13 votes
0 comments
0 shares
Save
101 views
Qeti Metreveli
Tbilisi · 7 months ago

ეს საოცარი ადგილი არის რაჭა, შოვი, არაჩვეულებრივი ბუნება, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და გარემო იმისთვის რომ შენს თავს რელაქსაცია მოუწყო და დასვენებით დატკბე.. ჰო და რაც მთავარია, ყველა სეზონზე სიპეწით გამოირჩევა 😍❤

#goodplaces Shovi
Qeti Metreveli
Tbilisi · 7 months ago
Similar Posts
მარიამ კაჭკაჭაშვილი
Tbilisi · 1 week ago
"როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს"
სულთმოფენობის წინა დღეა, შაბათი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო და განსაკუთრებით - ლეჩხუმი, „ხვამლობის“ დღესასწაულს აღნიშნავს. ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარეობს. „როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს“, “ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – „ქართლის ცხოვრებიდან“ მასზე საინტერესო ცნობები შემოგვრჩა. ამ მისტიკურ ადგილზე ბევრი მითი თუ ლეგენდა არსებობს. ბევრ იდუმალებას ინახავს და სწორედ ამაშია მისი ხიბლიც. მე და ჩემი მეგობრები 7 საათზე სურსათ-სანოვაგით დატვირთულები გზას დავადექით. მანქანაში მუსიკების ხმას ჩვენი სიცილის ხმა ფარავს. წინ 16 კილომეტრია. სპიდომეტრი 120 კმ/სთ-ს აჩვენებს. ხეთა ჯარს და ცხენისწყლის ხეობას უკან ვიტოვებთ. სულ მალე გამოჩნდა აბრა - „სოფელი ოყურეში“. გადასახვევთან პოლიცია დგას და ყველა შემსვლელ-გამომსვლელს აკონტროლებს. „ბევრი მანქანაა ზემოთ და ფრთხილად იარეთ“ - გვესმის მათი ხმა. მადლობის ნიშნად ვუღიმით და აღმართის ავლას ვიწყებთ. წელს გზა კეთილმოწყობილია. „საუკუნო პროექტის“ დასრულებამ სტუმრების ნაკადის ზრდაც გამოიწვია. რაც უფრო ზევით ავდივართ, ჰაერი მით უფრო გამჭირვალე ხდება და ყოვლისმომცველ სიჩუმეში, სიმწვანეში ჩაკარგული კირქვის კლდეები უფრო შთამბეჭდავი ჩანს. „ეს ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე, რომელსაც ყორანი გულ-ღვიძლს უკორტნიდა მანამ, სანამ ჰერაკლემ არ დაიხსნა“ - გავიფიქრე და ამ მითებში ჩავიკარგე... გზაში საცობია და მოგვიწია, მანქანების გრძელ რიგში ჩავმდგარიყავით. ადგილზე კვლავ პოლიცია შევნიშნეთ. „ზემოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არის, სანამ არ ჩამოვლენ ვერ გაგიშვებთ“ - ასეთი იყო მათი ბრძანება. დავიგვიანეთ. როგორც წესი, „ხვამლობისთვის“ წინა ღამით ადიან და გათენებასაც იქ ელოდებიან. ნისლში გახვეული ხვამლის მთა მიმზიდველია. მზის ამოსვლასაც იქ თუ შეხვდი, გონებიდან ვერასდროს ამოიგდებ. მეგობრების უკმაყოფილო საახებს გავხედე. 2 საათი აქ მოცდას სჯობდა, ფეხით წავსულიყავით. „მე დაველოდები, თუ მალე გაგვიშვეს, გზაში დაგეწევით“ - საჭესთან მჯდომმა შეწუხებულმა ამოილაპარაკა. როგორც აღმოჩნდა, ხუთი კილომეტრი სამანქანო გზაზე უნდა გვევლო და ერთიც ტყეში. „სალოცავზე ფეხით ასვლას აქვს მადლი“ - გავიფიქრე გულში. მზე აცხუნებდა. აღმართი იმატებდა. ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა ზურგი და სახე. დროდადრო ვისვენებდით. ცხენებით მომავალ ბავშვებს ვუცქერდით, ღამენათევ ნაცნობებს ვესალმებოდით და დღესასწაულს ვულოცავდით. რამდენი საათი ვიარეთ, უცნობია. როგორც იქნა საკარვე ადგილს მივაღწიეთ. სწორედ აქ ბანაკდებიან მოლაშქრეები, როცა ხვამლზე ღამისთევით მიდიან. ცოტაც და სამანქანო გზა დასრულდა. თავი ტყეს შევაფარეთ. საცალფეხო ბილიკს უამრავი ადამიანი მიუყვება. ჩამომსვლელი და ამსვლელი ერთმანეთს გზას უთმობს. წირვის დამთავრებამდე ცოტა იყო დარჩენილი. პოლიცია მართალი აღმოჩნდა, სალოცავზე ათასზე მეტი მანქანა იქნებოდა. ერთი მთავარი აღმართი დარჩა და ხვამლის მისტიკური მთაც გამოჩნდა. ამოვისუნთქეთ. დაღლილობის მიუხედავად ტემპს ვუმატეთ და აი ისიც... ხვამლის მთა თავისი იდუმალი სილამაზით შემოგვეგება. ტაძრის ირგვლივ მოფუსფუსე ხალხი შორიდანვე შევნიშნეთ. გორაზე ავედით თუ არა ბალახზე წამოვწექით და ცას ავხედეთ. არ გაგვიმართლა, მოწმენდილია. ღრუბლები არ სჩანან. არადა ღრუბლიან ამინდში აქედან გახედვას არაფერი სჯობს. უყურებ შენს დაბლა მოძრავ ღრუბლებს და 2002 მეტრზე სამყაროც სხვაგვარი გეჩვენება. ცასთან ყველაზე ახლოს ვართ. ყველაფერი ხელისგულივითაა გადაშლილი. ერთმანეთში შერეული თოვლი და ნაადრევად გაშლილი ყვავილები საოცარი სანახავია. მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, ხვამლის მთა მომლოცველებს ვერ იტევს. „სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი და საოცრებაა“, „პირველად ვარ, ემოციების დამალვა მიჭირს“, „ამ ადგილს ყოველ წელს ვსტუმრობ“, „მისით მონუსხული ვარ“... გახარებული ადამიანების ხმები აქა-იქ ჩამესმის. წირვას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე უძღვება. სტიქაროსნები და მამაოებიც გვერდით უდგანან. სვანეთის მგალობელთა გუნდი მთელი გულით საგალობელს ასრულებს. მათ ხმას ცხვრების ბღავილი ერწყმის. ბაწარშებმული, ტაძართან ძალით რომ ამოჰყავთ. ქარია. სანთელი ძლივს ავანთეთ. მეუფემაც დაასრულა პარაკლისის გადახდა და თავზე ხელის დადებით დაგვლოცა. ახალგაზრდებმა ფანდური აახმაურეს და ლეჩხუმური სიმღერები გააცოცხლეს. ირგვლივ ჰარმონია სუფევს. ყველა გრძნობს, რომ უფალი ახლოსაა. ფოტოების გადაღებას და ამ დღის კადრებში გაცოცხლებას მოვრჩით. მოგონებები ჩვენს სკივრში გამოვკეტეთ. ქართველებს ხომ ყოველი დღესასწაულის აღნიშვნა გვჩვევია, გამონაკლისი არც ეს დღეა. დაღმართზე დაშვებისას დამწვარი მუხრუჭების სუნმა შეგვაშინა. სიცხისგან მანქანებს ბოლო ასდით. მზე ხვამლის მთის წვერზე მოქცეულიყო და სხივებს არ იშურებდა. თავი მდინარე ჯონოულს შევაფარეთ. მისმა ცივმა და ანკარა წყალმა დაღლილობა გადაგვავიწყა. ლეჩხუმური სუფრა მალევე გავაწყვეთ. საღამომდე ენაცვლებოდა ერთამენთს სადღეგრძელოები, ლექსები, სიმღერები... არც ხვამლის მთის ლეგენდები დაგვვიწყებია. „ეს ხომ მეფეთა განძთსაცავია“, „არგონავტების მოგზაურობის არეალია“, „უძველესი ობსერვატორიის ადგილია“, „მითებისა და რეალობის გზაგასაყარია“ - ვიხსენებთ ამ ყველაფერს და ჯერაც უცნობ, იდუმალ ხვამლის მთას გავყურებთ... საათი 11:00-ს უჩვენებს. სახლში დაბრუნებამდე ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს. ხან დედა ეწერა და ხან - მამა. სასმელმა თავისი ქნა და ჩვენს კარგ გუნება-განწყობაზე იზრუნა. შინისაკენ დავიძარით. დღევანდელმა მოგზაურობამ საოცარი წუთები და წამები დაგვიტოვა. დაგვანახა, რომ “ხვამლობა“ წელს განსაკუთრებულია. თითქოს ექიმები, სახელმწიფოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები კი არა, ბუნება გვეუბნება, რომ ესეც გაივლის... თუ ხვამლის მთაზე ერთხელ მაინც ფეხს დადგამთ მიხვდებით, რომ ვირუსის ადგილი აქ არ არის. ეს ხომ სუფთა ჰაერის, ემოციებისა და უშიშარი, იმედით სავსე ადამიანების სამყოფელია. აქ, წამით მაინც, საერთო გასაჭირი დავიწყებას ეძლევა და საერთო რწმენა ბატონობს.##მოგზაურობა ##რეპორტაჟი ##კულტურა ##მისტიკა ##ნახელეჩხუმი
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi · 2 months ago
🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿 კორონავირუსის შემდეგ ლონდონში საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი, რადგან გამონაბოლქვი დედაქალაქის ყველაზე დატვირთულ გზებზე თითქმის 50%-ით შემცირდა. ლონდონის მერის, სადიქ ხანის, მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2017 წლიდან შემოღებულმა დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებებმა უკვე გამოიწვია დედაქალაქში მავნე აირის, აზოტის დიოქსიდის, ვარდნა 35%-ით. NO2 - შემცირდა 44% -ით. ♻️ბოლო ოთხი კვირის კარანტინის გამო ლონდონში, ყველაზე დაბინძურებულ ადგილებშიც კი, NO2 კიდევ შემცირდა 27% -ით. ხანი მიესალმა ტოქსიკური ნივთიერების მაჩვენებლის ვარდნას, მაგრამ თქვა, რომ ჩაკეტვის დასრულების შემდეგ აუცილებელია, გაგრძელდეს ლონდონის ტოქსიკური ჰაერის გაუმჯობესების მცდელობები. 🌲 ”სუფთა ჰაერი დროებითი არ უნდა იყოს. ასე რომ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ჩვენი გამოწვევა იქნება იმ შედეგების შენარჩუნება, რასაც მივაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები აჩვენებს NO2- ის დიდ შემცირებას, ჯანმრთელობისთვის კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ლონდონში ნაწილაკური დაბინძურება, რაც მეტწილად გამოწვეულია ხის დაწვითა და მეურნეობის სხვა საქმეებით. ✔️ელიზაბეთ ფონსეკა, ექსპერტი ევროპის გარემოსდაცვითი ფონდიდან, ამბობს, რომ სუფთა ჰაერის შენარჩუნება აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად. 😷”აზოტის დიოქსიდით დაბინძურება შემცირდა, მაგრამ ლონდონში ახლახან დაფიქსირდა საშიში ნაწილაკებით დაბინძურება. მხოლოდ ერთი დამაბინძურებლის რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში გაუმჯობესება არ ნიშნავს ფილტვებისა და სხვა დაავადებების გაქრობას." 🆘არსებობს მტკიცებულებები, რომ ბინძური ჰაერი განაპირობებს ფილტვების დაავადებებს, გულის შეტევას, ასთმას, გავლენას ახდენს ორსულობასა და ინტელექტის დონეზე. 🗣ორშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში ასევე წერია, რომ ხუთი ყველაზე დაბინძურებული რეგიონი, რომლებიც მდებარეობს იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, გამოირჩევა კოვიდ-19-ით დაღუპულთა მაჩვენებლით. კიდევ ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ პანდემიის წინა წლებში აშშ-ს ნაწილაკური დაბინძურება უკავშირდება კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს. ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში NO2-ის მაჩვენებელი დასაშვებს აღემატებოდა, განსაკუთრებით - ურბანულ რაიონებში. 🌲დაბინძურების დონის შემცირების პოლიტიკა გულისხმობს სუფთა ჰაერის ზონებსაც - მაგალითად, ლონდონში გამონაბოლქვის უკიდურესად დაბალ ზონას, სადაც დაწესებულია შეზღუდვა ყველაზე დამაბინძურებელ მანქანებზე. 🚲მაგრამ კორონავირუსული კრიზისის შედეგად ზოგიერთმა საბჭომ შეაჩერა სუფთა ჰაერის ზონების შემოღების გეგმა. ევროპის ბევრმა ქალაქმა და ბრიტანეთის ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაიწყო ველოსიპედითა და ფეხით მოსიარულეთა ამბიციური სქემების გაცნობა, რათა ხალხს შეეძლოს უსაფრთხოდ გადაადგილება და ეკოლოგიური სარგებლის შენარჩუნება სუფთა ჰაერისა და უსაფრთხო ქუჩების სახით. 🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿გარი ფულერი, ჰაერის დაინძურების ექსპერტი ლონდონის კინგის კოლეჯიდან, ხუთშაბათს მიესალმა გამოქვეყნებულ მონაცემებს და თქვა, რომ ლონდონში და სხვაგან შემოღებულმა პოლიტიკამ დაადასტურა, რომ შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრა. მან თქვა: ”ცუდი ჰაერის სუნთქვას ლონდონელთა ჯანმრთელობაზე მძიმე გავლენა ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში… მაგრამ ლონდონის ჰაერის ხარისხი საგანგებო მდგომარეობის გარეშეც უმჯობესდებოდა. ♻️აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი ლონდონის ცენტრში და ავტობუსის მთავარ მარშრუტებზე უმჯობესდებოდა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორიც აქამდე არ გვინახავს. 🧐ეს უნდა დავიმახსოვროთ სამომავლოდ. ამ წარმატებებმა აჩვენა, რომ ჩვენი ქალაქის ჰაერის დაბინძურება არ არის პრობლემური და მოქმედებებმა შეიძლება შედეგი მოიტანოს. ” 🌲პროფესორი სტივენ ჰოლგატის, ექიმთა სამეფო კოლეჯის ჰაერის ხარისხის მრჩეველის, თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ -19-მა გაანადგურა ბევრი რამ და თავს ქარიშხალივით დაგვატყდა, მან ადამიანებს დაანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნება და გარემო. მან დაამატა: ”ჩვენ, ყველანი, ველოდებით იმ დროს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა დასრულდება და გულწრფელი იმედი მაქვს, შევძლებთ, შევინარჩუნოთ ახალი ჩვევები სუფთა და გამწვანებული გარემოსთვის.”
Gvantsa Gadelia
Tbilisi · 3 days ago
ბეტონის ჯუნგლები ( ეკოლოგია)
ბეტონის ჯუნგლები. 4,5 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე აპოკალიფტური სიტუაცია იყო. 100 მილიარდი წლის შემდეგ, ის გამწვანდა, თუმცა მეტეორიტების წვიმამ, ლავამ და გამყინვარებებმა სიცოცხლე მასობრივად გადააშენა. თუ მსოფლიოს პანდემიის გამოჩენით გამოწვეულ დიდ მინუსს გვერდზე გადავდებთ, ვდგავართ საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე, რომლის მიზეზი არ სახელდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. გარემოს დაბინძურება ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია და საფრთხეს უქმის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკოსისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს. პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრებათ 200 000 წლის წინ გაჩენილ არსებებს - ადამიანებს. ჩვენივე ხელით ვამცირებთ სიცოცხლის ხანგრძლივობას, რადგან მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება წელიწადში სამი მილიონი ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ მიიჩნევა: უმთავრესად ტოქსიკური ნივთიერებები და ტრანსპორტის გამონაბოლქვი. ჩვენი უძველესი და ულამაზესი დედაქალაქი გადაიქცა „ბეტონის ჯუნგლებად.“ როგორ არ გავიგუდოთ „ბეტონის ჯუნგლებში“?! გააქტიურებული მანქანების სიმრავლიდან გამომდინარე, ჟანგბადი საგრძნობლად შემცირდა. იმისთვის რომ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიო, ჩვეულებრივ ცხოვრებაში თუ დაგვჭირდებოდა 10-15 წუთი, ჩვენ ვხარჯავთ 2 საათს, რაც გვართმევს ბოლო ძალებს. ჯერ კიდევ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. არადა სინამდვილეში, სიტუაციას „ბეტონის ჯუნგლები“ აკონტროლებს. უსულო არსება, რომელიც აიძულებს ადამიანებს თავისი წესების შესრულებას. თბილისი პატარა, თუმცა დიდი ენერგიის მატარებელი ქალაქია. ერთი შეხედვით, ისეთი თბილია, აქ ჩამოსული სტუმარი, გულგრილი ვერასდროს რჩება. იგრძნობა სასწაული ისტორია, ამას ემატება დედაქალაქის ირგვლივ შემორჩენილი გამწვანებული გარემო, შეიგრძნობ აურას, აღიქვამ ფერებს. თუმცა ტურისტის სტატუსიდან გამოსვლას ვერ ასწრებ და ეგრვე გრძნობ სიმკაცრეს. ხეების ადგილას მყარ ცათამბრჯენებსა და ჩამწკრივებულ მაღალსართულიან სახლებს, პოლიეთილენისა და ქაღალდის პარკების სიმრავლეს, დაუმთავრებელ მანქანების რიგსა და პლასტმასის ბოთლებით აკრაჭუნებულ ასფალტს. იგრძნობა უდიდესი ქედმაღლობა და უფრო მეტი ადამიანური ამბიციები. იმისთვის რომ სიცოცხლე გაიხანგრძივო, საჭიროა