11 votes
1 comments
0 shares
Save
119 views
Archibald Kakhadze
Batumi · 7 months ago

მალე ბათუმში✌️#batumi


ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო |
batumelebi.netgazeti.ge
Archibald Kakhadze
Batumi · 7 months ago
Similar Posts
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
რა ვაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში?
დიდი ხანი არ არის, რაც კარანტინის დასრულების შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით. ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა, რომ ცხოვრების რიტმს ხელახლა დასწეოდა, დანარჩენისთვის კი ძველი სტილის დაბრუნება მეტად სტრესული აღმოჩნდა. ასეთ რთულ სიტუაცაში, დაძაბული აურისგან გათავისუფლებას ყველა ჩვენგანი განსხვავებულად ცდილობს. ზოგი საკუთარ თავს წიგნებში პოულობს, ზოგს კინემატოგრაფიით უყვარს ყურადღების გადატანა, სხვები კი განწყობას ქალაქს უსადაგებენ. ამ უკანასკნელთა რიგებში თუ თქვენც მოხვდით, მაშინ ალბათ, შეამჩნევდით, რომ მნიშვნელობა არა აქვს სად ხარ და რა ამინდია, ბათუმში აუცილებლად იპოვით ადგილს, რომ განიტვირთოთ. რა უნდა გავაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში, ანუ მაშინ, როცა ყველაფერი შეზღუდულად ფუნქციონირებს? Batumi Daily გირჩევთ: ნახეთ მზის ჩასვლა ზღვაზე ზაფხულში, ცხელი დღეების ფონზე, თითქოს, ყველა ვივიწყებთ მომენტს, როცა ზღვა ყველაზე ლამაზია, მზე კი ყველაზე წითელი. არ ვიცი, ოდესმე თუ გინახავთ, როგორ ჩუმდება სამყარო და მთელი დღის მანძილზე გაუჩერებლად მძვინვარე ტალღები, რომ მზე გააცილონ, მაგრამ, დამერწმუნეთ ამ შთაბეჭდილებას ვერასოდეს წაშლით. მისი მიღება კი სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. წადით ნავსადგურზე ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი სწორედ ნავსადგურია. იგი ძალიან ძველია და უდიდესი ისტორია აქვს. მისი მნიშვნელობა საუკუნებიის მანძილზე იზრდებოდა და არც დღეს კარგავს თავის უპირატესობებს. როცა ამ ადგილს სტუმრობ, თითქოს დრო ჩერდება. შენ ზიხარ ქვაფენილზე და უყურებ უამრავ გემს, იახტას, ძალიან ლურჯ ზღვას და ფიქრობ, რომ ყველაფერი ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს. მოაწყვეთ პიკნიკი 6 მაისის პარკში ერთ-ერთი უძველესი პარკი საქართველოში და როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების საყვარელი ტერიტორია. გარემო, სადაც, შეგიძლია განიტვირთო მარტო ან წახვიდე მეგობრებთან/ოჯახის წევრებთან ერთად, მოაწყო პიკნიკი და ცხელ მზეს ხეების ჩრდილის ქვეშ დაემალო. მოინახულეთ ალი და ნინოს ქანდაკება ორი ერთმანეთისკენ მოძრავი ქანდაკება, ერთი სიყვარულის ისტორიით ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ღირსშესანიშნაობად იქცა. ქართველმა მოქანდაკემ თამარ კვესიტაძემ აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომანი "ალი და ნინო" ამ სკულტურაში იდეალურად ასახა და იგი აქცია სიმბოლოდ იმ სიყვარულისა, რომელსაც არა აქვს საზღვრები და ეროვნება. ქანდაკება არაერთხელ დასახელდა საუკეთესო სკულპტურათა შორის და ბევრჯერ დაიმსახურა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. მისი ნახვა ყოველთვის ახალი ემოციით გავსებს. ესტუმრეთ ბოტანიკურ ბაღს მართალია, ამისთვის, ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის გავლა მოგიწევთ, თუმცა სანახაობა ამად ღირს. აქ არა მხოლოდ, ნახავთ უნიკალური სახეობის მცენარეებს, არამედ მოგეცემათ საშუალება დატკბეთ იმ შესანიშნავი ხედებით, ჰაერით, ზღვის სანაპირო ზოლით, რომელიც ამ ტერიტორიას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.#ბათუმი #პანდემია #ტურიზმი #ზღვა #batumidaily
+3
Archibald Kakhadze
Batumi · 7 months ago
#batumi #fishing #ბათუმი #photo
Batumi Daily
Batumi · 2 months ago
რა არის ოზონოთერაპია, რომელიც ბათუმში გამოიყენეს?
