9 votes
0 comments
0 shares
Save
156 views
Qeti Metreveli
Tbilisi · 7 months ago

არტობა გადავიღე წერეთელზე, სკვერში ვიჯექი ჩემთვის შესვენებაზე და ჩემს პირდაპირ შევამჩნიე ხეზე გამოსახული სახე 🤣🤣😊😊 მგონი ცოტა მოწყენილია 😞

#art #tree #face #photography

📷📸

#photo Tsereteli Homestay
Qeti Metreveli
Tbilisi · 7 months ago
Similar Posts
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago
#art #photography #tsereteli #photo Tsereteli Homestay
Daily Science
Senaki · 2 months ago
მსოფლიოში პირველი ,,ხილული გამოსახულება,,
თითქმის 200 წლის წინ ფრანგმა ჯოზეფ ნისეფორ ნეპსმა ლითონის ფირფიტას წაუსვა ასფალტის თხელი ფენა, ჩადო დახურულ კამერაში და დადო მზეზე. ასე მიიღო მან მსოფლიოში პირველი "ხილული გამოსახულება". მართალია, სურათი არც ისე კარგი ხარისხის იყო, მაგრამ ეს იყო მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორიის დასაწყისი. ლუის დაგერმა (Louis Daguerre) ადამიანი ფოტოსურათზე პირველად 1838 წელს აღბეჭდა. ფოტოზე სახელწოდებით “Boulevard du Temple” ნაჩვენებია ქუჩა, რომელიც ერთი შეხედვით უსიცოცხლო გვეჩვენება, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ფოტოსურათის მარცხენა ნაწილში იოლად გავარჩევთ ერთადერთ ადამიანს, რომელიც მასზეა გამოსახული. #science #scientists #photo #photography #firstphoto #opinion #art #louisdaguerre Tbilisi
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
მზის ჩასვლა იმის მტკიცებულებაა,რომ დასასრულიც შეიძლება ლამაზი იყოს ️
მზის ჩასვლა ქალაქ ფოთში 🧡🔥🌅🌇 შავი ზღვა 💙🌊🌅 📸 ეს ფოტოები გადავიღე 2014 წელს#მზისჩასვლა #მზე #ლაჟვარდისფერი #ფოთი #ფოთისშუქურა #beauty #sunset #sun #myphoto #photography #goodplaces #opinion #art #photo
+4
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ადამიანი,რომელიც სტუდენტებს უანგაროდ ეხმარება
💙 დღევანდელი ჩემი რესპოდენტი არის ჰელენ ცნობილაძე,რომელიც არის იურიდიული ფაკულტეტის რიგითი სტუდენტი.6 თვის წინ მან შექმნა თსუს სტუდენტებისთვის ჯგუფი “TSU Law Library📚“,რომელშიც დაიპოსტებოდა ყველა საგნის მასალა და ის ინფორმაცია , რაც იურიდიულ სფეროა ეხება.იდეაში მას არანაირ სარგებელს მოუტანდა ეს ყოველივე , თუმცა მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. გთავაზობთ პატარა ინტერვიუს ჰელენთან 🤫💙💡 1️⃣ რატომ გადაწყვიტე რომ ,ჩაგებარებინა მაინც დამაინც იურდიულ ფაკულტეტზე ? 🤔🧐 _ ჩემი ოჯახი ამ სფეროში ტრიალებს. მამა, რომელიც ადვოკატია და ყოფილი პროკურორი და საკმაოდ ახლო ნათესავი პაატა ცნობილაძეც,რომელიც თსუს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი გახლდათ. დიდი სურვილი მაქვს ,რომ მამაჩემს ამ საქმიანობაში დავეხმარო, აქვს საკუთარი კომპანია,თუმცა 1 პრობლემაა, ის სისხლის სამართლის სპეციალისტი გახლავთ და მე კერძო სამართლის მიმართულება მაინტერესებს, გამომდინარე იქედან , რომ ცხოვრებისეულ მომენტებში ეს მიმართულება უფრო გამოსადეგია, ინტერესს რაც შეეხება , ეს უკვე ინდივიდუალურია. 