21 votes
0 comments
0 shares
Save
67 views
ნინო კვინიკაძე
Holon · 8 months ago

ფეროცვალების დღე ისრელში მთაბორის მთაზე როდესაც ღრუბელი გადმოვიდა ცაზე ის კადრები დავაფიქსირე


ნინო კვინიკაძე
Holon · 8 months ago
Similar Posts
ნინო კვინიკაძე
Lod · 7 months ago
გილოცავთ გიორგობას გეწედეთ წმინდა გიორგის მადლი.წმინდა მიწიდან წმიინდა გიორგის საფლავზე ისრელში Lod
+4
ნინო კვინიკაძე
Holon · 2 months ago
გიორგი კასრაძე
გიორგი კასრაძე
გიორგი კასრაძე
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 5 months ago
ტერენტი გრანელი მთაწმინდაზე ცხოვრობდა. იმ დღეს, როდესაც ყველასათვის კარგად ცნობილი ლექსი Memento Mori დაწერა ძალიან გახარებული სახლიდან გამოვარდა დაღმართზე დაეშვა თითქოს მიფრინავდა სიხარულით, ერთი ძალიან კარგი ლექსის დაწერის გამო ... ოპერის თეატრთან შემთხვევით გალაკტიონი შეეჩეხა. გახარებულმა ტერენტიმ გამარჯობისთანავე მიახალა გალაკტიონ, გალაკტიონ იცი რა მაგარი ლექსი დავწერეო? – გალაკტიონმა ხო ძამიკოო? მომიყევი აბაო და გრანელმა ერთ ამოსუნთქვაში მოუყვა მისი ახალი ლექსი. გალაკტიონი დაფიქრდა. ცოტა ხნის შემდეგ ეუბნება კიდევ მომიყევი აბა ძამიკოო. ტერენტიმ უსიტყვოდ გაუმეორა Memento Mori და დიდი ინტერესით ელოდა რას ეტყოდა მისი მეგობარი. – ამ უკანასკნელმა კი ისევ იგივე პასუხი გასცა – მიდი ერთხელ კიდევ მომიყევი ძამიკოო. ტერენტის ცოტა არ იყოს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და ოდნავ ნერვშეტოკილმა კიდევ აუსრულა სურვილი და მოუყვა ახალი ლექსი გალაკტიონს. გალაკტიონისგან რაიმე შეფასებისმაგვარის ან ქების მომლოდინე ტერენტიმ კი ასეთი პასუხი მიიღო: –"კაი ძამიკო, კაი"– და გალაკტიონმა ჩაიარა. გრანელს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და გაცოფდა გალაკტიონზე ეს რა გამიკეთაო. მეორე დილით როცა დაღმართზე დაეშვა გალაკტიონზე განაწყენებული პოეტი, ნატრობდა ნეტა სადმე შემხვდეს გალაკტიონი პირში მივახალო ყველაფერიო. – მართლაც ოპერასთან ისევ შეხვდა გალაკტიონს, გაგიჟებული მივარდა და გალაკტიონმა არ დააცადა და : ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია. ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა. დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი, ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე. რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი, მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე. სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია, ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი. ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის. ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ, როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის. მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება, ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი. რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო, მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები. ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო, რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით. ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა, მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია. ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა.. იმ დღეს საქართველოს ორი უძლიერესი პოეტი ერთ–ერთ დუქანში სიყვარულისა და ძმობის სადღეგრძელოს სვამდა... #goodplaces
