5 ნატურალური პროდუქტი იდეალური სახის კანისთვის

0

სახის კანის მოვლა უამრავი ეფექტური საშუალებით შეგიძლიათ, თუმცა ყველაზე სასარგებლოდ მაინც ნატურალური პროდუქტები ითვლება. წარმოგიდგენთ 5 პროდუქტს, რომლებიც თქვენს სახის კანს გაახალგაზრდავებასა და ანტიოქსიდანტებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.

მანამ, სანამ რომელიმეს სახეზე დაიტანთ, დარწმუნდით, რომ არ ხართ ალერგიული მოცემულ პროდუქტებზე. 1. ქოქოსის რძე ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროდუქტი სახის კანისთვის ქოქოსის რძეა. ის ემსახურება კანის მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლებას, მზისგან დაცვას, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი… ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ქრონიკულ დაავადებებსაც ებრძოლოს.

2. ზღვის მარილი ზღვის მარილი დიდი რაოდენობით მინერალებსა და ისეთ ნუტრიენტებს შეიცავს როგორებიცაა: მაგნიუმი, კალციუმი და ნატრიუმი. ზღვის მარილი სახის კანს ბალანსის დაცვაში ეხმარება და ამავდროულად უჯრედების აღდგენის ფუნქციაც აქვს.

ზღვის მარილი 3. ავოკადო ულტრადამატენიანებელი ცხიმიანი ხილი, ავოკადო A, D და E მინერალებს შეიცავს, რომლებსაც სახის კანში შეუძლიათ შეღწევა. გარდა იმისა, რომ ავოკადო სახის კანს მზისგან მიღებული დამწვრობის მოშუშებაში ეხმარება, მას აგრეთვე შეუძლია კოლაგენების აღდგენა და ასაკობრივი ლაქების მკურნალობა.

4. ალოე ვერა ადამიანების უმრავლესობა ალოე ვერას მზისგან მიღებული დამწვრობის სამკურნალო პროდუქტად მიიჩნევს, თუმცა გარდა ამისა, მას სიწითლესთან და ქავილთან ბრძოლაც შეუძლია. ალოე კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა მას ასევე დეტოქსიკაციის არაჩვეულებრივი უნარი აქვს.

5. ნუშის ზეთი ნუშის მრავალი სასარგებლო თვისების შესახებ უკვე გეცოდინებათ, თუმცა იცოდით, ის თქვენი კანისთვის გენიალური მიგნებაა? ნუშის ზეთი არა მარტო კარგი სურნელით, არამედ ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებითაც ხასიათდება.

#სახისმოვლა
#სახისკანი
#კანისმოვლა
Tbilisi
#მოდა
0