრივია ეს ყველაფერი. მთავარია, ნამუშევრის შექმნის მოტივი არ იყოს მატერიალისტური. სხვა მხრივ, ხელოვნების გარკვეული ჯანსაღი სახითა და დოზით მატერიალიზება ბუნებრივია. რეალურად რომ მივუდგეთ, სულ რომ არაფერი, შეძენა სჭირდება მასალებს. შეკვეთით ხატვას რაც შეეხება, არაფერი დამანკნინებელი შეკვეთით ხატვაში არ არის. დაკვეთებზე მუშაობითაც უდიდეს პროფესიულ გამოცდილებას იღებს მხატვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომა არ იკარგება მატერიალური სარგებლის ამოწურვასთან ერთად. 4.თქვენ როგორც ხელოვანი რომელ საუკუნეში იცხოვრებდით? ვუდი ალენის ფილმში „შუაღამე პარიზში“ არის ნახსენები, რა დროშიც არ უნდა დავიბადოთ, მაინც სხვა დროში ცხოვრებას ვნატრობთო. ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ზოგჯერ ძალიან მართალია. მე 2000 წელს დავიბადე, საუკუნეების გასაყარზე, თუმცა სიამოვნებით ვიცხოვრებდი მეცხრამეტე, ან მეოცე საუკუნეში, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ მონაკვეთში. მეცხრამეტე საუკუნის იმ პერიოდში, როცა პარიზი იყო მხატვრობის კერა, ყველა იქ იკრიბებოდა: მოდილიანი, პიკასო, სუტინი, უტრილო, ტულუზ-ლოტრეკი. არამარტო მხატვრობის, მუსიკის ახალი საფეხურიც იყო (ერიკ სატი, დებიუსი), ცხოვრებას ბოჰემური სუნი ჰქონდა და ხელოვნება ყვაოდა. ანდაც, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა გერმანული ექსპრესიონიზმი ღვივდებოდა; როცა კლიმტი, შილე, კოკოშკა მოღვაწეობდნენ. მიჭირს გამორჩევა, გაუმაძღარია ადამიანის ბუნება და ამ მესამე სურვილსაც დავამატებ. მეოცე საუკუნის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდის ნიუ-იორკშიც ვიცხოვრებდი. სწორედ იმ დროს, როცა ნიუ-იორკის სკოლა ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც იყვნენ ვილემ დე კუნინგი, ჯექსონ პოლოკი, მარკ როთკო, ფრანც კლაინი და ბევრი სხვა გენიოსი. 5.რომელ მხატვართან გექნებოდათ დიალოგი? ერთი კონკრეტული მხატვრის ამორჩევა ძალიან მერთულება. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედების გავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ, გავესაუბრებოდი ფრიდა კალოს, როგორც მხატვარს, როგორც ქალ მხატვარს, და როგორც უბრალოდ ძლიერი, თვითმყოფადი ქალის ეტალონს. გავესაუბრებოდი ეგონ შილეს, თუმცა იმდენად ყველაფერი მოაცებს მისი, იმდენად დიადია, ალბათ კონკრეტულად არაფერს ვკითხავდი. მოვისმენდი უბრალოდ ყველაფერს, რასაც მეტყოდა. ჟან-მიშელ ბასკიასთანაც ვისაუბრებდი. მგონია, მასთან ყველაზე მეტად გამიადვილდებოდა საუბარი, რამდენადაც დროში ყველაზე ახლოა. 6.რას ისურვებდით ხელოვნებისთვის დღევანდელობაში? ფსევდო-ხელოვნებისა და ფსევდო-ხელოვანების გაუჩინარებას ვისურვებდი. თვითონ ხელოვნებას მოკვდავისაგან კეთილი სურვილები არ სჭირდება, ის იმდენად დიადი, თვითმყოფადი და უკვდავია.#ხელოვნება #არტი
AstroGeorgia
Tbilisi · 6 days ago
მალხაზ გველუკაშვილი - აზრები
1. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია. ყოველი მარცხი ჩვენი არასწორი არჩევანის და ყოველი უბედურება - ჩვენი გაურკვევლობის შედეგია. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ საგანთა არსი. არსში წვდომა საშუალებას მოგვცემს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი (ჰო, ან არა). გამოირიცხება შემთხვევითობა და წარმატება გარდუვალი გახდება. 2. ცხოვრება ომია, რომელშიც უნდა გამოვიწრთოთ, თუ გვინდა რომ ბიჯით წავიწიოთ წინ. გამარჯვება თავისით არ მოდის, ის უნდა მოვიპოვოთ. 3. იმისათვის რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა გაძლიერდე. იმისათვის რომ გაძლიერდე, აუცილებელია რომ გაათავისუფლო ნება მონობისაგან, გონება პირობითობებისაგან და რწმენა კერპებისაგან. თუ შენი ბრძოლა სამართალიანია და გჯერა რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან ბოლო სიმართლისაა... და ბოლოს, ნუ გეშინია, რადგან შიში და სიკვდილი მეგობრები არიან... 4. ყველა განუხორციელებელი მიზანი - ცარიელი მიზანია. მოქმედება მხოლოდ მაშინ იქცევა მოქმედებად, როცა მას განსაზღვრავს ნება. ამიტომ ამბობენ ძველი წმინდა და საკრალური წიგნები, რომ ადამიანები განისჯებიან არა თავიანთი აზრებითა და მიზნებით, არამედ მათი საქმეების მიხედვით. იმისათვის რომ ვიყოთ, უნდა ვიმოქმედოთ. 5. ნებისმიერი ფენომენის (ადამიანის, საგნის, სიცოცხლის და თუნდაც ზოგადად პროცესის) არსებობა პირდაპირ ან ირიბად კავშირშია სხვა ფენომენის წარსულთან, აწყმოსთან და მომავალთან. შეგრძნება იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობენ და მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, დაფუძნებულია ან არასრულფასოვან ცოდნაზე, ან ფენომენთა არსში წვდომის უუნარობაზე. 6. ლაო ძიმ ბრძანა - სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებიო. სახელი დეფინიციაა. ამიტომ ყველაფერს დაარქვით თავის სახელი და ის თავის საზღვრებში მოექცევა... ვეღარ გადმოკვეთავს თქვენს მიერ გავლებულ წითელ ხაზს. ნუ მოგერიდებათ!.. და ჩინელი ბრძენკაცის კიდევ ერთ ფრაზას გაგახსენებთ - უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება. 6. გაგება, გაცნობიერება, ცოდნა იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნაა ჭეშმარიტი ძალაუფლება. 7. გააცნობიერეთ საკუთარი "მე". ვერ იქნებით სხვისთვის ბოროტი, თუ გააცნობიერებთ რა საშინელების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ბოროტებას თქვენთვის... ამიტომაა ნათქვამი - შეიცან თავი შენი. 8. ტრანსცენდენტალური სიყვარული ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი. სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიებისა. ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს. მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში გვხვდებიან. ე.ი. სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაერი და არავითარი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ადამიანთა დაცემული ნების, იგივე ნებელობის შედეგნი არიან. ისინი სიყვარულის საპირწონე (დაპირისპირებულ) მცნებებად ვერ გამოდგებიან: რაც უფრო მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ - მთავარია სიღრმე და არა სიფართოვეო. P.S. როცა ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მწიგნობრობას,.. მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება. ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც არანაირი წიგნი რომ არ წაუკითხავს, სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსე. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები. მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა. ისინი არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატი-სექტანტებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვერ ხედავენ, არ იქცეოდნენ... ისინი ფეხზე იდგნენ, თავს ასწევდნენ და ზეცას ხედავდნენ, დაწევდნენ და მიწას... ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და ისინი ასეთები იყვნენ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო... ისინი იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს კაცი იდეაში... და როცა კაცი კაცია, მაშინ ქალიც ქალია... ხოლო კაცი, რომელსაც ქალი არ უყვარს, არც სამყარო უყვარს... 9. ღმერთი უსასრულო სიკეთე და სიყვარულია. მთელი სამყარო ლაპარაკობს მასზე და მის შესახებ; მაგრამ ყველაზე უკეთ მასზე მისი სიმშვიდე და სიჩუმე მეტყველებს. 10. ადამიანურობის ერთერთი არსობრივი საფუძველი თანაგრძნობაა. თუ ნაგავში ცხოვრობ და ნაგვის სუნი არ გაწუხებს, თავადაც ნაგავი ხარ! თუ შენს გარშემო ბოროტება ზეიმობს და შენ ეს არ გაწუხებს, უზნეო ხარ! თუ შენს გარშემო ხალხი შიმშილით იხოცება და შენ ყოველდღე სავსე სუფრასთან თუნდაც სიყვარულის, ანდა სიკეთის სადღეგრძელოს ამბობ, ნაძირალა ხარ!... ჰოდა, ეცადე იყო ადამიანი! 11. ყველაზე საშიში სამართლიანი მძვინვარებაა,.. განსაუთრებით მაშინ, თუ ეს მძვინვარება საყოველთაოა... ამიტომ უფრთხილდით სამართლიან მძვინვარებას! 12. თუ ნებისმიერ ორ "სიმრავლეს" აქვთ ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი, მაშინ ეს "სიმრავლეები"ერთმანეთზე ზემოქმედებენ ამ საერთო ელემენტის (ან ელემენტთა) მეშვეობით. ასე, რომ ერთი "სიმრავლის" მართვა გვეხმარება მეორე "სიმრავლის" მართვაში,.. მართვის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ელემენტთა რაოდენობაზე. p.s. ეძებეთ დღევანდელ ე.წ. საპარლამენტო პოზიციას და ოპოზიციას შორის საერთო ელემენტები და შეძლებთ როგორც რეალობის შეფასებას, ასევე პროცესების მართვას. 13. ყოველი სიტყვა თავის მოქმედების არეალში ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს. 14. ანტიქრისტე ჰიპერფიზიკური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავში ატარებს მკაცრად უარყოფით და დამანგრეველ პოტენციალს, მატერიალურ სამყაროში გამოვლენის შესაძლებლობით... ფრთხილად, მას ჩვენ უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით!.. ის ყოველდღე ცდილობს სხვადასხვა გზებით ჩვენს განადგურებას,.. ხოლო როცა გკლავენ და თავს არ იცავ, თვითმკვლელი ხარ!.. ჩვენ თუ არ გვინდა, ჩვენ თუ არ დავთანხმდით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა!.. სიყვარულისთვის ბრძოლა კურთხეულია... 15. ერთი და იგივე ქმედება, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე შედეგს იძლევა... გამოიკვლიეთ, რომელი ცვლილებები უფრო აუცილებელია და როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი (სამუდამოდ თუ არა, რაც შეიძლება დიდხანს მაინც) - ესაა წარმატების ფორმულა. 16. კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ, ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"... შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია. სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს. სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება,ბოროტია. ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია. 17. სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემის ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ... ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: "რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" /მათე 18.18/. დიახ, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს"... