თბილისური აღმოჩენები

1
რაც უფრო დიდხანს ვსეირნობ, უფროდაუფრო საინტერესო აღმოჩენებს ვაკეთებ თბილისის ძველ, მიმალულ, უბნებში. ამ პოსტში თბილისის უცნობი და კარგად ნაცნობი ადგილების ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ 🎞
📷 Romeo Belarmino
ტურისტების საყვარელი ადგილები, განუმეორებელი აივნები, მიმალული თბილისი და ფეხით სეირნობა. მოგზაურები ხშირად ითხოვენ გიდს, რათა არაფერი გამოეპაროთ თბილისის საინტერესო არქიტექტურასა და დიზაინში. რეალურად, ყველაზე საინტერესო ნაწილი თბილისს გულში აქვს დამალული და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ ხედავს/აფასებს მის სილამაზეს.
ქანდაკებები, რელიეფური კვეთა, მეცხრამეტე საუკუნის მშვენებები, ვიტრაჟები ... რას აღარ შეხვდებით თბილისის უბნებში
ყველა ნაგებობას თავისი ისტორია აქვს, თავადაც ჰყვებიან თუ კარგად დააკვირდებით. ზედა ფოტოზე ყოფილი ფუნიკუოროა მოცემული, დაუჯერებლად დინამულირი შენიბა მეტალის სამშვენისებით. ამ არქიტექტურის შედევრებზე შემდეგ ცალკეც დავწერ პოსტებს.
ფუნიკულორზე არანაკლებ საოცარია ძველი ე.წ. მაქმანებიანი სახლი, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოვიდა ჩვენამდე, რომ სტალინის ექიმს ეკუთვნოდა. როცა დანგრევას უპირებდნენ, ექიმმა ამბის თანახმად სტალინს აჩვენა, რომელსაც იმდენად მოეწონა შენობა, დაენანა დასანგრევად და დაინდო. ლურჯმაქმანებიანი სახლი რამდენიმე საუკუნის წინ აღადგინეს და პირვანდელი სახე დაუბრუნეს.
მემორიალს ბევრი აღწერა არ სჭირდება, ყველას გვახსივს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, წარმოუდგენელი ტკივილი და განცდები.
ერთ-ერთი რაც თბილისში არ უნდა გამოგჩეთ, სადარბაზოებია, იმდენად საოცარი, რომ უამრავი ფოტო-კოლაჟი გაკეთებულა და წიგნი დაბეჭდილა
მაინც ამოუწურავია, ყველა სადარბაზო მაინც არ გექნებათ ნანახი 📺
ფერები, ინტერიერი, კარგად დაცული სტილი და ძველი ისტორიული სურნელი
ყოველთვის შეიხედეთ ღია სადარბაზოებში, არასდროს იცი რას დაგახვედრებს თბილისის უბანი
სამწუხაროდ სადარბაზოებისა და ძეგლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. არ ვიცით როდის იგეგმება რესტავრაცია და იგეგმება თუ არა საერთოდ
დაბლა რომეოს დანარჩენ ფოტოებს შემოგთავაზებთ
#იხეტიალე
#მოგზაურობა
#თბილისი
#თბილისისქუჩები
#უბნები
#ძველითბილისი
#ისტორია
#ახალიამბები
#ხელოვნება
#არქიტექტურა
#დიზაინი
#დიზაინერი
#ბაროკო
#მე19
#სტილი
1