დაუპირისპირდე არა მხოლოდ შენს სისუსტეებს, არამედ გამუდმებით ებრძოლო“ ბეტონის ჯუნგლებს“. ეს პატარა ქალაქი უმოწყალოა. დასავლური ტექნოლოგიების კონცეფცია ასწავლის როგორ გახდე ყველაზე ძლიერი მონადირე, როგორ დაიპყრო სიმაღლეები. ის ხომ აბიციურია და არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება. ცუდი ეკოლოგიის პირობებში, კონკურენტების ფონზე, თბილისის მოსახლეობა მაინც მიიწევს წინ მიზნისკენ. ისინი საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა უბნებს არჩევენ. ერთიანი ძალისხმევა სასურველ ეფექტს მოიტანს. დედამიწაზე სტუმრად მოსულებმა უნდა ავიმაღლოთ შეგნება და არ დავაბინძუროთ გარემო სხვადასხვა სახის ნაგვით, რომელსაც ბუნება დიდი ხნის მაძილზე ვერ ამუშავებს. მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის შემცირება, ჩანაცვლება ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით. ფაბრიკა-ქარხნების მიერ გამფილტრავი მექანიზმების დაყენება. თითოეული ახალი ტექნოლოგიები უნდა იყოს ერთიან მოთხოვნათა სისტემაში. ამ სისტემის უმთავრესი ამოცანა კი, ეკოლოგიური უსაფრთხოება გახდეს. ყველაზე მთავარი და საინტერესო გამოწვევა „ბეტონის ჯუნგლებისგან“ არის ერთობა, იმის მოხერხება, თუ როგორ დააბალანსო ერთად სიმწვანე და განვითარება. გახდე ეკო-მეგობრული. მასზე გამარჯვება გაძლევს თავისუფლებას. შენ მოახერხებ ქალაქზე მაღლა აფრენას, ჩაისუნთქავ ჟანგბადს, რაც აქ გაკლია, დაინახავ ნამდვილ მზეს და რაც მთავარია ძალებსაც დაზოგავ. ვისწავლოთ ერთად გარემოზე ზრუნვა, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. #feedc #feedcgrant #ჯანსაღიცხოვრება #მეცნიერება #ტექნოლოგიები #ახალიამბები
AstroGeorgia
Tbilisi · 6 days ago
მალხაზ გველუკაშვილი - აზრები
1. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია. ყოველი მარცხი ჩვენი არასწორი არჩევანის და ყოველი უბედურება - ჩვენი გაურკვევლობის შედეგია. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ საგანთა არსი. არსში წვდომა საშუალებას მოგვცემს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი (ჰო, ან არა). გამოირიცხება შემთხვევითობა და წარმატება გარდუვალი გახდება. 2. ცხოვრება ომია, რომელშიც უნდა გამოვიწრთოთ, თუ გვინდა რომ ბიჯით წავიწიოთ წინ. გამარჯვება თავისით არ მოდის, ის უნდა მოვიპოვოთ. 3. იმისათვის რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა გაძლიერდე. იმისათვის რომ გაძლიერდე, აუცილებელია რომ გაათავისუფლო ნება მონობისაგან, გონება პირობითობებისაგან და რწმენა კერპებისაგან. თუ შენი ბრძოლა სამართალიანია და გჯერა რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან ბოლო სიმართლისაა... და ბოლოს, ნუ გეშინია, რადგან შიში და სიკვდილი მეგობრები არიან... 4. ყველა განუხორციელებელი მიზანი - ცარიელი მიზანია. მოქმედება მხოლოდ მაშინ იქცევა მოქმედებად, როცა მას განსაზღვრავს ნება. ამიტომ ამბობენ ძველი წმინდა და საკრალური წიგნები, რომ ადამიანები განისჯებიან არა თავიანთი აზრებითა და მიზნებით, არამედ მათი საქმეების მიხედვით. იმისათვის რომ ვიყოთ, უნდა ვიმოქმედოთ. 5. ნებისმიერი ფენომენის (ადამიანის, საგნის, სიცოცხლის და თუნდაც ზოგადად პროცესის) არსებობა პირდაპირ ან ირიბად კავშირშია სხვა ფენომენის წარსულთან, აწყმოსთან და მომავალთან. შეგრძნება იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობენ და მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, დაფუძნებულია ან არასრულფასოვან ცოდნაზე, ან ფენომენთა არსში წვდომის უუნარობაზე. 6. ლაო ძიმ ბრძანა - სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებიო. სახელი დეფინიციაა. ამიტომ ყველაფერს დაარქვით თავის სახელი და ის თავის საზღვრებში მოექცევა... ვეღარ გადმოკვეთავს თქვენს მიერ გავლებულ წითელ ხაზს. ნუ მოგერიდებათ!.. და ჩინელი ბრძენკაცის კიდევ ერთ ფრაზას გაგახსენებთ - უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება. 6. გაგება, გაცნობიერება, ცოდნა იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნაა ჭეშმარიტი ძალაუფლება. 7. გააცნობიერეთ საკუთარი "მე". ვერ იქნებით სხვისთვის ბოროტი, თუ გააცნობიერებთ რა საშინელების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ბოროტებას თქვენთვის... ამიტომაა ნათქვამი - შეიცან თავი შენი. 8. ტრანსცენდენტალური სიყვარული ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი. სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიებისა. ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს. მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში გვხვდებიან. ე.ი. სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაერი და არავითარი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ადამიანთა დაცემული ნების, იგივე ნებელობის შედეგნი არიან. ისინი სიყვარულის საპირწონე (დაპირისპირებულ) მცნებებად ვერ გამოდგებიან: რაც უფრო მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ - მთავარია სიღრმე და არა სიფართოვეო. P.S. როცა ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მწიგნობრობას,.. მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება. ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც არანაირი წიგნი რომ არ წაუკითხავს, სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსე. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები. მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა. ისინი არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატი-სექტანტებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვერ ხედავენ, არ იქცეოდნენ... ისინი ფეხზე იდგნენ, თავს ასწევდნენ და ზეცას ხედავდნენ, დაწევდნენ და მიწას... ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და ისინი ასეთები იყვნენ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო... ისინი იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს კაცი იდეაში... და როცა კაცი კაცია, მაშინ ქალიც ქალია... ხოლო კაცი, რომელსაც ქალი არ უყვარს, არც სამყარო უყვარს... 9. ღმერთი უსასრულო სიკეთე და სიყვარულია. მთელი სამყარო ლაპარაკობს მასზე და მის შესახებ; მაგრამ ყველაზე უკეთ მასზე მისი სიმშვიდე და სიჩუმე მეტყველებს. 10. ადამიანურობის ერთერთი არსობრივი საფუძველი თანაგრძნობაა. თუ ნაგავში ცხოვრობ და ნაგვის სუნი არ გაწუხებს, თავადაც ნაგავი ხარ! თუ შენს გარშემო ბოროტება ზეიმობს და შენ ეს არ გაწუხებს, უზნეო ხარ! თუ შენს გარშემო ხალხი შიმშილით იხოცება და შენ ყოველდღე სავსე სუფრასთან თუნდაც სიყვარულის, ანდა სიკეთის სადღეგრძელოს ამბობ, ნაძირალა ხარ!... ჰოდა, ეცადე იყო ადამიანი! 11. ყველაზე საშიში სამართლიანი მძვინვარებაა,.. განსაუთრებით მაშინ, თუ ეს მძვინვარება საყოველთაოა... ამიტომ უფრთხილდით სამართლიან მძვინვარებას! 12. თუ ნებისმიერ ორ "სიმრავლეს" აქვთ ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი, მაშინ ეს "სიმრავლეები"ერთმანეთზე ზემოქმედებენ ამ საერთო ელემენტის (ან ელემენტთა) მეშვეობით. ასე, რომ ერთი "სიმრავლის" მართვა გვეხმარება მეორე "სიმრავლის" მართვაში,.. მართვის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ელემენტთა რაოდენობაზე. p.s. ეძებეთ დღევანდელ ე.