13 votes
2 comments
0 shares
Save
246 views
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago

ლინჩის რომელ ფილმს გამოარჩევდით? მისი უცნაური სცენები და გაურკვეველი ფილმის სიუჟეტი უფრო გიღვიძებს ინტერესს და ყურებისას უფრო და უფრო გგონია, რომ აი ახლაა საკვანძო მომენტი, ვსიო ეხლა გაშიფრავ ყველაფერს, მაგრამ უცებ ისევ იხლართება, რაც მეტად საინტერესოს ხდის მის ფილმებსს 💞🎬😍😍

2 ფილმს გამოვარჩევდი "inland empire" , "erahersead" ❣

#art Tbilisi
Qeti Metreveli
Tbilisi · 6 months ago
Similar Posts
Kutaisi Daily
Zeda Simoneti · 2 months ago
ბლიც-ინტერვიუ მხატვარ ქრისტინე რობაქიძესთან
ქრისტინე რობაქიძესა და მის შემქომედებას ყველა კარგად იცნობს. ქუთაისელი მხატვარი დღეს ჩვენი რუბრიკის - ბლიც-ინტერვიუს სტუმარია: 1. ეს კარანტინი რომ დასრულდება პირველად... ალბათ, მეგობრებს დავურეკავ და შევხვდებით სადმე, ქუთაისის ცენტრში, ყავას დავლევთ და ვისაუბრებთ. ისე, ჩემთვის დიდად არაფერი შეცვლილა, დროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებდი იზოლაციამდეც. 2. ბოლო დროს აკვიატებული ფრაზა … „ნიკოლოზი ვისია? დედასი. ნოა გოგო ვისია? დედასი“ 3. კუმირი... ვერ ვიხსენებ,არ მყავს. 4. ვნანობ... დაკარგულ დროს. რომ ზარმაცი ვარ და სხვის აზრს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. 5. მშურს... არ მახსენდება,რომ ვინმესი მშურდეს. შეიძლება ვინმეს რამე თუ აქვს მეც მომინდეს,ან ვინმე რამეს თუ აკეთებს,მეც მომინდეს გავაკეთო, მაგრამ მას რომ აქვს, ან აკეთებს არ მშურს, უბრალოდ მეც ვისურვებდი. 6. როგორ უხსნი სიყვარულს? სიტყვით და ქმედებით. მარტო სიტყვების არ მჯერა, მარტო ქმედებაც მშრალია. ორივე ერთად 7. საუკეთესო თვისება, რაც მაქვს. სამართლიანობა 8. ვიქნებოდი ავტორი წიგნისა „ბეჭდების მბრძანებელი“ , ჰარი პოტერის ავტორობაზევ მიოცნებია. 9. რომელ პერსონაჟთან (წიგნის, ფილმის, ანიმესი) გექნებოდა რომანი? წმინდა მანუელ სათნო წამებულთან (უნამუნო) , რომანი არა ოღონდ, ვიმეგობრებდი. 10. ჩემთვის სიტყვა „სექსუალურის“ დეფინიცია არის... ცხელი. 11. ჩემი ყველაზე დიდი მიღწეევაა... ჩემი ორი შვილი. 12. როცა აღარ ვიქნები, ჩემზე მინდა თქვან, რომ ... როცა აღარ ვიქნები, რაც უნდათ ის თქვან, სანამ ვარ, თუ ვინმეს რამეს თქმა გინდათ, მითხარით:)) 13. ჩემი ყველაზე უცნაური თვისებაა... ის რომ თავი ისევ პატარა მგონია 14. კომპლექსი... ფიზიკური დეტალები მაკომპლექსებდა ადრე, ახლა უფრო გართულდა საქმე, სულიერში გადავედი. 15. საუკეთესო ჭორი, რაც საკუთარ თავზე გამიგია... რომ დედა მიწერდა ლექსებს(დედა ლექსებს წერს) და მერე როცა ხატვა დავიწყე დაინტერესდნენ, ოჯახში თუ ხატავდა ვინმე😊 16. მონოგამია თუ პოლიგამია ? გამწარებული მონოგამი ვარ. 17. წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი რომელიმე მეამბოხე და ძლიერი გოგო ვიქნებოდი 18. როგორ სიკვდილს ისურვებდი? უმტკივნეულოდ, უცებ. ტკივილს ვერ ვუძლებ. 19. რამე მოგიპარავს? დიახ, თინეიჯერობის წლებში ჩინური მაღაზიიდან ლურჯი, ბრჭყვიალა ტანგა მოვიპარე,რომელსაც დღემდე ვინახავ. ორი ლარი ღირდა, უბრალოდ გამყიდველ ბიჭთან იმ ორი ძაფის მიწოდება შემრცხვა,ჩავიდე ჯიბეში და გამოვიძურწე. 20. ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება მე, მამა და დედა შოვში ვიყავით ერთად, ტყეში წავედით სოკოების საკრეფად, მერე მინდორში ვიწექით და ვსაუბრობდით, გაწვიმდა და სახლში გამოვიქეცით, ზღაპრულ კადრად შემომრჩა. 