რა არის ალოპეციის(გამელოტების) გამომწვევი მიზეზი?

0
ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სცვივა თმა და ახალი ამოსდის. ეს თმის ზრდის ნორმალური ციკლია. დღე-ღამეში ადამიანი თმის 50-დან 150-მდე ღერს კარგავს. სტატუს ქუო-ს შესანარჩუნებლად აუცილებელია, დაცვენილი და ახალამოსული ღერების რაოდენობა ერთმანეთს შეესაბამებოდეს. როდესაც უფრო მეტი ცვივა, ვიდრე ამოდის, ვითარდება გამელოტება - ალოპეცია. ის შეიძლება დაემართოთ არა მარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც. ალოპეცია სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ფსიქიკურ დისკომფორტს, ზოგჯერ - აშლილობასა და ადამიანის სოციალურ იზოლაციას იწვევს (გარეგნობაზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის გუნება-განწყობა და მისდამი დამოკიდებულება სოციუმში). 📌განასხვავებენ ორი ტიპის ალოპეციას: ნაწიბუროვანს, რომელიც გამოწვეულია ანთებითი პროცესების, კანის ატროფიის ან დანაწიბურების შედეგად თმის ფოლიკულების განადგურებით და არანაწიბუროვანს. ამ უკანასკნელ ტიპს მიეკუთვნება ბუდობრივი, ანდროგენული და დიფუზური ალოპეცია. ბუდობრივი ანუ კეროვანი ალოპეცია შეძენილი პათოლოგიაა. განასხვავებენ მის სამ ძირითად კლინიკურ ფორმას: ლოკალურს (კეროვანს), ტოტალურსა და უნივერსალურს. ბუდობრივ ალოპეციას ახასიათებს თმის ცვენა უპირატესად თავსა და სახეზე, თანაც - ერთობ სპეციფიკურად: ლოკალურად, ცალკეულ უბნებში (კერებში). დაავადების სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. გამელოტებული უბნები წრიული ან ოვალურია. მათ პერიფერიებზე თმის ძირები სუსტდება და ღერი სუსტი მოქაჩვითაც ძვრება. ამის გამო მელოტი უბნები თანდათან იზრდება და ბოლოს ერთდება. ამგვარად ყალიბდება კეროვანი ალოპეციის სუბტოტალური ფორმა. 📌 დაავადების გამომწვევი მიზეზები: დაავადება ჩნდება თმის ფოლიკულების (თმის ძირების) უჯრედების მომატებული მგრძნობელობით ანდროგენების მიმართ. ანდროგენები - ჰორმონების ჯგუფი, რომლებიც იწარმოება სქესობრივი ჯირკვლებით (საკვერცხეები, სათესლეები) და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქით. ძირითადი კლინიკური ნიშანი, რაც საერთოა მამაკაცებითვის და ქალებისთვისაც, არის ტერმინალური თმის შეცვლა უფრო თხელი, ნაკლებად პიგმენტირებული თმით 📍მამაკაცებში ეს პროცესი იწყება თხემ-საფეთქლის არეში თმის გათხელებით, შუბლის ხაზი ირღვევა, შუბლი ხდება უფრო მაღალი. თანდათან ღრმავდება საფეთქლის ორმხრივი შემელოტების ადგილი, შემდგომ თხემის მიდამო და გვირგვინის არე. ზოგიერთ მამაკაცს ღინღლოვანი თმა თხემის მიდამოში დიდხანს უნარჩუნდება. დაავადების პროგრესის სიჩქარე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე. ძირითადი მიზეზი – მემკვიდრეობითი ფაქტორი. 📍ქალბატონებში ალოპეცია შესაძლოა გამოიწვიოს: · თირკმელზედა ჯირკვლის და საკვერცხეების ფუნქციის მოშლამ; · მშობიარობის შემდეგ ესტროგენების დონის კლებამ; · კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა მიღებამ.
#news #opinion #health #forhealth
Tbilisi
0