გორის სიახლოვეს ,,მერსედესი" სატვირთო მანქანას შეეჯახა

0
დაშავებულია ორი ქალი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მერსედესის მარკის ავტომანქანა, სადაც დაშავებული მგზავრები ისხდნენ, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა გორის სიახლოვეს, ავტობანზე სოფელ ახალშენთან მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. , , გორმედის" ექიმის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#სიახლე
#goridaily
წყარო - shidaqartli.ge
#ახალიამბები
0