0
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფრიდონ ნიჟარაძის გამოფენა გაიმართება. ფრიდონ ნიჟარაძე უშგულელი მხატვარია, რომლის შემოქმედებაც საზოგადოებისთვის არც თუ ისე ცნობილია. გამომდინარე იქიდან, რომ მხატვარი სვანეთში ცხოვრობს, მისი ნახატების ხილვას ხშირ შემთხვევაში მხოლოდ იქ მისული ტურისტები და სვანეთში ჩასული ქართველები ახერხებენ. სწორედ ამიტომ, გადაწყდა რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა გამართულიყო. იგი 2 ნოემბერს 16:00 სთ-ზე გაიხსნება და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.
0