"ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ" – წერს საკუთარ ოჯახს სიკვდილის წინ თამარ ბაჩალიაშვილი

0
ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა ამოიღეს მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილი. „ანაბარზე თანხაა. გამოიყენეთ“, – წერია საკუთარ ოჯახს მიმართ დატოვებულ წერილში თამარ ბაჩალიაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, ავტომანქანიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი. ამოღებული ნივთმტკიცებულებების შესახებ „პრაიმტაიმი“ შსს-ს დაუკავშირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი. შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს თეთრიწყაროში მწყემსმა იპოვა.
0