წ. საპარლამენტო პოზიციას და ოპოზიციას შორის საერთო ელემენტები და შეძლებთ როგორც რეალობის შეფასებას, ასევე პროცესების მართვას. 13. ყოველი სიტყვა თავის მოქმედების არეალში ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს. 14. ანტიქრისტე ჰიპერფიზიკური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავში ატარებს მკაცრად უარყოფით და დამანგრეველ პოტენციალს, მატერიალურ სამყაროში გამოვლენის შესაძლებლობით... ფრთხილად, მას ჩვენ უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით!.. ის ყოველდღე ცდილობს სხვადასხვა გზებით ჩვენს განადგურებას,.. ხოლო როცა გკლავენ და თავს არ იცავ, თვითმკვლელი ხარ!.. ჩვენ თუ არ გვინდა, ჩვენ თუ არ დავთანხმდით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა!.. სიყვარულისთვის ბრძოლა კურთხეულია... 15. ერთი და იგივე ქმედება, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე შედეგს იძლევა... გამოიკვლიეთ, რომელი ცვლილებები უფრო აუცილებელია და როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი (სამუდამოდ თუ არა, რაც შეიძლება დიდხანს მაინც) - ესაა წარმატების ფორმულა. 16. კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ, ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"... შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია. სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს. სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება,ბოროტია. ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია. 17. სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემის ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ... ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: "რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" /მათე 18.18/. დიახ, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს"... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა (მორალი, ზნეობა...), და მას ვერავინ გაექცევა... ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე - უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, რომ მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი მსოფლიური (იგულისხმება, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობა) ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანსცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი.სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი - წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი, და ა.შ.) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი (საიდან, ნუ მკითხავთ) და დაჯერება თქვენი ნებაა... და კვლავ დიდი მოწიწებით გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს - "ვისაც ყური აქვს, ისმინოს". 18. დაოსური ფიზიოლოგიის მიხედვით ანუსიდან ხუთი დიაგონალი გამოდის, რომელთა მეორე ბოლო თავის ტვინში, ყიფლიბანდთან იკრიბება, მანამდე გაივლის მთელ ტვინს... დასკვნა თავად გამოიტანე - შესაძლებელია ტვინდაზიანებული კაცი (ანალური სექსი იწვევს ანუსის დაზიანებას და აქედან ტვინის დაზიანებასაც) ნორმალურად აზროვნებდეს?.. 19. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფსევდო-ლონგინე წერდა: შემოქმედება, რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება, შემოქმედება არ არისო. უზნეო შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ ჩვენზე ასაღებენ ყველანაირ უსულგულო, არაესთეტიურ და უზნეო ნაგავს, როგორც გენიალურს, ჩვენ კი ვეყრდნობით რა ავტორიტეტთა ჭეშმარიტებას, ვღებულობთ და ვაღიარებთ ყოველგვარ ნაგავს და გვავიწყდება, რომ მთავარი ჭეშმარიტების ავტორიტეტულობაა... 20. აშუღურ (ე.წ. ქალაქურ) სიმღერებს გრიგოლ რობაქიძე ასე ახასიათებს - სომეხი მღერის ქართულ ენაზე სპარსულ ბაიათსო... მე დავამატებდი - სპარსული ბაიათის უნიჭო რემიქსს... საუბედუროდ მსგავსი "კულტურითაა" გაჯერებული ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესი... როგორც აზროვნებ, და აზროვნება კულტურაშიც გამოიხატება, ისეთივე ზნეობა და გემოვნება გიყალიბდება, და შენი ყოფიერებაც ისევე სტრუქტურირდება... და თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, პირველ რიგში ცნობიერება უნდა გავათავისუფლოთ პირობითობებისაგან, ან სხვაგვარად, საჭიროა ცნობიერების ტრანსმუტაცია... 21. "სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია." /ლუკა 11.34/ ჰოდა, დააკვირდით თვალებს: ერთი ბოროტია; სხვა შეშინებული; ვიღაც ალალია; ვიღაცის თვალები: ყველაფერი სულ ერთია, მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემს მერე თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო - გვეუბნება; ვიღაცის თვალებში სიყალბე ხატია... და კიდევ ბევრი მსგავსი... ჩახედეთ თვალებში, დაუკვირდით... თქვენ ხომ უკვე კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ამ თვალების პატრონები,.. ჰოდა, ასევე მოიქცევიან მსგავსი თვალების პატრონები... დაკონკრეტებას არ ვაპირებ, იმედი მაქვს თავად გაავლებთ პარალელებს და დასკვნებსაც თავად გამოიტანთ... დააკვირდით, და არა მარტო თვალებს: ადამიანის გამომეტყველება, მისი სულის ანარეკლია - ფორმას აზრი ჰქმნის... მისმა სიტყვებმა შესაძლებელია მოგხიბლოთ და დაგატყვევოთ, თუმცა სიტყვებს შორისაცაა შესაძლებელი ქვედინებების პოვნა, მაგრამ მისი გამომეტყველება, და განსაკუთრებით მისი თვალები, თუ დაკვირვებულები იქნებით - სიმართლეს ვერ დაგიმალავთ... გააკეთეთ ეს და ნაკლებად მოტყუვდებით... და გადარჩენის შანსიც გაგეზრდებათ: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" /იოანე 8.32/.
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 month ago
მომავლის აფხაზეთი
თითოეული ქართველის სულის ტკივილია აფხაზეთი,ის დაკარგული ტერიტორიები,რომლებიც,ფაქტობრივად,ნისლითაა დაფარული. ვერავინ ხედავს გარკვევით რა ხდება ,მხოლოდ ცოტაოდენი რამ ჩანს, ისიც მხოლოდ , ანარეკლი სინამდვილის. მინდა მოგითხროთ ჩემი ისტორია რიგითი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანის და პატარა ექსკურსია ჩავატარო იქაურობაზე,ხალხის ყოფა-ცხოვრებზე ენგურს მიღმა და მინდა ვისაუბრო მომავლის აფხაზეთზე. მე ნინო ცუცხუბაია ვარ აფხაზეთიდან,კერძოდ კი გალის რაინში სოფ.საბერიოში ვცხოვრობ ახლა ვსწავლობ თბილისში,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე კურზე ჩემს კურსელებს ხშირად ვუყვები ჩემს აფხაზეთზე,თუმცა ძალიან მინდა,რომ მათ შეეძლოთ აფხაზეთში ჩამოსვლა,რომ თვითონ იგრძნონ აქაური სითბო და სიყვარული. სუფთა ჰაერი, კამკამა ლურჯი ზღვა,სულ სხვანაირად მცხუნვარე მზის სითბო და მშვენიერი ბუნება აი რა მიიქცევს უპირველეს ყოვლისა თქვენს ყურადღებას აფხაზეთში. ძალიან მიყვარს აფხაზეთი,მისი დედაქალაქი სოხუმი,ჩემი სოფელი საბერიო, სადაც დავიბადე,გავიზარდე და ავიდგი ფეხი და საერთოდ აფხაზეთის ყველა კუთხე-კუნჭული მიყვარს,მეამაყება რომ აფხაზეთში დავიბადე და ვერცერთი ადგილი ვერ შემიცვლის ამ პატარა სამოთხეს. მე დღეს მომავლის აფხაზეთზე უნდა ვილაპარაკო,მაგრამ არ შემიძლია მომავლის აფხაზეთზე ვილაპარაკო ისე,რომ არ შევეხო მის წარსულს და აწმყოს,რადგან სწორედ წარსულმა განაპირობა ის თუ როგორ არის ეს საკურორტო მხარე ასეთი გავერანებული,გულს მიკლვს აფხაზეთში პატარა კოხტა გადამწვარი სახლების ცქერა.