💥🌞 2️⃣ წიგნებისა და კონსპექტების ელექტრონული ვერსიების შეგროვება დიდ დროსა და ნებისყოფას მოითხოვს. რატომ გადაწყვიტე დრო დაგეთმო ამ ყველაფრისთვის და გეხმარება თუ არა ვინმე ? 🤔💙🤯 _ შესანიშნავი მოდერატორები მყავს არჩეული და ასევე მყავდა, უბრალოდ ხანდახან ვანახლებ მოდერატორებს.ყოველთვის გვერდში მიდგანან და ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს . ზოგადად, საზოგადოებასთან მაქვს მეგობრული დამოკიდებულება , რამდენიმეს თუარ ჩავთვლით, ყველას ვერც მოვეწონები, თუმცა უმეტესად ვცდილობ, რომ ცივი არ ვიყო. დროს და ენერგიას კი მოითხოვს, უბრალოდ ამ უნივერსიტეტში იმდენი პრობლემაა, ამ კონკრეტული საქმიანობისთვის არავის ეცალა. არც სტუდენტებს ჰქონდათ ისეთი დამოკიდებულება , რომ ერთმანეთს დახმარებოდნენ, ხოდა ეს რომ შევამჩნიე,იმიტომაც მინდოდა გამეერთიანებინა ფაკულტეტი და ყველა ყველას გვერდში დგომოდა. დრო და ენერგია არ მენანება , თუ სასარგებლო მოქმედებებს ვახორციელებ 😃 3️⃣ როგორ ახერხებ იმას, რომ ჯგუფი არის ძალიან მოწესრიგებული. ყველა კონსპექტი, წიგნი არის ორგანიზებულად ატვირთული და ჯგუფში მხოლოდ თსუს იურდიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან ? 💥🧐🤯💙 _ ზოგადად, რამეს თუ წამოიწყებ, ბოლომდე ნუ მიიყვანო, თუ არ გაქვს იმის ნებისყოფა და სურვილი,რომ ბოლოში გახვიდე, არც უნდა დაიწყო. რადგანაც გაამართლა იდეამ და ყველა სერიოზულად მოვეკიდეთ, მეტი ორგანიზებულობისთვის შევიმუშავე პატარა ტაქტიკა. TOPICS- ის გრაფებში არის მოთავსებული საგნები მიმართულებების მიხედვით. რაც შეეხება მეორე კითხვას, მიუხედავად იმისა , რომ ჯგუფში არაფერი იპოსტება არათემატური,მხოლოდ წიგნები და წიგნები, არ ვამატებ არც ლექტორებს და არც სხვა უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის სტუდენტებს.ბევრი მოთხოვნა მომივიდა ლექტორებისგან და როცა საზოგადოებასაც ვკითხე, უნდა იყვნენ თუ არა ისინი ჯგუფში,მიპასუხეს ,სტუდენტებმა, რომ ეს ჩვენი , მომავალი იურისტების პირადი სივრცეაო და მორჩა , მანდ უკვე პატივი ვეცი მათ აზრს, ამიტომაც ვაკონტროლებ მკაცრად,რომ იქ იყვნენ მხოლოდ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. ამ ყველაფერში მოდერატორებიც მეხმარებიან, მათ გარეშე არამგონია ასეთი შედეგი მიმეღო. 🌞🤗🤫 4️⃣ არსებობენ სტუდენტები,რომლებსაც არ მოსწონთ ეს იდეა ან ვინმე ყოფილა წინააღმდეგობაში? 🧐 _ ამ იდეის არმოწონება ბოროტება. თითქმის ყველას მოსწონს , კმაყოფილები არიან,მაგრამ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, პირადი შეურაცხყოფა მომაყენეს, ცუდად მომექცნენ, როცა მე მათ დახმარება ვსთხოვე,ყურადღება არ მომაქციეს.არავისთვის არაფერი დამიშავებია და საზოგადოებაში განიხილავდნენ ჩემს ტიპაჟს ცუდი ფორმებით.