გუშინ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" ოზონოთერაპიის მეთოდით მკურნალობის შედეგად 3 პაიცენტმა კორონავირუსის დამარცხება 8-9 დღეში შეძლო. როგორც ირკვევა, ბათუმში ოზონოთერაპიას იყენებს სპეციალისტი ლადო თალაკვაძე, რომელიც საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაციის თავმჯდომარეა. ოზონოთერაპია პაციენტში ოზონის შეყვანას გულისხმობს. ოზონს (O3) გააჩნია ანტივირუსული ქმედება. ოზონის შრე დედამიწის ბუნებრივი "ფარია", რომელიც ატმოსფეროს გარედან აკრავს. გლობალურ დათბობასთან ერთად, ოზონის შრემ რღვევა დაიწყო და რამდენიმე ადგილას უკვე გაირღვა კიდეც, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, რაც შრის ბზარები აღდგენას იწყებს. თალაკვაძის განმარტებით, "დედამიწაზე სიცოცხლე რომ არსებობს, არის ოზონის შრეს დამსახურება", და ოზონოთერაპიაც ნივთიერების ანტივირუსულ, დამცავ პრინციპზეა დაფუძნებული. როგორც თვითონ თალაკვაძემ განუცხადა "ბათუმელებს", საქართველოში ეს მეთოდი კორონავირუსის წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს და მსოფლიოშიც თითქმის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ მეთოდის ეფექტურობის შესახებ. ამერიკაში, ტექსასის შტატში კორონავირუსის ოზონოთერაპიით მკურნალობა სასამართლომ აკრძალა და ეს მეთოდი ეფექტიანად არ ჩათვალა. თუმცა, ჯერ არ დადებულა სამეცნიერო კვლევა, რომელიც ოზონოთერაპიას ერთმნიშვნელოვნად "ეფექტურად" ან "არაეფექტურად" გამოაცხადებდა, აშშ-ში კი დავა განიხილა სასამართლომ და არა - სამედიცინო ექსპერტებმა. თერაპიის ეფექტურობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ნამდვილი ექსპერიმენტის მეთოდი (true experiment). მეთოდის თანახმად, იმისთვის, რომ დამაჯერებელი შედეგი მივიღოთ სამეცნიერო დაკვირვებებში, ადამიანები (ამ შემთხვევაში, კორონავირუსით დაავადებულები) შემთხვევითობის პრინციპით უნდა გადანაწილდნენ ორად - ექსპერიმენტალურ (ვისაც მკურნალობა ჩაუტარდება) და საკონტროლო (ვისაც მკურნალობა არ ჩაუტარდება) ჯგუფებში. მკურნალობის დაწყებამდე ორივეს უნდა ჩაუტარდეს პრე-ტესტი, თავდაპირველი მდგომარეობის დასადგენად, ხოლო შემდეგ - პოსტ-ტესტი, მკურნალობის შედეგის დასადგენად. როცა საქმე ვაქცინის გამოცდას ეხება, საკონტროლო ჯგუფი პლაცებოს (ფიზიოლოგიურ ხსნარს ან სხვა უვნებელ ნივთიერებას) ღებულობს. ასე, მონაწილეებმა არ იციან რომელ ჯგუფში არიან. ხშირად, მეტი დამაჯერებლობისთვის, ასეთი ექსპერიმენტი ორმაგი-ბრმა ფორმატით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლევარმაც არ იცის, რომელ ჯგუფს უტარდება ნამდვილი მკურნალობა. ასეთი კვლევის შემდეგ მეცნიერებაში შეიძლება მეტ-ნაკლებად დარწმუნებით ითქვას, მუშაობს თუ არა მკურნალობის მეთოდი. შესაბამისად, რომ გავიგოთ, მუშაობს თუ არა ოზონოთერაპია, ასეთი მანიპულაცია უნდა ჩატარდეს. მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიტუაცია ყველასთვის სიახლეა და სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს, ტრადიცილური პროტოკოლის გადახედვა ხშირად ხდება. რა ვიცით ოზონოთერაპიის მსოფლიო გამოცდილების შესახებ: აშშ-ს სამედიცინო ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ოზონოთერაპია უკვე საუკუნეა, რაც გამოიყენება და მინმალური გვერდითი ეფექტები გააჩნია. კვლევის თანახმად, ოზონოთერაპიას შეუძლია განკურნოს ვირუსული და ინფექციური დაავადებები, რევმატიზმი და SARS-იც კი (კორონავირუსი SARS-Cov-2-ია). სხვა კვლევები ამბობენ, რომ ოზონოთერაპიის არაძირითად მეთოდად გამოყენება ხშირად ძირითადი მეთოდის ეფექტურობას ზრდის. კვლევა გამოქვეყნებული "Journal of Infectious Diseases and Epidemiology" - ში ხსნის, რომ კორონავირუსის ტიპის ვირუსები მდიდარია ცისტინით, რომელიც ვირუსის გავრცელებისთვის მნიშვნელოვანია. ოზონოთერაპია ვირუსს ზედმეტი ცისტინის გზას "უკეტავს'. მეთოდის კიდევ ერთ ძლიერ მხარედ კი ავტორები მის ფასს ასახელებენ - თერაპია იმდენად ცოტა ხარჯთან არის დაკავშირებული, რომ მისი გამოყენება ღარიბ ქვეყნებშიც