ბირთვისი _ ეგზოტიკური და სასიამოვნო სალაშქრო ადგილი თბილისთან ძალიან ახლოს.

0
ამ მშვენიერების პირველად დალაშქვრის შესაძლებლობა 2015 წლის ზაფხულში მომეცა და დღემდე მახსოვს ის დაუვიწყარი ემოცია, რაც ამ ადგილის პირველად ნახვას თან ახლდა.💗 დილით ადრე გავედით სამგორის სადგურიდან, თეთრი წყაროს მიმართულებით და სულ რაღაც, ერთი საათის მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილას ვიყავით. სოფელი ტბისიდან სამანქანე გზა აღარაა, მხოლოდ ბილიკი. ნიშნები გზაზე არ გვხვდება. უმჯობესია თან გახლდეთ ვინემე, გიდი ან გამოცდილი ადამიანი, გზა რომ არ აგებნეთ. ჩვენ გიდობას მეგობარი პოეტი გვიწევდა, რომელიც( თუ სწორად მახსოვს) 44_ ჯერ მიდოდა იქ 🤩 დიახ, ეს ადგილი მისი საყვარლი განტვირთვის საშუალება გახლავთ. 💗 დაახლოებით 3_ 4 კილომეტრის გავლა მოგვიწია აღმართში, სადაც გზის ნაწილი ტყეა, ნაწილი კი კლდოვანი, დიდი ქვებით.
გზა საკმაოდ რთულია და აუცილებელია გეცვათ კომფორტული ფეხსაცმელი. აღმართის ავლის შემდეგ, წინ გადაგვეშალა საოცარი ვულკანური წარმოშობის შიშველი კლდეები, რომელიც ნამდვილად იშვიათი სანახაობას წარმოადგენს და სულის შემძვრელად ლამაზია.
აღმართიდან თავქვე დავეშვით, ვიწრო ხეობაში, პატარა ბილიკით. ხეობა იმდენად ვიწროა , ზურგჩანთების გატანა გვერდულად მოგვიწია🤩
ეს ადგილი ძალიან კარგად იცავდა დანარჩენ ტერიტორიას, რადგან მხოლოდ ეს ერთი გზა ჩადის ხეობაში და როგორც ხედავთ ერთ ადამიანსაც შეუძლა სრულად გააკონტროლოს ეს მონაკვეთი ისე რომ ვერავინ შეეპაროს. ამ ნაპრალის იქეთ აღარ იჭერს აღარც ერთი მობილური ქსელი ( კლდეების თავებამდე სანამ არ ახვალთ). ასე რომ , დევის ნაპრალის შემდეგ , ნამდვილად ხვდებით სხვა, ჯადოსნურ სამყაროში, სადაც სრულად წყდებით გარე სამყაროს. დაბურული უღრანი ტყე, წყალუხვი ხეობები და ძველი ნაგებობების ნანგრევები აქ უხვადაა. გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში აქ ნაკადულები და ხეობები შრება. ზამთარში კი ზედმეტად საშიშიც კი ყოფილა მათი წყალუხვობის გამო.
ხეობების გავლის შემდეგ მივადექით ჩემი მეგობრის საყვარელ საბანაკე ადგილს წყაროს თავზე, რომელსაც ორივე მხრიდან ფარავს გადმოშვერილი კლდეები და ნახევრად გამოქვაბულს გავს. კარვის გაშლაც არ დაგვჭირდა. გაგვიმართლა, ეს საბანაკე ადგილი დაკავებული არ დაგვხვდა სხვა მოლაშქრეების მიერ.
აქვე დავბანაკდით.დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით 5_6 კილომეტრის მოშორებით.ცოტა დავისვენეთ და წავედით ბირთვისის ცნობილი ციხის დასალაშქარად .გზად გავიარეთ უღრანი ტყე და ერთი საოცარი ადგილი, სადაც კლდე თითქოს რაღაცამ ორად გაჭრა და შუაში დიდი ქვის სფერო მოათავსა.🤩
გზად წოდებული ბილიკი მხოლოდ ამ ქვის ქვეშ გადის და ეს ლოდი , თავისი ფორმით, ძალიან გავს დედამიწას.🌍
ამ ბილიკის გავლის შემდეგ გადიხარ ტრიალ მინდორში, სადაც ბირთვისიის ბუნებრივ ციხის კედელს ხედავ, რომლოს კედელიც ძალიან მაღალია და ერთი შეხედვით მიუვალი.ბუნებრივ ლანთშაპტს, რაღაც მონაკვეთებში დამატებული აქვს ნაგებობები , მტრისგან უკეთესად რომ დაეცვათ და შიგნით შეღწევა გაერთულებინათ.