რადგანაც ვერ ვიტან “ნაგლობას” და უმადურობას, ყველა წავშალე ჯგუფიდან. ეს მხოლოდ ჩემი კი არა მოდერატორების უპატივცემულობაცაა, როცა რაღაცას გთხოვენ და შენ აიგნორებ,არადა დახმარება შეგიძლია,თუმცა ფეიქ ექაუნთებით მაინც ემატებიან წაშლის შემდეგ. ზოგადად, პრინციპული ადამიანი ვარ და ბოდიშის მოხდა არ არის ჩემთვის საკმარისი, გამაჩნია თავმოყვარეობა და დამცირება რომ ცუდია, 18-21 წლის სტუდენტებმა წესით უნდა იცოდნენ. 5️⃣ საბოლოოდ გეგმავ თუ არა უფრო გაფართოებას ჯგუფის და მაგალითად საიტის შექმნას ? 💥💙 _ არა,ვფიქრობ, ესეც საკმარისია. ელემენტარულად ადმინობა რეალური ფეისბუქიდანაც კი არ მდომებია,ვიფიქრე ფეიქექაუნთით შევქმნი მეთქი,არმინდოდა საზოგადოებაში წარმოჩენა,ვიცოდი რა შედეგებიც მოყვებოდა,ბევრი გამიცნობდა,ბევრიც განმიხილავდა ( ვახსენე ტიპაჟი),მაგრამ გამონაკლისებს თუარ შევეხებით,დადებითი ემოციებით მწერენ სტუდენტები,პირადადაც მე თუ ვერ ვცნობ,ისინი მცნობენ,ხოდა ზუსტად ეს აცოცხლებს ჯგუფს - პოზიტივი. იმედია,მომავალი ნაკადიც მეგობრული იქნება , რადგან წინ სატანჯველი ღამეები არელოდებათ და 80 გვერდის წაკითხვა არუწევთ 1 ღამეში.ჯგუფს რაღაც პრობლემებიც ჰქონდა ისე, რომლის მოგვარებაც შევძელი და ამ ინტერვიუდან მინდა მოვუწოდო ყველას,რომ ნუ იქნებით ცუდი ადამიანები, შეირგეთ რაც გაქვთ, რაც არ არის საჭირო, იმას ნუ ლაპარაკობთ, საკუთარი საქმის გაფუჭება კარგი,გასაგებია,მაგრამ სხვებმა რა დააშავეს? და კიდევ,კომერციული ხასიათის ჯგუფი შეიძლებოდა ყოფილიყო , მქონდა შანსი , სხვადასხვა ადვოკატები მთხოვდნენ საკუთარი ვიდეო-გაკვეთილების გაპიარებას,თუმცა ეს იდეა ჩემს რეალურ მიზანს არ შეესაბამება. 🌞💙 ჰელენ ცნობილაძე Tbilisi Kutaisi Batumi #opinion #goodplaces #news #art #photo #crypto #business #design #TSU #Facultyoflaw #law #library #lawlibrary #იურიდიული #იურიდიულიფაკულტეტი #თსუ
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago
აბა, ბოლოს რა წაიკითხეთ? რომელი წიგნი მოგეწონათ? #art #photography #photo
Taia Khekhelashvili
Gori · 2 months ago
ყვავილი, რომელიც გამუდმებით მზეს უმზერს. მხატვრების მუზა - მზესუმზირა
წარმოშობით სამხრეთ ამერიკული მცენარის მშვენიერება, უამრავი ხელოვანის შთაგონების წყაროდ ქცეულა. თაყვანისცემის, ერთგულებისა და დღეგრძელობის სიმბოლო - მზესუმზირა, რომელიც გამუდმებით მზეს უმზერს ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი მცენარეა, იგი დადებით ენერგიას პირდაპირ მზისგან ირეკლავს. #art #world #photo #photography #sun #sunflower
+16
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago
არიქაა გაანათესს 👏✌🏻🤣🤣😍🤶 იმდენი ხანი ვილაპარაკეე როდის გაანათებენ დავიღალე ამ ჩამქვრალი მორთულობების ყურებით-თქო, რომ აჰა დამიდგა ახალი წელი 🤣🤣 რაღაცნაირად გამახალისა..ჰო და კიდევ, წელს დიდი სალიუტი უნდა გავაგუგუნო კაი 3 წელი არაფერი არ გამისროლია ახალ წელს 🤗🤗🤗 #christmas #happy #tbilisismeria #photo Tsereteli Homestay
Kato Malania
Tbilisi · 1 month ago
