8 votes
0 comments
0 shares
Save
125 views
Natia Mikiashvili
Tbilisi · 7 months ago

Late evening delicious ❤️ ვაიიი ახალი გადასარევი კაფე აუგუსტი წერეთელზე ... ვიდრე კალათბურთიდან სანდრექსას ველოდები 😂

55 Akaki Tsereteli Ave
Natia Mikiashvili
Tbilisi · 7 months ago
Similar Posts
Primetime
Tbilisi · 2 months ago
5 რამ, რაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ უნდა გააკეთოთ – ქართველი ფსიქოლოგების რჩევები
5 რამ, რაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ უნდა გააკეთოთ - ქართველი ფსიქოლოგების რჩევები - Primetime
5 რამ, რაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ უნდა გააკეთოთ - ქართველი ფსიქოლოგების რჩევები - Primetime
5 რამ, რაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ უნდა გააკეთოთ - ქართველი ფსიქოლოგების რჩევები - Primetime
ამერიკის ხმა
Tbilisi · 1 week ago
თეთრი სახლი ამერიკის დაზვერვას ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებს
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას ისევ უწევს პასუხების გაცემა ე.წ. რუსულ ჯილდოსთან დაკავშირებულ კითხვებზე. რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვას თალიბებისთვის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამის შესახებ მისთვის არავის არაფერი მოუხსენებია. "დაზვერვამ ახლა მაცნობა, რომ ეს მათ სარწმუნოდ არ ჩათვალეს, შესაბამისად არ მოგვახსენეს მე ან ვიცე-პრეზიდენტს " - ასეთი იყო პრეზიდენტის განმარტება კვირას, 28 ივნისს გაკეთებული განმარტება. თუმცა, მას შემდეგ "ნიუ-იორკ თაიმსში" კიდევ ერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. სამშაბათს, 30 ივნისს, გაზეთი წერდა, რომ შეერთებული შტატების დაზვერვამ დააფიქსირა დიდი თანხების მოძრაობის ფაქტი. იმავე პერიოდში, თანხა რუსეთის სამხედრო დაზვერვამ თალიბანთან ასოცირებულ პირებს გადაურიცხა. თეთრი სახლის პრესმდივანი ინფორმაციის გაჟონვაში დაზვერვის ოფიციალურ პირებს ადანაშაულებს. კეილი მაკენანმა გუშინ თქვა, რომ "დაზვერვის თაღლითი ოფიცრები" გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლეს ადგილზე დამატებით რისკებს უქმნიან. White House Press Secretary Kayleigh McEnany speaks to the press on June 30, 2020, in the Brady Briefing Room of the White House in Washington. McEnany also used her opening comments to berate The New York Times, which first broke the story about allegations Russia offered bounties to Taliban fighters to kill U.S. and coalition troops in Afghanistan. "There is no good scenario as a result of this,” she told reporters. "Who's g მაკენანმა "ნიუ-იორკ თაიმსიც" გააკრიტიკა, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა აღნიშნული ინფორმაცია. "ეს კარგს არაფერს მოიტანს" - უთხრა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს. "ვის მოიუნდება შეერთებული შტატების დაზვერვასთან თანამშრომლობა? ვინ მოისურვებს იყოს წყარო ან თანამშრომელი, როცა იციან, რომ მათი ვინაობა შეიძლება გაამხილონ" - ამბობს კეილი მაკენანი. თეთრი სახლის კომენტარების პარალელურად, ვრცელდებოდა ახალი ცნობები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა იცოდა ამერიკელების მოკვლისთვის რუსეთის მიერ ჯილდოს დაწესებაზე. საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შექმნილ ვითარებაზე წლის