ლევან კვარაცხელია
Tsalenjikha · 1 year ago
სოფელს არ ეშინია სიმარტოვის სოფელი ითვლის სხეულზე დარჩენილ უკანასკნელ ნაიარევს ადამიანისას . ეკალ-ბარდები ხის ტოტებს შემოხვევია და მხოლოდ ჩიტების გალობა ისმის. ცარიელია გუბე, სადაც ადრე ბაყაყები ქვირითობდნენ. ეტყობა გვალვის ბრალიაო სოფლის შარაზე შეკრებილებმა. არც ამდენ მშიერ ძაღლს ნახავ სადმე,ნეკნებსაც დაუთვლი და კანჭებზე ჯოხის სროლა დაეზარება სოფლის ჭორიკანა ქალს. რა უნდა თქვას უხუცესმა,ასეთი სიმარტოვე არც მისი ბაბუის ბაბუის დროს ყოფილა . მოსათხრობ ამბებში ათასი ფურცელი გადუშლია ,მაგრამ არ იცის ვის მოუყვეს ,შვილს თუ შვილიშვილს ,ისინი ხომ აქ არ არიან . ვის რა გადასცეს ,როგორ ხდის არაყს ,როგორ წურავს ღვინოს საწნახელში,როგორ უვლის გვალვაში ვენახს და მარგლავს ალიონზე ყანას. თოხიც იქვე მიუყუდებია ოლაფარეში . ათასში ერთხელ თუ შეავლებს თავს,ძალას ერჩის ბაბუ ,ყანაში მუშაობა უკვე აღარ შეუძლია. მხოლოდ მისი დედაბერი ბოსტნისთვის თუ აიღებს თოხს ,ერთ-ორს მოიქნევს და ისევ მიაყუდებს კედელზე. სათიბიცაა, ეზოს ბალახები და ხავსი მოსდებია. ეზოს რატომ მხოლოდ ,სოფელსაც მოედო ხავსი . სიმარტოვის... დიახ ,სიმარტოვის. მაგრამ სოფელს არ ეშინია ადამიანივით. ადამიანს ეშინია სიმარტოვის და ამიტომ გარბის დიდ ქალაქებში. სოფელმა იცის ფერისცვალება ყველაფერს უხდება , სადღაც ტყის სიღრმეში მიტოვებულ ქოხსაც უხდება . ხავსმოდებულ წყაროსაც უხდება, ეჰ ,არავინ ყავს ხელი,რომ წაავლოს და კრამიტის სადგამი გამოუცვალოს . მზესაც უხდება სოფელი და ასკინკილა ფეხტიტველა ბალღს. თუ კი სადმე აქა-იქ კვამლი ამოვიდა ბუხრიდან ,მზე ღრუბლებად აგროვებს და ნისლად მოაქვს . ცაზე რამდენჯერ დაუხატავს ღრუბლებით ბაბუასთვის შვილიშვილები. აი,ბუთქუნა ღრუბელი წინ ,რომ მიიწევს,მისი უფროსი შვილიშვილია მეორე უკან,რომ მიყვება ის ნაბოლარა. მესამე დარიას შვილიშვილია , ცირა. მეოთხე პაატას და ნადიას... ახლა ისეთი მარტოა ,ღრუბლებს ეთამაშება დამალობანას ბაბუ. მერე კონად შეკრულ ღრუბელს ქალაქში ამგზავრებს მზე. სოფელს თავისი წილი სიცოცხლე მიაქვს. უხვად გასაჩუქრებს ,მაგრამ თვალის მოხუჭვა არ უყვარს. არც არაფერი აქვს და ამავე დროს ყველაფერი. სიმშვიდე აქვს სოფელს, ჩიტების ჟღურტული და გუგულის ,,ხაჩქით -ბარით" აქვს სოფელს. თხილიც აქვს სოფელს ,ეგება მან უშველოს. ეგება დააკავოს ნაბოლარა jმა ,რომელსაც სხვებივით კიდევ ქალაქისკენ გაქცევია თვალი. გული წყდება ,მაგრამ ითმენს. სხვა გზა არა აქვს სოფელს. თხილივით სავსე გულს ფიანდაზად დაგიფენს და მდინარისკენ მიმავალ ბილიკს ღიმილით მიუყვება. ზაფხულში ადამიანები იქ არიან მარტო. ზამთარში კი აქა -იქ ამჩნევია თოვლს მათი ნაკვალევი. არადა ვინ თქვა სოფელს მარტოობა აშინებსო ,ეს ადამიანებს ეშინიათ მარტოობის და ამიტომ გარბიან დიდ ქალაქებში. თეა ხარჩილავა
მსოფლიოს უცნაურობანი
Tbilisi · 1 week ago
