იაპონური ანდაზები,რომლებიც შთაგაგონებთ

0
1. 猿も木から落ちる - Saru mo ki kara ochiru. თარგმანი: მაიმუნიც კი ვარდება ხიდან. განმარტება: ყველას მოსდის შეცდომები. მაიმუნებს ძალიან კარგად გამოსდით ხეზე ცოცვა, მაგრამ ხანდახან მათაც მოსდით მარცხი. იდეალური არავინაა. 2. 蓼食う虫も好き好き-Tade kuu mushi mo suki zuki. თარგმანი: არიან მწერები ვინც ტადეს ჭამს. (ტადე არის იაპონური მცენარე, რომელსაც ძალიან ცუდი გემო აქვს. ინგლისურად knotweed(ქართული შესატყვისი ვერ მოვძებნე გუგლში)) განმარტება: ყველას აქვს თავისი გემოვნება.ამიტომ სხვისთვის ცუდი/უგემური ჩვენთვის შეიძლება ძალიან კარგი იყოს/გემრიელი. ინგლისურად კარგად წერია: "One man’s trash is another man’s treasure. To each their own." 3. 蛙の子は蛙- Kaeru no ko wa kaeru. თარგმანი: ბაყაყის შვილი ბაყაყია. განმარტება: ინგლისურს მოვიშველიებ "Like father, like son." ჩვენთან რომელი შეესაბამება ყველაზე კარგად? ))) 4. 覆水盆に返らず-Fukusui bon ni kaerazu. თარგმანი: დაქცეული წყალი არ დაბრუნდება თავის ადგილას (ჭიქაში და ა.შ). განმარტება: ინგლისურად Don’t cry over spelt milk. ანუ რაც მოხდა იმაზე არ უნდა დამწუხრდე, რადგანაც დროში ვერ იმოგზაურებ და ვერაფერს შეცვლი. რაც მოხდა, მოხდა. აქვე არის გამოთქმა “Ato no matsuri” (後の祭り) -რაც ნიშნავს იმას, რომ თუ რამის შეცვლა გინდოდა, მანამდე უნდა შეგეცვალა სანამ ცუდად დამთავრდებოდა ))) 5. 知らぬが仏 - Shiranu ga hotoke. თარგმანი: არ ცოდნა ბუდაა. ხანდახან არსებობს სიმართლე, რომლის ართქმა ჯობია. ანუ რაც ნაკლები იცი, უფრო კარგად გძინავსო. 6. 猫に小判- Neko ni koban. თარგმანი: ოქროს მონეტები კატას. განმარტება: საჩუქარი აჩუქო ისეთ ადამიანს ვინც ვერ დაგიფასებს. კობანი ერქვა ოქროს პატარა მონეტებს, რომლებიც ძველად იაპონიაში ფულის მაგივრად გამოიყენებოდა. ანუ ანდაზას იმის თქმა უნდა, რომ კატას თუ მისცემ ოქროს მონეტებს, ის ვერ მიხვდება მის მნიშვნელობას და ვერ დაგიფასებს, რადგან არ იცის და არ ესმის მისი ღირებულება. არ აჩუქოთ ისეთ ადამიანებს ძვირფასი საჩუქრები (საჩუქრებში ბევრი რამ შეიძლება ვიგულისხმოთ, მაგალითად ძვირფასი დრო და ა.შ) ვინც ვერ დაგიფასებთ. აქვე კიდევ ერთი გამონათქვამი:Buta ni shinju (豚に真珠) - მარგალიტები ღორებს. უჩემოდაც მიხვდებით )))) 7. 井の中の蛙 大海を知らず-Ino naka no kawazu taikai o shirazu. თარგმანი: ჭაში მყოფმა ბაყაყმა არ იცის დიდი ზღვის შესახებ. განმარტება: ადამიანები განსჯიან მხოლოდ საკუთარი შეზღუდული გამოცდილებებით, რომლებმაც არ იციან იმის შესახებ, რაც არ გამოუცდიათ. ამიტომ გადით გარეთ, გამოსცადეთ ბევრი ახალი რამ. ადამიანები ვინც იზოლირებულები არიან მხოლოდ საკუთარ სამყაროში, ვერასდროს გაიგებენ დედამიწის სიდიდეს. 8. 二兎を追う者は一兎をも得ず- Nito o oumono wa itto o mo ezu. თარგმანი: ის ვინც ორ კურდღელს დასდევს, ვერც ერთ დაიჭერს. განმარტება ყველამ კარგად ვიცით ))) ორი კურდღლის მადევარის ანდაზა ჩვენც გვაქვს )) 9. 花より団子- Hana yori dango. (ფილმის სახელი სხვანაირად იწერება: 花より男子, ჩემი საყვარელი ფილმია 😀🥰 თარგმანი: ბრინჯის ტკბილეული ვიდრე ყვავილი. განმარტება: ააანუ რა ხდება )) ამ ანდაზაში იგულისხმება გამოსადეგი საჩუქარისარჩევანი გამოუსადეგარ მაგრამ ლამაზ საჩუქარზე. ანუ დანგო(ბრინჯის ტკბილეული) ბევრად უფრო პრაქტიკულია ვიდრე ყვავილები. ნუ ტკბილეულს შეჭამ და ყვავილს უნდა უყურო )))) 10. 虎穴に入らずんば虎子を得ず- Koketsu ni hairazunba koji o ezu. თარგმანი: თუ არ შეხვალ ვეფხვის გამოქვაბულში, მის ბოკვერსაც ვერ დაიჭერ-ო განმარტება: ვინც არ რისკავს, არ ჯილდოვდება-ო ამიტომ აუცილებლად უნდა სცადოთ, იბრძოლოთ იმისთვის რომ მიზანს მიაღწიოთ. 😀👩‍💼
#იაპონია
#იაპონური
#japan
#იაპოურიანადაზები
#ახალიამბები
0