გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი მოწმე გამოჩნდა - რა იცის მან ?

0
ტრაგიკულად დაღუპულ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი მოწმე გამოჩნდა. იგი სამართალდამცველებმა 15 ივლისს გამოკითხეს. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხებთან მან რამდენიმე პირის საუბარი მოისმინა, რომელიც სავარაუდოდ, შაქარაშვილს ეხებოდა. აღნიშნულ გარემოებებზე მოწმე საქმის მასალების ახალ, 21-ე ტომში საუბრობს. „როდესაც მათ გვერდით გავიარე ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა, ახალგაზრდა დაბალ ბიჭს ის ხომ გადააგდეო, პატარამ ხელი უბიძგა და უთხრა გაჩუმდიო და გააგრძელა საუბარი - კიდევ კარგი გადავაგდეთო, თორემ დაგვენძრეოდაო. მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა „ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო“. მე გავაგრძელე გზა, მეკეთა ყურსასმენები, მაგრამ იყო გათიშული და ვცდილობდი, მათი საუბარი მომესმინა, ვიყავი მათგან ზურგით და ვეღარ ვხედავდი, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ამირხანაშვილმა მაგრად ი....ა. მე არ გავჩერებულვარ, ავედი სახლში გადავიხედე აივნიდან და დავინახე, რომ ის ოთხი პიროვნება მოძრაობდა და მათთან იყო მეხუთე პიროვნებაც, მაგრამ მისი აღწერა არ შემიძლია“, - აცხადებს მოწმე ჩვენებაში. მოწმე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ის ოთხი პირი არასდროს შეუმჩნევია, თუმცა, მათი ამოცნობა შეუძლია. შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, შაქარაშვილი მდინარე არაგვში დამხვრჩვალი იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავა. ფეხბურთელის საქმეზე პირველი სასამართლო 31 აგვისტოს გაიმართება. https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/38778-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B
0