29 votes
0 comments
0 shares
Save
206 views
Feedc
Tbilisi · 8 months ago

Feedc-ზე შენი ლოკაციიდან ატვირთული ინფორმაცია ვიზუალურ ფორმატში, დღეიდან, ცალკე, უახლესი ფოტოების ''Visual Feed''-ში განთავსდება.


Feedc
Tbilisi · 8 months ago
Similar Posts
მხოლოდ ქართული
Tbilisi · 4 months ago
პირველი ქართული დახვეწილი პლათფორმა - Feedc
რა არის Feedc?🧐👇 Feedc პირველი ქართული წარმატებული პლათფორმაა, სადაც გაერთიანებულია მსოფლიოს ყველა წერტილში მყოფი ადამიანი. მათი წარმატება განაპირობა მათ მიერ სწორად შერჩეულმა თემატიკამ და განსხვავებულმა იდეამ. Feedc-ის გამოჩენამდე არც ერთი წარმატებული ქართული პლათფორმა არ არსებობდა, რომელსაც ექნებოდა ისეთი ფუნქცია რომ სხვადასხვა ქვეყნის იუზერებს ერთმანეთისთვის ინფორმაცია გაეზიარებინათ, მაგრამ Feedc-ით დღესდღეისობით ეს უკვე შესაძლებელია.😊 რატომ Feedc? რისგან განსხვავდება ის უკვე ნაცნობი პლათფორმებისგან?👇 Feedc ბევრად განსხვავებულია სხვა პლათფორმებისგან. ლოკაციის დახმარებით აპლიკაცია იგებს თქვენს მისამართს და ახლო მდებარე ქალაქთან გაკავშირებთ. თქვენს მიერ ატვირთული სიახლეები, ვიდეოები, ლაივები აღმოჩნდება თქვენი ქალაქის Feed ში, თუ გექნებათ ბევრი “UpVote” პოსტი საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიოს Feed ზე აღმოჩნდება.😎 ამით ყოველგვარი დაFollowების და დამეგობრების გარეშე შეგეძლებათ გააცნოთ თქვენი სიახლეები მსოფლიოს. ალბათ მიხვდით რომ აპლიკაცია სხვა ენებზეცაა და შესაძლებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეების Feed ის ნახვაც.🥳 გადმოწერე Feedc – ხელმისაწვდომია Android სა და IOS ზე😘 ქართული პროდუქტი რომელიც მეტ წარმატებას იმსახურებს. წარმატებები Feedc ს ადმინისტრაციას.👏🤝
Feedc
Tbilisi · 6 months ago
Feedc-ზე თითოეული ლოკაციიდან დაპოსტილი ინფორმაცია თავს იყრის კონკრეტული ქალაქის ფიდზე, შესაბამისად ნებისმიერ მათგანს საკუთარი ფიდი აქვს.
Feedc
Tbilisi · 7 months ago
დააფდეითე შენი ფიდი ✌🏻 დღეიდან Feedc-ზე შეგიძლია "Waterfall View"-ით ისარგებლო.
