შეცვალე/არაქალკლა

0
კიდევ ერთი ქალის სიკვდილი. ყოველ დღე ერთ ნიუსს მაინც ვაწყდები, რომელშიც ქალი მოკლედ, დაასახიჩრეს, თვითმკვევობამდე მიიყვანეს. დავიღალეთ.

ჩემს ქვეყანაში ქალებს კლავენ.

არა, მე არ ვცხოვრობ ირანში, არც არაბეთში, არა, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, უძველესი რელიგიის, დრომოჭმული ტრადიციებისა და საოცარი ქვეყნის შვილები. ჩვენ უამრავი პრობლემა გვაქვს, და პარალელურად ქალებსაც ვკლავთ. ერთი წელია
#Feedc
- ის პროექტში აქტიურად ჩავერთე, პირველად ცხოვრებაში ნიუსებს თვალს ვადევნებ და ყოველი მეოთხე ნიუსი ქალის მკვლელიბას გვატყობინებს. რა ხდება? რატომ კვდებიან ქალები? ვინ კლავს გოგოებს? ჩვენ, თქვენ, საზოგადოება. თუ მომყვებით არგუმენტირებულად დაგიდასრურებთ.

ჩვენ ქალებს ვკლავთ

როგორ მტკივნეულად და ბოროტად ჟღერს, როგორ ვბედავ და გაბრალებთ არა? დიახ, ჩვენ ვკლავთ ამ პატარა 16წლის გოგოებს და 30წლის ქალებს. ▪️ეს თქვენ უთხარით თქვენს შვილს როცა გათხოვდებოდა უკან აღარ მოეხედა. ▪️თქვენ დახუჭეთ თვალები მის ცრემლებზე და სილურჯეებზე. ▪️თქვენ არ უთხარით მოეთმინა? ქმრისთვის პატივი ეცა? კაცის სიტყვა რომ მთავარია ოჯახში? დედამთილი რომ უფროსია და უფროსს პატივი სცეს და თავი დაუხაროს? ▪️თქვენ არ ასწავლეთ მორჩილრბა? არ გაზარდეთ როგორც მომავალი დიასახლისი? თქვენ არ უთხარით, რომ კაცის სიტყვა კანონია? ▪️თქვენ არ აჰკიდეთ პასუხისმგებლობები? ბავშვისთვის, ოჯახის გადასარჩენად მოეთმინა,

თქვენ

თქვენ ამბობთ, რომ ოჯახში რაც ხდება ოჯახშივე რჩება. გვამიც ოჯახში რჩება? სანამ არ მოკლავენ რატომ არაფერს აკეთებთ? რატომ გვასწავლეთ მორჩილრბა? ქალს შინაური ცხოველივით რატომ ექცევით? რატომ ზრდით გოგონას მოსამსახურედ? რატომ ჭორაობთ სხვის შვილებზე?

ჩვენ

ჩვენ თქვენ გამო მთელი ცხოვრება ვიტანჯებით. ჩვენ, ქალებს, გოგოებს გვავალდებულებენ ისე მოვიქცეთ, როგორც მიღებულია. რელიგია კრძალავს, ქართული ადათ-წესი კრძალავს, ოჯახს არ შეეფერება, საგვარეულოს ნუ მირცხვენ, მირჩევნია მოკვდე ვიდრე არაქალიავილი გოგო სახლში მომიბრუნდეს ეს თქვენი აზროვნება არაა? ამას არ გვასმენინებთ მთელი თინეიჯერობა? ამით არ გაგვიმწარეთ ბავშვობა?

ისინი

ისინი მკვდრები არიან. თქვენ ვერ გადაარჩინეთ თქვენი ქალიშვილები, თქვენი პატარა გოგოები, ისინი თქვენი შვილები იყვნენ და უცხო ადამიანს მიუგდეთ საგლეჯად და მოსაკლავად. თქვენ გირჩევნიათ ისინი მკვდრები იყვნენ, ვიდრე სახლში “შერცხვენილები” დაბრუნდნენ ბავშვით ხელში.

მე

მე თქვენი მრცხვენია და ზიზღს განვიცდი თქვენ მიმართ. მე თქვენ და საკუთარ თავს ვადანაშაულებ. კიდევ ერთი ქალი მოკლეს გუშინ და კიდევ ვინ იცის რამდენი მოკვდა მედიისა და ინფორმაციის გაჟღერების უკან.

შეცვალე

საკმარისია. გაზარდეთ მებრძოლი გოგოები და ასწავლეთ საკუთარი თავის ფასი. გვერდში დაუდექით როცა სჭირდებით. უთხარით რომ თქვენი იმედი უნდა ჰქონდეს. თქვენ მშობლები ხართ, ნუ გვკლავთ, ჩვენ თქვენი შვილები ვართ.
📷 დავით შუბლაძე; 🎥ფოტო 2012 წლის ქალთა საპროტესტო აქციიდან
#ახალიამბები
#სუბიექტურიაზრი
#პოლიტიკა
#ქალები
#ქალი
#არაქალკლა
#იბრძოლე
#შენი
#სიცოცხლისთვის
#ჩემიაზრი
#მევიბრძვი
#ფემინიზმი
#ფემინისტი
#შეცვალე
0