დასაწყისში წერილობით მოახსენეს. Media outlets, including The New York Times and CNN, reported some of the information on the alleged Russian plot had been included in the Presidential Daily Brief, a daily summary of the top intelligence issues, in late February. Other reports suggest Trump was given written information about the matter earlier this year. “The idea that somehow he didn’t know or isn’t being briefed, it is a dereliction of duty if that is the case,” Biden said, while taking questions from reporters after a speech in Wilmington, Delaware. Americans should "conclude that this man isn't fit to be president of the& United States of America,” he added. Other top Democrats also voiced frustration following briefings at the White House with Director of National Intelligence John Ratcliffe, National Security Adviser Robert O’Brien and White House chief of staff Mark Meadows. “Very concerning to me was that their initial response was that they just wanted to make sure we knew that the president didn’t know anything,” House Armed Services Committee Chairman, Rep. Adam Smith, told reporters. “That’s actually not normal.” “Based on what we heard today, it was information that (a), the president should have known about and (b), based on what we were told today, he did,” Smith added. Other senior Democratic lawmakers also expressed concerns about the administration’s handling of the intelligence and specifically, its inclination to downplay the possible consequences. “Nothing in the briefing that we have just received led me to believe it is a hoax,” said House Democratic leader Steny Hoyer. Other Democrats said they were more concerned about what happens next. Minority Leader Charles Schumer (D-NY) talks to reporters on April 21, 2020 in Washington. "Instead of dithering about what he knew, what he didn't know, he should have a plan,” said Senate Democratic Leader Chuck Schumer. "And above all, go after [Russian President Vladimir] Putin." Despite the criticism, the White House and some Republican lawmakers insisted the handling of intelligence suggesting Russian agents were offering to pay for the deaths of U.S. and coalition forces in Afghanistan was handled properly. "What is briefed to the president is when there's a strategic decision to be made," McEnany said. "In this case, it was not briefed to the president. … It was not credible." Sen. Jim Inhofe, the Republican chair of the Senate Armed Services Committee, agreed. “There’s some confusion as far as our own intelligence, and it just didn’t rise to the level of the president at that time," he said. “Our intelligence agencies aren’t in complete agreement on this, even now." In a statement late Monday, the top Defense Department spokesman said that while officials there were aware of the intelligence, the Pentagon “has no corroborating evidence” to back up the initial intelligence reports. Still, the Pentagon said it took additional precautions to protect troops. Other top intelligence officials also suggested