0
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საახალწლო გაფორმებებით წელს ბათუმში 36 ქუჩა და 23 შენობის ფასადი მოირთვება. სამონტაჟო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დაიწყო და 25 დეკემბერს დასრულდება. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მიმდინარეობს მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი. საახალწლო გაფორმებების ღირებულება 428 ათას 422 ლარს შეადგენს.
#news
0