16 votes
0 comments
0 shares
Save
273 views
Alexander Sichinava
Tbilisi · 7 months ago

19 ნოემბერს საინტერესო სესია ტარდება ტერმინალში. ვისაც ინგლისში სწავლის გაგრძელება უნდა, დააინტერესებს.

დასწრება თავისუფალია ✌🏻

#events

თბილისში Newcastle University London-ის საინფორმაციო სესია ტარდება
www.marketer.ge
Alexander Sichinava
Tbilisi · 7 months ago
Similar Posts
Alexander Sichinava
Tbilisi, Georgia · 4 months ago
ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა დღეს ტერმინალში. ტექნოლოგიურ სფეროში, უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანებთან იყო პანელური დისკურსია, სადაც დარწმუნებული ვარ იქ დამსწრე ადამიანებმა ძალიან ბევრი რამე ისწავლეს ✌🏻#events #opinion #business
პუბლი ცისტი
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ტექნოლოგიური სელექცია და შეტენილი კრედიტები!
როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა თქვა:საქართველოში ონლაინ სწავლებები უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს.მართალია ჩვენი პრემიერი სწავლებები უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს.იმ შემთხვევაში თუ არ ჩავთვლით ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოწოდებული ინტერნეტის საშინელ ხარისხს და სტუდენტებს,რომელებიც ინტერნეტის თანხას ვერფარავენ ან უბრალოდ არ აქვთ ტექნიკური უზრუნველყოფა ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად.მთელი ბედის ირონია კი იმაში მდგომარეობს,რომ სწავლის საფასური ვისაც უკვე დაფარული აქვს და ვერ ესწრება ლექციებს რეალურად 1125 ლარს ( ზოგ შემთხვევაში მეტსაც) უბრალოდ ჰაერში იწვის! ყველაზე მთავარი ის არის ,რომ სახელმწიფოს კრიზისდან გამოსვლის გეგმაში ყველაზე ბოლოს იხსნება სკოლები და უნივერსიტეტები.საგანმანათლებლო ცენტრებამდე იხსნება კაფე ბარები,ბაზრობები,სავაჭრო ცეტნრები და ა.შ. მოდით გავარჩიოთ საკითხი ანუ სახელმწიფო ფიქრობს,რომ პირველი გახსნსას ბაზრობები,კაფე-ბარები და სავაჭრო ცენტრები სადაც მომუშავე მოქალაქეები ნაკლებად ერუდირებულნი არიან იმ საკითხის მიმართ,რაც ქვეყანაში ხდება.სიმართლე,რომ ვთქვათ მეტწილად არც ესმით რა მდგომარეობაა ქვეყანაში. უნივერსიტეტებში კი სადაც ლექტორებიც და პერსონალიც ბევრად უფრო კვალიფციური და მომზადებულია ამ საკითხის მიმართ ბოლოს გაუშვას სამსახურში და სტუდენტებს,რომლთა თანხაც ჯერ-ჯერობით ჰაერში იწვის არ მისცეს საშუალება,რომ სრულფასოვანი განათლება მიიღოს! გასათვალისწინებელია ისიც,რომ თუ მოსწავლე არ ესწრება ლექციებს ვერ იღებს განათლებას.თუ მოსწავლე ვერ იღებს განათლებას ვერ აბარებს გამოცდებს.თუ მოსწავლე ვერ აბარებს გამოცდებს ეტენება კრედიტები და ამით 1125 ლარს ზემოდან კიდევ იხდის კრედიტების თანხას.მესმის,რომ ეს ყველაფერი სასაცილო ხდება მაგრამ მოდით დასკვნა დავდოთ ანუ მოსწავლე იხდის თანხას არაფერში ჯერ 1125 ლარს და თუ კრედიტებს გავითვალისწინებთ კიდევ დაახლოებით 1000 ლარამდე ანუ ჯამში მიახოლებით 2125 ლარს იხდის იმაში,რაშიც რეალურად არაფერს იღებს.თან ეს სტუდენტები არ არიან გათვალისწინებულნი კრიზისიდან გამოსვლის გეგმაში ანუ სახელმწიფოსგანაც კი არ იღებენ არანაირ დაფინანსებას! დასკვნა და გამოსავალი. სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა აიღონ ვალდებულება საკუთარ თავზე რათა არ მოუწიოთ სტუდენტებს მინიმუმ 2125 ლარის გადახდა. ეს თანხა უნდა დაფაროს სახელმწიფომ.მეორე ვარიანტია ის,რომ სახელმწიფომ თავად დაფაროს ინტერნეტ პროვაიდერის ხარჯები და მისცეს სტუდენტს მინიმალური ტექნიკა იმისთვის,რომ მან მიიღოს განათლება.რჩება მესამე გზა პირადად ჩემი აზრით არასწორი ვარიანტი.გამოცხადდეს წელი აკადემიურად და ყველა სტუდენტს თანასწორუფლებიან გარემოში მოუწიოს განათლების მიღება! მოქმედების არეალი საკმაოდ დიდია ბევრი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება,რომელიც სტუდენტებზე იქნება გათვლილი თუმცა რა გზას მოძებნის სახელმწიფო და შეცვლის თუ არა უკვე გაწერილ კრიზისულ გეგმას საინტერესო ზუსტად ეს არის! #news #opinion #events Tbilisi Kutaisi Batumi Sokhumi