შესაძლებელია. ჟურნალში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევა კი იუწყება, რომ ლომბარდიის რამდენიმე საავდმყოფოში ოზონოთერაპიის გამოყენება უკვე დაიწყეს. სამეცნიერო გამართლებად ასახელებენ იმას, რომ მაიმუნის უჯრედებში ოზონოთერაპიამ სარსის ტიპის ვირუსი დამაჯერბელად გაანადგურა. ისევ სახელდება ოზონის ანტივირუსული თვისება, როგორც მეთოდის გამოყენების ერთ-ერთი გამართლება. მეცნიერებისთვის სენსაციებისკენ სწრაფვა უცხოა და ის ბუნებით კონსერვატიულია - ახალ მეთოდს კლინიკური ცდები სჭირდება, რომ დამკვიდრდეს. ასევე ითვლება, რომ არასწორი მეთოდის სწორად დამტკიცება გაცილებით უფრო საშიში შეცდომაა, ვიდრე სწორი მეთოდის იგნორირება. ბუნებრივია, ახალმა კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა და იმედია, ამ მეთოდის კლინიკური გამოცდები მალე დაიწყება - შესაძლებელია, ის წარმატების მომტანი აღმოჩნდეს.#ოზონოთერაპია #ოზონი #ბათუმი #კორონავირუსი #batumidaily
ზვიად ჩხენკელი
Batumi · 1 year ago
მზიანი გზა ბათუმში Sunny path to Batumi
Batumi Daily
Batumi · 3 months ago
გალაქტიონის თვალით დანახული ბათუმი
გალაკტიონის თვალით დანახული ბათუმი 1911 წლის ზამთარი ბათუმში გალაკტიონ ტაბიძემ მის ლექსში, “არაჩვეულებრივი ზამთარი 1991 წელს” აღბეჭდა. ავტორი წერს: ბათუმში თოვლი ისეთი არის, რომ არ ხერხდება გაღება კარის. შემოსწოლია კარებს ნამქერი, ეს ოინია სუსხიან ქარის... ამინდი მკაცრი, სწრაფი, უცები, ამღვრეულია. თვით მოხუცები ამბობენ: ალბად, ისევ იქნება - აჯანყებები, რევოლუციები. აქ დამთავრება ამინდის ხატვის ჩვენ მიგვინდვია ისევე მათთვის. ხვალ ამფეთქებელს ვმართავთ საღამოს! ლოზუნგით: მზისთვის, მაისისათვის. ძლიერი თოვლი ბათუმში ახლა იშვიათად მოდის, თუმცა მეოცე საუკუნეში ჩვენს რეგიონში უფრო ციოდა, კლიმატის ცვლილებასთან ერთად გი თოვლიც და ცივი ამინდიც იშვიათი გახდა ჩვენთვის. რევოლუციებსა და აჯანყებებს რაც შეეხება, ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მთელ რუსეთის იმპერიაში მუშათა დემონსტრაციები აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე მთავრობაც შეიცვლება. ეს გალაკტიონის ერთადერთი ლექსი არ არის, რომელიც ბათუმს უკავშირდება. მან ამ ქალაქს კიდევ ერთი ნაწარმოები მიუძღვნა: “მიყვარს ბათუმი... მისი ბუნება, მის ოქრორეულ ლაჟვარდის ბლონდი, მისი ზღვის მძლავრი აგუგუნება, მისი ზენიტი და ჰორიზონტი…” შავ ზღვაზე კი ამბობდა - “ასეთი არის შავი ზღვის შფოთი: ზღვას და სიმშვიდეს სძულთ ერთმანეთი”. გალას მუზა, მერი შარვაშიძეც, ბათუმში იყო დაბადებული. მამამისი აფხაზეთის თავადი, შემდეგ კი დუმის დეპუტატი იყო. სამსახურეობრივი მოვალეობის გამო, ოჯახს ბათუმიდან პეტერბურგში გადასახლება მოუწია. იმის მერე ქუთაისში გადავიდნენ, თუმცა მერი ბოლოჯერ მაინც დაუბრუნდა ბათუმს. 1921 წელს, ბათუმიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატული მთავრობა გემით მიემგზავრებოდა საფრანგეთში, მათ მერიც შეუერთდათ. ბათუმის დატოვების შემდეგ, მერი სტამბოლში გაემგზავრა და იქ სილამაზის კონკურსი მოიგო. გადმოცემის თანახმად, როდესაც ქართველი დიდგვაროვანი საბოლოოდ პარიზში დაფუძნდა, გალაკტიონიც იქ შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწერა ყველასთვის ცნობილი "მერი".#ბათუმი #გალაკტიონი #ზღვა #თოვლი #batumidaily
ბათუმის მერია
Batumi · 10 months ago
ბათუმში მალე ელექტროავტობუსები იმოძრავებს ელექტროავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და კომპანია ,,ბელკომუნამაშს“ შორის დღეს გაფორმდა. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბელკომუნამაში“, სატენდერო პირობების თანახმად, 8 ერთეული ელექტროავტობუსის მოწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს ბათუმის ავტოპარკი 40 ავტობუსით განახლდა. ავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისა ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
Tbilisi · 1 month ago
პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.შ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინე ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის-სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. Batumi
