ის_რაც_სიცოცხლეს გვინარჩუნებს

0
გუშინ პირველად განვიცადე ბედნიერება. ეს საოცარი გრძნობა, რომელიც ცხოვრებაში არასდროს განმიცდია, პირველად შევიგრძენი. მინდა ჩემი ცხოვრება გავხადო უკეთესი! ვგრძნობ , რომ ეს მინდა და უკვე ძალიან, მსურს იმ ყველაფრის, რასაც ცხოვრების მუქ რუტინას ეძახიან , სწორედ რომ ვარდისფერ ფერში გადასვლა, როგორც ფურცელზე ფანქრით ხდება. ეს ხომ გინახავთ , ხომ ლამაზია?! სწორედ ასევე ლამაზად გადავა ჩემი ცხოვრება, ჩემი წყალობით ულამაზეს სამყაროში, რომელსაც თავად ავაგებ, სავსეს წინააღმდეგობებით, სავსეს სურვილით დაძლევაში ამ სირთულეების და სავსეს ახალი გამოცდილების გაბრწყინებული თვალებით ლოდინში, მაგრამ არა ყველა გამოცდილების, რადგან ჩემი ცხოვრება არ მინდა დამძიმდეს უაზრო გამოცდილებათა ჯაჭვით. არა ეს ტვირთი არ იკავებს უაზრო ადგილს, როგორც სხვა ფაილები ან ინფორმაციები ტელეფონში გეგაბაიტებს ან მეგაბაიტებს. ეს გამოცდილება საჭიროებს დროს, რომელიც ამდენად ძვირფასია ჩემთვის. ყოველი წუთი და ყოველი წამი ვფიქრობ, როგორ გავხაზო ის ერთი მონაკვეთი , იმ გარდამავალი ფერების ნახატზე, რომ ნახატი თანდათან შედგეს, რომ მივაღწიო იმ ზღვარს, რომელსაც წარმატების ხიდი ჰქვია, რომელიც ბეწვის ხიდის მსგავსია სწორედაც! საქმეში, რომელიც მე ავირჩიე, ყველაფერი, წარმატება თუ კარიერა ბეწვის ხიდზე გიკიდია და ამ ხიდზე გადასასვლელად დახელოვნებული აკრობატი უნდა იყო. დახელოვნებული აკრობატი წარმატებულია, წარმატება კი გონების მდგომარეობაა, სხვა არაფერი. გგონიათ ბედნიერებაც რამით განსხვავდება წარმატებისგან?!ორივენი გონების მდგომარეობებია, რომლის დროსაც საკუთარი მოქმედების შემხედვარე ამბობ: ეს მე გავაკეთე და მე ამის არ მრცხვენია! შენი თითოეული გადადგმული ნაბიჯით ასი პროცენტით კმაყოფილი ხარ და ეს სრულყოფილების შეგრძნება არ გაძლევს იმის საშუალებას იფიქრო ეს როგორ გავაკეთე?! ან უბრალოდ გაცლის იმ კრიტიკის ბადეს, რომელშიც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას საკუთარ თავს წურავ. გიქმნის მაგიურ გარსს, რომელიც ფილტრავს ყოველ გამოხედვას ქუჩაში სიარულისას და და ამ  ყველაფრის შემდეგ შენ უბრალოდ ბედნიერი ხარ. ბედნიერი ყოველი წუთისა და წამის ტკბობის პირდაპირი მნიშვნელობით. ბედნიერება მხოლოდ გონების მდგომარეობაა, რომელიც არ ავარდისფრებს ყველაფერს, ის უბრალოდ გაძლევს იმის შეგრძნებას რომ ნაცრისფერი ღრუბელი თუ ნაწვიმარი გუბურაც კი ლამაზია. ის გაძლევს ფილტრს, რომლის საკუთარი თვალების აფარების წინ ხედავ, რომ ყველფერი სწორედ ისეა როგორც უნდა იყოს. არა როგორც მე დავგეგმე. მე მხოლოდ ჩემი ბედნიერება დავგეგმე. ამის შემდეგ კი ყვველაფერს ისეთი კმაყოფილებით ვუყურებ , როგორც ახლა ნაწვიმარ ქუჩაში მივდივარ. ვხედავ! ცაში როგორ ბზინავს მზე. ნესტიან ჰაერს ვისუნთქავ და თავისუფლებას ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრება ზუსტად ისეთია როგორზეც ვოცნებობდი, მაგრამ მე მხოლოდ საკუთარი ოცნების სასახლის პირველ კიბეზე ავდგი ფეხი და ვიგრძენი, როგორ შემოაღწია ბედნიერების სხივებმა ცხოვრებაში პირველად ჩემს გულში. მე ახლა ქუჩაში მივდივარ.