Feedc
Tbilisi · 7 months ago
დღეიდან Feedc-ზე შეგიძლია პირდაპირი ჩართვა გააკეთო და შენი ,,ლაივით" მსოფლიოს გაეცნო ✌🏻
Feedc
Tbilisi · 4 months ago
ქალაქისა და ქვეყნის გაუმჯობესებული ფიდი
ქალაქებისა და ქვეყნების გაუმჯობესებული ფიდების საშუალებით, Feedc-ზე, უკვე შეგიძლია ნახო რამდენი ნახვა აქვს კონკრეტულ ფიდს და რამდენი პოსტია დაწერილი თითოეული ლოკაციიდან. #news #LocationFeed
Kristina Kenchadze
Kobuleti · 6 days ago
მოდა
მოდა წარმოადგენს განსაზღვრულ დროს დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მოხმარების და მათი შემქნის შესახებ. მოდის ტენდენცია დაახლოებით 15-20 წელიწადში ერთხელ იცვლება, სტილი ისე უნდა შეიცვალოს, რომ შეესაბამებოდეს თანამედროვეობას და არ იყოს ძველის ზუსტი ანალოგი. მოდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განსხვავდება. ზოგისთვის მოდა არის ის, რაც მოსწონს და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგისთვის კი უახლესი კოლექციები ცნობილი დიზაინერებისგან. მაგალითად ჩემთვის მოდა არის ის რაც გიხდება და გეცვას მოდურად ნიშნავს სწორად უხამებდე სამოსის ფერს და სტილს. ადრე მოდის ცენტრად ის ქალაქი ან ქვეყანა ითვლებოდა, სადაც ძვირფას ქსოვილს აწარმოებდნენ, რისი მაგალითიცაა აბრეშუმის ქალაქად წოდებული საფრანგეთის ქალაქი ლიონი რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ფრანგული მოდის მეფობასთან. XIII საუკუნეში პარიზისთვის მოდის სფეროში ახალი კონკურენტი ლონდონი გაჩნდა, კონკურენცია იმდენად დიდი იყო, რომ 1768 წელს ჩანაწერში გერმანელმა მწერალმა დაწერა, რომ ანგლომანიით ანუ გადაჭარბებული სიყვარულით ყოველივე ინგლისურისადმი ყველაზე მეტად შეპყრობილი პარიზი ყოფილა. მაღალი მოდის "ნამდვილ მამად" მიჩნეულია ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი, რომელმაც 20 წლის ასაკში გადაწყვიტა დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა, ბიზნესში კი ცოლი ეხმარებოდა. ვორტი პირველი იყო ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო და დაყო სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დაარსა პირველი სინდიკატი "მაღალი მოდის სახლების პალატა" რომელიც დღემდე არსებობს. დღესდღეობით Fashion week -ებზე დიდი დრო, ფული და ენერგია იხარჯება. თითოეული დიზაინერი ცდილობს ყოველ წელს ახალი, ორიგინალური და საინტერესო სამოსი შესთავაზო საზოგადოებას. 1977 წელს სან-ფრანცისკოს გარეუბანში როი რაიმონდის მიერ დაარსებილი ბრენდი "victoria's secret" დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე აღიარებულო ბრენდია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავისი მეუღლისთვის ქალის თეთრეულის ჩუქება გადაწყვიტა, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი დასრულდა, რადგან გამყიდველები თავს უხერხულად გრძნობდნენ მამაკაცთან ქალის თეთრეულის შერჩევის პროცესში. სწორედ ამ დროს როი რაიმონდს ქალის თეთრეულის მაღაზიის გახსნის შესახებ გაუჩნდა იდეა. თავდაპირველად მაღაზია "victoria's secret" გაიხსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში. 1982 წელს კი როი რაიმონდსმა გარკვეული პრობლემების გამო ბრენდის მარკა მიყიდა "The limited brand"-ის ფლობელს ლესლი