ერთ დროს ხალხმრავალი,მრავალერიანი ქალაქებიდან ნანგრევები,რომ არის დარჩენილი ძალიან მოქმედებს ჩემზე. დღეს ეს ლამაზი,მუდამ მზიანი,წარმტაცი მხარე ქართველი ერისათვის შეუღწევადი და შორეული გახდა.ქართველ ერს მისი მშობლიური მიწა-წყალი წაართვეს და გულამოჭრილი დატოვეს,ის საქართველოს ისე არის მოგლეჯილი,როგორც დედას შვილი. აფხაზეთი არის ჩემი დიდი გულის ტკივილი.მტკივა ძალიან,რომ საქართველოს ნაწილი მოჭრილი აქვს. არმინდა,რომ მომავალშიც ძმებს შორის ზიზღი და სიძულვილი სუფევდეს,სიძულვილი,ხომ საშინელი რამაა,რომელმაც კაცობრიობა შეიძლება დაღუპოს. მინდა,რომ საქართველო გაბრწყინებული იყოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მინდა,რომ საქართველო სრულყოფილი იყოს და ძმებს შორის კვლავ დამყარდეს ურთიერთკავშირი,სიყვარული,მეგობრობა,ერთიანობა და დაფასება. გამოსავალი?გამოსავალი ჩემი აზრით კი არის სიყვარულით მოპოვებული ნდობა,რომელიც გააქარვებს ზიზღს ძმებს შორის,უნდობლობას და საბოლოოდ გაიმარჯვებს მშვიდობა,რადგანაც ისტორიული მაგალითებით ბევრჯერ დამტკიცდა ეს ჭეშმარიტობა: "რაც მტრობას დაუნგრევია,სიყვარულს უშენებია“. მოვა დრო და აფხაზეთში ქართველები კვლავ დაბრუნდებიან და აფხაზებთან ერთად,როგორც წარსულში,ერთმანეთის სიყვარულით ავაშენებთ მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს! მჯერა,რომ მთავარია ხალხის ერთად დგომა,ურთიერთსიყვარული,მიტევების უნარი და „ბინძური“ პოლიტიკა უძლური აღმოჩნდება ქართველი და აფხაზი ხალხის ომახიანი ყიჟინის წინაშე: „ჩვენ გვინდა მშვიდობა!“. მომავლის აფხაზეთი წარმომიდგენია გაერთიანებული, ტკივილმოშუშებული და გაბრწყინებული,რადგან საქართველოს დასაწყისი მიწა,სწორედ აფხაზეთია. აფხაზეთი - არის საქართველოს უნიკალური,გამორჩეული მხარე თავისი ადათწესებით, ტრადიციით,ბუნებითა და ხალხით,ეს საკურორტო მხარე სტუმართმოყვარე და ულამაზესია,რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს. შეიძლება შავი ზღვისა და მისგან მონაბერი ნიავის მიზეზია,რომ აფხაზეთში ბუნებასაც უყვარს უცნაური ხუმრობები,რადგან შეიძლება შუა ზამთარში აქ აყვავდეს მიმოზა და გაზაფხულის ნაადრევ მოსავალში დაგარწმუნოს,წელიწადის ყველა დრო განსხვავებულია და თავისი ხიბლი აქვს. აფხაზეთი - უფრო სულის ნაწილია,ვიდრე უბრალოდ კუთხე საქართველოსი. უცნაურად დაკლაკნილი გზა ბზიფის ხეობას,რომ მიუყვება მაღლა-მაღლა და საცაა ცას რომ მიუახლოვდება,იქ რიწის კამკამა ტბაც,რომ შეგხვდება თვალუწვდენელ მთებს შორის ჩამდგარი,მაღალმთიანი კურორტი ავადჰარა თავისი სამკურნალო წყლებით,ბიჭვინთა უძველესი ტაძარ-სამარხებით. აფხაზეთში ყველაზე ლამაზი ზაფხული იცის,რადგან სიყვარული დაბადაბულა ბიჭვინთისა და სოხუმის ულამაზეს პლაჟზე.. მინდა,რომ მომავლის აფხაზეთის სული არ იყოს დაყოფილი და დანაწილებული, მომავლის აფხაზეთში უნდა დაბრუნდეს საკუთარი მიწიდან აყრილი ათასაობით ადამიანი და მოფენილი მთელ საქართველოს თუ უცხო მხარეს,ასე დიდ ხანს არ უნდა გაგრძელდეს,მომავლის აფხაზეთი უნდა შეიკვრეს და დაშლილი სული გამთლიანდეს. მინდა,რომ მომავლის აფხაზეთში ქართველმა ქართულად იმეტყველოს,პირველ კლასელმა სწავლა დედაენით დაიწყოს და არა რუსული „აზბუკით“,მინდა რომ აფხაზეთის გული და სული გამთელდეს,გავერანებული ადგილები,ისევ აყვავდეს,ძებმა ერთმანეთი ისევ შეიყვარონ,ლურჯი ცა და მშვიდობა სუფევდეს. ყოველთვის,როდესაც აფხაზეთში მივდივარ ვფორიაქობ,როგორც ბავშვობაში განიცდიან ბავშვები ფორიაქს,როცა სადმე მიდიან და ღამე კარგად არ ძინავთ. ვფორიაქობ,რადგან სახლისკენ მიმავალი გზა ყოველთვის რთულია და დაბრკოლებებით აღსავსე,მაგრამ აფხაზეთი ჩემი სიცე-სიმაგრეა და იქ ჩავალ თუ არა ფორიაქიც მთავრდება და მინდა,რომ ეს ფორიაქიც დამთვარდეს,ყველა დაბრკოლება მოიხსნას აფხაზეთში ჩასვლისა და გამთლიანებულ საქართველოში ვიცხოვროთ მომავალში.#აფხაზეთი #სოხუმი #პოლიტიკა #sokhumidaily
Gode Marr
Tbilisi · 4 months ago
თვითმკვლელთა თაობა.
21-ე საუკუნის ახალი ათწლეულის დასაწყისში საქართველოში და უფრო მეტად თბილისში იმატა თინეიჯერთა თვითმკვლელობის შემთხვევებმა. საზოგადოებამ ამ თემასთან დაკავშირებით კითხვების დასმა დაიწყო,შეიცხადა და დანანებით გააქნია თავი.თუმცა რა არის იმის მიზეზი რომ 13-17 წლის ახალგზრდები თავს იკლავენ.ამ სტატიაში მინდა ამ მიზეზებზე ვისაუბრო და დავამტკიცო,რომ მეტწილად თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამ ყველაფრის შეცვლა. ოჯახი და საცხოვრებელი გარემო. ჩემი თვალსაზრისით ამ ყველაფრის თავი და თავი საცხოვრებელი გარემო და ოჯახია,რადგან ადრეულ ასაკში სწორედ ამ ორ ადგილას ყალიბდება პიროვნების ფსიქოლოგია და ფსიქოლოგიური მდგრადობა.ოჯახის დანიშნულებაა მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია მოზარდს იმ შედეგებზე რაც მის საქციელს შეიძლება მოჰყვეს და ასწავლოს,რომ თუ რაიმეს ჩაიდენს უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე,თუმცა,სამწუხაროდ ხშირადაა რომ გამეფებული,ამორალური აზროვნება იძლევა მშრალ პასუხებს იმაზე რომ რაღაც ცუდია და რაღაც კარგი.აქ პრობლემა არც მშობლებშია რადგან ამ სისტემას თაობებში აქვს ფესვები გამჯდარი,რაღაც ეტაპამდე პასუხი ცუდია და კარგია, დამაკმაყოფილებელია.თუმცა,როდესაც ადამიანი იწყებს აზროვნებას უჩნდება კითხვები თუ რატომაა ცუდი ან კარგი და როდესაც პასუხებს ოჯახისგან ვერ იღებს უწევს ამ პასუხების მიღება საცხოვრებელი გარემოდან.შესაბამისად,სრულად შესაძლებელია გარემოს აზრი სრულად მცდარი იყოს და ჩამოყალიბების პერიოდში მყოფი ფსიქოლოგია სრულიად შეიპყროს.რაც შემიძლია ვთქვა გარემოზე არის ის,რომ თუ გარემო არის შემდგარი სოციუმისგან,რომელიც არის ბუნებით ბულერი ხშირად ხდება ფსიქოლოგიური წნეხის საშუალებით ადამიანის გატეხვა და მიყვანა თვითმკვლელობამდე. განათლების სისტემა. განათლების სისტემა,რა თქმა უნდა,ვერ უზრუნველყოფს მსგავს საკითხებს,მაგრამ სწორედ სისტემას შეუძლია დანერგოს ნაკლები აგრესია მოზარდებში,თუნდაც კვალიფიციური პედაგოგების ყოლით,რომელებიც კოფნლიქტს უბრალოდ არ შეაქცევენ ზურგს ან არ ჩაფარცხავენ თითქოს არც კი მომხდარა.საჭიროა პედაგოგებმა გაიარონ კონსულტაცია ფსიქოლოგებთან თუ როგორ უნდა მიუდგნენ კონკრეტული მიდრეკილების მქონდე ახალგაზრდებს, რადგან არ არსებობს სრულად შეთანხმებული ორი ადამიანი და შეიძლება მცირე კონფლიქტმაც კი დაიწყოს ჯაჭვური რეაქცია,რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგები მოაქვს.ჩემთვის დღევანდელი პედაგოგების უმრავლესობის კვალიფიკაცია ეჭვქვეშ დგას რადგან ბევრი შემთხვევა სწორედ მათი დაუდევრობით ხდება და არ ესმით იმ პროფესიის აზრი რასაც ქვია იყო პედაგოგი.ეს არ არის უბრალოდ სამუშაო ადგილი სადაც მიხვალ გააკეთებ შენს საქმეს და წამოხვალ. მართალია ისიც რომ ფინანსური თვალსაზრისით მასწავლებლები კაპიკეპს იღებენ და ამაზე პასუხისმგებლობა განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს,მაგრამ თუ პედაგოგი არ არის მოწოდებით პედაგოგი და არ უყვარს საქმე მისი მოტივი ყოველთვის იქნება უფრო მეტი თანხის მიღება და არა ის რაზეც ზემოთ ვისაუბრე. გაქვავებული ურთიერთობები ერთი შეხედვით შეიძლება ვერ დავინახოთ , მაგრამ ყოველდღიური ურთიერთობებისას ადვილად შევამჩნევთ,რომ საზოგადოება ძალიან გაცივდა.