20 საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტი ადამიანის ქცევაზე
1. ყველა მეგობრული ურთიერთობა, რომელიც 16-დან 28-მდე წლებში იწყება ძირითადად უფრო მყარია და დიდხანს გრძელდება 2. ქალები ძირითადად ისეთ კაცებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებსაც ჩახლეჩილი ხმა აქვთ, რადგან ისინი უფრო თავდაჯერებულები და არააგრესიულები ჩანან 3. ადამიანები, რომლებიც საუკეთესო რჩევებს იძლევიან ხშირად ისინი არიან, ვისაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვს 4. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო სწრაფად ფიქრობს ის და მით უფრო გაურკვეველია მისი ხელწერა 5. ჩვენი ემოციები არ ახდენენ გავლენას ჩვენი კომუნიკაციის გზებზე, არამედ პირიქით, ჩვენი კომუნიკაციის გზები ახდენენ გავლენას ჩვენს ხასიათზე 6. იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს რესტორნის მომსახურე პერსონალთან ბევრი რამის თქმა შეუძლია მის პიროვნებაზე და ხასიათზე 7. ადამიანები, რომლებსაც აქვთ დანაშაულის ძლიერი შეგრძნება უკეთესები არიან სხვა ადამიანის ფიქრებისა და შეგრძნებების ამოცნობაში 8. მამაკაცები არ არიან ქალებზე სასაცილოები: ისინი უბრალოდ მეტად ხუმრობენ და არ აინტერესებთ მოსწონთ თუ არა სხვებს მათი იუმორი 9. ქალებს აქვთ ორჯერ მეტი ტკივილის რეცეპტორი სხეულზე ვიდრე მამაკცებს, მაგრამ ისინი ტკვილის მიმართ ბევრად დიდი გამძლეობითაც გამოირჩევიან 10. მაღალი-სიხშირის მუსიკის მოსმენა გამშვიდებთ, გადუნებთ და გაბედნიერებთ 11. სასიამოვნო მოკლე ტექსტური შეტყობინებები დილით და საღამოს თქვენი გონების იმ ნაწილს ააქტიურებენ, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერების აღქმაზე 12. იმის კეთება, რაც გაშინებს, ბედნიერს გხდის 13. ქალის მიერ საიდუმლოს შენახვის საშუალო დრო 47 საათი და 15 წუთია 14. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ გარშემო ყველა გააბედნიერონ, საბოლოოდ თვითონ რჩებიან მარტონი 15. როცა საყვარელი ადამიანის ხელი გიჭირავთ, უფრო ნაკლებ ტკივილს გრძნობთ და ნაკლებად დარდობთ 16. ჭკვიან ადამიანს უფრო ნაკლები მეგობარი ჰყავს ვიდრე საშუალოს. რაც უფრო გონიერია ადამიანი, მით უფრო სელექციურია ის 17. ქორწინება საუკეთესო მეგობართან განქორწინების რისკს 70%-ით ამცირებს და ასეთი ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება 18. ქალები, რომლებსაც უფრო მეტი მამაკაცი მეგობარი ჰყავთ ხშირად უფრო კარგ ხასიათზე არიან 19. ადამიანები, რომლებიც რამოდენიმე ენაზე საუბრობენ, შეიძლება გაუთვითცნობიერებლად შეეცვალოთ პიროვნულობა, როდესაც სხვა ენაზე იწყებენ საუბარს 20. როცა ორი ადამიანის საუბრისას ერთ-ერთი ფეხს გამუდმებით ამოძრავებს მოსაუბრისგან საპირისრირო მიმართულებით ნიშნავს, რომ არ ეთანხმება მეწყვილეს და წასვლა სურს#psychology #psychoanalysis #body #bodylanguage #face #facts #interesting #interestingfact #lonely #opinion #science #news #photo #art #design წყარო: facts.ge Tbilisi