რა გახდა დაპისპირების მიზეზი სტალინის სახლ-მუზეუმში?

0
დაპირისპირება მოხდა სტალინის სახლ-მუზეუმის დაცვის წევრებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები გამოიძახეს. სიტუაცია მაინც არ განიმუხტა, რის გამოც, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. თუმცა, თვითმხილველები ამბობენ, რომ ორი ადამიანია დაკავებული. ერთ-ერთი ახალგაზრდა ძირს ეგდო და ტანსაცმელი ჰქონდა დახეული. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს და შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#სიახლე
#დაპირისპირება
#goridaily
#goridaily
წყარო - shidaqartli.ge
#ახალიამბები
0