რატომ გადაიყვანეს ზაზა გახელაძე საავადმყოფოდან იზოლატორში?

0
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს - „დიახ, გიდასტურებთ. იქიდან გამომდინარე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა და აღარ იყო მისი საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება, ის გადაყვანილია დროებითი დაკავების იზოლატორში“ შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ოკუპაცია
#გორი
#goridaily
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0