10 ყველაზე ლამაზი სასტუმრო მსოფლიოში

0
ვილა კასა კასუარინა - მაიამი, ფლორიდა. კასა კასუარინა, ასევე ცნობილი როგორ ვერსაჩეების სასახლე 1930 წელს არის აშენებული. 1992 წელს ჯანი ვერსაჩემ შეიძინა და განაახლა. 1997 წელს სასახლის ეზოში ენდრიუ კუნანმა ჯანი ვერსაჩე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 2015 წლიდან სასახლე ოპერირებს როგორც ლაქშერი ტიპის სასტუმრო 3 სართულზე გადანაწილებული 10 ექსკლუზიური სვით ტიპის ოთახით, რესტორნით და საცურაო აუზით.
ამან რეზორტი - ვენეცია ლაქშერი სასტუმრო ამანი როკოკოსა და ნეო-რენესანსული სტილების შეწყმით შექმნილ მე-16 საუკუნის პალაზო პაპადოპოლიში არის განთავსებული, ვენეციის კანალ გრანდეზე. 24 ნომრიანი სასტუმროში 2 ულამაზესი ბაღია, ასევე სასტუმროში შენახულია ტიეპოლოს მიერ შესრულებული ფრესკები.
რიც-კარლტონი აბამა - ტენერიფე კანარის კუნძულებზე განლაგებული, მთლიანად ვარდისფერ ფერში გადაწყვეტილი რიც-კარლტონ აბამა რეზორტი მინიმალისტური ესთეტიკის მოყვარულების ნამდვილი სამოთხეა, ამასთან ულამაზესი სპარსული ბაღის ფონზე აბამა ტენერიფე ნამდვილად იმსახურებს მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების სიაში ყოფნას. სასტუმროს გარდა, 400 აკრზე განლაგებულ ტერიტორიაზე შეგიძლიათ შეიძინოთ ან იქირაოთ ვილები, ითამაშოთ გოლფი და დაისვენოთ საკუთარ პრივატულ სანაპიროზე.
ტაჯ ლეიქ პალასი - უდაიპური, ინდოეთი მევარის სამეფო დინასტიის სასახლე პიჩოლას ტბაში მდებარე ჯაგ ნივასის კუნძულზეა, ინდოეთში, რაჯასტანში. 1746 წელს აშენებულ სასახლეში ახლა 65 ნომერი, 18 ექსკლუზიური სვითი, წყალზე გაშენებული ულამაზესი ბაღი და საცურაო აუზია. აქ 1983 წელს ჯეიმს ბონდის „ოქტოპუსის“ ეპიზოდი გადაიღეს. აქ სტუმრად ნამყოფი არიან ჟაკლინ კენედი, ვივიენ ლი, დედოფალი ელიზაბეტი და ა.შ.
მონასტერო სანტა როსა - ამალფი, იტალია ამალფისა და პოზიტანოს შორის, ლატარის მთებზე გაშენებული მონასტერო სანტა როსა მე-17 საუკუნეში დედათა მონასტრად აშენდა, ახლა კი ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა 4 საფეხურზე გაშენებული ბაღებით, კლდეზე „გადაკიდებული“ აუზით, ბარი-ბიბლიოთეკითა და 20 ექსკლუზიური სვითით.
პლაზა ათენი - პარიზი, საფრანგეთი პარიზის პლაზა ათენი 1913 წლის შენობაშია განლაგებული. წითელი ფარდები სასიყვარულო ისტორიით არის შთაგონებული და ვერტიკალურ ბაღებთან შერწყმაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინსტაგრამო სასტუმრო გახდა. სასტუმროს გვერდით შანზ-ელიზეს თეატრია, სასტუმროც და თეატრიც ერთ დღეს გაიხსნა 1913 წელს. 1946 წელს კრისტიან დიორმა პლაზა ათენთან ბუტიკი გახსნა, ხოლო სასტუმროში ბევრ ფოტოსესიას ატარებდა თავისი კატალოგებისთვის.
სუირანი - კიოტო, იაპონია ნამდვილი იაპონური ზღაპარი - სუირანი ლაქშერი ქოლექშენი კიოტოს ფერად ტყეში ჩაფლული სამოთხეა, ქვეყნისთვის დამახასიათებელი მოკრძალებული მაგრამ მომხიბვლელი ინტერიერითა და შთამბეჭდავი ექსტერიერით. მშვიდ მდინარე ჰოზუს სანაპიროზე 33 ოთახი და 6 ექსკლუზიური სვითია განთავსებული.
სონგ საა - კამბოჯა სონგ სას კუნძულზე განლაგებული ამავე დასახელების 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კამბოჯაში ერთ-ერთი საუკეთესოა. 24 ვილა პრივატული აუზით, 2 რესტორისა და სპასგან შემდგარი სასტუმრო კამპონ სომის ყურის ულამაზესი სანაპიროებითაა გარშემორტყმული.
ლე ოტელი - მარაქეში, მაროკო მე-19 საუკუნის ისტორიულ ნაგებობაში სადა, მაგრამ ძალიან გემოვნებიანი ლაქშერი სასტუმრო ლე ოტელი 5 ექსკლუზიური სვითისგან შედგება, პრივატული აუზებითა და რესტორნით. „წითელი ქალაქის“ ცენტრში, სასტუმროს მიმდებარედ არის ისტორიული მე-12 საუკუნის კოუტუბიას მეჩეთი და ცენტრალური ჯემაა ელ-ფნას მოედანი.
ბელმონდი მაჩუ პიკჩუ - პერუ სამხრეთ ამერიკის ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობასთან - ინკების მისტიური ციტადელის მაჩუ პიკჩუსთან ყველაზე ახლოს განთავსებული სასტუმრო ბელმონდი მაჩუ პიქჩუ ნამდვილად შთამბეჭდავია. 31 ოთახისა და სვითის გარდა სასტუმროში არის ბარი, რესტორანი, აუზი, სპა და ორქიდეების ბაღი.
#მოგზაურობა
#სასტუმრო
#დასვენება
#არქიტექტურა
#ბიზნესი
0