ლეგენდარული პირველი ლედის სილამაზის ფორმულა.რატომ იყო გამორჩეული ლედი ჟაკლინ კენედი?

0
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პირველი ლედი ჟაკლინ კენედი ონასისი დღემდე აგრძელებს ჩვენ შთაგონებას. მოდის კერპად აღიარებული პირველი ლედი მარტივი, მინიმალისტური ჩაცმულობის, დიდი ზომის სათვალეების, ელეგანტური შარფებისა და მოხდენილი კაბების სიყვარულით გამოირჩეოდა. 💫ტუჩსაცხი, როგორც აქსესუარი: ჟაკლინ კენედი ონასისის მინიმალისტური სტილის მიუხედავად, ის ტუჩსაცხის გარეშე თითქმის არასდროს გამოჩენილა. ხშირად, მოდის სიმბოლო ტუჩსაცხის ფერს მის სამოსსაც უსადაგებდა. 💫დაიძინეთ მხოლოდ აბრეშუმის ბალიშისპირზე: კენედის მეიქაფ არტისტი პიტერ ლამასი აცხადებდა, რომ ჟაკლინი იდეალური თმის შესანარჩუნებლად ყოველთვის აბრეშუმის ბალიშისპირზე იძინებდა, მისი არ ქონის შემთხვევაში კი აბრეშუმის შარფს იკრავდა თავზე. ცნობილი ფაქტია, რომ აბრეშუმის ბალიშისპირი, ბამბის და სხვა ნაჭრებისგან განსხვავებით, უნარჩუნებს თმას ბზინვარებას და ხელს უშლის მის გაუხეშებას. 💫დაიბანეთ მკვდარი ზღვის მინერალების საპნით: მიუხედავად იმისა, რომ ჟაკლინი ბევრს მოგზაურობდა და მუდმივად ახალ ხრიკებს ეცნობოდა სილამაზესა და თავის მოვლაზე, ერთადერთი რამ, რაც არასდროს იცვლებოდა მისი მინერალებით გაჯერებული მკვდარი ზღვის საპონი გახლდათ. 💫შეარჩიეთ დასამახსოვრებელი სურნელი: Lovely Patchouli 55 კენედის საყვარელი ყოველდიური სუნამო გახლდათ. ნაზი, თუმცა დასამახსოვრებელი სურნელით ჟაკლინი ჩვეულებრივ დღეებშიც კი გამოირჩეოდა. 💫ყოველთვის მოუარეთ წარბებს: მანამ, სანამ მოდაში სქელი, მოვლილი წარბები შემოვიდოდა კენედი ამ სტილის მიმდევარი უკვე გახლდათ. დარწმუნდით, რომ თქვენი წარბები სახლიდან გასვლამდე საგულდაგულოდ დავარცხნილი და შევსებულია სპეციალური გელითა თუ ფანქრით. 💫დაეუფლეთ Lazy Day ლუქის ხელოვნებას: მიუხედავად იმისა, რომ კენედი აშშ-ის პირველი ლედი გახლდათ, მასაც ჰქონდა Lazy days, „ზარმაცი დღის“ ლუქები, რომლებიც უფრო ყოველდღიური და თავისუფალი გახლდათ. თუმცა, გამორჩეული დეტალებითა და ჟაკლინის საყვარელი ტუჩსაცხით. 💫არ დაიშუროთ ფული სახის დამატენიანებლისთვის: მართალია, კენედის შესანიშნავი სახის კანი ჰქონდა, თუმცა პირველი ლედი მას ზიანს ერთი მავნე ჩვევით – სიგარეტის მოწევით აყენებდა. სწორედ ამიტომ, პირველი ლედი Erno Lazlo-ს დამატენიანებელს, Phormula 3-9 Repair Cream-ს იყენებდა, რომლის ღირებულებაც 275$ გახლავთ. 💫გამოიყენეთ სახის ზეთები: Erno Lazlo-ს კიდევ ერთი რჩეული პროდუქტი ჟაკლინისთვის სახის ზეთი გახლდათ, რომლის შეძენა ონლაინ დღესაც შეგიძლიათ. 💫გამოიყენეთ ზეთები თმის ბოლოების დასაცავად: ჟაკლინ კენედის თმა და ვარცხნილობა დღემდე საკულტოდ ითვლება. თუმცა, მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ მის შესანარჩუნებლად პირველ ლედის უამრავი ძალისხმევის გაწევა სჭირდებოდა. თმის მოვლის მისეული საყვარელი რუტინა ბოლოების ლავანდის ზეთით დამუშავება იყო. 💫გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ უბრალოება უფრო მეტის მთქმელია: ასაკის მატებასთან ერთად, ყოფილ პირველ ლედის მოგზაურობებისა და მზესთან ხშირი ურთიერთობის კვალი სახეზე ეტყობოდა, რის დასაფარადაც კენედი Elizabeth Arden-ის მსუბუქ ტონალურ საცხს იყენებდა.
#სილამაზე
#სილამაზისხრიკები
#თავისმოვლა
#selfcare
#skincare
#selflove
#feedcgrant
#feedcgrantproject
#feedcgrantსილამაზე
#ახალიამბები
#ხელოვნება
#ჯანსაღიცხოვრება
0