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა (მორალი, ზნეობა...), და მას ვერავინ გაექცევა... ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე - უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, რომ მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი მსოფლიური (იგულისხმება, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობა) ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანსცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი.სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი - წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი, და ა.შ.) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი (საიდან, ნუ მკითხავთ) და დაჯერება თქვენი ნებაა... და კვლავ დიდი მოწიწებით გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს - "ვისაც ყური აქვს, ისმინოს". 18. დაოსური ფიზიოლოგიის მიხედვით ანუსიდან ხუთი დიაგონალი გამოდის, რომელთა მეორე ბოლო თავის ტვინში, ყიფლიბანდთან იკრიბება, მანამდე გაივლის მთელ ტვინს... დასკვნა თავად გამოიტანე - შესაძლებელია ტვინდაზიანებული კაცი (ანალური სექსი იწვევს ანუსის დაზიანებას და აქედან ტვინის დაზიანებასაც) ნორმალურად აზროვნებდეს?.. 19. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფსევდო-ლონგინე წერდა: შემოქმედება, რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება, შემოქმედება არ არისო. უზნეო შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ ჩვენზე ასაღებენ ყველანაირ უსულგულო, არაესთეტიურ და უზნეო ნაგავს, როგორც გენიალურს, ჩვენ კი ვეყრდნობით რა ავტორიტეტთა ჭეშმარიტებას, ვღებულობთ და ვაღიარებთ ყოველგვარ ნაგავს და გვავიწყდება, რომ მთავარი ჭეშმარიტების ავტორიტეტულობაა... 20. აშუღურ (ე.წ. ქალაქურ) სიმღერებს გრიგოლ რობაქიძე ასე ახასიათებს - სომეხი მღერის ქართულ ენაზე სპარსულ ბაიათსო... მე დავამატებდი - სპარსული ბაიათის უნიჭო რემიქსს... საუბედუროდ მსგავსი "კულტურითაა" გაჯერებული ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესი... როგორც აზროვნებ, და აზროვნება კულტურაშიც გამოიხატება, ისეთივე ზნეობა და გემოვნება გიყალიბდება, და შენი ყოფიერებაც ისევე სტრუქტურირდება... და თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, პირველ რიგში ცნობიერება უნდა გავათავისუფლოთ პირობითობებისაგან, ან სხვაგვარად, საჭიროა ცნობიერების ტრანსმუტაცია... 21. "სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია." /ლუკა 11.34/ ჰოდა, დააკვირდით თვალებს: ერთი ბოროტია; სხვა შეშინებული; ვიღაც ალალია; ვიღაცის თვალები: ყველაფერი სულ ერთია, მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემს მერე თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო - გვეუბნება; ვიღაცის თვალებში სიყალბე ხატია... და კიდევ ბევრი მსგავსი... ჩახედეთ თვალებში, დაუკვირდით... თქვენ ხომ უკვე კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ამ თვალების პატრონები,.. ჰოდა, ასევე მოიქცევიან მსგავსი თვალების პატრონები... დაკონკრეტებას არ ვაპირებ, იმედი მაქვს თავად გაავლებთ პარალელებს და დასკვნებსაც თავად გამოიტანთ... დააკვირდით, და არა მარტო თვალებს: ადამიანის გამომეტყველება, მისი სულის ანარეკლია - ფორმას აზრი ჰქმნის... მისმა სიტყვებმა შესაძლებელია მოგხიბლოთ და დაგატყვევოთ, თუმცა სიტყვებს შორისაცაა შესაძლებელი ქვედინებების პოვნა, მაგრამ მისი გამომეტყველება, და განსაკუთრებით მისი თვალები, თუ დაკვირვებულები იქნებით - სიმართლეს ვერ დაგიმალავთ... გააკეთეთ ეს და ნაკლებად მოტყუვდებით... და გადარჩენის შანსიც გაგეზრდებათ: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" /იოანე 8.32/.