შესაძლოა ქუჩაში როდესაც ერთმანეთს ვუყურებთ,ვიღიმით და ვესაუბრებით ,ეტიკეტის ფარგლებში,თუმცა ,რეალურად უმრავლესობისთვის ეს უბრალოდ ფორმაა რითაც იგი არ გაიკიცხება.რა თქმა უნდა ეს არ ეხებათ მათ ვისთვისაც ეს ბუნებრივია,მაგრამ რამდენად არის ჩვენი ქალაქი სავსე მსგავსი ბუნებრივი ადამიანებით მეორე საკითხია.სწორედ ახალგაზრდებს შორის არის ურთიერთობები უფრო ბუტაფორიული კონკრეტულ გამორჩენაზე ან კონკრეტულ სოციუმში სპეციფიკური ადგილის დაკავებაზე გათვლილი შესაბამისად ყოველთვის რჩებიან ადამიანები,რომლებსაც არ შეუძლია კომუნიკაცია ისე როგორც სხვებს .ზუსტად ეს არის ჯაჭვური ეფექტი.პიროვნება მარტოა მას ხელს არც პედაგოგი უწყობს,არც გარემო,არც ოჯახი აძლევს პასუხებს რადგან ოჯახი დილიდან საღამომდე მუშაობს იმისთვის,რომ მას მატერიალური უზრუნველყოფა არ მოაკლდეს სწორედ აქ გადის ხაზი მატერიალიზმსა და არამატერიალიზმს შორის.ხშირია შემთხვევები როცა ასეთი ახალგაზრდები იღებენ მორალურ თუ ქცევით კანონების კრებულს რომელსაც შავი სამყარო ქვია. შავი სამყარო რაღაც დროის უკან ვიტყოდი რომ ეს საჭიროა ყველა ადამინის ცხოვრებაში მანამ სანამ არ მივხვდი რაოდენ დიდ კვალს ტოვებს თითოეული ინდივიდის ფსიქოლოგიაზე.რეალურად საბჭოთა სისტემის რეკეტი აღარ არის ისეთი პოპულარული თუმცა ხშირად სწორედ ამ რეკეტის საშუალებით ხდება ნებისმიერი პიროვნება ბულინგის,გაქურდვის,ლაფის დასხმის თუ სიკვდილის მსხვერპლი.თუნდაც ბევრია შემთხვევა როცა ეს სისტემა ითრევს პიროვნებას მასში და საბოლოოდ სანამ ფსკერზე არ ჩადის ვერ ფხიზლდება მისი გავლენიდან ამ დროს შესაძლებელია აკეთოს ყველაფერი ის რაც მის მე-ს რეალურად არ უნდა,რომ აკეთოს,თუმცა,მანიპულაციის ძალა საკმაოდ მყარია.ამ დროს შესაძლებელია დაუშავო ადამიანს ატკინო და შემდგომ ინანო თუმცა ამ ყვეალფერს ვეღარ შეცვლი და რატომ გამოდის პიროვნება ქუჩაში იმიტომ რომ ვერ იღებს საკმარის სითბოს და მხარდაჭერას იქ სადაც არის მასში აგრესია გროვდება საბოლოოდ კი ხდება თავად ის,ვინც ასე ეზიზღებოდა. ეს არის ის ყვეალფერი რაც მარტივად ვიფიქრე რომ იწვევს იმ საშინელ შედეგებს რაც ჩვენ წინაშე დგას.იმედია ხვდებით,რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ამ ყველაფრის შეცვლა.ეს არ არის ბრძოლა არც სისტემის წინააღმდეგ არც ბრბოს წინააღმდეგ ეს არის ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ მივიდეთ მათთან ვისაც ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ! #opinion #photo Tbilisi
Keso Bigvava
Tbilisi · 1 month ago
საუკეთესო გრიმის 5 მაგალითი კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში – ქეთო ჩანთაძის რეკომენდაცია
თუ კინომოყვარული ხართ, ალბათ არაერთი მაგალითის გახსენებას შეძლებთ, როცა ფილმის ერთ-ერთ გამორჩეულ და ძლიერ მხარედ სწორედ გრიმიორის ნამუშევარი იქცა. პერსონაჟების გარდასახვა, მათთვის განსაკუთრებული ხასიათის მორგება, ან სულაც ახალი პერსონაჟის შექმნა – ეს კინოგრიმის ხელოვნება და მისი შესაძლებლობებია. ქეთო ჩანთაძე ერთ-ერთი ის ქართველი პროფესიონალია, რომელმაც კინოგრიმის მიმართულებით საუკეთესო განათლება მიიღო – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ჰოლივუდის Cinema Makeup School-ში გავლილი სასწავლო კურსი. ქეთოს ვთხოვეთ Fashionholics Online-ის მკითველებისათვის დაესახელებინა მისი რჩეული 5 ფილმი, რომლებშიც გრიმიორის იდეალურ ნამუშევარს ვხვდებით. პირადად ჩემთვის მთავარია, გრიმი ისეთ დონეზე იყოს შესრულებული, რომ მას არაფერი ეტყობოდეს. ის უნდა ტოვებდეს განცდას, რომ რასაც ვუყურებთ გვითრევს შიგნით და არსად გვხვდება რაიმე დეტალი, რომელიც სიყალბის განცდასთან ასოცირდება. Bombshell წელს გამოვიდა. ოსკაროსანმა გრიმიორმა კაზუ ჰირომ ახალი მიდგომებით და ტექნიკის დახმარებით შეძლო შარლიზ ტერონი იმდენად მიემსგავსებინა მეგან კელისთვის, რომ ძალიან ბევრი ვერც მიხვდა, რომ ფილმში თავად კელი არ მონაწილეობდა. ცხვირის ფლაანგები გამოყენებულია ხმის დასაწვრლებლად და ნესტოების გასაფართოებლად. შეცვლილი ცხვირის ფორმა, დამძიმებული ქუთუთოები და აბსოლუტური ტრანსფორმაცია – ეს ყველაფერი იმდენად ბუნევრივად არის შესრულებული, რომ წარმოუდგენელია შთაბეჭდილება არ მოახდინოს. ასევე კაზუ ჰიროს ნამუშევარია ფილმი DarkesT Hour, რომელშიც გარი ოდლმანი გარდაქმნა ჩერჩილად და ნამუშევრისათვის ოსკარიც მიიღო. Godfather ეს ფილმი არის ტრანსფორმაციის უნიკალური შედევრი. მარლონ ბრანდოს ასე დაბერება და გარდასახვა ყბის ფლაგიმებით არის უნიკალური და ძალიან ბუნებრივი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი გარდასახვა იმ დროიდან, დღემდე. Game Of Thrones სერიალის მე-6 სეზონი გრიმით მართლაც გამოირჩევა. საზარელი სცენები ძალიან დამაჯერებლად და რეალისტურად არის შექმნილი. Hellboy ფილმი (ბოლო ნაწილის გარდა) არაჩვეულებრივი რეპრეზენტაციაა ფენტეზის გმირების გაცოცხლების. როდესაც არარსებული პერსონაჟები ჩნდებიან ფილმში, ძალიან მნიშვნელოვანია ისინი დამაჯერებლად გამოყურებოდნენ. ზოგადად, დელტოროს ყველა ფილმი ხელოვნების ნიმუშია გრიმის კუთხით. მის ფილმებში საოცარი ფანტაზიით, ფერთა გამით და ვირტუოზული შერსულებით ვნახავთ უამრავ გმირს, რომლებსაც თვალს ვერ მოვწყვეტთ. The Fifth Element მეხუთე ელემენტი” – ეს არის კიდევ ერთი რჩეული ნამუშევარი, რომელშიც ერთად იყრის თავს მაღალი მოდისა და გრიმის ნაზავი. ასევე დაცულია ის ბუნებრივი მახასიათებლები, რომლებიც სიტუაციიდან გამომდინარე, სრულყოფილად არის შესრულებული. მაგალითად – აბსოლუტურად უმაკიაჟო მილა იოვოვიჩი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორ აღქმას. ზოგჯერ, გმირი არათუ არ მოითხოვს მაკიაჟს, არამედ მოითხოვს მეტად შესუსტებას ან ნაკლებად მიმზიდველად წარმოჩენასაც კი. ეს არც ისე მარტივი საქმეა, ამ მისიის ბუნებრივად შესულება კი ნამდვილად სამაგლითოა კინო ინდუსტრიაში. Jean Paul Gaultier-ის კოსტიუმები გრიმთან ერთად, საერთო ჯამში, დაუვიწყარ ვიზუალიზაციას გვაძლევს.#გრიმი #კინომატოგრაფია #ცნობილიფილმები #ქეთოჩანთაძე #კინოთმცოდმე Tbilisi
+4
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ჯოკერი , კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცი 80 წლისაა
