ნიმფა

0
#Musa
#მუზეუმი
#მოგზაურობა
#იტალია
“ნიმფა არც ღმერთი იყო და არც ადამიანი. რაღაც არსება იყო მათ შორის. ნიმფები ცხოვრობდნენ ძალიან დიდხანს და არასოდეს ბერდებოდნენ, თუმცა ბოლოს და ბოლოს მაინც კვდებოდნენ. არსებობდნენ რა ადამიანთა გვერდით, ისინი ოლიმპიელებზე უკეთ ხვდებოდნენ ადამიანთა გულისნადებს. მიტოვებულ საფლავებზე რგავდნენ ყვავილებს, წინ მიუძღოდნენ მოღლილ ყარიბებს მაცოცხლებელი წყაროებისკენ, არვეთათვის პოულობდნენ მდიდრულ საძოვრებს, მწყემსებს სიმღერას ასწავლიდნენ. ხეთა შრიალი, ნაკადულების რაკრაკი, გაზაფხულისა და ზაფხულის ყოველი ბგერა მათ ხმიანობად აღიქმებოდა. პატარა ვარდისფერი ტერფებით გადაურბენდნენ ხოლმე ნიმფები ტყეებს და ველებს. ისინი განასახიერებდნენ ყოველივეს, რაც კი რამ იყო ბუნებაში მომხიბლავი და საამური. ნიმფებს უძღვნიდნენ ულამაზეს წყაროებს. წყალი ხომ მათი სტიქია იყო. დედამიწიდან ამომავალ ზოგიერთ წყაროს სამკურნალო თვისებები გააჩნდა, ამიტომ ნიმფებს ჯანმრთელობის ღვთაებებადაც მიიჩნევდნენ. ისინი ნათელმხილველებიც იყვნენ, რადგან შეეძლოთ მომავლის ჭვრეტა. თუ ბოროტმოქმედი თავის სისხლიან ხელებს წყაროში ამოიბანდა, იქ დავანებული ნიმფა სამუდამოდ გაეცლებოდა თავის სამყოფელს. ნიმფები უბიწო ასულები იყვნენ, თესდნენ სიკეთეს და ვერ იტანდნენ ბოროტებას.” P.S.საოცრად ლამაზი ქანდაკება იყო დიდხანს ვუყურე, მართლაც რომ სათნოება გამოსჭვიოდა ქვაშიც კი. სად არიან ნეტავ ნიმფები??? არიან კი??
#იტალია
0