141 Views
Nazi Beridze
Batumi · 9 months ago

ფსიქოლოგები გვირჩევენ რომ ცხოვრება არ უნდა დავინახოთ მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ სამყარო არის ფერადი და მრავალფეროვანი. ადამიანები სხვადასხვა ფერებით ცვლიან მათ ცხოვრებას. ზოგჯერ უბედნიერესი იქნები როცა ყველაფერი კარგად გაქვს, ხან სევდა მოგეძალება, ზოგჯერ შეიძლება ტირილის ხასიათზეც იყო. მაგრამ ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ჩემი აზრით, სეზონების ცლილებასთან ერთად იცვლება ადამიანის გუნება განწყობილებაც. ზოგჯერ სულში დაიზამთრებს და ყველაფერი პირქუშად გეჩვენება, ზოგჯერ გაზაფხულდება და ისევ აღსდგები და განაგრძობ სრულფასოვან სიცოცხლეს...

#opinion
Nazi Beridze
Batumi · 9 months ago
20
Write a comment