the unverified intelligence was shared across the U.S. intelligence community and with allies whose troops were potentially at risk. Additional media reports say intelligence about the alleged plot had been sent to the White House last year and focused on an April 2019 car bombing that killed three Marines. Some officials say Trump often does not read his daily briefing and instead prefers oral briefings several times a week. McEnany said Trump has now been briefed on “what's unfortunately in the public domain." “The president does read, and he also consumes intelligence verbally," she added. "This president, I will tell you, is the most informed person on planet Earth when it comes to the threats that we face."#ახალი_ამბები#აშშ#პოლიტიკა
Natia Mikiashvili
Tbilisi · 3 months ago
გიორგი ქადაგიძე - კრიზისი მოკლევადიანი იქნება საქართველოსთვის
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კორონავირუსისგან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და იმ 5 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. „ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „1. ადგილი აქვს მსოფლიო სამეცნიერო/სამედიცინო საზოგადოების უპრეცედენტო გაერთიანებას ვირუსთან ბროძოლაში. 80-მდე წამყვან ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევები 24/7 რეჟიმში. სავარაუდოდ, მაის/ივნისში ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. ამასთან ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები (საზღვრის დაცვა, საპატრულო პოლიცია, დავადებათა კონტროლის ცენტრი და ა.შ.) მზად აღმოჩნდა საგანგებო ვითარებაში ეფექტურად მუშაობისთვის. 2. 2008 წლის კრიზისთან შედარებით განვითარებული სამყაროს მთავრობები გაცილებით სწრაფად და დიდი მოცულობით სტიმულირების პაკეტს განახორციელებენ (მხოლოდ აშშ - 2 ტრილიონი, ევროკავშირი -1 ტრილიონი, ბრიტანეთი 250 მილიარდი და ა.შ.). ასეთი მასშტაბური ფულადი იიექცია მოთხოვნის სტიმულირებას ძალიან სწრაფად შეძლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთი ისევ იტყვის თავის სიტყვას. 3. საქართველო საშუალოზე ღარიბი ქვეყანაა და ჩვენი ეკონომიკა არ არის ინტეგრირებული იმ დოზით, რომ მსოფლიო ბირჟებზე ფასების ვარდნა მყისიერ ეფექტს იძლეოდეს. საქართველოში ძირითადი გადაცემა ვაჭრობის გზით ხდება, რაც დათვლადი და პროგნოზირებადია. მოკლედ, თუ მოვინდომებთ, იუველირული სიზუსტით შეგვიძლია ზარალის და დაზარალებულების იდენტიფიცირება (იმედია ასეც ხდება). 4. საგადამხდელო ბალანსი მართალია დაირღვა, მაგრამ გაურკვევლობას და ნეგატიურ მოლოდინებს თუ ჩამოვაცილებთ, დანაკლისი არ იქნება იმხელა, რომ მისი სწრაფი ჩანაცვლება წარმოუდგენელი ამოცანა იყოს. ასევე გვეხმარება ნავთობის და სხვა პროდუქტებზე მსოფლიო ფასების კლება, რაც სხვა თანაბარ პირობებში გაცვლით კურსს უფრო სწრაფად აბრუნებს წონასწორობაში. ეს ასევე ამცირებს ინვესტიციებს, მაგრამ ინვესტიციები ისე იყო მანამდეც შემცირებული, რომ მისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კლება ცოტა რთული წარმოსადგენია. 5. მთავარი ვინც ამ პროცესში ზარალდება ეს არის სერვისის სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები, თვითდასაქმებულები და უცხოურ ვალუტაში მსესხებლები. ყველა ამ ჯგუფის იდენტიფიცირება და პირდაპირი დახმარება, ასევე, არც თუ ისე რთული ამოცანაა საბოლოო ჯამში. მოკლედ, ეფექტური მენეჯმენტის, კომუნიკაციის და ხედვის პირობებში შესაძლებელია წლის ბოლოსთვის ამ კრიზისიდან მხოლოდ ცუდი მოგონება და ახალი შესაძლებლობები დარჩეს. პ.ს. სოციალურ პასუხისგებლობაზე შემდეგ პოსტში", - წერს ქადაგიძე