Tea Matcharashvili
Tbilisi, Georgia · 5 months ago
👉⭕️ 5 თებერვალს - შეხვედრა რამაზ ბლუაშვილთან. გაცნობითი სახის ლექცია! რეჟისურა-პროდიუსინგის ძალიან საინტერესო პრაქტიკული კურსის შესავალი ნაწილი. პროგრამა მრავალი თემატური ბონუსით და სტაჟირების რეალური შესაძლებლობით. დაესწარით პირველ ტრენინგს უფასოდ (აუცილებელია წინასწარ დარეკა და ადგილის დაჯავშნა) და შემდეგ გადაწყვიტეთ, გიღირთ გაგრძელება, თუ - არა... ⭕️ პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ამ სფეროში მუშაობისთვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს: დაეუფლებიან შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობის და ტექნიკასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, გაეცნობიან გადაღებისთვის მოსამზადებელ პროცესებს, შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრის მეთოდებს, ისწავლიან ჟურნალისტთან და წამყვანთან ერთად მუშაობას, ლაბორატორიულ-სტუდიურ საქმიანობას, ხარჯთაღრიცხვის და ბიუჯეტის დაგეგმვა-მართვას და ა.შ. 👨‍💼 პროგრამის ხელმძღვანელი: რამაზ ბლუაშვილი 👉პროგრამის კომპონენტები ✔️შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობა ✔️გადაღებისთვის მოსამზადებელი პროცესები ✔️გადასაღების გეგმის დაწვრილებითი გაწერა ✔️გადაცემის სტილის და ფორმატის შერჩევა ჩამოყალიბება ✔️რეჟისორის და ოპერატორის ერთობლივი მუშაობა ✔️რეჟისორის და სცენარისტის ერთობლივი მუშაობა ✔️მუსიკა გადაცემაში ✔️შემოქმედებით პრობლემების გადაჭრის მეთოდები ✔️გადაცემის წამყვანთან მუშაობა ✔️გადაღება მონტაჟისთვის ✔️გადაცემის დრამატურგიული განვითარება ✔️ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტი ✔️ქასთინგი ✔️დამხმარე პერსონალი და მათთან მუშაობა ✔️საბოლოო პროდუქციის მარკეტინგი და რეალიზაცია ⏳ სწავლის ხანგრძლივობა – 6 თვე ⭕️ კურსის სრული ღირებულება – 1650 ლარი (275 ლარი თვეში) 📌 ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ (2-2 აკადემიური საათი), ან კვირაში ერთხელ (ოთხივე აკადემიური საათი) საღამოს საათებში ⭕️პერიოდულად გაიმართება ინტეგრირებული ლექციები ჟურნალისტებთან და ოპერატორებთან ⭕️წარმატებული მსმენელები ჩაერთვებიან სტაჟირების პროგრამაში უფასოდ! 👉სასწავლო პროგრამის ფარგლებში მომზადებული მასალები აიტვირთება პორტალზე „Black on White” 📋 კურსის ბოლოს შესაბამისი საგამოცდო ნამუშევრების წარდგენის საფუძველზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი ✍️პროგრამაზე ჩასაწერად შეავსეთ ონლაინ განაცხადის ფორმა ბმულზე: რეგისტრაცია ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: registration@nextlevel.ge ❗️აუცილებლად მიუთითეთ, რომელ პროგრამაზე აკეთებთ განაცხადს. 📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ. ნომერზე: (+995) 577 65 19 09 #goodplaces #events #crypto Crypto Cafe Georgia
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
როგორია ენგურს მიღმა ცხოვრება - ქართველი გოგოს ჩანაწერები აფხაზეთზე - ნაწილი II
მეორე პრობლემა, ალბათ, მუდმივად ტრანსპორტის პრობლემაა, რომელიც თითქმის არ იყო სოფელში, არც ქალაქებში ყოფილა დიდად. ქალაქში გასვლა, პირადად ჩემს ოჯახს, დიდი წვალების ფასად უჯდებოდა, ხან მეზობლებისთვის უნდა გვეთხოვა, ხანაც ნათესავებისთვის. ასე იყო უმრავლესობა. ყველანაირად ვზარალდებოდით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები ვიყავით. ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. განსაკუთრებით, ალბათ, აბიტურიენტობის პერიოდში ვიგემე მთელი სიმწარე იქ ცხოვრების. როცა აბიტურიენტი გავხდი, ბუნებრივია, ისევე,როგორც ყველას, ჩაბარება მინდოდა. გადაწყვეტილი მქონდა, რომ თბილისში მინდოდა ჩაბარება. ჩემი მშობლებიც ამ ვარიანტის მომხრეების იყვნენ, მეტიც, არ უნდოდათ სოხუმში ან რუსეთში წავსულიყავი. აქ წარმოიშვა დიდი პრობლემა : მასწავლებლები, რომლებიც ქართულად მომამზადებდნენ. უნარების ჩაბარება ქართულად მათემატიკური ტერმინების სუსტად ცოდნით, ნამდვილად რთული გახლდათ. იმის გამო, რომ ჩემს სოფელში უნარების მასწავლებელი არ მყავდა, მეორე სოფლამდე მიწევდა ფეხით სიარული, რაც მთელ დღეს მართმევდა, საშინლად ვიღლებოდი, თანაც ისე რომ, მეცადინეობის თავიც არ მქონდა სახლში დაბრუნებულს. ზოგჯერ მიმართლებდა, ხან ნაცნობ გამვლელს მივყავდი მანქანით, ხანაც ნათესავებს. თუმცა, უმეტესად მაინც ფეხით მიწევდა მეც და ჩემს რამოდენიმე მეგობარს. ჩემი კლასიდან ერთადერთი აბიტურიენტი ვიყავი, რაც საქმეს კიდევ უფრო მიძნელებდა. სკოლაში გაკვეთილებზე სავალდებულო იყო დასწრება, რის გამოც, ფაქტობრივად, ორად გახლეჩვა მიწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, მაინც მიჭირდა ამდენი რამის ერთად კეთება. ამას ისიც დაემატა, რომ სკოლის დირექტორს გადაჭრით მოსთხოვეს, ერთმა ბავშვმა მაინც ჩააბაროს სოხუმშიო, თუ არადა სკოლას პრობლემებს შევუქმნითო. ამის გარდა, სხვა ხერხებიც გამოიყენეს ჩვენს იქ დასატოვებლად. ერთი იყო გალში, ზუსტად არ მახსოვს რა პერიოდი იყო. მთელი გალის რაიონის ბავშვები შეგვკრიბეს გალის კულტურის სახლში და პრეზენტაციები ჩაგვიტარეს რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. შეიძლება ეს მხოლოდ მე შევნიშნე, მაგრამ ზუსტად მახსოვს, პრეზენტაციების ბოლოს, ერთ-ერთი რუსეთის რომელიღაცა უნივერსიტეტის ლექტორმა გადაჭრით თქვა, რომ სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ რაც წარმოგვიდგინეს დავჯერებულიყავით. ეს თქვა და გაიცინა. ჩვენ კი ნამდვილად არ გვეცინებოდა. ამით ახალი საფიქრალი და შიშები გაგვიჩინა. სულ მალე კი დავრწმუნდით, რომ ტყუილად არ გვინერვიულია. 2019 წლის ივნისი ნამდვილად დიდი გამოწვევების თვე აღმოჩნდა აფხაზი აბიტურიენტებისთვის. ივნისის დასაწყისში სკოლაში საატესტატო გამოცდებს მოვრჩით. 27 ივნისს ტარდებოდა, ე. წ. „მეჯლისი“ სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით. ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველა აბიტურიენტი გალის რაიონის სკოლებიდან იქ უნდა ყოფილიყო. რამოდენიმე დღეში ეროვნული გამოცდები მეწყებოდა და ნამდვილად არ მსურდა მაგ მეჯლისისთვის დროის დაკარგვა, თუმცა, სკოლის დირექტორს უთხრეს, რომ აუცილებლად ყველა კურსდამთავრებული უნდა ყოფილიყო. გააზრებული მქონდა, რომ არ წასვულიყავი რა შედეგი მოყვებოდა ამას : დედაჩემი მასწავლებელი იყო და არ მინდოდა ამის გამო მას შექმნოდა პრობლემები. საღამოს, როდესაც უკვე იქ ვიყავით შეკრებილები ყველა, ხმა გავარდა რომ ენგურის ხიდი ჩაიკეტა. თავიდან დაჯერება გამიჭირდა, რადგან, ზოგადად, საზღვრის ჩაკეტვამდე ინფორმაციას გვაწვდიდნენ, ამჯერად კი არავის გავუფრთხილებვართ. რამოდენიმე ჩემი თანატოლი წავიდა ენგურის ხიდზე და ამბავი მოგვიტანეს, რომ ეს სიმართლეა და საზღვარი რეალურად ჩაგვიკეტეს. მთელი საზეიმო ვითარება დიდ გლოვად იქცა : იყო სევდა და ცრემლები, გვეგონა, ერთადერთი შანსი გვერთმეოდა ხელიდან ნორმალურად სწავლის და ცხოვრების. ამ ყველაფრის ფონზე, იძულებულები ვიყავით ზეიმისთვის მაინც გვეყურებინა, ბოლოს კი, ეს ყველაფერი ფეიერვერკებით დაგვირგვინდა. ალბათ, ყველაზე სტრესული პერიოდი იყო ჩვენთვის. აბიტურიენტებმა რა არ გააკეთეს იმისთვის, რომ ჩაესწროთ გამოცდებისთვის დროზე: ზოგს ბევრი ფულის გადახდა მოუწია; ვისაც საშუალება არ ჰქონდა, გადაპარვა სცადეს, ამ დროს, ერთ-ერთ აბიტურიენტს მავთულხლართებში მოყვა ხელები და დაესერა. საბედნიეროდ, ქართველი სამხედროები იქვე ახლოს იყვნენ და დახმარება გაუწიეს. ზოგმა მოასწრო პირველ გამოცდაზე დასწრება, ზოგმა ვერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველას ჩაუთვალეს, მდგომარეობა გაითვალისწინეს. ასეთი ისტორიები ბევრია, მაგრამ ეს სწორედ ის თავია, სადაც ყველამ ერთად შევძელით გამარჯვება და მიზნის მიღწევა. ეს არის ის ისტორია, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლედ დავწერე. მერწმუნეთ, მოსაყოლი ამაზე მეტია, მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია და რაც უფრო დაბლა ჩაიხედავთ, უკეთ დაინახავთ თუ რასთან უწევთ აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებს შეჯახება, რომლებიც მუდმივად იმის მოლოდინში არიან, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება . თუმცა, ის დღე ჯერ ჩვენგან საკმაოდ შორსაა. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და იმდენი მოვახერხოთ, რომ ამ ადამიანებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ, შემდეგ კი ჩვენი დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ. დიდი წინააღმდეგობებია წინ, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ და შევხვდეთ გამოწვევებს, რომლებიც წინაპირობაა იმ დიდი მომავლის, წინ რომ გველოდება. სტატიის ავტორი: მარიამ ქობალია#აფხაზეთი #ისტორია #საქართველო #პოლიტიკა #ოკუპაცია
Artists Voyage
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ცნობილი მწერლები, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ
ლიტერატურის მოყვარულებს წიგნის ფურცლებზე გაცოცხლებულ ისტორიებთან ერთად, ხშირად ამ ამბების შემოქმედების ცხოვრებაც არანაკლებ აინტერესებთ. თუნდაც ისეთი მშრალი ფაქტები, როგორებიც მწერლების დაბადების ან გარდაცვალების თარიღია. რას იფიქრებთ იმაზე, თუ გეტყვით, რომ ლიტერატურის ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა ცნობილი მწერლები ზუსტად ერთსა და იმავე დროს გარდაიცვალნენ. დიახ, დედამიწის სრულიად სხვადასხვა ადგილას მყოფი მწერლები უცნაური (ან სულაც არა) დამთხვევით ერთსა და იმავე წელს და ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ. რას უნდა დავაბრალოთ ეს, განგების ნებას? (შექსპირი ჩაიღიმებდა) მეტისმეტად საეჭვო დამთხვევას, რაც გარკვეულ დიად მიზანზე მიგვითითებს? (უმბერტო ეკო ჩაიცინებდა) ან უბრალო ფაქტად მიიღოთ, რომელსაც შემდეგ რომელიმე მეგობარს ლიტერატურაზე საუბრისას გაუზიარებთ. თქვენი გადასაწყვეტია. ალფრედ დობლინი და მალკოლმ ლოური — 1957 წლის 26 ივნისი ბერლინი. ალექსანდერპლაცის ავტორი ალფრედ დობლინი გერმანიაში პარკინსონის დაავადებით 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე დღეს ცნობილი ინგლისელი მწერალი მალკოლმ ლოური, რომელსაც მკითხველების დიდი ნაწილი მისი გახმაურებული რომანით Under the Volcano (ვულკანის ქვეშ) იცნობენ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოლდოს ჰაქსლი და კ.ს. ლუისი — 1963 წლის 22 ნოემბერი 1963 წლის 22 ნოემბერს ლიტერატურულმა სამყარომ ერთდროულად დაკარგა გასული საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ავტორი: საოცარი ახალი სამყაროს ავტორი ოლდოს ჰაქსლი და ნარნიის ქრონიკების შემოქმედი კ.ს. ლუისი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ დღეს მოკლეს ჯონ კენედი. ერთი დღისთვის მეტისმეტად ბევრი დანაკარგია, არა? ჯუნა ბარნსი და ჯონ ჩივერი — 1982 წლის 18 ივნისი ფოტო: Ed Cohen / Bettman / Getty ამ ორ ცნობილ ამერიკელ მწერალს, სამწუხაროდ, ქართველი მკითხველები კარგად არ იცნობენ, არადა ჯუნა ბარნსი ძალიან მნიშვნელოვანი რომანის Nightwood ავტორია, რომელიც ლესბოსური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, ჯონ ჩივერის კი თავისი შთამბეჭდავი მოთხრობების გამო "გარეუბნელ ჩეხოვად" მოიხსენიებდნენ. ისინი სწორედ ერთ დღეს გარდაიცვალნენ. პრიმო ლევი და ერსკინ კოლდუელი — 1987 წლის 11 აპრილი ჰოლოკოსტგამოვლილმა პრიმო ლევიმ მკითხველებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ უმნიშვნელოვანესი შემოქმედება დაუტოვა. ერსკინ კოლდუელი კი ცნობილია თავისი რომანით Tobacco Road (თამბაქოს გზა), რომლის მიხედვითაც ბროდვეიზე ცნობილი სპექტაკლიც დაიდგა. ორივე თავის სამშობლოში — ლევი იტალიაში, კოლდუელი და ამერიკაში გარდაიცვალა. ჯერომ სელინჯერი და ჰოვარდ ზინი — 2010 წლის 27 იანვარი გასული ათწლეული მნიშვნელოვანი დანაკარგებით დაიწყო: საკულტო წიგნის თამაში ჭვავის ყანაში ავტორი ჯერომ სელინჯერი და ცნობილი ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი 2010 წლის 27 იანვარს გარდაიცვალნენ. კარლოს ფუენტესი და ჯინ კრეიგჰედ ჯორჯი — 2012 წლის 15 მაისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მექსიკელი მწერალი და რომან არტემიო კრუსის სიკვდილის ავტორი კარლოს ფუენტესი ზუსტად იმ დღეს გარდაიცვალა, როცა Julie of the Wolves-სა და My Side of the Mountain-ის ავტორი ამერიკელი მწერალი ჯინ კრეიგჰედ ჯორჯი გულის შეტევით დაიღუპა. გიუნტერ გრასი და ედუარდო გალეანო — 2015 წლის 13 აპრილი ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ გრასი, რომელსაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს თავისი ეპოქალური რომანით თუნუქის დოლი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე დღეს ლიტერატურული სამყარო დაემშვიდობა მნიშვნელოვან ურუგვაელ ავტორს — ედუარდო გალეანოს. უმბერტო ეკო და ჰარპერ ლი — 2016 წლის 19 თებერვალი ყველასთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს, ამ ორ გენიალურ ავტორთან ერთდროულად დამშვიდობება მეტისმეტი იყო: უმბერტო ეკომ კაცობრიობას აჩუქა ისეთი დიდებული რომანები, როგორებიცაა ვარდის სახელი და ფუკოს ქანქარა, ჰარპერ ლიმ კი სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცნობიერება თავისი განუმეორებელი წიგნით ნუ მოკლავ ჯაფარას. ბონუსი: შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი არსებობს ვარაუდი, რომ კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ორი დიდებული შემოქმედი — ინგლისელი უილიამ შექსპირი და ესპანელი მიგელ დე სერვანტესი ერთ დღეს, 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალნენ. თუმცა მკვლევრების ნაწილი სერვანტესის გარდაცვალების უფრო სანდო თარიღად 22 აპრილს მიიჩნევს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ესპანეთში იმ დროს უკვე გრიგორიანულ კალენდარს იყენებდნენ, ინგლისში კი ჯერ კიდევ იულიუსის სისტემას მისდევდნენ.#ცნობილიმწერლები #მწერლობა #ხელოვნება Tbilisi
+4
Keso Bigvava
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ცნობილი მწერლები, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ
ალფრედ დობლინი და მალკოლმ ლოური — 1957 წლის 26 ივნისი ბერლინი. ალექსანდერპლაცის ავტორი ალფრედ დობლინი გერმანიაში პარკინსონის დაავადებით 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე დღეს ცნობილი ინგლისელი მწერალი მალკოლმ ლოური, რომელსაც მკითხველების დიდი ნაწილი მისი გახმაურებული რომანით Under the Volcano (ვულკანის ქვეშ) იცნობენ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოლდოს ჰაქსლი და კ.ს. ლუისი — 1963 წლის 22 ნოემბერი 1963 წლის 22 ნოემბერს ლიტერატურულმა სამყარომ ერთდროულად დაკარგა გასული საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ავტორი: საოცარი ახალი სამყაროს ავტორი ოლდოს ჰაქსლი და ნარნიის ქრონიკების შემოქმედი კ.ს. ლუისი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ დღეს მოკლეს ჯონ კენედი. ერთი დღისთვის მეტისმეტად ბევრი დანაკარგია, არა? ჯუნა ბარნსი და ჯონ ჩივერი — 1982 წლის 18 ივნისი ამ ორ ცნობილ ამერიკელ მწერალს, სამწუხაროდ, ქართველი მკითხველები კარგად არ იცნობენ, არადა ჯუნა ბარნსი ძალიან მნიშვნელოვანი რომანის Nightwood ავტორია, რომელიც ლესბოსური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, ჯონ ჩივერის კი თავისი შთამბეჭდავი მოთხრობების გამო "გარეუბნელ ჩეხოვად" მოიხსენიებდნენ. ისინი სწორედ ერთ დღეს გარდაიცვალნენ. პრიმო ლევი და ერსკინ კოლდუელი — 1987 წლის 11 აპრილი ჰოლოკოსტგამოვლილმა პრიმო ლევიმ მკითხველებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ უმნიშვნელოვანესი შემოქმედება დაუტოვა. ერსკინ კოლდუელი კი ცნობილია თავისი რომანით Tobacco Road (თამბაქოს გზა), რომლის მიხედვითაც ბროდვეიზე ცნობილი სპექტაკლიც დაიდგა. ორივე თავის სამშობლოში — ლევი იტალიაში, კოლდუელი და ამერიკაში გარდაიცვალა. ჯერომ სელინჯერი და ჰოვარდ ზინი — 2010 წლის 27 იანვარი გასული ათწლეული მნიშვნელოვანი დანაკარგებით დაიწყო: საკულტო წიგნის თამაში ჭვავის ყანაში ავტორი ჯერომ სელინჯერი და ცნობილი ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი 2010 წლის 27 იანვარს გარდაიცვალნენ. კარლოს ფუენტესი და ჯინ კრეიგჰედ ჯორჯი — 2012 წლის 15 მაისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მექსიკელი მწერალი და რომან არტემიო კრუსის სიკვდილის ავტორი კარლოს ფუენტესი ზუსტად იმ დღეს გარდაიცვალა, როცა Julie of the Wolves-სა და My Side of the Mountain-ის ავტორი ამერიკელი მწერალი ჯინ კრეიგჰედ ჯორჯი გულის შეტევით დაიღუპა. გიუნტერ გრასი და ედუარდო გალეანო — 2015 წლის 13 აპრილი ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ გრასი, რომელსაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს თავისი ეპოქალური რომანით თუნუქის დოლი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე დღეს ლიტერატურული სამყარო დაემშვიდობა მნიშვნელოვან ურუგვაელ ავტორს — ედუარდო გალეანოს. უმბერტო ეკო და ჰარპერ ლი — 2016 წლის 19 თებერვალი ყველასთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს, ამ ორ გენიალურ ავტორთან ერთდროულად დამშვიდობება მეტისმეტი იყო: უმბერტო ეკომ კაცობრიობას აჩუქა ისეთი დიდებული რომანები, როგორებიცაა ვარდის სახელი და ფუკოს ქანქარა, ჰარპერ ლიმ კი სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცნობიერება თავისი განუმეორებელი წიგნით ნუ მოკლავ ჯაფარას. ბონუსი: შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი არსებობს ვარაუდი, რომ კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ორი დიდებული შემოქმედი — ინგლისელი უილიამ შექსპირი და ესპანელი მიგელ დე სერვანტესი ერთ დღეს, 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალნენ. თუმცა მკვლევრების ნაწილი სერვანტესის გარდაცვალების უფრო სანდო თარიღად 22 აპრილს მიიჩნევს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ესპანეთში იმ დროს უკვე გრიგორიანულ კალენდარს იყენებდნენ, ინგლისში კი ჯერ კიდევ იულიუსის სისტემას მისდევდნენ.#ცნობილიმწერლები #მწერლობა #ერთდღესგარდაცვლილიმწერლები #ხელოვნება Tbilisi
+4
Levan Jintcharadze
Tbilisi, Georgia · 1 year ago
მეგობრებო! 15-16 ივნისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე (რედისონთან, რუსთაველის გამზირზე) ჩატარდება პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები! საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული იქნება ეს ორი დღე. დასწრება თავისუფალია. შეგიძლიათ მობრძანდეთ 11-დან საღამოს 9 საათამდე. შემოგვიერთდით ✌🧡🇩🇪🇬🇪
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
ამერიკული კუთხე აშშ-ს უნივერსიტეტებში ჩასარიცხ საინფორმაციო ვებინარს გამართავს
ბათუმის ამერიკული კუთხე 21 და 23 აპრილს ორ ვებინარს ჩაატარებს ახალგაზრდებისთვის, ვისაც ამერიკაში სწავლის გაგრძელება სურთ. ამის შესახებ ამერიკული კუთხის ფეისბუქ-გვერდზე ინფორმაცია განთავსდა. "ამერიკული საგანმანათლებლო ქსელი EducationUSA და ბათუმის ამერიკული კუთხე გთავაზობთ ონლაინ სესიებს ამერიკული განათლების კონსულტანტ დალი ხომერიკთან იმაზე თუ როგორ აიხდინო ამერიკული ოცნება". ტრენინგებს დალი ხომერიკი ჩაატარებს. 21 აპრილს ონლაინ-შეხვედრა შეეხება ამერიკაში სწავლისთვის მომზადების ვადასა და სფეციფიკას, ხოლო 23 აპრილს განიხილავენ დაფინანსების შესაძლო წყაროებსა და სტიპენდიებს. ორივე ტრენინგი საღამოს 6 საათზე ჩატარდება. დასასწრებად, წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო. მსურველები უნდა გადავიდნენ American Corner Batumi-ს ფეისბუქ-გვერდზე და მითითებულ ლინკზე დარეგისტრირდნენ. #Stayhome #EdUSAathome #AmCornerBatumi #BatumiDaily
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
9 რამ რაც შეიძლება ვან გოგის შესახებ არ იცოდეთ