Kato Malania
Kutaisi · 1 week ago
11 ცხოვრებისეული გაკვეთილი ,,პატარა უფლისწულისგან”
1. ნუ იმსჯელებ მხოლოდ გარეგანი მხრით როდესაც მთხრობელი ხატავს მახრჩობელა გველს, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებს, ყველა დიდი ხედავს ქუდს. მათი ინტერპრეტაციები მოსაწყენი და უსიცოცხლოა, ფანტაზია კი კარგა ხანია დაუკარგავთ. და ასეთი მარცხის გამო, მთხრობელი ტოვებს მხატვარის კარიერას, რადგან დიდები უარზე არიან იგრძნონ ან დაინახონ სინამდვილე. 2. არ დამალოთ თქვენი ნამდვილი გრძნობები, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია რაც გაქვთ მას შემდეგ, რაც პატარა პრინცი გადაწყვეტს ყვავილის მიტოვებას და ახალი პლანეტების აღმოჩენას, ყვავილი, რომელსაც უვლიდა და ზრუნავდა, აცხადებს რომ არ სჭირდება და მის გარეშეც მშვენივრად გაართმევს ყველაფერს თავს. ამის გამო, პატარა პრინცი ტოვებს მას, მხოლოდ შემდეგ ხვდება რომ “მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა”. 3. განსაჯე საკუთარი თავი, სანამ სხვას განსჯი პირველ პლანეტაზე ის ხვდება მეფეს, რომელიც ამბობს რომ ყველაფრის მბრძანებელია, არა მარტო აბსოლუტური მონარქი, არამდე მსოფლიო მონარქიც კია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა პრინცი ვერ ჩაწვდა, რას აკეთებს მეფე ზოგადად, ის ასწავლის რომ საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვების. და ამავე დროს მეტად მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამის შემდეგ შეძლებ იყო ნამდვილი პიროვნება. 4. აზრი არ აქვს იცხოვრო სურვილით აღტაცებაში მოიყვანო გარშემომყოფები მეორე პლანეტაზე პატივმოყვარე ცხოვრობდა, რომელიც მთელ თავის დროს საკუთარ თავით აღტაცებაში ატარებს და ეძევს სხვებს, ვინც მას თაყვანს სცემს. მაგრამ საკუთარი პატივმოყვარეობის გამო, არც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და არც სხვებისთვის. 5. დალიო რომ დაგავიწყდეს, მანკიერი და საბოლოოდ უსუსური მცდელობაა ლოთი სვამს რომ დაავიწყდეს, რომ რცხვენია. და რცხვენია, რადგან სვამს. პატარა უფლისწულისთვის ასეთი საქციელი ძალიან უცნაურია, დახარჯო მთელი დღე სმაში, მაშინ როდესაც უამრავი საინტერესო რამ შეგიძლია გააკეთო, თუნცაც მორწყო ყვავილები. მაგრამ ჩვენთვის დიდებისთვის, ეს შეხსენებაა იმ მანკიერი ციკლის, რომელიც მხოლოდ მეტი მწუხარებითა და სასოწარკვეთით მთავრდება. 6. არასდროს მიიღო საკუთარი თავი ძალიან სერიოზულად პატარა უფლისწული ხვდება საქმოსანს, რომელიც ვარსკვლავებს ითვლის მთელ გალაქტიკაში, რომელიც მას ეკუთვნის. “ისინი მე მეკუთვნიან. მე მათ ვითვლი და შემდეგ ისევ თავიდან ვითვლი. ეს ძალიან ძნელი საქმეა, მაგრამ მე საქმის კაცი ვარ!” მაგრამ ასეთმა სერიოზულობამ მისი ცხოვრება მონოტონურად აქცია, მარტოხელად, ცხოვრებად, რომელშიც ვეღარ აფასებს იმ ვარსკვლავების სილამაზეს, რომელიც ეკუთვნის. 