მგონია, რომ მივრბივარ. მივრბივარ საკუთარ თავთან ჩასახუტებლად. ჩემს თმებს კი ნიავი ელამუნება. ვიღიმი, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ვარ. ნაბიჯს ვდგავ და ვგრძნობ, რომ დედამიწაზე ძალიან მყარად ვდგავარ. ვფიქრობ:ახლა ყველაფერი შემიძლია! ვფიქრობ ახლა ყველაფერს სრულყოფილად გავაკეთებ! მე ხომ მე ვარ, მე ხომ ბედნიერი ვარ! საკუთარი ოცნებები  გამაჩნია და არსებობს ის რაღაცები, რაც თავს კარგად მაგრძნობინებს. ის, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ის, რაც იმდენად ელემენტარულია, რისი გაკეთებაც ნებისმიერ დროს შეგიძლია. არაა საჭირო რაიმე დაგეგმო. არაა საჭირო როგორიც იდეალური ცხოვრების ან დღის რუტინის შესრულებაა. უბრალოდ გააკეთე ის , რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებს. ის, რაც საკუთარი მიზნების შესრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება და იქნები ბედნიერი. როცა წარმოიდგენ ამ ყველაფერს რასაც ოცნებობ მითხარი რას გრძნობ ? გრძნობ რომ ეს ყველაფერი უმაგრესია. დახტიხარ წარმატების მთიდან მთაზე და ფიქრობ: ღმერთო! და უბრალოდ იღიმი. იცი, რომ ეს ილუზიაა. იცი, რომ ეს მხოლოდ შენი გონების ნახატებია. ფილმებია. წარმატების თრეილერებია, რომელსაც ვერასდროს დაანახებ სხვას, მაგრამ არა! არა!ეს ხომ ჩემი ოცნებაა! დიახ! ეს სწორედ ისაა, რისკენაც მივისწრაფით მთელი ცხოვრება. ვართ ჩვენი ცხოვრების რეჟისორები, რომლებსაც აქვთ სცენარი თავში. ეს შენი ოცნებაა. ისინი საკუთარი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობებიც არიან რეჟისორებიც და სცენარისტებიც. მთავარია ეს თრეილერი ფილმად აქციო და ბოლოს ჰოლივუდის ხეივანში შენი ვარსკვლავი იდგება. მაშინაც გაივლი და იგრძნობ შენ ყოველ ნაბიჯში საოცარ სიმსუბუქეს, რომელსაც ბედნიერება განიჭებს. მანამდე კი ამას ბევრჯერ განიცდი, ჰოლივუდის ხეივნამდე მისასვლელად ყოველ გადადგმულ ნაბიჯში. ყოველ ნაფეხურში შენი ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ისე, როგორც ახლა მე მივდივარ ქუჩაში და ვხედავ მოღრუბლულიც, როგორი ლამაზია სამყარო. 𝑉𝑜𝑡𝑒&𝑐𝑜𝑚𝑚𝑒𝑛𝑡 როგორც იცით ფიდსის საგრანტო პროექტში ვიღებ მონაწილეობას და თქვენი თითოეული კომენტარი თუ ხმა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია
#selflove
#ბედნიერება
#motivation
#morningmotivation
#feedcgrant
0