11 votes
0 comments
0 shares
Save
83 views
Goga Abuladze
Tbilisi · 8 months ago

კინოთეატრ ამირანის ტერიტორია ქართული მარშისა აქციის შემდეგ

#politics #news Amirani
Goga Abuladze
Tbilisi · 8 months ago
Similar Posts
Kutaisi Daily
Kutaisi, Georgia · 4 months ago
დატოვე პარლამენტი ქუთაისში! ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრები მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის... სამოქალაქო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. „გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ყველა, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ქუთაისის პოლიტიკური ძარცვა! არ დავუშვათ პარლამენტის შენობის გაყიდვა", -აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. აღსანიშნავია ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების ამ საკითხის მიამართ ინდეფერენტულობა, მაშინ როცა მათი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ პარლამენტის ქუთაისში დარჩენა იყო. #ქუთაისი #პარლამენტი #დატოვეპარლამენტიქუთაისში #აქცია #პერფორმანსი #kutaisidaily #politics #news
Sandro Dzneladze
Tbilisi, Georgia · 4 months ago
მერაბიშვილიც უგულავას კვვალდაკვალ? ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ხვალ სრულდება. ციხეში გატარებული 7 წლის შემდეგ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ე.წ. მატროსოვის ციხეს ტოვებს. არაერთ გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებული მერაბიშვილის გათავისუფლება დღეს მსჯელობის საგნად იქცა. ოპოზიციაში უკვე შიშობენ, რომ მერაბიშვილის შემთხვევაშიც გიგი უგულავას სცენარი განმეორდება და მას ისევ საპყრობილეში დაბრუნება მოუწევს. ხელისუფლების ოპონენტებს ამის თქმის საფუძველს სასამართლოში მიმდინარე ორი დავა იწვევს. პროკურატურა მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკოპანია იმედში შეჭრის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. მერაბიშვილის გათავისუფლებას მართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ კითხვაზე, ემუქრება თუ არა მერაბიშვილს უგულავას მსგავსად ციხეში დაბრუნების საფრთხე, გაგნაცხადა, რომ სამართლებრივ პასუხისმგებლობაში ადამიანთა მიცემა მისი შესაფასებელი არ არის, თუმცა ისიც დაამატა, რომ არაერთ დანაშაულში მხილებული ადამიანის პოლიტიკურ შანსებზე საუბარია ზედმეტია. დაბრუნდება თუ არა მერაბიშვილი პოლიტიკაში? ეს კითხვაც დღეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ მერაბიშვილი ხვალ თავად იტყვის. „7 წლის განმავლობაში უსამართლოდ იჯდა ციხეში. სასიხარულოა, რომ ხვალ დააღწევს თავს ამ რეპრესიულ, უსამართლო სასჯელს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ის თავად იტყვის ხვალ პირველი. ხვალ გვეცოდინება მისი პოზიცია და მისი მომავალი გეგმების შესახებ“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ. „ჩვენ ვანო მერაბიშვილს არ მივცემთ პოლიტიკაში მშვიდად ყოფნის საშუალებას. ის არის მკვლელი და აუცილებლად აგებს პასუხს,“ - ასე გამოეხმაურნენ მერაბიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს ჩატარებული „მუხროვანის“ სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული გია კრიალაშვილის ოჯახი. ა.ო. „შეინარჩუნე სიცოცხლეს“-სთან ერთობლივ კონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არის მკვლელი და საგამოძიებო უწყებას მოკვვლევის დროულად დასრულებისკენ მოუწოდეს. ვანო მერაბიშვილი ე.წ. მოტროსოვის ციხეში სასჯელს 2013 წლიდან იხდის. სასამართლომ ყოფილი შს მინისტრი ისეთ ცნობილ საქმეებში დამნაშავედ ცნო, როგორებიცაა 26 მაისის აქციის დარბევა, გირგვლიანის საქმე და ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმა. #politics #opinion #news
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 4 months ago
გააერთიანებს ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას? მერაბიშვილის გათავისუფლებას მისი ყოფილი თანამებრძოლები დიდი სიხარულითა და ენთუსიაზმით შეხვდნენ. მათი განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ის უდანაშაულო პოლიტპატიმარი იყო. მერაბიშვილის განცხადებით მისი თანამებრძოლები და მეგობრები სხვადასხვა პარტიებში არიან გადანაწილებული. ის ყველა მათგანს შეხვდება და ამის მერე მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ამავდროულად, ყოფილი მაღალჩინოსანი საზოგადოებას პირდება, რომ ამ ხელისუფლებას 1 წელიწადში დაასრულებს, ოპოზიცია ერთად გაიმარჯვებს, ქვეყანა კი წინ წავა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი, ვანო მერაბიშვილი 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის სახელს არაერთი დანაშაული უკავშირდება, მათ შორის: 26 მაისს აქციის დარბევა, „ტელეიმედში“ შეჭრა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და სხვა ცნობილი საქმეები. აქვე აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერების განცხადებები: მიხეილ სააკაშვილი - „მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება." გიგა ბოკერია - "მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, პოლიტიკური პატიმარი ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებულია" #თბილისი #ვანო #მერაბიშვილი #ციხე #თავისუფლება #ოპოზიცია #ერთადერთისდასამარცხებლად #tbilisidaily #news #politics
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე -ოქრუაშვილის კომენტარი საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ
"პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეს იყო პოლიტიკური ზეგავლენის შედეგი" - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა. "ძალიან მრცხვენოდა “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერის გამო, რომ ქალბატონი დეგნანის, ბატონი ჰარცელის, უამრავი სენატორისა და ევროპარლამენტარის ძალისხმევას ნაცვლად იმისა, რომ ვიყენებდეთ დეოკუპაციისთვის და ბორდერიზაციის შესაჩერებლად მათ უწევდათ თავისი ძალისხმევის გამოჩენა იმისთვის, რომ აქ ვიღაცას გონება აერია. მე პირადად ამის გამო მრცხვენოდა. მით უმეტეს ყოველდღიურ რეჟიმში განცხადებების კეთება და ძალისხმევა საქართველოში სიტუაციის დალაგებისთვის", - განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ ოქრუაშვილმა. #news #politics #ოქრუაშვილი #შეწყალება