1. სახელი ვინსენტი ბაბუის და მის დაბადებამდე გარდაცვალებული ძამის საპატივცემულოდ დაარქვეს 2. სანამ ვან გოგი საკუთარ ცხოვრებას საბოლოოდ დაუკავშირებდა მხატვრობას, მას არაერთი პროფესიის მორგება მოუწია. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ბიძამ მას ნახატების გამყიდველად დააწყებინა მუშაობა. გარკვეულიპერიოდის განმავლობაში ის მასწავლებლადაც მუშაობდა ინგლისში, შემდეგ კი წიგნების მაღაზიაში ჰოლანდიაში. მამის მსგავსად, ვინსენტსაც სურდა სასულიერო პირი გამოსულიყო და 1878 წელს ბორინაჟში, ბელგიაში დასახლდა, სადაც სასულიერო პირი გახდა, თუმცა, მალევე აუცრუვდა გული რელიგიური მოღვაწის კარიერაზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვინსენტმა ხატვა პირველად 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბელგიაში მაღაროელთა შორის ცხოვრობდა. სწორედ იქ შექმნა მან თავისი პირველი ნამუშევრები, რომლებშიც უბრალო ადამიანებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობასა და ყოფას ასახავდა. 3. მისი ძმა თეო,რომელიც ასევე ნახატებით მოვაჭრე იყო,მთელი ცხოვრება ეხმარებოდა ფინანსურადაც და მორალურადაც,განსაკუთრებით კი მაშინ როცა ვან გოგმა მხატვრობას მიჰყო ხელი 4. ვან გოგმა 10 წლის მანძილზე დაახლოებით, 900 ნახატი და 1,100 ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი დაგვიტოვა, რაც, უხეშად რომ თქვათ, იმას ნიშნავს, რომ ის კვირაში საშუალოდ 2 ნახატს ქმნიდა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გადმოცემის თანახმად, მან თავის სიცოცხლეში მხოლოდ 2 ნახატის გაყიდვა შეძლო მათ შორის მისი ცნობილი ნამუშევარი "წითელი ვენახები არლში" მისი მეგობარი მხატვრის ეჟენ ბოშის დამ, 400 ფრანკად 1890 წელს შეიძინა. მხატვარმა და მისმა შედევრებმა აღიარება მხოლოდ ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. 5. ალბათ ყველას გსმენიათ ვან გოგის ყურის ბიბილოს მოჭრის უცნაური ისტორიის შესახებ. გადმოცემის თანახმად, მან ყურის ნაწილი თავის მეგობარ მხატვარ პოლ გოგენთან კამათის შემდეგ სამართებლით მოიჭრა, ასანთის კოლოფში შეფუთა და მეგობარ მეძავ ქალს უსახსოვრა. თუმცა, ამ ისტორიას აქვს მეორე მხარეც, გერმანელი აკადემიკოსების მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნში წერია, რომ ვინსენტს ყურის ბიბილო კარგმა მოფარიკავე გოგენმა კამათის დროს ხმლით მოაჭრა და გაიქცა. ამავე წიგნის მიხედვით, ვან გოგს, რომელსაც არ სურდა მეგობრობის გაფუჭება, სიმართლე დამალა და ამით მეგობარი ციხეში ჩაჯდომას აარიდა. 6. ვან გოგმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატში "ვარსკვლავიანი ღამე" , რომელიც 1987 წელს ავსტრალიელმა მეწარმემ იმ დროისათვის რეკორდულ ფასად, 53.9 მილიონ დოლადარად შეიძინა, გაუცნობიერებლად აღბეჭდა პლანეტა ვენერა. 1985 წელს ისტორიკოსმა ალბერტ ბოიმემ პლანეტარიუმის საშუალებით შეძლო აღედგინა, თუ როგორ გამოიყურებოდა ღამის ცა 1889 წლის 19 ივნიის, როდესაც ეს ნახატი შეიქმნა. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ ისტორიკოსმა დაადგინა, ვან გოგის განთიადის ვარსკვლავი სინამდვილეში პლანეტა ვენერა ყოფილა, რომლის დანახვა ყველაზე კარგად დაისის შემდეგ, ან განთიადის წინ შეიძლება. მის მოსაზრებას ასტრონომების დიდი ნაწილიც დაეთანხმა. ნახატზე ვან გოგმა ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას ფანჯრიდან დანახული ხედი ასახა, რომელზეც ის საკუთარ ძმას წერილში წერს : "ამ დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე სამყარო, მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ცაზე გამოსახული იყო ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან დიდად მოჩანდა". 7. ვან გოგი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ეს არის ქრონიკულ-ნეიროლოგიური მდგომარეობა, რომელსაც პერიოდული კრუნჩხვები და შემოტევები ახასიათებს. მას ასევე დაუდგინდა ჰიპერგრაფია, აკვიატებული მიდრეკილება ინტენსიური წერისადმი, რაც ვინსენტის შემთხვევაში დაუოკებელი და ხშირი ხატვის სურვლით გამოვლინდა. 