რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ მორიგი სასანქციო პაკეტი მზადდება

0
შეერთებული შტატების ხელისუფლება ევროპელ მოკავშირეებსა და კერძო კომპანიებს მოუწოდებს შეჩერდეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) ხელშემწყობი სამუშაოები და ამასთან, რუსული პროექტის წინააღმდეგ, უახლოეს კვირებში, კიდევ უფრო ფართო სანქციების დაწესებისთვის ემზადება. ხელისუფლების დატოვებამდე, ტრამპის ადმინისტრაცია სანქციების ახალ პაკეტს მოამზადებს, რომელიც უმძიმეს „დარტყმას“ მიაყენებს პროექტის განხორციელებას. რუსეთის ფედერაციამ $11, 6 მლრდ-ის ოდენობის ღირებულების გაზსადენის მშენებლობა, რომლის 90% დასრულებულია, აშშ-ის სანქციებით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ განაახლა. ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციით, ეს პროექტი ზრდის ევროპის კონტინენტის დამოკიდებულებას რუსეთზე და შესაბამისად საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #USA #Russia #sanctions #Nordstream2 #interworld
0