რა თანხა დაჯდა სადგურის დასახლებაში ბაღის აშენება?

0
გორში სადგურის დასახლებაში მშენებარე საბავშვო ბაღი, 60 დღის დაგვიანებით, 5 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ მერიას თხოვნით სამშენებლო ტრესტი
#3
-ის დირექტორმა ვახტანგ ყანჩაველმა მიმართა. მისი განცხადების მიხედვით, პანდემიის გამო, სამუშაოები 3 თვით იყო შეჩერებული. მერია დაეთანხმა აღნიშნულ მოთხოვნას და კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ვადა გაუხანგრძლივდა. პროექტის ღირებულება 1, 01 მლნ ლარია. კომპანიამ 880 000 ლარი უკვე აითვისა. სამუშაოები 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო და 2020 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბერს მოითხოვა ვადის გაგრძელება, რადგან სხვადასხვა , , გარემოებების" გამო მუშაობა გვიან დაიწყო. მომდევნო ცვლილება ხელშეკრულებაში 2020 წლის იანვარში განხორციელდა, ესეც ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, საბავშვო ბაღის დასრულების თარიღად 5 აგვისტო დასახელდა.
#სიახლე
#გორი
#goridaily
წყარო -shidaqartli.ge
#ახალიამბები
0