Natia Mikiashvili
Tbilisi · 6 months ago
სასარგებლო რჩევები: ალერგიულ სინჯს გვიან საღამოს აკეთებენ მხოლოდ ტატიშვილის კლინიკაში “Family”!!!! სანდრო ეულის ქ. #7 ყველა დანარჩენი 24/7 ზე ლაბორატორიები მოგინილი აღმოჩნდა, დემეს კბილს გვიანი ვიზიტი სტომატოლოგთან უშველის 🤷‍♀️ #goodplaces Alexander Kazbegi Ave
Natia Mikiashvili
Tbilisi · 7 months ago
ის ერთი საათი მარტო ჩემი რომ არის 💪 მერე რა რომ გარეთ მანქანაში ველოდები 😂 Zaza Pachulia Basketball Academy
Droidline
Kutaisi · 3 days ago
QHD+ / FHD+ : სხვაობა, რომელიც ჯერ შეუმჩნეველია
არც ისე დიდი ხნის წინ სმარტფონების რეზოლუცია რეალურად იყო რაღაც საზიზღრობა და მწარმოებლებიც არ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ Apple-ის Retina Display განსხვავებული იყო იმ პერიოდისათვის რადგანაც რატომღაც იყო, და მორჩა. როდესაც ანდროიდის სმარტფონების უმრავლესობა უკვე QHD+ისაკენ მიიწევს, მათი უმეტესობა მაინც FHD+ზე რჩება. Sony კი გასცდა საერთოდ ყველანაირ საზღვრებს და 4K Narrative წამოიწყო ამ ჩვენი პატარა სმარტფონებისათვის. 4K კი ამჯერად ერთადერთი ტრენდია(რომელსაც ტრენდს ვერ დავარქმევთ) რაც ჯერ კომპანიებს არ აუთვისებიათ. 2020 წელია და უკვე ზაფხულიც მალე მიიწურება მაგრამ როგორც ჩანს კომპანიები დიდად არ დარდობენ QHD+ ეკრანებზე რადგანაც Motorola Edge Plus-ს და LG Velvet-ს ისევ და ისევ FHD+ რეზოლუცია აქვს , როგორც Huawei-ს P40 სერიას. მაგრამ იბადება კითხვა ღირს კი, რეალურად 2020 წელში QHD+ რეზოლუციის სმარტფონის ქონა? ცხადია QuadHD+ ეკრანები იმით საღდება რომ უფრო მკვეთრი , ბასრი და გაუმჯობესებული გამოსახულება აქვს. ეს შედარებით უფრო საჭიროა დიდი Display-ს მქონე Device-ებისათვის , სადაც დიდი პიქსელების ოდენობა მართლაც რაღაცას ნიშნავს რადგანაც საჭიროა იყოს გამოსახულება მჭიდრო და ისეთი რომ თვალში კარგად მოგხვდეს. რაც უფრო კარგია პიქსელების სიმჭიდროვე , უმეტესწილად არის უკეთესი კუთხეები განსაკუთრებით კი თამაშებში ადგებათ ხოლმე კარგი ხარისხის ეკრანები რადგანაც უკეთესი გრაფიკა და გამოსახულება უფრო მეტ სიამოვნებას ნიშნავს, მაგრამ ესეც მარტივად არ რჩება იქედან გამომდინარე რომ მეტი პიქსელის დარენდერებას მეტი ძალა ჭირდება გრაფიკული ჩიპსეტისაგან რაც უკვე ამცირებს Frame Rate-ს და იყენებს უფრო მეტ ენერგიას. აქედან გამომდინარე არის ლიმიტიც რადგანაც ადამიანის თვალს არ შეუძლია რაიმე სასწაულებრივად დაინახოს, თუნდაც შორ მანძილზე ან არც აქვს მნიშვნელობა(რაც არ უნდა გადასარევი დეტალიზაციის კამერა გამოიგონონ და ქონდეს 200-ზე მეტი MP, ჩვენი თვალი რასაც აღიქვამს იმას მაინც ვერ გაცდება ვერასოდეს). არის ასევე ძალიან ბევრი ცვლადი , ადამიანის ხედვის მეცნიერების უკან რადგანაც ყველაფერს აქვს მისი ლიმიტი, ამაში შედის როგორც ეკრანის ზომა, ასევე ხედვის დისტანცია და 5 ინჩიან სმარტფონზე მაგალითად FHD+ რეზოლუცია იქნება ძალიან Sharp-ი, რაც არ უნდა შორს ან ახლოს მიიტანოთ თვალთან. 