უკანა სავარძელზე იყო. ვერც მივედი. ისეთ დღეშია, რომ ადამიანი ვერ უყურებს - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

0
"უკანა სავარძელზე იყო. ვერც მივედი. ისეთ დღეშია, ისეთი ფერი აქვს, რომ ადამიანი ვერ უყურებს", - ამის შესახებ საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მისი შვილი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. „უკანა სავარძელზე იყო. ვერც მივედი. ისეთ დღეშია, ისეთი ფერი აქვს, რომ ადამიანი ვერ უყურებს. სოფელში არავის იცნობდა. ამ გზაზე ბევრჯერ გაგვივლია, ვინ მოიფიქრებდა, რომ აქ რაღაც იყო. ნაკვალევთან დაკავშირებითაც ეჭვი მეპარება, ჯერ საკითხავია რა იქნება. გვამი ცოტა დიდი ხნის ჩანს“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა. ის ეჭვობს, რომ მომხდარის მიზეზი თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურთან არის დაკავშირებული. „ეჭვი მაქვს სამსახურზე, ყოველდღე, ახალი წლის შემდეგ, ბავშვი სახლში მოდიოდა უხასიათოდ სამსახურიდან. არ იძახდა სახლში, რაზე მუშაობდა და იმის უბედურებაც ეგ არის. იქნება დავხმარებოდი, თუ რაღაც პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არ მეუბნებოდა. ამ პრობლემამ ჩაითრია ჩვენი ბავშვი, სამსახურიდან მოდის ეს ამბავი. ბავშვი უხასიათოდ იყო, აქ თავისით ბავშვი არ მოვიდოდა. შეიძლება ვიღაც აწუხებდა და არ ეშვებოდა“, - განაცხადა ბაჩალიაშვილმა. ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, სამართალდამცველებმა 5 დღის გარდაცვლილი გვამის მდგომარეობაში იპოვეს. ამის შესახებ “2020NEWS“-ს ოჯახის ადვოკატმა მიშა რამიშვილმა ექსკლუზიურად განუცხადა. შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისს გაუჩინარდა. პროგრამისტი გოგონა შაბათ დილას სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მას შემდეგ, კვალი გამქრალი იყო, თუმცა საგამოძოებო მოქმედებების მიმდინარეობისას მის გვამს თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში მიაგნეს. https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/38762-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90, -%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%AF%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
0