20 ნოემბრის კალენდარი…

10
მთვარის მეოთხე ფაზა ოცდამეშვიდე დღე🌒 გრიგორიანული კალენდარის 324-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 41-ი დღე.

როგორი ადამიანები დაიბადნენ:

20 ნოემბერს დაბადებულები 🦂🦂🦂მორიელი სხვა ნიშნებისგან წინააღმდეგობრივი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი, ერთი მხრივ, იდეალისტი არიან, ხოლო მეორე მხრივ - შესანიშნავად ერკვევიან ადამიანის ბუნებაში, ხედავენ მის არსს. ამ დღეს დაბადებულები უმეტესად, მიმნდობი არიან, მაგრამ, ამასთან, მათი მოტყუება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ამ დღეს დაბადებულებს კომუნიკაციის უძლიერესი იარაღი - თავაზიანობა გააჩნიათ. მათთვის უარის თქმა რთულია. ამ ადამიანებს ეს მშვენივრად ესმით და იყენებენ კიდეც. ამასთან, ტაქტიანობა და დიპლომატიის ნიჭი მათ საშუალებას აძლევს, გარშემომყოფები დაარწმუნონ, რომ მათი დახმარება მხოლოდ თავიანთი ინიციატივაა და არა ამ დღეს დაბადებულების.
მორიელები 🦂🦂🦂🦂🦂🦂🦂🦂🦂სამართლიანობისთვის ცნობილი მებრძოლები არიან. ეს მათ პროფესიულ განვითარებას უშლის ხელს. კვალიფიკაციის ამაღლების ნაცვლად, ისინი დიდ დროს ხარჯავენ სამუშაოზე კონფლიქტების მოგვარებაში. ეს მათ კარიერულ სვლას მნიშვნელოვნად ამუხრუჭებს.

ვინ დაიბადა: 

ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი.
რომის იმპერატორი მაქსიმინუს მეორე.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

წმიდანი ოცდაცამეტნი მელიტინელი მოწამეთა ხსენებას
წმიდა მოწამე იერონი დიდი, კაბადოკიელი, ქალაქ ტიანში დაიბადა. კეთილმსახური დედის აღზრდილი ჭაბუკი სიმშვიდითა და ზნეკეთილობით გამოირჩეოდა.
თანამმართველმა იმპერატორებმა, დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ლისიუსის წინამძღოლობით მხედართა დიდი რაზმი გაგზავნეს კაბადოკიაში. მათ დაევალათ იქ ფართოდ გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოების ამოძირკვა და, ამასთან ერთად, იმპერატორის ლაშქრისთვის ჯანმრთელი და ძლიერი მეომრების შეგროვება. ლისიუსმა სამხედრო სამსახურში სხვებთან ერთად დიდი ფიზიკური ძალით აღჭურვილი და მოქნილი იერონის აყვანაც ბრძანა, მაგრამ წმიდა ჭაბუკმა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორების სამსახურზე უარი განაცხადა. როცა ნეტარის ლისიუსთან ძალით მიყვანას შეეცადნენ, მან, ძელით აღჭურვილმა, უკუაქცია მომხდური მხედრები და თვრამეტ თანამოაზრესთან ერთად ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. ლისიუსის მეომრებმა ვერ შეძლეს ამ მღვიმის აღება. ბოლოს იერონის ერთ-ერთი მეგობრის, კვირიკეს რჩევით, უღმერთომ გამოქვაბულს ალყა მოხსნა და თავისი რაზმი იქაურობას განარიდა; კვირიკემ კი დაამშვიდა იერონი და დაარწმუნა, ხელისუფლების ნებას დამორჩილებოდა. ამის შემდეგ წმიდანი სხვა ახალწვეულებთან ერთად მხედრების თანხლებით მეზობელ ქალაქ მელიტინში გაგზავნეს. მალე უფლის რჩეულმა იხილა სიზმრისეული ჩვენება, სადაც მისი მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრული იყო გაცხადებული. მელიტინში თავმოყრილ მეომრებს ლისიუსმა წარმართული ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, იერონმა და მასთან ერთად სხვა ოცდათორმეტმა მხედარმა უარი განაცხადეს ამ მოთხოვნის შესრულებაზე და მხნედ აღიარეს ქრისტე. მაშინ მტარვალმა განკარგულება გასცა, დაუნდობლად ეგვემათ წმიდანები, იერონისთვის კი ხელი მოეკვეთათ. ბრძანების შესრულების შემდეგ ჯალათებმა სულთმობრძავი მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს, დილით კი ყველას თავები მოჰკვეთეს.
სიკვდილით დასჯილი ყველა მეომრის ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს. მოგვიანებით, იმპერატორ იუსტინიანეს ზეობისას, წმიდა ირინეს სახელობის ტაძრის მშენებლობის დროს, ნეტარი მარტვილების ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული.

დღის საკითხავი:

“ყველაფერი დაიკელით, ყველაფერზე უარი სთქვით. . . ოღონდ სიხარულს გაუფრთხილდით. . .
ლაღი სული, წრფელი გული შეინახეთ.”❤️
“რკინის დროებაში ვცხოვრობთ, ამიტომ ახლა ყველაზე ძნელი საშოვნელი გული ყოფილა. სიყვარული მოკვდა… მოკვდა!”

მიხეილ ჯავახიშვილი

მშვიდობიან კვირადღეს გისურვებთ🙏🤍❤️
10