6 და 7 ინჩიანი სმარტფონებისათვის FHD+იდან QHD+ეკრანზე გადასვლა ძალიან მცირე განსხვავებას იძლევა ახლო მანძილზე. სმარტფონები რომლებიც მერყეობს 6დან 7 ინჩამდე, FHD+ რეზოლუციისათვის ისე რომ ეკრანი იყოს უფრო მკვეთრი და Sharp-ი , საჭიროა თვალებიდან 30 სანტიმეტრის მოშორებით გვეჭიროს. ამ შემთხვევაში კი მაღალი რეზოლუციის მქონე სმარტფონების განსხვავება იმაშია, რომ დეტალები 40 სანტიმეტრზე კარგადაც მოჩანს მაგრამ რეალურად რაში გვჭირდება ვერ ვხვდები. ასევე ცხადია ისიც, რომ ყველაზე კარგი თანაფარდობა ეკრანის არის 16:9ზე FHD-ისათვის და QHD-ისათვის(ყოველ შემთხვევაში წინა წლებმა ასე აჩვენა). ზოგიერთი სხვადასხვა ხედვის დისტანციიდან უფრო გრძელი და დიდი FHD+ რეზოლუციის მქონე სმარტფონები როგორებიცაა Motorola Edge Plus არის როგორც იტყვიან ტკბილი წერტილი სმარტფონისათვის რადგანაც ფიზიკურად ვერ მოგვცემს მეტნაირად განსხვავებას ეკრანის რეზოლუცია. ბოლო დროს გამოსული სმარტფონებიდან დამეთანხმებით ალბათ, რომ Samsung Galaxy S20 სერიებს ქონდათ ყველაზე კარგი ეკრანები( WQHD+ რეზოლუცია). კიდევ ერთი განსაკუთრებული წერტილი ის არის , რომ რეზოლუცია და ზოგადად ის კონტენტი რომელსაც ჩვენ სმარტფონზე ვუყურებთ არის 1080P და აქედან გამომდინარე თუ 4K ვიდეოს ჩართავთ გამოსახულება მაინც იგივე იქნება, მაგრამ შედარებით უკეთესი ვიდრე QHD+ ეკრანებზე რადგანაც 4K არის ზუსტად 4X1080 , აქედან გამომდინარე კარგად იყოფა ეს რიცხვი 1080ზე და გვაძლევს უფრო კარგ გამოსახულებას ვიდრე QHD+ რადგანაც უფრო დაბლარულია შედარებით , იქედან გამომდინარე რომ ზუსტად არ ჯდება. აქედან დასკვნა შეიძლება ის გამოვიტანოთ, რომ QHD+ ეკრანები კარგი არის მხოლოდ QHD+ ვიდეოებისათვის და ზოგადად ყველაზე შესანიშნავი არის 1080P ანუ FHD+. Quad HD vs Full HD: Battery ყველაზე დიდ განსხვავებას იძლევა QHD+ ამ კატეგორიაშიც რადგანაც როდესაც შეადარეს Samsung Galaxy S20 Ultra-ს ეკრანი სხვადასხვა რეზოლუციაზე, გამოიტანეს ის დასვკნა რომ QHD+(60Hz) 12 % ით მეტ ენეგიას მოიხმართა ვიდრე FHD+ . ყველაზე მეტად კი ელემენტი თამაშის დროს იხარჯებოდა. UI-ში და სხვადასხვა Social აპლიკაციებში Browsing-ი შედარებით ნაკლებ დატვირთვას მოითხოვს , აქედან გამომდინარე უფრო მეტხანს ძლებს მაგრამ საბოლოო ჯამში FHD+ და 120 Hz არის ის რაც ახლა , სწორედ ამ წელს გვჭირდება და არა QHD+ 120Hz (რომლის ჩართვის საშუალებას ჯერ Samsung Galaxy S20 Ultra არ იძლევა, განსხვავებით OnePlus 8 Pro-სგან რომელმაც ეს ფუნქცია დატოვა გახსნილი ყველასათვის მაგრამ შეგვიძლია ლამაზად და ნაზად ვუყუროთ იმას თუ როგორ მალე იცლება სმარტფონის ელემენტი) საშუალოდ კი FHD+ ეკრანზე რეზოლუციის გადაცვლა დამატებით 30 ან 40 წუთს გვაძლევს Screen On Time-ს, მაგრამ ცხადია ეს განსხვავებულია ყველა სმარტფონზე. ამასთან მინდა ვთქვა რომ რეალურად QHD+ სა და ჩვეულებრივ QHD-ს შორის განსხვავება დიდად არ არის და არც თუ ისე გადასარევია. კი კარგია როდესაც ყუთზე და საიტზე ხედავთ მის მონაცემებს და წერია რომ QHD+ რეზოლუცია აქვს მაგრამ მომხმარებლების უმეტესობა არ გამოიყენებს, სწორედაც რომ ელემენტის გამო რადგანაც ძალიან Power-Hungry რეზოლუციაა. უმეტესი Flagship მოწყობილობები დღეს დღეისობით არის QHD+ რეზოლუციით წარმოდგენილი და ყუთიდან ამოღებისას არის FHD+ზე დაყენებული . ამ სიაში კი გვხვდება Samsung Galaxy S20, Galaxy Note 10, Oneplus 8 Pro . ხოლო LG V50მა ეს ფუნქცია პირდაპირ ყუთიდანვე ჩართული დაგვიტოვა და ასეთივე რამ იყო Mate 20 Pro-ზეც. როდესაც Flagship სმარტფონები აგრძელებენ QHD+ რეზოლუციის შემოთავაზებას, ძალიან ბევრმა მწარმოებელმა გადაწყვიტა რომ შეეწყვიტა ეს რადგანაც ელემენტი დაეზოგა და უფრო დიდი Screen On Time-ის დადების საშუალება მიეცა სმარტფონებისათვის. ფაქტი ისაა რომ ძალიან ბევრმა მომხმარებელმა ვერ შეამჩნია დიდი განსხვავება QHDსა და FHD+ ეკრანებს შორის რადგანაც მართლა პატარა განსხვავება, ასეთი ტესტი სწორედაც რომ ბევრჯერ ჩაატარეს. ცხადია QHD+ ეკრანი კარგი არჩევანია რიცხვებში მაგრამ რეალურად ის არ არის რაც გგონიათ(ამჯერად მაინც). 2020 წლის მინიმუმი?! თუ ფულის დახარჯვას გადაწყვეტთ სმარტფონებზე და ეს ბიუჯეტი 1000 დოლარს არ აღწევს , მაშინ ცხადია რაღაც საუკეთესოს უნდა ელოდოთ. სადღაც 7 ინჩიან სმარტფონს მაინც , რომელიც იქნება QHD+ ეკრანით , საუკეთესო ჩიპსეტით და დიდი ელემენტით, მაგრამ ცხადია FHD+ მაინც საუკეთესო ეკრანად დარჩება პატარა Device-ებისათის. ეს ყველაფერი ითქვა და ცხადია სმარტფონი მხოლოდ მისი რეზოლუციით არ განისაზღვრება რადგანაც ეკრანის ხარისხი დიდ როლს თამაშობს. ფაქტია 120hz-იანი ეკრანებიც არ არის ერთი და იგივე რადგანაც ბევრი რამ არის დამოკიდებული ფერთა გამის სისწორეზე, ზოგადად ფერებზე, თეთრის ბალანსზე და ა.შ . ამასთან უნდა ქონდეს კარგი Image Quality. FHD+ არის უფრო ხარისხიანი და სუფთა , საკმარისი და ხელმისაწვდომი. ამასთან არ იყენებს უზარმაზარი ოდენობის ენერგიას და სმატფონს მარტივად ამუშავებს. ახლანდელი FHD+ რეზოლუცია გაგიკვირდებათ მაგრამ ძალიან ახლოსაა ძველ QHD-სთან რადგანაც სამყარო ვითარდება და ტექნოლოგიებიც მიყვება. რეალობა კი ერთია , ამჯერად თუ რაიმეს იყიდით ნუ გადაყრით რეზოლუციაში ფულს რადგანაც უფრო მეტი აქცენტი გააკეთეთ ეკრანის ხარისხზე , PPI-ს ოდენობაზე და ფერებზე (ცხადია FHD+ზე) მადლობა ყურადღებისათვის Peace ✌#feedcgrantFeedc
Hotel Mariali
Tbilisi · 1 year ago
It is pleasant in the evening, after a long busy day, to return to a cozy room, where a comfortable bed and a bottle of delicious, genuine Georgian wine await. All this awaits you in our hotel. 😊🍷 Avlabari Street 4. Reservations: 📱WhatsApp | Viber +995 591 77 76 77 +995 568 94 87 43
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
სოფელ ბალდის ღვთისმშობლის მონასტრის წინამძღვარს ჭყონდიდის ეპისკოპოსმა წირვა აუკრძალა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ კაციამ ღვთისმსახურება შეუჩერა. ბალდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარის მამა ათინოგენის განცხადებით, მიზეზი გახდა მისი განცხადება რომლის მიხედვითაც სასულიერო პირი საღმრთო ლიტურგიისას ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებს, ვიდრე უწმინდესის მისამართით გამოთქულ ბრალდებებზე სიმართლე არ გაირკვევა. ,,"მე, არქიმანდრიტი ათენივერი, ჭყონდიდის სოფელ ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ვერ ვიხსენიებ კათოლიკოს პატრიარქს ლოცვებში.იმიტომ, რომ მასზე იყო ადამიანი ჩემთან მოსული მამათმავლობის ბრალდებით და მთხოვდა შველას. მე მივმართე იმ დროს მმართველ მღვდელმთავარს და მისგან იყო ნათქვამი, რომ ის იყო ასეთი საქმეების კურსში და ის ამას სინოდის სხდომაზე დააყენებდა, რაც მან შეასრულა, მაგრამ არ მისცეს საშუალება ამის ბოლომდე თქმის და მას მღვდელმთავრობა დაატოვებინეს. მე მითხრეს გვეცხოვრა ძველებურად, როგორც ვცხოვრობდით და მოლოდინით, რომ ეს ყოველივე გამოკვლეული იქნებოდა.გიორგობის დღესასწაულის შემდეგ. მე ვეღარ ვაიძულე ჩემი თავი ლოცვითი მოხსენიებისა. ამ ფორმით გამოვხატავ ჩემ ტკივილს და ველოდები, რომ იქნება გაზიარებული. ძალით და შეკვეთილი უგულო ლოცვა ვერ შევძელი.სწორედ ამიტომ შემიჩერეს ღვთისმსახურების უფლება,"-აცხადებს მოძღვარი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია კომენტარს არ აკეთებს.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მაიკ ტაისონი - მე ველოდები სიკვდილს და მისი არ მეშინია
