რომელი პიგმენტი განსაზღვრავს თქვენი კანის ფერს?

0
კანი სამი სახის საღებავს ანუ პიგმენტს შეიცავს: მელანინს, კაროტინს და ჰემოგლობინს.

მელანინი

მელანინი პიგმენტია, რომელსაც შეიცავს კანი, თმა და თვალის ფერადი გარსი. იგი ნახშირწყლისგან, აზოტისა და წყალბადისგან შედგება, თანაფარდობით 1:5:5. ზოგ შემთხვევაში მასში გოგირდიც არის - 2-დან 12%-მდე. მელანინი არ იხსნება წყალში, მჟავასა და ორგანულ გამხსნელებში. გამონაკლისია თმის პიგმენტი. იგი ადვილად იხსნება ტუტეებში და სწორედ ამიტომ არის, რომ საღებავები ადვილად უცვლის ფერს თმას. როდესაც თეთრკანიანი ადამიანი დიდ ხანს ატარებს მზეზე, მის კანში დიდი რაოდენობით მელანინი წარმოიქმნება და იგი მუქდება - ირუჯება. კანში მელანინის დაგროვება ერთგვარი დამცავი რეაქციაა - იგი იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, რომლის სიჭარბეს შეუძლია კანის კიბო გამოიწვიოს. სწორედ მელანინი შთანთქავს ჭარბ და მავნებელ ულტრაიისფერ სხივებს.

კაროტინი

მეორე პიგმენტი კაროტინია. ეს ყვითელი ნივთიერებაა, რომელიც ყველაზე მეტია სტაფილოსა და კვერცხის გულში. როგორც მელანინს, კაროტინსაც ყველა ადამიანის კანი შეიცავს. ბაცი შეფერილობის გამო იგი ნაკლებად ხვდება თვალს, ვინაიდან მუქი მელანინი ფარავს. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც მელანინის მცირე შემცველობის ფონზე კაროტინის სიჭარბე აღენიშნებათ. სწორედ ასეთები არიან აღმოსავლეთ აზიის მცხოვრებნი. მათ ყვითელკანიანებს უწოდებენ.

ჰემოგლობინი

მესამე პიგმენტი ჰემოგლობინია. იგი სისხლს წითელ ფერს სძენს. სისხლძარღვებში სისხლთან ერთად გამდინარე ჰემოგლობინი პრაქტიკულად არ ჩანს. მას მთლიანად ფარავს მელანინი და კაროტინი. ჰემოგლობინი ადვილი შესამჩნევია თეთრკანიან ადამიანებში. სწორედ იგი სძენს კანს ვარდისფერს და სახის წამოწითლებაც მისი დამსახურებაა. ამ სამი პიგმენტის თანაფარდობის მიხევდით იყოფიან ადამიანები შავკანიანებად, ყვითელკანიანებად და თეთრკანიანებად. შავკანიანების კანში ჭარბადაა მელანინი, ყვითელკანიანებს ამ პიგმენტის შემცველობა მცირე აქვთ, ხოლო კაროტინისა - მაღალი, თეთრკანიანების კანში კი ცოტაა
როგორც მელანინი, ისე კაროტინი.
#ახალი_ამბები
#forhealth
#health
#behealthy
Tbilisi
0