25 წლის მამაკაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდა გარდაიცვალა.

0
ატენის ხეობიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანამდე ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად, დაშავებულია ასევე ახალგაზრდა ქალი. ის გარდაცვლილის მეუღლეა და მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, თვითმხილველების ინფორმაციით, დაბალი ხილვადობის გამო, მძღოლმა სავარაუდოდ მოსახვევი ვეღარ შენიშნა და გზის სავალი ნაწილიდან მდინარე ტანაში გადავარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით დაიწყო. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#goridaily
#ახალიამბები
0