ვეკსნერს. ვეკსნერმა საკუთარი სტრატეგიით მოახერხა კომპაანიის მსოფლიო მასშტაბებზე გაყვანა. თანდათან გაიზარდა პროდუქციის ასორტიმენტი. "Victoria's secret" მა დაიწყო კაბების, აბრეშუმის ღამის პერანგების, რბილი სათამაშოების, სუნამოების და ფეხსაცმლის გამოშვება. ამჟამად კომპანია მუდმივად ატარებს შოუებს, სუპერმოდელების მონაწილეობით. მოდის ინდუსტრიის შენებაში ყველაზე დიდი წვლილი დიზაინერებს მიუძღვით. ფრანგი დიზაინერი კოკო შანელი, თავისი თანამედროვე ხედვით, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებით და უბრალოებისკენ ლტოლვით XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, ის იყო ცნობილი ბრენდის შანელის დამაარსებელი. დღემდე კოკო შანელი არაერთი ქალბატონის მისაბაძი პიროვნებაა. მოდის სფეროში ასევე დიდი ადგილი უჭირავთ მოდელებს. ყველა დროის ერთერთი სახელგანთქმული იტალიელი მოდელია მონიკა ბელუჩი. მან მოდელად მუშაობა 13 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებულ წარმატებას კი 2003 წლიდან მიაღწია მოდის სფეროში, ამასთანავე ცნობილი იყო, როგორც იტალიის სექს-სიმბოლო. საქართველოში მოდა შუა საუკუნეებიდან მოდის. მაღალი და დაბალი წრის წარმომადგენლებისთვის მოდა განსხვავებული იყო. XVI-XVIII საუკუნის მაღალი საზოგადოების წადმომადგენელ ქალებს სპარსული, ევროპული ან რუსული ქსოვილისგან შეკერილი კაბები ეცვათ. ჰქონდათ ძვირფასი თვლებით შემკული ჩიხტიკოპები. გლეხის ქალი კი შინნაქსოვი და უბრალო ქსოვილისგან შეკერილ კაბებს ატარებდნენ. დღესაც მოდა საქართველოში დიდ ყურადღებას იპყრობს. გვყავს უამრავი ცნობილი დიზაინერი, რომელთაგან გამოვარჩევდი დემნა გვასალიას. დემნა გვასალია ის დიზაინერია რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო მოდა და სრულიად განსხვავებული, ორიგინალური სტილი შესთავაზა საზოგადოებას. მან საქართველოს 90-იანი წლების სტილი დასავლური ქვეყნების მოდად ააქვია ამიტომაც ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერია მსოფლიოში. ასევე დემნა "Balenciaga" -ს კრეატიული დირექტორი და "Votements" - ის მთავარი დიზაინერია. ასევე საქართველოს ბევრი წარმატებული მოდელი ჰყავს. მაგალითად: 22წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვრიშვილი. თავისი სხეულის იდეალური პროპორციებით, ლამაზი სახის ნაკვთებით, ფოტოგენურობით და მოდელისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობებით საქართველოს ფარგლებს გასცდა. მას არაერთი უცხოური ბრენდის ფოტოსესიაში აქვს მიღებული მონაწილეობა, ამჟამად კი new yourk-ში მოღვაწეობს. მოდის სამყაროში ასევე მეტად საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სიტყვა "რასიზმი" არ ფიგურირებს. ბევრი ცნობილი ფერასკანიაკი მოდელია მსოფლიოს მაშტაბით აღიარებული. მაგალითად ინგლისელი მოდელი ნაომი კემპბელი, შუდუ და სუდანელი მოდელი დაკი ტოტი რომელსაც ბარბის ამსგავსებენ. დღესდღეისობით ისინი ძვირადღირებულ მოდელებად ითვლებიან. მოდის ინდუსტრიის შენებაში ასევე დიდი როლი ფოტოგრაფებსაც აკისრიათ. ისინი ფოტოების მეშვეობით მოდელების სილამაზესა და მშვენიერებას გადმოგვცემს. მაგალითად ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი 28 წლის ქემერონ უილსონი სამოდელო სამყაროში დიდ ხელოვნად