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
პრემიერ-მინისტრი ბათუმის პორტში ორ გემს დახვდა,რომლითაც ქვეყანაში ჯამურად 63 000 კგ საკვები შემოვიდა
ბათუმის პორტში შემოდის ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელთაგან ერთი 40 000კგ საკვებ პროდუქტით ხოლო მეორე, რომელიც – 23 000კგ საკვებითა და მედიკამენტებით არის დატვირთული, – გემებს ბათუმის პორტში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დახვდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებშიც კი საქართველოს პორტები რჩება ღია და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება. პრემიერმა ხაზი გაუსვა ბათუმსა და ფოთში ქვეყნის მთავარი ნავსადგურების გამართულ საქმიანობას, ვინაიდან, სურსათითა და პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით, სახმელეთო გამშვებ პუნქტებთან ერთად, საქართველო საზღვაო პორტების მეშვეობითაც მარაგდება. საქართველოს პორტებში უზრუნველყოფილია გემების უსაფრთხო და დროული შემოსვლა-გასვლა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მარტიდან გამკაცრებულია წესები საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის. შემოსვლა დაიშვება მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ. ასევე, დეზინფექცია უტარდება ტვირთს და ავტოსატრანსპორტო საშუალებას; მიღებულია ყველა ზომა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. 2020 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულია – 144 897 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში წარმოადგენს 9%-იან ზრდას, მათ შორის ბათუმში – 36 436 TEU ( 102%-იანი ზრდა). ბათუმში გენერალური ტვირთების 62%-იანი მატება დაფიქსირდა, ხოლო ნაყარი ტვირთის მიმართულებით ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში 27%-იანი მატებაა.#batumi #food #gakharia #stopcovid19 #coronavirus #georgia
Mariam Sharvashidze
Tbilisi · 3 months ago
LEUVILLE: BATUMI2019
მოდით ვიფიქროთ პოზიტიურად და გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი ადგილები და მომენტები😊 დღეს მკნდა გაგიზიაროთ ჩემთვის წინა წლის აღმოჩენა კაფე “ლევილი/leuville” ბათუმში რომელიც პირველივე ნახვაზე შეგაყვსრებთ თავს მისი ინტერიერით და გემრიელი საკვებით🌊❤️ იმედი მაქვს წელსაც ახალ და ბევრ კარგ ადგილს აღმოვაჩენ ზაფხულში,მთავარია ხელი შევუწყოთ ექიმებს და იმ ადამიანებს რომლებიც ჩვენთვის იბრძვიან და #დარჩითსახლში#ზაფხულისმოგონებანი#ბათუმი#leuville #goodplaces #news #art #photo #food @Batumi @Tbilisi
+3
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
პრემიერ-მინისტრი „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში, „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პირბადეებზე მსოფლიოში შექმნილი დეფიციტის გათვალისწინებით. ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწარმოში დასაქმებულია 3200 ადამიანი, ეს კი ნიშნავს, რომ შექმნილი კრიზისის მიუხედავად, დაახლოებით 3200 ოჯახს შემოსავლის წყარო უნარჩუნდება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში ექვსმა ქართულმა საწარმომ უკვე მილიონი პირბადე დაამზადა. მათ რიცხვს ორშაბათიდან კიდევ ორი საწარმო შეემატება. პრემიერის თქმით, ეს სახელმწიფოს გარკვეულ დროში მისცემს საშუალებას, შიდა ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს. საქართველოში წარმოებული პირბადეები უპირველეს ყოვლისა უფასოდ დაურიგდათ 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, შემდეგ – ჯანდაცვის სექტორს, საპატრულო პოლიციას, მებაჟეებსა და სასურსათო ქსელებში დასაქმებულებს. მომდევნო ეტაპზე კი, ფარმაცევტული ქსელების სრულად მომარაგება იგეგმება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა მან კრიზისის დასრულებისთანავე სწრაფად აღიდგინოს ძალები და ჩაანაცვლოს იმპორტი#batumi #georgia #mask #gakharia