დავით აღმაშენებელს იერუსალიმის მეფე სტუმრობდა!

0
დავით აღმაშენებლის შეხვედრა იერუსალიმის მეფესთან საკამოდ პოპულარული მითია. მეფე ბოლდუინის ჩამოსვლა საქართველოში დიდგორის ბრძოლის დროს იყო მთავარი დასაყრდენი წერტილი მათთვის ვისაც ამ მითის სჯეროდა თუმცა სწორედ ამ დიდგორის ბრძოლის დროს ბალდუინი იმყოფებოდა სირიაში ანტიოქიასა და სხვა ციხესიმაგრეებში და ამაგრებდა ამ ქალაქებს იმისთვის, რომ ნაჯ მალ დინ ილღაზს ანუ დიდგორის ომში ისლამური კოალიცის მეთაურს არ აეღო ეს ქალაქები, რადგან მოხდა ისე, რომ ნაჯმ ად-დინ ილღაზმა დაამარცა ანტიოქიის მთავარი როჯერი და იერუსალიმის მეფე იძულებულია, რომ სელჩუკების აგრესია მოიგერიოს ანტიოქიიდან, რათა ისინი ამ ქალაქს თავს არ დაესხნენ და არ აიღონ რაც საკმაოდ დიდ დარტყმას მიაყენებდა ჯვაროსნებს. ამავე დროს ჯვაროსნები საკმაოდ გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან მეფე იმდენად გაჭივრებულია, რომ წვერიც კი დააგირავა, რომ როგორმე ფული ეშოვნა იმისთვის, რომ როგორღაც გამოეყვანა და შებრძოლებოდა სელჩუკებს, შესაბამისად მეფეს არ ექნებოდა იმის საშუალება, რომ ამ საშინელ მდგომარეობაში ამდგარიყო და სხვა ქვეყანაში წასულიყო რათა ამ ქვეყნის მეფეს შეხვედროდა- ამას რასაკვირველია ნაკლები საფუძველი აქვს
0