იქცა, მან რასიზმთან საბრძოლველად ფოტოსესია მოაწყო ფერადკანიან მოდელებთან,მისი შემოქმედება გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით. მოდური ტანსაცმლის შექმნა საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ბუნებას. მაგალითად: H&M ბოიკოტს უცხადებს წარმოებაში ბრაზილიური ტყავის გამოყენებას, რადგან ტყავის მწარმოებელი ინდუსტრია ამაზონის ტყის განადგურებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩემი აზრით H&M- ის საქციელს ბევრი ბრენდი თუ მიბაძავს გარესამყაროსთვის ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. დღეს ძალიან აქტუალურია ბეწვის ქურქები, მაგრამ მე რეკომენდაციას ვუწევ ხელოვნურ ბეწვს, რადგან ბუნებრივი ბეწვით შექმნილ სამოსს ბევრი ცხოველის სიცოცხლე ეწირება. ყოველდღიურად, ასევე ხშირია მოდასთან დაკავშირებული ბულინგის სახის მქონე კომფლიქტები, რომელშიც დომინირებს შემდეგი სიტყვები: "ეს რა გაცვია?", "მოდის შესახებ რამე გაგეგება?", "ბოლოს როდის იყო ეს ტანსაცმელი ტრენდული?" და მსგავსი შინაარსის მქონე ფრაზები. რაც ჩემთვის მიუღებელია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ მოდის სამყარო ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესია მსოფლიოში, რომელსაც დიდი როლი მიუძღვის ახალგაზრდების და არამარტო ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში. Feedc #feedcgrant#მოდა #ფოტოგრაფი #მოდელები #დიზაინერები #დიზაინი #მოდა
+13
Primetime
Tbilisi · 2 months ago
TIKTOK ბავშვებს პედოფილების პირისპირ ტოვებს – კომპანია 5,7$ მილიონს გადაიხდის
TIKTOK ბავშვებს პედოფილების პირისპირ ტოვებს - კომპანია 5,7$ მილიონს გადაიხდის - Primetime
TIKTOK ბავშვებს პედოფილების პირისპირ ტოვებს - კომპანია 5,7$ მილიონს გადაიხდის - Primetime
TIKTOK ბავშვებს პედოფილების პირისპირ ტოვებს - კომპანია 5,7$ მილიონს გადაიხდის - Primetime
Droidline
Kutaisi · 4 days ago
ჩვენი უსაფრთხოება დაბალ ფასად
შეიძლება ზოგადად ადამიანმა არ იცოდეს რომელიმე ბრენდის სმარტფონის შესახებ მაგრამ აუცილებლად ეცოდინება ზოგადად კომპანიის სახელი.დაწყებული ბიუჯეტური სმარტფონებიდან , დამთავრებული ე.წ Flagship Killer-ებით და სხვა, ჩინური მწარმოებლები ძალიან ძალიან ბევრ სმარტფონს აწარმოებენ და არამარტო სმარტფონებს, ძალიან ბევრ Gadget-ებს რომლებიც არის კარგი მონაცემების მქონე და ფასიც საკმაოდ დაბალი აქვთ. ბოლო დროს გახმაურებულმა საქმეებმა კი რომელიც Xiaomi-ს ეხებოდა, შეაშფოთა მოსახლეობა , იქედან გამომდინარე რომ უსაფრთხოება კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რამდენიმე კვირის წინ, Forbes-ის განცხადებით , უსაფრთხოების Researcher-ებმა Gabriel Cirling-მა და Andrew Tierney-მ განაცხადეს, რომ Xiaomi-ს Web Browser-ი აგროვებდა მონაცემებს , თანაც Incognito რეჟიმში. ამაში შედიოდა ყველა ის URL რომელიც მომხარებლის მიერ იყო მონაძებნი და ზოგადად ყველა ის ინფორმაცია რომელიც იქნა ჩაწერილი ამ Browser-ში , ეს ეხებოდა Mi Browser Pro-ს და Mint Browser-ს. ორივე Browser-ს ერთად აქვთ 15 მილიონზე მეტი გადმოწერა Play Store-დან . ამ ყველაფრიდან ჩნდება კითხვა, ღირს კი ეს იაფი სმარტფონები ჩვენი უსაფრთხოების ფასად? Xiaomi აგროვებს