8. როგორც ყველა შემოქმედს, ვან გოგსაც ჰყავდა საყვარელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებითაც ის საზრდოობდა. იგი ჟან ფრანსუა მილეს გლეხური ფერწერის დიდი თაყვანისმცემელი იყო, რაც ვინსენტის ნახატებშიც ჩანს, თუმცა, 1886 წელს პარიზში დასახლების შემდეგ, მის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია იმპრესიონისტებისა და ნეოიმპრესიონისტების ნახატებმა, რის შემდეგაც მის შემოქმედებაში შედარებით მსუბუქი და ნათელი ფერები გაჩნდა. 9. ვან გოგის სიკვდილი დიდხანს იყო ბურუსით მოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ხელოვანმა სიცოცხლე პურის ყანაში ხატვისას თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, მოგვიანებით მხატვრის სიკვდილის შესახებ ალტერნატიული თეორიებიც გაჩნდა. ერთ-ერთ ვერსიაზე დაყრდნობით, 1890 წელს ის ორმა ბიჭუნამ შემთხვევით, იარაღით დაჭრა. დაშავებული მხატვარი სახლამდე მისულა და იქ 2 დღის შემდეგ გარდაცვლილა. ვან გოგის ბიოგრაფების აზრით, მან ხელი დააფარა ბიჭუნას, რომელსაც იარაღი შემთხვევით გაუვარდა, როდესაც თავის ძმას იარაღის სროლას ასწავლიდა. მოსაზრებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ იარაღი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა, შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს. ეს იყო მხატვრის კიდევ ერთი კეთილშობილური საქციელი, როდესაც მან დამნაშავე არ ამიხლა და თვითონ დაიბრალა მომხდარი. მისი ძმის თეოს, გადმოცემით, დიდი გენიოსის უკანასკნელი სიტყვები სიკვდილის სარეცელზე იყო: "მწუხარება უსასრულობამდე გაგრძელდება."#vincentvangogh #goodplaces #politics #news #opinion #events #art #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #gaming
Gvantsa Kikvadze
Tbilisi, Georgia · 2 months ago
მიზიდულობის ფუნდამენტური პრინციპები - სივრცითი მიზიდულობა.
🤔 შეიძლება ხშირად გიფიქრიათ რატომ მოგწონთ ერთი ადამიანი და მეორისადმი რატომ გაქვთ ანტიპათია. ამაზე ყველაზე განზოგადებული პასუხი იქნება - ჩვენ მოგვწონს ის ვისაც ჩვენ მოვწონვართ, ამასთანავე გვაფასებს და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში გვეხმარება. ჯილდოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეა სოციალური მოწონება, სწორედ ამიტომ ვამჯობინებთ იმ ადამიანებთან ახლოს ყოფნას, ვინც პოზიტიურად გვახასიათებს, ზოგადად და საზოგადოების წინაშეც, რაც შემდგომ იმიჯის ამაღლებაში გვეხმარება. 🙄 კიდევ ერთი პრინციპია "სოციალური გაცვლის თეორია" - ამ თეორიის მიხედვით ჩვენ მოგვწონს ადამიანები ვისგანაც რაიმეს მიღება შეგვიძლია, ვისთანაც იდეების შერწყმასა და გაცვლას მოვახერხებთ. ეს ურთიერთობა უნდა იყოს სარგებლის მომტანი, მაგრამ ამ სარგებელმა უნდა გადაწონოს პირადი დანაკარგი (მაგ: დრო, სხვადასხვა რესურსი და ა.შ.). მაგალითად ჩვენი მეგობარი არის ჭკვიანი, სანდო, კეთილგანწყობილი ჩვენდამი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრს საუბრობს. ამ შემთხვევაში მეგობრის დადებითი თვისებები გადაწონის უარყოფითს და მეორე პირს უღირს ურთიერთობის გაგრძელება. 🙋‍♀️----🙎‍♀️ წინასწარმეტყველება შეგვიძლია თუ რამდენად დიდი ალბათობაა იმისა რომ ორი ადამიანი დამეგობრდეს. სივრცით თეორი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტია ადამიანების ურთიერთობის დასაწყებად. მაგალითად ერთი ადამიანი ცხოვრობს ბათუმში, მეორე კი თბილისში. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ წვეულებაზე, მოეწონათ ერთმანეთი, გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია, მაგრამ აქ იბადება კითხვა - ამხელა დისტანციის მიუხედავად შეძლებენ მეგობრობას? მეცნიერები ამ კითხვაზე უარყოფით პასუხს გაგცემენ, რადგან ძალიან რთულია ადამიანებისათვის სივრცითი მანძილის დაძლევა და ურთიერთობის აწყობა, ვინაიდან მათთან პირისპირ შეხვედრა იშვიათი და ფუფუნება იქნება. ამ ჰიპოთეზას კი მრავალი კვლევა ადასტურებს. ‼ თუ ამ თემის გაგრძელება გსურთ კომენტარებში მაცნობეთ. შეგიძლიათ დაწეროთ ფსიქოლოგიის რომელი მიმართულება, ან საკითხი იქნება თქვენთვის საინტერესო და აუცილებლად გავითვალისწინებ❗❤#psychology #socialpsychology #attraction