🤯 ზუსტად 80 წლის წინ შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი და ცნობილი უარყოფითი პერსონაჟი, ჯოკერი.🤡🃏 🃏 ჩემი აზრით ლეჯერმა, ნიკოლსონმა და ფენიქსმა ის ლეგენდად აქციეს 🤫 მაგრამ ლეჯერი ნომერ პირველია ჩემთვის 🎖️ბოლო -ბოლო პირველი ოსკაროსანი ჯოკერია, რომელმაც ჯოკერის რეიტინგი ისე აწია, თვით ბეტმენსაც და ადამიან ობობასაც გადაუწსრო რეიტინგით 🤫 💥 ცოტა რამ ჯოკერის პერსონაჟის შესახებ 💥 🃏 სუპერბოროტმოქმედი ჯოკერი შექმნილია DC _ ის კომიქსების მიხედვით , როგორც ბეტმენის მტერი და მისი დებიუტი შედგა კომიქსში Batman #1 რომელიც გამოვიდა 1940 წელს. შემქმნელებმა ჯოკერის ძირითადი ვიზუალური მხარე აიღეს 1928 წელს გადაღებული ფილმიდან “ადამიანი რომელიც იცინის” 🤯 , სადაც ფილმის მთავარ გმირს არასწორად ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად სახეზე მუდმივი ღიმილი აღბეჭდება და მას თეთრი გრიმის მეშვეობით ფარავს. ბეტმენის კომიქსის სცენარისტი ჯერი რობინსონი პირველ ნომერზე მუშაობდა როდესაც მან სამუშაო მაგიდაზე ჩვეულებრივი ჯოკრის კარტი შენიშნა, აი ასე შეიქმნა ეს გამორჩეული პერსონაჟი. 💛🤯 🤡 ჯოკერს ეძახიან კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცის და სიძულვილის კლოუნს. თავიდან ის იყო სრულიად შეშლილი მკვლელი, ეშმაკისეული ინტელექტით და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, რომელსაც არავინ ებრალება და არაფერს არ ნანობს ( კომიქსში იხსენებს თუ როგორ ააფეთქა საბავშო ბაღის ეზო). როდესაც კომიქსმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა ჯოკერის პერსონაჟი შეცვალეს ექსცენტრული, ხუმარა,მაგრამ უვნებელი ჯოკერით რის შემდეგაც შკარა გახდა რომ პირველ ჯერზე ბევრად პოპულარული იყო. 💥 🤯ჯოკერი განსხვავდება სხვა სუპერბოროტმოქმედებისაგან 💥. 💥პირველი, მას არ გააჩნია არანაირი სუპერ ძალა (ტელეკინესური, მაგიური და ა.შ) ჯოკერის ძალა მის სიგიჟეშია. მას არაფრის არ ეშინია რაც ახასიათებთ მხოლოდ შეშლილებს. მისი გეგმები იმდენად დახვეწილია, რომ მისი ამოხსნა გენიოსებსაც კი არ შეუძლიათ. მას არანორმალური გონება აქვს. მას არ გააჩნია საზღვარი, არანაირი შეზღუდვები და მორალი, მას შეუძლია ნებისმიერს უღალატოს და დასცინოს, თავის ტყვიით გახვრეტილ მუხლებსაც. ერთ-ერთმა ავტორმა ის მოიხსენია როგორც სუპერ-სწორადმოაზროვნე რომელსაც შეუძლია სწორად იაზროვნოს ამ შეშლილ და მუდმივად ცვალებად სასტიკ მსოფლიოში. 💥 🤯 მეორე, ჯოკერს არ გააჩნია არანაირი ლეგენდარული წინაისტორია,რაც ხსნის მის ჩამოყალიბებას როგორც ჯოკერი. სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაირად ყვებიან მის ისტორიას, თვითონ ჯოკერი კი ამბობს:”არმახსოვს რა იყო წარსულში, მაგრამ ესე ნამდვილად არ ყოფილა… და თუ მაინც გაინტერესებთ ჩემი წარსული შემიძლია შემოგთავაზოთ მრავალგვარი და თქვენ აირჩიეთ” ამით ის გვაჩვენებს მის ამოუცნობ ძალას, წარმოქმნას ქაოსი და გაიკვლიოს გზა მასში თავისუფლად. 💥 💥🤡 მესამე ,ბოროტმოქმედები ცდილობენ უბრალოდ გაუსწორდნენ “ღამურას” (ბეტმენს) ჯოკერი მას უყურებს როგორც თითქმის მეგობარს, რომელთანაც სურს ითამაშოს დაუსრულებელი კატა-თაგვობანა.მისი მიზანი არ არის მოწინააღმდეგის განადგურება, მისი მიზანია თვითონ შეწინააღმდეგების პროცესი, მას უნდა აჩვენოს ბეტმენს რომ ისიც ისეთივე შეშლილია როგორც თვითონ, სარკისებური ანარეკლია ჯოკერისა. მისი გარეგნობა (თოვლივით თეთრი კანი, წითელი ტუჩები, მწვანე თმები, იასამნისფერი კოსტუმი) და გენიალური მაგრამ შეშლილი გონება, აქცევს მას დაუვიწყარ პერსონაჟად, ის არ კარგავს ფანებს უკვე 70 წელია. 🤡🤯 🤡🃏 ჟურნალ Wizard-ის გამოკითხვებით ჯოკერი 100 ყველა დროის საუკეთესო დამნაშავეს შორის პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გავიდა IGN-ის გამოკითხვებში, სახელწოდებით ”კომიქსების 100 ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედი” . მერვე ადგილი დაიკვა ჟურნალ Empire-ს გამოკითხვაში – ისტორიაში არსებული კომიქსების საუკეთესო ქმნილებები (თუმცა სუპერბოროტმოქმედებს შორის მან პირველი ადგილი აიღო). ყველა დროის, კომიქსებში გამოგონილ სუპერბოროტმოქმედებს შორის, ჯოკერს მსოფლიო გამოკითხვებით პირველი ადგილი უკავია. 🤡🃏 🎖️💛 ჰიტ ლედჯერი გახდა პირველი მსახიობი რომელმაც კომიქსის მიხედვით გადაღებულ ფილმში მონაწილეობისთვის მიიღო ოსკარი.ოსკარის მისაღებად გარდაცვლილი მსახიობის მაგივრად გამოვიდნენ მისი მამა, დედა და და. ლედჯერის ჯოკერის წყალობით ფილმმა უდიდესი მოგება ნახა. 2009 წელს განიხილებოდა ოსკარზე წარდგენილი ფილმების რიცხვის გაზრდა, რადგან ხალხი გამოთქვამდა პროტესტს იმის გამო, რომ 2008 წელს “ბნელ რაინდს” ოსკარი არ მიენიჭა. ფილმმა 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმის წოდებაც კი მიიღო. მთავარი სენსაცია კი ის არის, რომ ჯოკერმა რეიტინგით გაუსწრო თვით ბეტმენს, ადამიან-ობობას და სუპერმენს.🎖️💛#joker #hollywood #news #goodplaces #photo #art #opinion #business #design Tbilisi Kutaisi Batumi
ვანო ჯავახიშვილი
Tbilisi · 9 months ago
ჩემს უბანში ერთი მაღაზია იყო წლების წინ.როგორი მაღაზია იციი?აი „ბუტკებს“ რომ ეძახდნენ და ბნელი ოთხმოცდაათიანების შიშით,არიქა ღამე ვინმემ არ გაგვიტეხოს მინი სუპერ მარკეტიო, საღამოს მთელი საქონელი ხელის ურიკაზე რომ ეტეოდა და სახლში მიქონდათ...ეს მაღაზია ერთი ქალბატონს ეკუთვნოდა და „ნოქარიც“თითონვე იყო იმიტომ რომ ჯერ მაშინ სიტყვა გამყიდველი,კონსულტანტი და ბიზმესმენი უცხო ხილი იყო...ამ ხის ფიცრულის გვერდით პატარა მაგიდა და სკამი იყო და მთელი უბნის ნაღები საზოგადოებაც იქ იყრიდა თავს.რა ექნათ,სამუშაო მაინც არავის ქონდა და მარინაც ნისიათ ატანდა ვის როგორ შეეძლო...მოკლედ ბიზნესი და ნისია ვერ მორიგდნენ და მარინემაც დახურა მინი სუპერ მარკეტი.ბირჟა კი ისევ აგრძელებდა მუშაობას...წლები წლებს მისდევდა და ფიცრული „ბუტკაც“ ბერდებოდა,ხოდა სიბერისგან თუ იმისგან რომ მთელი ბირჟა ზედ ეყუდებოდა გვერდზე მიწვა ნელნელა...მერე ვიღაცამ ათაპაპის დროინდელი კლიტეც ჩამოაძრო კარებს და ზამთრის ბირჟამაც ლოკაცია შეიცვალა,„ბუტკაში“ შეიტენა.პატარა მაგიდა და სკამები კი იყო და მთელიდღე დომინოს რახარუხი მიდიოდა,„ჩოტკიც“ მარინას ნაქონი იქვე დაგვხვდა.ნისიების რვეულების დასტებიც ადგილზე იყო და ხანდახან აქაიქ დარჩენილ სუფთა ფურცელზე „ჯოკერსაც“ მოსცხობდნენხოლმე ბიჭები...ერთი ასეთი „ჯოკრის“ დღეს გამწარებით რომ ვეძებდი ნისიების რვეულში სუფთა ფურცელს,ყურადღება მიჯრით მიწყობილმა სტრიქონება მიიქცია.დავუკვირდი და ლექსია.უავტოროდ....წავიკითხე და იმ წამს ათასმა გრძნობამ დამრია ხელი.გაკვირვება და აღტაცება ერთმანეთში აირია.სიხარულიც და ბრაზიც...თეთრი და შავი შურიც....მარინეზე ცუდს უბანში ვერ გაიგებდით,იდეალური დედა და მეუღლე იყო.ამ ლექსმა კი სულ სხვა კუთხიდან დამანახა ეს ქალი.დიდხანს,ძალიან დიდხანს ჩემში ერთმანეთს ბევრი გრძნობა ებრძოდა.არ მინდოდა დამეჯერებინა რაც ლექსში ეწერა,არ მინდოდა მარინაზე წარმოდგენა შემცვლოდა....მარა ბოლოს მაინც პოეზიამ გაიმარჯვა და ჩავთვალე რომ ლექსი მას არ ეკუთვნოდა და საიდანმე გადმოიწერა...ამ გრძნობამ სულის სიმშვიდე მაპოვნინა... ესეც ლექსი ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით... კარგა ხანია რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით, უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა, სწორედ ამიტომ არვინ იცის მე და შენს გარდა - თუ რა ტკბილი და რა მწარეა ყველა შეხვედრა, ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა... როცა შენთან ვარ,მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი, ხმამაღლა ვერა,მაგრამ ჩუმად ვარ ბედნიერი... მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს,სხვაგვარი ეშხი... ამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში... რა ოცნებებით შევცქეროდით ცას,რა გარინდებით, თუმცა კი ვიცით რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით... და მაინც ჩემო არა ვნანობ რომ ასე მოხდა... ჰო,წუხელ მართლა,რა საოცრად,რა თეთრად თოვდა....