Data-ს(და არამარტო Xiaomi) მართალია ისიც, რომ Data-ს შეგროვება უკვე სასწაულებრივი რამ აღარ არის რადგანაც ყველა კომპანია აგროვებს მონაცემებს, მაგრამ ყველაფრს აქვს მისი ზღვარი და ამ ზღვარს Xiaomi უკვე საკმაოდ გასცდა. თუ ჩვენ დავეყრდნობით Cirling-ის განცხადებას მაშინ შეგვიძლია ვთქვათ ის , რომ კომპანია იყენებს უნიკალურ ნომრებს რომლებიც შემდგომ ახდენს მომხამრებლის და სმარტფონის ამოცნობას. Forbes-ზე დაყრდნობით კი "სმარტფონი ასევე იწერდა იმას თუ რა ფაილები იყო გახსნილი მომხარებლის მიერ და რამდენჯერ იყო ეკრანი მომხარებლის მიერ და-Swipe-ებული, ამ ყველაფერში ასევე შედიოიდა Status Bar და პარამეტრების გვერდიც". Xiaomi-მ ამაზე მყისვე მოახდინა რეაგირება და ყველანაირი ეჭვი გააქრო და ამ ყველაფერს ასევე ყალბი უწოდა. როგორც მათ თავიანთ Blog Post-ში განაცხადეს, ჩინური მწარმოებლები, ყველა ანონიმურად აგროვებდა ამ Data-ს და ესეც არ იყო გასაკვირი რადგანაც ზოგადად სტანდარტია ეს რომ მწარმოებელმა და ინდუსტრიამ უნდა შეაგროვოს რაღაც სახის მონაცემები რომ შემდგომ უფრო გააუმჯობესოს მისი პროდუქცია მაგრამ ცხადია ქმედებები სიტყვებზე უფრო მყარია. ამ ყველა განცხადების შემდგომ კი Xiaomi-მ გამოუშვა განახლება რომელიც საშუალებას აძლევდა მომახრებლებს რომ გაეთიშათ Data Collection-ი Incognito Mode-ის გამოყენების დროს. კარგი და პრობლემა მოგვარდა ხო? რა თქმა უნდა არა ! ცხადია რაღაც გასათიში ღილაკის დამატება მომხარებლებს თავს დაცულად ვერ აგრძნობინებს. ეს კიდევ უფრო მიუთითებს იმაზე რომ Xiaomi მართლა აკეთებდა ამ ყველაფერს და უბრალოდ ფორმალურად განაცხადა რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. რატომ აგროვებს Xiaomi ამ ყველა ინფორმაციას პირველ რიგში?. თუ ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების პირველ ადგილზე დაყენებაზე, რადგანაც განაცხადეს რომ ეს მათთვის პირველ ადგილზე იდგა. ცხადია ზუსტი საიტების ისტორია საერთოდ არ არის საჭირო რათა რაიმე გააუმჯობესო რადგანაც უბრალოდ ზედმეტი რაღაცაა იქედან გამომდინარე რომ არავის საქმე არაა ზოგადად მომხმარებელი რომელ საიტზე შევა. არ ფიქრობთ რომ უკვე დასამალი აღარაფერია? იქედან გამომდინარე ვამბობ ამას, რომ ის რაც ჩვენ დავსერჩეთ, ის უაზრო კითხვები,ის საიტები რომლებიც მოზარდებზეა გათვლილი, ის ვიდეოები რომლებსაც ვუყურეთ Incognito Mode-ში . ყველაფერი ეს უკვე იმ კომპანიის ხელთაა ვის სმარტფონსაც ვიყენებთ. თუ თქვენ ამ ყველაფერთან ხართ მარტივად რომ ვთქვათ, კომფორტულად , მაშინ ცხადია ეს არ გაღელვებთ მაგრამ არის ხალხი რომელთაც ჭირდებათ უსაფრთხოება. ცხადია 100%-ით დაცული არაფერია ამიტომ შეიძლება Xiaomi-ს Data სერვერებიდან ვინმეს ინფორმაციამ გაჟონოს და შემდგომ ისეთ ადგილზე აღმოჩნდეს სადაც რეალურად არ უნდა იყოს. Xiaomi აცხადებს , რომ მის მიერ შეგროვებული მონაცემები არის სრულიად ანონიმიზირებული, რაც უარყვეს Data და Security Researcher-ებმა. ჯერ თუ Xiaomi-ს მხარეს დავიჭერთ ამ საუბარში, მაინც შეიძლება იყოს იმის ეჭვი, რომ ეს ე.