7. არ დაგავიწყდეს ისიამოვნო საკუთარი ცხოვრებით, მიიღე და გამოიყენე ყოველი წუთი მეფარნე, რომელიც მეხუთე პლანეტაზე ცხოვრობდა, ერთადერთია ვინც პატარა უფლისწულის პატივისცემა დაიმსახურა, იმის გამო, რომ ასრულებს მასზე აკისრებულ მოვალეობას პირნათლად აანთოს და ჩააქროს ფანარი, მაგრამ მას შემდეგ რაც პლანეტა ძალიან სწრაფად ტრიალებს, მას ერთი წუთიც კი აღარ აქვს რომ დაისვენოს. ერთი თვე ერთ წუთში გადის და მთელი ცხოვრება რამდენიმე წუთში. 8. მიყევი შენს ინსტიქტებს რომ აღმოაჩინო როდესაც პატარა უფლისწული ხვდება გეოგრაფს, რომელიც უარს ამბობს თვითონ აღმოაჩინოს საკუთარი პლანეტა, რადგან ძალიან ბევრი საქმე აქვს, ვიგებთ, რომ შეიძლება ძალიან მარტივად აღმოჩნდე ხაფანგში და მხოლოდ ინატრო აღმოაჩინო ისეთი ადგილები, რომელიც ჯერ არ გინახავს. 9. ენდე უჩვეულო პერსონაჟებს – მათთგან შეიძლება სწავლა მელიები ზოგადად გამოსახული არიან როგორც ცბიერ და მატყუარა პერსონაჟებად, მაგრამ ეს მელია განსხვავებულია, ის მხოლოდ მეგობრობას ეძებს და პატარა პრინცს სამ ცხოვრებისეულ გაკვეთილს აძლევს: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი. წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე 10. იზრუნე მათზე რაც გაქვს და რისი შეცვლაც არ შეგიძლია როდესაც პატარა პრინცი მოხვდება ვარდების ბაღში, ის აღმოაჩენს რომ მისი ვარდის მსგავსი უამრავია, თუმცა მისი ვარდის სწორედ იმით გამოირჩევა სხვებისგან, რომ ის დაიმეგობრა. თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, – განაგრძო მან. – არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხებს (თუმცა ორი თუ სამი მუხლუხი არ მოვკალი და ისინი პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია. 11. ზოგჯერ უნდა გაუშვა ისინი, რომ შეძლო თავისუფლად ფრენა მიუხედავად იმისა, რომ მთხრობელი, მარტოხელა და გასაჭირში ჩავარდნილმა პილოტმა გაიცნო და შეიყვარა პატარა პრინცი, იცის, რომ თუკი მას დედამიწაზე დატოვებს, ამით დიდ ტკივილს მიაყენებს, სანამ პატარა უფლისწული დედამიწას დატოვებს, ამბობს – როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან. ზოგჯერ უნდა მისცე ადამიანებს წასვლის უფლება, რომ შეინარჩუნო ისინი. სწორედ ამ უფლებით შეძლებ გამოავლინო შენი მათდამი სიყვარული.#ხელოვნება #წიგნები #ცხოვრება #პატარაუფლისწული
კონემიკა საგანმანათლებლო
Chokhatauri · 2 months ago
Pietà - ფილმის განხილვა
❗შესაძლოა შეიცავდეს სპოილერებს Pietà რეჟისორ კიმ კი-დუკის მე-18 და ყველაზე ცნობილი ფილმი. აღსანიშნავია, რომ ‘’პიეტა’’ პირველი კორეული ფილმია, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი ‘’ოქროს ლომი’’ მოიპოვა. მოქმედება ვითარდება სეულის ერთ-ერთ დასახლებაში - ჩონგეჩონში. პიეტა მოწყელებას ან თანაგრძნობას ნიშნავს. იგი ასოცირდება ქალწული მარიამის მიერ მომაკვდავი ქრისტეს დატირებასთან. რეჟისორ კი-დუკის თქმით, მიქელანჯელოს ცნობილი, იმავე სახელწოდების მქონე ქანდაკების ნახვა გახდა შთაგონების მთავარი წყარო. ქანდაკებამ დღევანდელი საზოგადოების მძიმე სევდა და ტკივილი აგრძნობინა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ფილმისთვის ეს სახელი დაერქმია. მთავარი გმირია ლი კანგ-დო. 30 წლის მანკიერი კაცი, რომელიც მუშაობს მევახშეებისთვის და აგროვებს გასესხებულ თანხას, ხოლო მათ, ვინც თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სამუდამოდ ასახიჩრებს იმავე საშუალებებით, რითაც მთელი ცხოვრება თავს ირჩენდნენ. კანგდოს ყველა გაურბის, მისი ყველას ეშინია. სიმბოლურია, რომ ფილმი იწყება თვითმკვლელობის სცენით - კანგდოს ერთ-ერთი მსხვერპლი უიმედობისაგან იხრჩობს თავს და წერილს უტოვებს დედას. მსესხებლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან: ერთი უსუსურია, იმდენად, რომ ყველაფერს ცოლს აბრალებს. ხელმოჭრლის მუშაობა აღარ შეუძლია და ცოლის ვაჭრობით გააქვს თავი. მეორეს შურისძიების გრძნობა არ ასვენებს. ისიც იცის, რომ თავად ამას ვერ შეძლებს, ამიტომ თავის მცირეწლოვან ვაჟს ყოველ დღე ახსენებს, როგორ დაასახიჩრა კანგდომ. ბავშვი ძალადობას ადრეულ ასაკშივე ამჟღავნებს: ფანქრის წვერით ცდის კანგდოს დაჭრას. მესამე მათგანს კანგდოსი არ ეშინია, რადგან სიცოცხლე არ ადარდებს. ფული ისესხა, რათა დროებით ებედნიერა და შემდეგ მომკვდარიყო. მეოთხე ახალგაზრდა, ბავშვის გაჩენის მოლოდინში მყოფი მამაა, რომელიც მზადაა 30 ათასის სანაცვლოდ ორივე ხელი მოიჭრას. მეხუთე ინვალიდის ეტლში მჯდომი ბერია, რომელსაც ტაძრიდან გადმოხედვა და ბუნების საკუთარი თვალით დანახვაც არ შეუძლია... კანგდოსთვის ყოველდღიურობის ნაწილია ადამიანების დასახიჩრება, დაშინება, ფულით გამოცდა. იგი ყოველ დღე, ყოველი სასტიკი ქმედების წინ, ერთიდაიგივე ადგილას არჭობს დანას თავის ოთახში გამოკრულ ნახატზე. განსხვავებულია საუბრის სტილი. თავად რეჟისორის თქმით, მან უპირატესობა სალაპარაკო სტილზე მეტად ლიტერატურულს მიანიჭა, რაც თეატრალური სტილის შთაბეჭდილებას უტოვებს მაყურებელს. განსხვავდება გადაღებაც. ერთ მომენტში თუკი ჩანს ცა, მეორე მომენტში ვხედავთ იმ სასტიკ მანქანა-დანადგარებს, რომლებიც სამუდამოდ უმახინჯებს ცხოვრებას ადამიანებს. გადაღების ადგილი - ჩონგეჩონი, სავსეა მცირე ფაბრიკებით, რომლებიც ამუშავებს სხვადასხვა მანქანა-დანადგარებს. ფილმში გრაფიკული სცენები არ არის, მხოლოდ მანქანა-დანადგარების ჩვენებაც საკმარისია, მათ ძალადობასთან ასოცირებისათვის. ‘’მანქანები არ იმართება თავად, ადამიანები ვმართავთ მათ. საშინელებაა, არა? ჩემი აზრით, სწორედ ასეთია ჩვენი ცხოვრებაც. ამ მანქანებს გულისცემის ხმა აქვთ. ეს სცენები ცხოვრების ჩემი ფილოსოფიაა’’, ამბობს რეჟისორი. კანგდოს ცხოვრებაში უეცრად ჩნდება ქალი, რომელიც თავს მის დედად ასაღებს. 30 წლიანი მიტოვების შემდეგ, კანგდოსთვის რთულია დედის არსებობის დაჯერება. იგი თავიდან გიჟად რაცხავს ქალს, შემდეგ კი ყველანაირად ცდილობს მის დამცირებას და სიმართლეში გამოტეხვას: აიძულებს, შეაჭამოს თავისი ბარძაყის ხორცი, ‘’აქედან გამოვედი?’’, ეკითხება დედას, ‘’მაშინ შემიძლია ისევ უკან შევიდე?’’ და აუპატიურებს მას. კანგდოსა და ქალს შორის ურთიერთობა სტაბილურდება. დედობრივ სითბოს მოკლებული მალევე ეჩვევა უცხო ადამიანის მზრუნველობას. კანგდო დიდი ბავშვია. იგი ჯერ კიდევ ნახულობს ვულგარულ სიზმრებს, კლავს ცხოველებს, რადგან ბოროტების მეტი არაფერი იცის. დედასთან ერთად ქუჩაში პირველად გამოსული ერთობა ბუშტებით, ხელჩაკიდებული ათვალიერებს ყველაფერს, ელოდება, როდის დაამთავრებს დედა ლამაზი ზედის ქსოვას, უჩნდება კითხვები, რომელზე პასუხსაც დედისაგან მოითხოვს.( ‘’-რა არის ფული?’’ ‘’ფული? ყველაფრის დასაწყისიცა და დასასრულიც..სიყვარულის, პატივის, ძალადობის, რისხვის, სიძულვილის, სიხარბის, შურისძიების..