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა ილაპარაკა თავის დამოკიდებულებაზე სიკვდილისა და იმ სირთულეების მიმართ, რომელსაც ადამიანი აწყდება ცხოვრებაში. „ველოდები თუ არა სიკვდილს? დიახ და მისი არ მეშინია. ჩემი აზრით, ცხოვრება შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე სიკვდილი, რადგან ცხოვრება დიდ სიმამაცეს ითხოვს. სიმამაცის გარეშე ცხოვრებას ვერ გაუმკლავდები. ცხოვრება – ეს არის მოგზაურობა, ცხოვრება – არის ბრძოლა. ადამიანებს აქვთ ყველაფერი, ისინი კი ვერ უმკლავდებიან ცხოვრებას. საკუთარი თავის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს, ვფიქრობთ, რომ რაღაცას წარმოვადგენთ. ჯანდაბა, ჩვენ არარაობა ვართ! ნეხვიდან გამოვაღწიეთ და ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულები ვართ, მაგრამ დიდება – ეს სისულელეა. აღმოაჩენ, რომ შენ განსაკუთრებული არ ხარ. შეიძლება მოხვდე ციხეში, შეიძლება მოკვდე, შეიძლება სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდე. დიდად არ ველოდები, რომ შეიძლება რამე ცუდი შემემთხვას, მაგრამ, როცა ასეთი რამ ხდება, მესმის ეს და შემიძლია მას გავუმკლავდე. ადრე ცუდი ამბები ბევრი მქონდა, ასეთი იყო ჩემი ცხოვრება. მე ამით ვერ გამტეხავ. როცა ცუდი ხდება, მე მაინც ვცდილობ რაღაც გავაკეთო. სასოწარკვეთილება არ მეუფლება”, – მოჰყავს ტაისონის სიტყვები The Sportsman-ს.
Primetime
Tbilisi · 3 months ago
ქართული ესტრადის ცნობილი ორი მომღერალი კორონავირუსით დაავადდა
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები არიან. მთავარი არხის“ ინფორმაციით, 59 და 62 წლის ქალბატონები კორონავირუსის სიმპტომებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებულები და მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ერთ-ერთი მომღერალი ამბობს, რომ რომანოვების კლასტერის შესახებ მათ მედიის საშუალებით გაიგეს. ისინი რისკ ჯგუფად არ ჩაუთვლიათ და შესაბამისად არც საავადმყოფოში გადაუყვანიათ. რამდენიმე დღეში, მაღალი სიცხის გამო, კლინიკას თვითონ მომღერლებმა მიმართეს. მომღერლები რესტორან „ვინოტელში“ იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც მოსკოვიდან ჩამოსული ჯგუფი თბილისში, რომანოვების სამეფო დინასტიის პირდაპირი შთამომავლის, საშა რომანოვის 40-ს იხდიდა. „სუფრასთან შეხება არ გვქონია საერთოდ. სუფრა იყო დღისით, ჩვენ ვმუშაობდით საღამოს 9-დან 10 საათამდე. მაგათთან 15 წუთიანი შეხება გვქონდა. ჩვენ ასეთი რაღაც, რომ გავიგე გამოვიძახე სასწრაფო. ძალიან კარგი მომსახურებაა ძალიან, ყველაფერი ძალიან კარგია გადასარევი მდგომარეობაა, სიმღერის ხასიათზეც ვარ“, – განაცხადა ინფიცირებულმა მომღერალმა მთავარ არხთან სატელეფონო საუბრისას. ასევე, ცნობილია, რომ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში. ამ დროისთვის, stopcov.ge -ის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 83 დადასტურებული შემთხვევაა.