წ ვითომ "ანონიმიზირებული" მონაცემები რომელიმე მომხმარებელთან შეიძლება პირდაპირ იყოს კავშირში და ამაში იმას ვგულისხმობ რომ მაგალითად შეიძლება იყოს ისე რომ პირდაპირ ეწეროს ადამიანის სახელი და ცალკე იყოს გამოყოფილი მისი დანართი სადაც იქნება ჩამოწერილი ის საიტები რომლებზეც ეს მომხარებელი იყო ნამყოფი (ძალიან მარტივი პრინციპია). Xiaomi-ს შემთხვევაში , დამატებით ამ Toggle Off პარამეტრები პირიქით გამაღიზიანებელია იმიტომ რომ პირდაპირ მიუთითებს , Xiaomi-ს მონაცემების შემგროვებლობაზე. ცხადია ჩინური მწარმოებელი კომპანიები კიდევ გააგრძელებენ Incognito-დან ინფორმაციის შეგორვებას სანამ მომხარებლები არ გათიშავენ იმ ე.წ Incognito Mode Data Collection-ს(და არამარტო). ეს კი ჩვეულებრივი საშუალო დონის მომხარებლისათვის არანაირად არაა სასარგებლო იქედან გამომდინარე რომ ძირითადად არ აინტერესებს ეს ჩართვა/გათიშვა როგორ ხდება და შეიძლება დატოვოს ჩართული, შემდგომ კი არც ისე კარგი რამ მოხდეს. ამას ემატება კიდევ ის რომ Xiaomi არის მეოთხე უდიდესი სმარტფონების მწარმოებელი თუ დავეყრდნობით Market Share-ის მონაცემებს. ამაში კი ცხადია მილიონობით მომხარებელი შედის. ღირს კი ჩვენი მონაცემების ასე მარტივად გადაცემა ამ კომპანიებისათვის , იაფი პროდუქციის ნაცვლად? ვიცი , რომ ძალიან ბევრი იტყვის რომ თუ Browser-შია პრობლემა უბრალოდ გამოცვალეო , ათასობით Browser-იაო , შეიძლება არის კი სხვა ბევრი უკეთესი, მაგრამ ფაქტია რომ ისევ Xiaomi-ს სმარტფონი გაქვს და მონაცემები მაინც შეგროვდება , რაც არ უნდა შეცვალოთ. Xiaomi ასევე მის თავს ინტერნეტ კომპანიას უწოდებს რადგანაც სმარტფონებიდან შემოსავალი ძალიან მცირე აქვთ. ამიტომ მათ რაიმეთი ხომ უნდა აუნაზღაურდეთ ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე დაბალ ფასიანი სმარტფონის სანაცვლოდ აგროვებენ მონაცემებს. ჩნდება კითხვა, დამთავრდება თუ არა ეს ყველაფერი ოდესმე? ცხადია არა , ან იქამდე სანამ ეს კომპანია არ გაკოტრდება მაგრამ მეეჭვება. საბოლოო ჯამში 21-ე საუკუნეში თუ უსაფრთხოდ გინდათ იყოთ და დარწმუნდეთ იმაში , რომ თქვენს მონაცემებს ბოროტად არავინ შეაგროვებს და ცუდად არ იქნება გამოყენებული, მაშინ ჯობია სახლში ინეტერნეტი გათიშოთ და ყველა სოციალური ქსელი გააუქმოთ რადგანაც სხვანაირად ეს არ მოხერხდება. აქედან გამომდინარე მონაცემებს ყველა კომპანია აგროვებს მაგრამ Xiaomi-ს ზედმეტი მოუვიდა. თუ უსაფრთხოება გინდათ, 100%-ით დაცული ვერცერთ კომპანიასთან თანამშრომლობით იქნებით, მაგრამ არის ბევრი და საკმაოდ კარგი ვარიანტი ამ მხრივ. ამიტომაც არ მიკვირს , რომ ხალხი Apple-ის სმარტფონებისაკენ მიიწევსა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურადღებსათვის Peace ✌#feedcgrantFeedc
Feedc
Tbilisi · 1 month ago
Feedc Creators: კატო მალანია
გაიცანით Kato Malania , BTU-ს სტუდენტი და ბლოგერი Feedc-ზე. ის გვიზიარებს თავის ინტერესებს და გვიყვება როგორ შექმნა ბლოგი. შექმენი შენი ბლოგი Feedc-ზე! აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ მოცემული ბმულიდან -##createonfeedc##feedc ##blog
Feedc
Tbilisi · 1 month ago
Feedc Creators: გოდე მარი
გაიცანით Gode Marr , ბლოგერი Feedc-ზე. ის გვიყვება თავისი ბლოგის შესახებ და გვიზიარებს როგორ შექმნა სხვადასხვა სახის კონტენტი პლატფორმაზე. შექმენი შენი ბლოგი Feedc-ზე! აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ მოცემული ბმულიდან - #createonfeedc #feedc #blog