სიკვდილის.’’) უჩნდება ღამით დედის მკლავებში დაძინების სურვილი და პირველად ეუფლება მარტოობის შიში. ‘’პიეტას’’ სამი მთავარი თემა გასდევს: ფული, ოჯახი და შეცდომის გამოსყიდვა, რომლებსაც მაყურებელი თავისებურად აღიქვამს. ფილმი განიხილება რელიგიურ ასპექტშიც, კიდუკის აზრით, კანგდო წააგავს ქრისტეს ფიგურას, მაგრამ არარელიგიური ადამიანისთვის იგი ცხოვრებასთან შერიგების სიმბოლოდ უფრო აღიქმება. მრავალი ფიქრობს, რომ ფილმი შურისძიების ისტორიაა. სინამდვილეში იგი წარმოგვაჩენს თითოეულ ჩვენგანს, როგორც დამნაშავეს, თანამზრახველსა და მსხვერპლს. საბოლოო სცენა პატიებაა: სასოწარკვეთილი დედის შენდობა, გულწრფელი სინანული და თანაგრძნობა. ფილმი შურისძიების კი არა, ორი შვილის დედის ისტორიაა. საბოლოოდ, კანგდოს დანაშაულის გრძნობა სიცოცხლის აზრს აკარგვინებს. ფილმის ბოლო კადრში ვხედავთ აღმართზე მიმავალ სატვირთოს, რომელიც ტოვებს სისხლიან კვალს. ‘’ეს არის ცხოვრება’’, ასე განმარტავს რეჟისორი ამ სცენას. ‘’ცხოვრება აღმართებითა და დაღმართებით’’. ‘’პიეტას’’ მთავარი მორალი სწორედ ისაა, რომ დანაშაულის გრძნობას შეიძლება უფრო სასტიკი ზეგავლენა ჰქონდეს, ვიდრე თავად ძალადობის აქტს. ------ Busan International Film Festival (October 11-12, 2012) Toronto Review: Kim Ki-duk’s ‘Pieta’ Beyond Hallyu: Korean Film in Review: “Pieta” Wikipedia - Pietà (film)
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 3 months ago
დილა მშვიდობისა, დილა სიხარულისა და დილა სიყვარულისა მოგმადლოთ უფალმა!💖 დღეს ტიციანი დაიბადა❤ მეარღნეები და პოსტები ... და ალიონზე თეთრ დუქანთან სტირის არღანი. მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში თავი დავიხრჩო. სიყვარულისგან მეტ მოთმენის არა მაქვს ღონე, მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში თავი დავიხრჩო. მეტი მოზიდეთ კალმახები მაშ არაგვიდან, რაც იყოს იყოს. ამ ქეიფსაც ერთხელ ავიტან. ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი ლექსი დარჩება, განა გავხდებით პოეტები ლექსის ჩარჩებად?.. - ნინა, ნინა, ჩემო ნინა გათხოვება, ხომ არ გინდა? - გათხოვება რომ მინდოდეს, შენი კითხვა მე რად მინდა? ასე მეარღნე, დაამტვრიე, დასცხე, გეთაყვა, აბა რად გიღირს ერთი ძველი შენ მუხამბაზი! რამდენი ძველი სიყვარული ამ მტკვარს თან გაჰყვა, ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება ეხლაც ჯამბაზი. - "შაბათი რომ დაღამდება, კვირა გათენდება. თამრიკო მოწამლულა, რაღა მეშველება?“ ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო, თავს ვინ იწამლავს? ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად ჰქვიოდა თამრო! ის სხვა სიყვარულს უეჭველად გულში იმალავს, რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი, იმას ჰყავს საქმრო... ჩემო მეარღნევ, გენაცვალე, წაიღე სული, საქართველოში ნეტა ასე ვინმეს ვუყვარდე რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ ხელით წასული, საქართველოში ხომ ფეტვივით სთესავენ ვარდებს! ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ მიტირებ არღანს, ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა მოკვდეს თამარი. ფენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები არვინ დაგმარხავს, თავის სამარხი ზედ გარტყია ვერცხლის ქამარი. ცდები, მეარღნევ, გათხოვდება ეგ შენი ნინა! არ დაიწერო, ის თამრიკოც რომ მოიწამლოს. ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ რამ არონია, ქალი ქალია და იშოვის თავის მალამოს. უბრალოდ ვკვდებით მეარღნები და პოეტები, მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც გვეპატიება... 1927 წელი, 16 თებერვალი #goodplaces