20 იანვარი

12
🌒🌒🌒მთვარის მეცხრამეტე დღე მესამე ფაზა🌒🌒🌒

20 იანვარს დაბადებულები

20 იანვარს მშვიდი, მეოცნებე და მერყევი ადამიანები იბადებიან. მათ არაჩვეულებრივი ინტუიცია აქვთ და შეუძლიათ წინასწარ გათვალონ ნაბიჯები, რაც წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია. ისინი ყოველთვის მხიარულების ცენტრში არიან, უყვართ ხმაურიანი ღონისძიებები, მათგან სიცოცხლის სიყვარული და მეგობრული განწყობა მომდინარეობს. ჩვეულებრივ, უამრავი მეგობარი ჰყავთ, მარტოობა არ უყვართ. ეს ადამიანები მძლავრი ძრავის მსგავსად არიან - იქოქებიან და შორს მიჰქრიან. გარშემომყოფებს უყვართ ისინი მხიარული ბუნების, სიკეთის, უბოროტო იუმორისა და დახმარებისთვის მზადყოფნის გამო. მათი ოჯახური ცხოვრება მდორედ, ბედნიერად და უზრუნველად მიედინება, ფინანსური მხარე კი მშფოთვარეა - ხან წყნარი, ხან კი ქარიშხალიანი.
20 იანვარს დაბადებულებს სხვებისგან ძალა და თავდაჯერებულობა გამოარჩევს, აქტიური ადამიანები არიან. მზად არიან, პასუხისმგებლობა არაორდინარულ გადაწყვეტილებებზე საკუთარ თავზე აიღონ. ადვილად იმპროვიზირებენ ცხოვრებაში და ცხოვრებას ისეთს იღებენ, როგორიც არის - ცვლილებებითა და მოულოდნელობებით სავსეს. შინაგანად შეიძლება ძალზე არასტაბილური იყვნენ, თუმცა სამუშაო პროცესზე ეს არანაირად არ აისახება - აქვთ ორგანიზების უნარი. ამ დღეს დაბადებულები უბრალო და ბუნებრივი არიან, პიროვნებები - არამდგრადი.
მრისხანებაში ბოროტების მარცვალიც არაა. ხშირად ამ დღეს დაბადებულები ოხუნჯობის ობიექტები ხდებიან, ეს გარშემომყოფთა მხრიდან ამ დღეს დაბადებულების მიმართ ზერელე დამოკიდებულებას იწვევს. თუმცა, ამ ადამიანებში იმალება მშვენიერი ოცნებები, იმედები, სურვილები, რომელსაც ისინი მხოლოდ რჩეულ, ძვირფას ახლობლებს უზიარებენ.

20 იანვარს დაბადებულები : 

ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი 
“ერთი გახსოვდეს… გახსოვდეს ყველგან და ყოველ ჟამს… სადაც არ უნდა იყო, როგორც უნდა იყო… უბრალო დღიური ლუკმის მუშად რო დარჩე, თუ შეიქნე მბრძანებელი მბრძანებელთა ზედა, – ნუ დაივიწყებ, რომ კაცი ხარ და შენს გარს მყოფნიც შენისთანა კაცები არიან!.. შენსავით მათაც გული აქვთ, რომელიც შენს გულსავით მოძრაობს, შენს გულსავით ჰგრძნობს… დაიხსომე სიტყვა და განახორციელე იგი…” 
ამონარიდი ნაწარმოებიდან “მოძღვარი”.
20 იანვარს დიდი იტალიელი კინორეჟისორის ფედერიკო ფელინის დაბადების დღეა.
ოქროს ქორწილის“ იუბილეს დღეს, 1993 წლის 31 ოქტომბერს ფედერიკო და ჯულიეტა რესტორანში წავიდნენ. უცებ, შუა სადილის დროს ჯულიეტამ ტირილი დაიწყო. ერთადერთი, რასაც ფელინი ვერ იტანდა, იყო როდესაც მისი მეუღლე ტიროდა და უბრაზდებოდა ხოლმე, მაგრამ იმ საღამოს მან ჩახედა თვალებში და უთხრა: „ნუ ტირი, ჯელსომინა“ (ჯულიეტას როლი ფილმში „გზა“). ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, ის გულის შეტევით გარდაიცვალა….                        
ამის შემდეგ ჯულიეტა მაზინას აღარ უბრძოლია სიცოცხლისთვის და 5 თვეში ისიც წავიდა. ის დაკრძალეს, მისი თხოვნით, ქალაქ რიმინიში, მეუღლისა და შვილის გვერდით, ფელინის სურათით ხელში… მის საფლავზე, მისივე თხოვნით, ამოტვიფრეს ფედერიკოს სიტყვები:

“ახლა კი ჯულიეტა შეგიძლია იტირო!”

დღის საკითხავი

“თუ შესაძლებელია იმის აღიარება, რომ, თუნდაც ერთი წუთით ან თუნდაც რომელიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში, ქვეყნად მოიპოვება კაცთმოყვარეობის გრძნობაზე უმაღლესი რამე, მაშინ დასაშვებია ისიც, რომ ადამიანმა ადამიანის წინააღმდეგ ყოველგვარი ბოროტმოქმედება ჩაიდინოს და თავი დამნაშავედ არ იგრძნოს”. 
ლევ ტოლსტოი
ბედნიერ დღეს გისურვებთ💖💖💖
12