სოხუმელი მხატვარი , რომელმაც უცხოპლანეტელები ნახა
2015 წლის 23 აპრილს ცნობილმა სოხუმელმა მხატვარმა ზურაბ კოკაიამ, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია იმედს იმ საინტერესო ფენომენის შესახებ, რისი მომსწრეც თავად გახდა. მან განაცხადა: "რთულია ამ თემაზე დღესაც საუბარი იმიტომ, რომ ძალიან ბევრს არ სჯერა და ვინც ნახავს თვალებს არ უჯერებს. ამიტომ მე თავს ვიკავებდი, სანამ ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩნდა ბატონი გიგლა გობეჩია (ჟურნალ "ფენომენის" დამფუძნებელი და რედაქტორი)". სანამ ზურა ნახავდა ამოუცნობ მფრინავ ობიექტს, იქამდე საოცარი სიზმარი ნახა 1984 წელს. მას დაკარგული ჰქონდა ფუნჯი, რომელიც მისთვის დიდი ღირსებულების იყო, ვინაიდან სახსოვრად ჰქონდა თავისი მასწავლებლისგან, როცა ის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ამ სიზმარს ის ასე აღწერს: "ღამე ვხედავ, რომ შავი სივრციდან მესტუმრა გაურკვეველი წარმომავლობის არსება და გადმომცა ინფორმაცია, სადაც ეს დაკარგული ფუნჯი უნდა ყოფილიყო. დილით ავდექი, რა თქმა უნდა სიზმარს ყურადღება არ მივაქციე და რომ მივედი ონკანთან, სადაც ვიდექი, ჩემ უკნიდან გარკვევით მომესმა სერიოზული ხმა, რომელმაც მკითხა - "რატომ არ უყურებ იმ ადგილს?" მივედი მშობლებთან და ვიკითხე ვინმე ხომ არ იყო აბაზანაში, მაგრამ მათ ასეთი რამ უარყვეს." ამის შემდეგ დიდი ეჭვი გაუჩნდა, რომ რაც ნახა უბრალო სიზმარი არ იყო და გადაწყვიტა შეემოწმებინა ნაჩვენები ადგილი. აყარა პლინტუსი და თავისი დაკარგული ფუნჯი ზუსტად იმ ადგილას აღმოჩნდა ჩამარხული. სხვათაშორის, ამ სოხუმელმა მხატვარმა 1988 წელს მეორე სიზმარიც ნახა, რის მერეც მან მშობლებს უთხრა, რომ აფხაზეთში რაღაც საშინელება დატრიალდებოდა და სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადში ეს სიზმარიც ახდა. 1992 წლის ზაფხულში, ივნისის თვეში ზურაბ კოკაიას მანქანა გაუფუჭდა და თავის ძმას, მიხეილ კოკაიას (რომელიც ჟიული შარტავას თანაშემწე იყო და ახლა დაკარგულია აფხაზეთის ომის შემდეგ) სთხოვა მანქანა და თავის საქმეზე ამ მანქანით წავიდა საღამო ხანს. შუა გზაში ჩაესმა სწორედ ის ხმა, რომელიც პირველი შემთხვევის დროს გაიგონა (ამ შემთხვევაში ეს იყო ხმადაბალი, მაგრამ ბრძანებითი ტონი) და ჩაესმა შემდეგი სიტყვები: "მაღლა აიხედე!" ზურაბმა გზა მაინც გააგრძელა, ხმამ ისევ გაიმეორა იგივე მოწოდება და მანქანის ძრავაც ჩაქრა. ზურაბი იგონებს, რომ გადმოვიდა გაჩერებული მანქანიდან, რომ გაერკვია რა ხდებოდა, აიხედა ზევით და დაინახა საოცარი რამ - ეს იყო ობიექტი, რომელიც სიგრძეში დაახლოებით იქნებოდა 3 კილომეტრი. ეს იყო უზარმაზარი ხომალდი. ხომალდს ჰქონდა მრავალი ნათება, რომბისებრი ფორმა და მისი ნათება გადადიოდა ულამაზეს პასტელურ ტონებში. ამავე დროს ჩაესმა ისეთი მუსიკა, რომელსაც ის უწოდებს არაამქვეყნიურს, რომლის მსგავსიც არასოდეს არაფერი მოუსმენია. ეს მოვლენა ცაზე რამდენიმე წუთით გაგრძელდა, სანამ მიეფარებოდა ჰორიზონტს, მთებს მიღმა და მთლიანად გადაკვეთდა ცას. როცა გონს მოვიდა და გარშემო მიმოიხედა, აღმოჩნდა, რომ მისი მანქანის უკან გაჩერებული იდგა ზუსტად 17 მანქანა, საიდანაც მასავით გადმოსული იყო ხალხი, იდგა შუა ტრასაზე, იყურებოდნენ ცისკენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: "თქვენც დაინახეთ ეს? ეს რა იყო?". გადაფრენიდან რამდენიმე ხანში მანქანების ძრავები ჩაირთო, ყველამ გააგრძელა გზა, მაგრამ წინ კიდევ საინტერესო რამ ელოდათ. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ წინ დახვდათ ხალხი, რომლებმაც ინტერესის გამო გააჩერეს ეს მანქანები და ჰკითხეს: თქვენც ნახეთ ის, რაც ახლა მოხდაო? როგორც ბატონი ზურაბი იგონებს: "ჩვენი პასუხის მოსმენის მერე, როცა მოვუყევით რა და როგორ დავინახეთ, მათ კიდევ უფრო საოცარი რამ გვითხრეს - "ჩვენ კი დავინახეთ თუ როგორ ამოვიდა ეს უზარმაზარი საფრენი ობიექტი ზღვიდანო". ამიტომ იყვნენ ისინი ბევრად უფრო აჟიტირებულები, მათ საერთოდ საოცრება უნახავთ.#საინტერესო #უცხოპლანეტელები #მსოფლიოსუცნაურობანი წყარო -intermedia
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
რომელი დანაშაულებრივი ქმედებები აღიარა ვანო მერაბიშვილმა?
ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური წარსული და ბრალდებები, რის გამოც უკვე მოიხადა სასჯელი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, ამის შესახებ არერთი სტატია დაგვიწერია. პოლიტიკოსს საკმაო დრო ჰქონდა, იმისათვის რომ გაეაზრებინა წარსული ქმედებები. გუშინდელ ინტერვიუში მერაბიშვილმა ნაწილობრივ აღიარა საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები, ახლა კი მოკლედ განვიხილოთ. გირგვლიანის საქმის ხელახალმა გამოძიებამ, იმ დროინდელ მაღალჩინოსნებს ბრალი დასდო ინფორმაციის დამალვასა და ძალაუფლების გადაჭარბებაში. ეს იყო ერთ-ერთი საქმე, რის გამოც ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდა. მისი თქმით, ეს არის უდიდესი ტრაგედია, როგორც ქვეყნის, ასევე გარდაცვლილის ოჯახისთვის. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა, თუ მეტ სიმტკიცეს გამოიჩენდა და გადადგებოდა, რაც იმ პერიოდში სააკაშვილის მიერაც განიხილებოდა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამას არ მოჰყოლია. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, იგი საქმეში ბოლომდე არ ჩარეულა, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ ციხეში მჯდომი ყველა პირი დროზე ადრე შეიწყალეს, მანამდე კი ისინი თავისთვის ხელსაყრელ პირობებში იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმეში, მერაბიშვილს პატიმრებისათვის კარგი პირობების შექმნა და ძალაუფლების გადამეტება დაედო ბრალად. 7 ნოემბერს, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ გასცა განკარგულება, რომ მოქალაქეთა ლეგიტიმური აქცია დაშლილიყო. ეს არის ის ბრალდება, რომელსაც არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ნებისმიერი დებატებისა თუ ინტერვიუს დროს დღემდე ახსენებენ ნაციონალურ მოძრაობას. ვანო მერაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი არაფერი უთქვამს. მან განაცხადა, რომ შეკრებილი საზოგადოება იმართებოდა რუსული ძალის მიერ, ხოლო ბადრი პატარკაციშვილი იყო რუსეთის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი. რაც შეეხება მოქალაქეთა დარბევას, მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ძალის