0
⭕აცერი დღეს და დაიცავი შენი შვილი კიბოსგან!??? ⭕წალენჯიხის ევექსის ჰოსპიტალი მზადყოფნაშია და ელოდება 10, 11, 12 წლის გოგონებს ➡️საშვილოსნოს ყელის კიბოთი მსოფლიოში ყოველწლიურად 300 000-მდე ქალი იღუპება. ➡️საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 90%-ზე მეტი გამოწვეულია პაპილომავირუსით. ➡️საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო მეხუთე ადგილზეა ევროპასა და საქართველოში. ➡️აპვ/HPV ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა. ➡️აპვ ვაქცინის დამცველობითი ეფექტია 95-100% ➡️პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით ვაქცინაცია ტარდება 10, 11, 12 წლის ასაკის გოგონებში ➡️აპვ/ HPV ვაქცინაციის მინიმალური ასაკია 9 წელი ➡️აცრების კურსი შედგება 2 ინექციისგან ➡️პირველი და მეორე აცრას შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე ➡️აცრის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ჩვეული გვერდითი მოვლენები ➡️- ინექციის ადგილის სიწითლე, მტკივნეულობა, ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი ➡️აპვ ვაქცინა პრაქტიკულად უსაფრთხოა ➡️აცრის შემდეგ უჩვეულო მოვლენის განვითარების შესახებ აცნობეთ ექიმს!
0