ჩვენ ხეობიდან შემვუარეთ და დამშრალი მდინარის კალაპოტით მივადექით ციხის კარიპჭეს, რომელიც შორიდან არც კი ჩანს.
მისასვლელი გზაც ჩამოშლილია, აბობღება მოგვიწია.ეს ერთადერთი გზაა ციხეში მოსახვედრად. შიგნით საოცარი დარბაზებია.
ერთ დროს აქ საფეხურებიც ყოფილა გამოთლილი, ჩამორეცხილია , მაგრამ მინც ჩანს. კლდეებზე ავედით და მეორე დარბაზში გადავედით.
აქ ცხოველებიც ჰყოლიათ. წყარო ნაგებობის შიგნით არაა, მაგრამ არის ქვაში კვეთილი ჭა, რომელშიც ნამის წყალი კლდეებოდან იწრიტება და მუდამ დგას(ჩემთვის ესეც აღმოჩენა იყო🤗).
როგორც ჩვენმა "პოეტმა-გიდმა" გვითხრა, ეს წაყალი სასმელადაც ვარგისია და ჭის სიღრმე საკმაოდ დიდია. ყველა ვერ ავედით კლდის წვერზე, კლდე ძალიანაა დახრილია, თუმცა იქ აცოცება ნამდვილად ღირს_მთელი ბირთვისის კანიონოს ხედი გეშლება თვალწინ, თითქოს არწივივით თავს დაჰყურებ მთელ შიდა ქართლის ხეობას 🤩 ქართული სფინქსი_ ასე ვეძახით ხედს, რომელიც ამ ციხის წვეროდან ჩანს🤩💗 საოცარი ადგილებია, აუცილებლად სანახავი. 🤩
ჩამოსვლა გაცილებით რთული აღმოჩნდა ვიდრე ასვლა. უჯობესია აქ მეტად შეიარაღებული და სპეციალურად, კლდეზე ცოცვისთვის განკუთვნილი აქსესუარებით აღჭურვილი ესტუმროთ. ან ჩემსავით ორმაგი დრო დახარჯო, იმისთვის რომ უკან, სამშვიდობოზე დაუზიანებელო დაბრუნდე. ამ ადგილის ნახვა ნამდვილად ღირს "წვალებად".🤗 ამ ადგილის შესახებ პირველი წყაროები გვხვდებ XI საუკუნეში. გადმოცემოს თანახმად , თემურ ლენგს 8_ ჯერ უცდია ციხის აღება, ვერ მოუხერხებია. მერე ეშმაკობისთვის მიუმართავს და შვიდი დღე და ღამ განუწყვეტლივ ქვების ესროდნენ თურმე ბირთვისი ციხეს, რაც საშინელ ხმაურს იწვევდა და იქ მყოფ ადამიანებს დაძინების საშუალებას არ აძლევდა. ბოლოს კი , მეშვიდე დღეს უეცრად შეუწყვეტიათ ქვების სროლა.უძილო და გადაღლილ მეციხოვნეებს ჩასძინებიათ, თემურ ლენგს დრო უხელთებია და ვიღაც "მეეგვიპტელის " წყალობით კლდეზე კიბე მიუმაგრებიათ და თავს დასხმიან ციხეს. გაუწყვეტიად და მონათ წაუსხიათ იქ თავშეფარებული ადამიანები. ეს ამბავი კონკრეტულ წყაროებს არ ეყრდნობა, ლეგენდაა, მაგრამ ციხის მიმდებარე ხეობაში მართლაც ბევრი მრგვალი, სასროლად გამზადებული ქვები ყრია და ეჭვს აჩენს, რომ ეს ამბავი სინამდვილეს შეესაბამება.
საღამოსთვის ჩვენს ბანაკს დავუბრუნდით. შეშის მოძიებაც არ გაგვიჭირდა(ირგვლივ უღრანი ტყეა და ბევრი ხმელი შეშაც) და მთელი ღამე ცეცხლი გვენთო. დილით ხეებზე მოხტუნავე ციყვების ცქერით დავტკბით და მეორე საღამოს უკვე თბილისში ვიყავით. ზედმეტად სასიამოვნო ტური გამოგვივიდა ასე მოკლე დროში. ერთი სიტყვით, ყველას გირჩევთ მოინახულოთ ჩვენი მშვენიერი ბირთვისები.💗 P.S. უამრავი რამე არ მითქვამს კიდევ. ძაალიან ბევრი რამაა სანახავი ამ ადგილას.ადით და თავად დარწმუნდებით.🤩
#feedc
#feedcgrant
#feedcgrantproject
#georgianbeauty
#georgian
#Georgianhistory
#spendyoursummeringeorgia
#georgianature
#feelbettrer
#feellife
#ჯანსაღიცხოვრება
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#ახალიამბები
0