წყალი ოკუპანტების ხელში და 7 წელი სოციალური დახმარების მოლოდინში

0
სოფელ ბერშუეთში მცხოვრები გოგია ჯაბახიძის ოჯახი რუსული ანექსიის კიდევ ერთ მსხვერპლია. როგორც თავად ამბობს ოკუპაციამ სოფელს საარსებო მინიმუმი წაართვა. აღარ აქვთ საძოვრები და სარწყავი წყალი, ამის გამო მოსახლეობის უმეტესობას მსხვილფეხა საქონელი აღარ ჰყავს. " გასაჭირშია ხალხი. წყალი არ გვაქვს, დასალევი წყალიც არ არის. რაც მოდიოდა, ჩვენთან რუსებმა დაიკავეს. არ გვიშვებენ იქამდე რომ გავაკეთოთ. ვერაფერ ვაკეთებთ. გზაც იმათია ეხლა და ყველაფერი იმათმა დაიკავეს. საქონელი არ მყავს რომ ვიყოლიო, სად წავიყვანო? არ არის საშუალება საძოვრები თუ არ არის როგორ უნდა აძოვო? საძოვრებიც ოკუპანტებმა დაიკავეს. როცა გჯაბნის მტერი ვერაფერს გახდები. ვისაც ზემოთ აქვს ბაღები, იქ ვერ მიდის ხალხი დაიჭერენ. ქვემოთ მაქვს მე მამული და არც იქ მოდის წყალი. ცხინვალიდან არის ტირიფონის არხი." ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს ბერშუეთის მკვიდრი მამუკა ზაუტაშვილი. ომით დაზარალებული სოფლების უმეტესობას წყლის, სახნავ-სათესი მიწებისა და საძოვრების პრობლემებმა ოჯახების ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. " ძალიან ბევრი პრობლემაა სოფელში. სარწყავი და დასალევი წყალი არ არის. ერთი ჭაბურღილია და ისიც ხან არის ხან არა. წყალი ჯანდაბას, გზა აქ არ არის კვალი აქ არ არის. უწყლოობის გამო შემოსავალიც არაფერია." აღნიშნავს მამუკა ზაუტაშვილი რუსული ოკუპაციისგან გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, სოციალური სამსახურები გაღატაკებულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან. ამის მაგალითი 86 წლის შალიკო ჯავახიშვილია. როგორც მან გვითხრა უკვე მეშვიდე წელია სოციალურ სააგენტოს დახმარებას უშედეგოდ სთხოვს მიზეზად კი შვილებს ასახელებენ რომლებსაც საკუთხარი ოჯახები ჰყავთ. "რა არის ჩემი შემოსავალი. ერთი ჰექტარი მიწა მაქვს მაგრამ ვერ ვუვლი. 86 წლის ვარ და როგორ მოვუარო. ძროხები გაიწყვიტა ხალხმა, აღარავის ყავს. მთას იქით ვერ გარეკავ საქონელს. საბალახოდ, რომ გაუშვა ძროხასაც წაგართმევენ რუსები და შენც წაგიყვანენ." ამბობს შალიკო ჯავახიშვილი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
#ახალიამბები
#goridaily
წყარო - shidaqartli.ge
0