გადამეტება იყო მათი ბრალი, რადგან სპეცრაზმი სათანადოდ ვერ დაატრენინგეს და იგი ამას გამოუცდელობასა და დაბნეულობას აწერს. ნოემბრის აქციის ორგანიზატორების შესახებ ინფორმაციას უამრავი წყარო აქვს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არა ორგანიზატორთა, არამედ იმ ხალხთა პროტესტია, რომელსაც არ სურდა ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო ხელისუფლებაში და მიმართეს მანიფესტაციის უფლებას თუმცა მმართველი პარტია არ წავიდა კომპრომისზე. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს, რომლის დარბევასაც ხშირად იმით ამართლებენ, რომ ტელევიზია სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა, ვანომ აღიარა, რომ ყველაფრის მიუხედავად ეს იყო ძალის გადამეტება და დამოკრატიის პრინციპების დარღვევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მოვლენებს იგი ასევე დაბნეულობასა და გაუგებრობას აწერს. ყველასათვის ცნობილი ციხის კადრებიც არ დარჩა ყურადღების მიღმა. როდესაც ეს კადრები გავრცელდა, ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იგი განმარტავს, რომ ციხის კადრების ერთი ნაწილი იყო რეალური, ხოლო მეორე დადგმული. საინტერესოა, ვანო მერაბიშვილის მიერ ნაშენებ სტრუქტურაში, სადაც იგი აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა, როგორ მოხდა ისე, რომ ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ შეაღწია საკანში, შეიტანა სპეციალური ნივთები და დადგა წამების სცენები ? კონტროლის მექანიზმი სრულიად მოშლილი იყო? აქედან გამომდინარე ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, იმის შესახებ, რომ თუ ეს სცენები მართლაც დადგმულია, მაშინ სწორედ უწყებაში მყოფმა პირმა შეუწყო ხელი კონკრეტული სცენების გავრცელებას, რასაც მერაბიშვილი ასევე არ გამორიცხავს. იგი საკუთარ თავზე იღებს დანაშაულს და აცხადებს, რომ პატიმრები რეალურად უკეთეს პირობებში იმყოფებოდნენ, ვიდრე ეს გავრცელებულ კადრებშია ნაჩვენები. აქვე შეგახსენებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი ღია საზოგადოების მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის მცირე ნაწილს. 64%-ის თქმით, პატიმრებს ყოველ დღე აწამებდნენ 75% ამბობს, რომ ფიზიკური წამების მსხვერპლი იყო 39% ამბობს, რომ ყოველ დღე აწამებდნენ 84% საუბრობს ფსიქოლოგიურ წამებაზე პატიმრების 71%-ის თანახმად, ყველა კატეგორიის პატიმარს აწამებდნენ და არა მარტო კრიმინალური ტრადიციების მიმდევრებს.#მერაბიშვილი #პოლიტიკა #მიტინგი #დარბევა #ციხისკადრები #აღიარება #დანაშაული #ბრალდება #სასჯელი #tbilisidaily
ნინო კვინიკაძე
Holon · 7 months ago
Tel Aviv-Yafo
+3
Nana Miminoshvili
Madrid · 1 year ago
ანსამბლი “ბასიანი” მადრიდში ♥️ სამწუხაროდ, ვერ დავაფიქსირე ის მომენტი, როდესაც წინა რიგებში მჯდომმა ორ ესპანელმა “გაღმერთების” ჟესტით (🙌) მიმართეს ანსამბლს მორიგი ფოლკლორული სიმღერის შესრულების შემდეგ. ✨
Tamar Kvaratskhelia
Kharagauli · 9 months ago
📣ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი რომ არის ყველა ვთანხმდებით ამაზე, სწორედ ამის ამსახველია ეს კადრები გზად თბილისისკენ მიმავალმა დავაფიქსირე