Headline
Tbilisi, Georgia · 3 months ago
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე დაამტკიცეს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. 82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - ასეთი იყო პარლამენტში, კენჭისყრაზე მისი შედეგი. კენჭისყრის შემდეგ დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა. ვინ არის ნინო ქადაგიძე ნინო ქადაგიძე მოსამართლეების იმ 10-კაციან სიაში იყო, რომლის პარლამენტისთვის წარდგენას და განხილვას პროტესტი და საბოლოოდ ქართული ოცნების უმრავლესობის დაშლა მოჰყვა. 1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან კი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 12 დეკემბერს კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. სწორედ ნინო ქადაგიძემ განიხილა სააპელაციოში, რამდენად კანონიერად გაანადგურა იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები. ამ შინაარსის სარჩელით სასამართლოს ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართა, რადგან საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. სამინისტრო უთითებდა, რომ აღნიშნულ აუდიო ჩაწერას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და გამოიყენებოდა მხოლოდ წერილობითი ოქმის შესადგენად. ნინო ქადაგიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ. #news #politics
Sandro Dzneladze
Tbilisi, Georgia · 4 months ago
საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მორიგი მცდელობა ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ახალ საარჩევნო სისტემაზე ვერ შეთანხმდებიან, არჩევნები არსებული შერეული მოდელით ჩატარდება. თუმცა, პოლიტიკურ ელიტაში კომპრომისის იმედი ჯერ კიდევ არის. დღეს დიპლომატიური კორპუსის ინიცირებით ევროკავშირის საქართველოში ელჩის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის საუზმე გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მედიაში მმართველი გუნდის მხრიან ახალი შემოთავაზების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მმართველი გუნდისგან ახალ 110 40-ზე მოდელზე შემოთავაზება მიიღეს. ახალ მოდელზე საუბარს მმართელ გუნდში უარყოფენ. ირაკლი კობახიძის თქმით, მათ ახალი შეთავაზება ოპონენტებისთვის არ გაუკეთებიათ და შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მცდელობა დღეს არ ყოფილა. „შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემას და ბუნებრივია, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია გვპასუხობდა ან პირიქით. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ქართული ოცნების მიერ ოპონენტებისთვის მიცემული დრო თებერვლის ბოლოს სრულდება. მამრთველი გუნდის თქმით თუ ამ კვირაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან, საკანონმდებლო ცვლილებებისთვის პარლამენტს დრო აღარ ექნება და მოლაპარაკებების ფანჯარა დაიხურება. #politics #news
On.ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
რატი იონათამიშვილი: ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს
რატი იონათამიშვილი: ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს
რატი იონათამიშვილი: ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს
რატი იონათამიშვილი: ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 5 months ago
ძველგვარდიელები” ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ. “გიორგი მარგველაშვილმა შეგვარცხვინა და თავი მოგვჭრა” - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2015 წელს გააკეთა. მაშინ ქართული ოცნების თავჯდომარე გიორგი მარგველაშვილს, მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, გაეროში წასვლის გამო აკრიტიკებდა. თუმცა, როგორც ჩანს მალე ქართველ ოლიგარქს ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკისთვის უფრო მეტი მიზეზი ექნება. გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. თან ისე, რომ მთავარ მიზნად ყოფილი პარტიელების მმართველობის დასრულებას ასახელებს. მარგველაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღებას აანონსებს. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ოპოზიციაში მიდის ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც. ზუსტად ისეთ დროს, როდესაც ქვეყანაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. მაშინ, როცა ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ ლიდერს აკავებენ, მოლაპარაკებები კი ჩიხში შედის, თამაშში „ძველგვარდიელები“ ერთვებიან. მარგველაშვილი „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ შესვლასაც არ გამორიცხავს. მიდის საუბრები მამუკა ხაზარაძის „ლელო საქართველოში“ გაერთიანებაზეც. ამ მხრივ ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ პოზიციას დაიკავებს გიორგი კვირიკაშვილი. ფაქტია, რომ არცერთ მათგანს მოქმედების კონკრეტული გეგმა ამ დროისთვის არ გააჩნია. ჯერჯერობით უცნობია თუ რას ფიქრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით სამთავრობო სექტორში. თუმცა, უკვე ვრცელდება სპეკულაციები მმართველი გუნდის მხრიდან გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ქმედების შესახებ. კერძოდ, ორი დღის წინ ყოფილი პრემიერის მიერ ფეისბუქზე დაწერილი განცხადების შემდეგ, რომ გიგი უგულავას დაჭერა რიგითი პოლიტიკური დაკვეთაა, კვირიკაშვილის ოფიციალური გვერდი Facebook სივრცეში საერთოდ აღარ იძებნება. „ფეისბუქ ტროლების“ ისტორიის შემდეგ აღნიშნული მთავრობის მიმართ საკმაოდ ბუნებრივ შეკითხვებს აჩენს. #თბილისი #საქართველო #საქართველოსპარლამენტი #მთავრობა #გიორგი #მარგველაშვილი #კვირიკაშვილი #პოზიცია #ოპოზიცია #tbilisidaily #politics #news