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
გაქცევა შოუშენკიდან ( ჩემი შეფასება) ჩემთვის ნომერ პირველი ფილმი
ფილმი „გაქცევა შოუშენკიდან“ ეხება ყველაფერ ცხოვრებისეულს. ფილმში აღწერილია ენდი დიუფრეინის ცხოვრება შოუშენკის ციხეში. აღნიშნული პირი ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაშია ბრალდებული. ციხეში მყოფი თითოეული პირის ვალდებულებას და მოვალეობას წარმოადგენს ციხის საკმაოდ მკაცრი წესების დამორჩილება და მათი შესრულება. საპყრობილეში აკრძალულია ღვთის გმობა, ბადრაგებს კი მხოლოდ და მხოლოდ ორი რამის სწამთ:ღმერთის და დისციპლინის. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მხოლოდ ღმერთის რწმენა გადაარჩენს სამყაროს. აი, რაც შეეხება დისციპლინას, მის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია წესრიგის დამყარება. ამგვარად, ციხეში გაბატონებული რწმენა ნამდვილად საგულისყურო და გასათვალისწინებელია. ციხეში ძალიან საშინელი ატმოსფეროა. იქ ვითომ არ გკლავენ, მაგრამ რეალურად სიცოცხლეს კი გართმევენ. თითოეული პატიმარი გრძნობს აუტანელ, ჯოჯოხეთურ სიცივეს. ახალმოსულები პირველ ღამეს ჭკუიდან იშლებიან. მაგრამ მთავარია პირველ დღეს გადარჩე, შემდგომ ყველაფერი გაცილებით მარტივია. დროის გასვლასთან ერთად, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეტიც, შემდგომ ამ ყველაფერთან განშორებაც კი უჭირს. მაგალითად, ასე დაემართა ბიბლიოთეკარ ბრუქსს. იგი იმდენად შეეჩვია საპყრობილეს, რომ მისთვის კომფორტის ზონას მხოლოდ ციხის ერთფეროვანი გარემო წარმოადგენდა. მან ვეღარ შეძლო, რომ გარეთ გასული, თავისუფლებას გამკლავებოდა, ვერ აუწყო ცხოვრების სწრაფ ტემპს ფეხი(ბრუქსის აზრით, მთელ სამყაროს სადღაც ჯანდაბაში მიეჩქარებოდა). თავისუფლება ხომ მხოლოდ ძლიერთა ხვედრია. მაგრამ საჭიროა, რომ ცხოვრებას ფეხი ავაყოლოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია იცხოვრო. მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ „პატარა უფლისწულის“ პერსონაჟ მეფარნესგან. ის მეხუთე პლანეტაზე ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა უსწრაფესად ტრიალებდა და დასვენება თითქმის არ უწევდა, იგი მაინც შემართებით ანთებდა და აქრობდა ფარანს. ცხოვრებას კი შეძლებისდაგვარად უწყობდა ფეხს. ბრუქსის მსგავსი გრძნობა დაეუფლა ციხიდან გამოსულ რედსაც. მას არაერთხელ უნატრია კვლავ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება. მან ხომ ორმოცი წელი დაჰყო ციხის კედლებში. გარეთ ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა. მას არაფერზე ნებართვის აღება არ სჭირდებოდა ციხისგან განსხვავებით, მაგრამ ესეც უცნაურობა იყო მისთვის. რედი ორმოცი წლის განმავლობაში თხოულობდა ნებართვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. უკვე გათავისუფლებული კი მარტო იმაზე ფიქრობდა, გამოსაცდელი ვადა როგორ დავარღვიოო. მისი აზრით საშინელებაა მუდამ შიშში ყოფნა. უნდოდა იქ დაბრუნება, სადაც არ ეშინოდა. მარტო ერთი აკავებდა-პირობა, რომელიც ენდის მისცა. ბრუქსის და რედისნაირი აღგზნებული მარტო თავისუფალი ადამინაია. ადამიანი, რომელმაც ხანგრძლივი მოგზაურობა დაიწყო და არ იცის რით დამთავრდება. დავუბრუნდეთ ენდის და მის ურთიერთობას რედთან. ენდიმ გამოჩენსითანავე დაიპყრო შემდგომში უკვე ყველაზე ახლო მეგობრის გული. რედი ხომ სწორედ მასზე ჩამოვიდა ფსონს. თავდაპირველი დანახვისას რედს ეგონა, რომ ენდის ნიავიც კი წააქცევდა. იგი ისე მისეირნობდა თითქოს უდარდელი კაცი პარკში სეირნობსო, თითქოს უჩინარ მოსასხამში იყო გახვეული. მაგრამ თანდათან ენდი საკმაოდ თავდაჯერებულ და მიზანდასახულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. დიუფრენმა დანარჩენი პატიმრების ყურადღება სახურავზე მუშაობისას მიიპყრო. მან ხომ ერთ-ერთ გავლენიან პიროვნებას ასწავლა როგორ უნდა შეენარჩუნება ძმის ანდერძის საფუძველზე მასზე გადაცემული ქონება. სანაცვლოდ კი მხოლოდ რამდენიმე ბოთლი ლუდი მოითხოვა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამხანაგებს მუშაობა გამარტივებოდათ. ენდის თავად წვეთიც არ დაულევია. ამ ფაქტმა დაკავებულებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მათთვის ეს ამბავი ძალიან გასაკვირი აღმოჩნდა. ზოგი ფიქრობდა, რომ მან ეს ასე იმიტომ გააკეთა, რომ პატიმრებში მეგობრები გაეჩინა, მაგრამ რეალურად იმიტომ, რომ თავი ცოტა ხნით მაინც ეგრძნო თავისუფალ ადამიანად. ენდი საკმაოდ დიდსულოვანი ადამიანი აღმოჩნდა. მან არამარტო თვითონ შეიგრძნო თავისუფლების გემო, არამედ სხვებსაც შეაგრძნობინა იგი. პატიმრები ცოტა ხნით თავს თავისუფალ ადამიანებად და მთელი სამყაროს მფლობელებად გრძნობდნენ. ეს კი ძალიან დიდ შვებას წარმოადგენს ნებისმიერი ციხეში მყოფი ადამიანისთვის. მათ ხომ თავისუფლება სწყურიათ. ფილმის ძალიან ემოციური ეპიზოდია ის, როდესაც ენდი საჯაროდ უკრავს მუსიკას. წამის მეასედით შოუშენკის ყველა ბინადარმა თავი თავისუფალ ადამიანად იგრძნო. ენდი ძალიან მზრუნველია, რადგან სხვების ბედნიერებისთვის მზადაა თავი გასწიროს. ციხე ადგილია, სადაც უამრავი დრო გაქვს და უამრავი საფიქრალი, საზრუნავი. კონცენტრირებას კი ახდენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დრო როგორმე მოკლა და რამეს გული გადააყოლო. დრო, რომელიც სამართებელივით გსერავს. მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა გაუძლო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხალხი განათლებაზე ფიქრს იწყებს ციხეში. მათ შორის ისინიც, ვისაც მასზე მანამდე არასდროს უფიქრია. ენდიმ არაერთ ადამიანს მიაღებინა განათლება და მისაცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა. „გაქცევა შოუშენკიდან“ ადასტურებს, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ ვიდრე ეს წარმოსადგენია. ენდი დიუფრენმა შეძლო ის, რაც ბევრს აუხდენელ და აუსრულებელ ოცნებად მიაჩნდა. მან შეძლო, რომ გაქცეულიყო ციხიდან, შოუშენკიდან, რომლიდანაც გაქცევა წარმოუდგენელი იყო და ალბათ ისტორიას მსგავსი პრეცენდენტიც არ ახსოვდა. ასეა, ადამიანმა თუ მიზანი დაისახა და მის შესასრულებლად ძალ-ღონეს არ იშურებს, მას აუცილებლად ყველაფერი გამოუვა. #goodplaces #opinion #photo