21. შემდეგ ცხოვრებაში ვიქნებოდი. არ ვიცი, ძალიან მეზარება შემფეგ ცხოვრებაშიც ვინმე ვიყო. 22. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემი ცხოვრებიდან ამოვჭრიდი... რამდენიმე ადამიანს და სიტუაციებს. 23. ადამიანი, რომელმაც შემცვალა შვილებმა 24. სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე მეზობელმა ბებომ მითხრა ადრე, ბებია, რაღა დროს შენი ველოსიპედია, დასერიოზულდი, ასე ვინ გითხოვსო. ჰოდა, მისი სიტყვებით რომ ვთქვა ‘გავსთხოვდი’( ჩემნაირ ველოსიპედიანზე), ბავშვებიც გავაჩინე და ბუნებრივ კვებაზეც მყავს ორი წელია (ამას მართლა აღარ ელოდა) . 25. 12-17 წლის საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ... ჩავიხუტებდი და ბევრს მოვეფერებოდი,სულ კარგ რამეებს ვეტყოდი და შევაქებდი. 26. უმოქმედო ვხდები და ვიყინები, როცა ოჯახის წევრი, ან ვინმე, ვინც მიყვარს ავადმყოფობს. 27. ყველაზე მეტად იმედი გამიცრუა... საკუთარმა თავმა. 28. ყოფილა ოდესმე წამი, როცა გიფიქრია, რომ „აი, ახლა ვარ ბედნიერი“? დიახ, ხშირად . 29. ჩემი დევიზია სიყვარულით... #ქრისტინერობაქიძე #ბლიცინტერვიუქუთაისელთან #art #kutaisidaily
კონემიკა საგანმანათლებლო
Chokhatauri · 2 months ago
Pietà - ფილმის განხილვა
❗შესაძლოა შეიცავდეს სპოილერებს Pietà რეჟისორ კიმ კი-დუკის მე-18 და ყველაზე ცნობილი ფილმი. აღსანიშნავია, რომ ‘’პიეტა’’ პირველი კორეული ფილმია, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი ‘’ოქროს ლომი’’ მოიპოვა. მოქმედება ვითარდება სეულის ერთ-ერთ დასახლებაში - ჩონგეჩონში. პიეტა მოწყელებას ან თანაგრძნობას ნიშნავს. იგი ასოცირდება ქალწული მარიამის მიერ მომაკვდავი ქრისტეს დატირებასთან. რეჟისორ კი-დუკის თქმით, მიქელანჯელოს ცნობილი, იმავე სახელწოდების მქონე ქანდაკების ნახვა გახდა შთაგონების მთავარი წყარო. ქანდაკებამ დღევანდელი საზოგადოების მძიმე სევდა და ტკივილი აგრძნობინა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ფილმისთვის ეს სახელი დაერქმია. მთავარი გმირია ლი კანგ-დო. 30 წლის მანკიერი კაცი, რომელიც მუშაობს მევახშეებისთვის და აგროვებს გასესხებულ თანხას, ხოლო მათ, ვინც თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სამუდამოდ ასახიჩრებს იმავე საშუალებებით, რითაც მთელი ცხოვრება თავს ირჩენდნენ. კანგდოს ყველა გაურბის, მისი ყველას ეშინია. სიმბოლურია, რომ ფილმი იწყება თვითმკვლელობის სცენით - კანგდოს ერთ-ერთი მსხვერპლი უიმედობისაგან იხრჩობს თავს და წერილს უტოვებს დედას. მსესხებლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან: ერთი უსუსურია, იმდენად, რომ ყველაფერს ცოლს აბრალებს. ხელმოჭრლის მუშაობა აღარ შეუძლია და ცოლის ვაჭრობით გააქვს თავი. მეორეს შურისძიების გრძნობა არ ასვენებს. ისიც იცის, რომ თავად ამას ვერ შეძლებს, ამიტომ თავის მცირეწლოვან ვაჟს ყოველ დღე ახსენებს, როგორ დაასახიჩრა კანგდომ. ბავშვი ძალადობას ადრეულ ასაკშივე ამჟღავნებს: ფანქრის წვერით ცდის კანგდოს დაჭრას. მესამე მათგანს კანგდოსი არ ეშინია, რადგან სიცოცხლე არ ადარდებს. ფული ისესხა, რათა დროებით ებედნიერა და შემდეგ მომკვდარიყო. მეოთხე ახალგაზრდა, ბავშვის გაჩენის მოლოდინში მყოფი მამაა, რომელიც მზადაა 30 ათასის სანაცვლოდ ორივე ხელი მოიჭრას. მეხუთე ინვალიდის ეტლში მჯდომი ბერია, რომელსაც ტაძრიდან გადმოხედვა და ბუნების საკუთარი თვალით დანახვაც არ შეუძლია... კანგდოსთვის ყოველდღიურობის ნაწილია ადამიანების დასახიჩრება, დაშინება, ფულით გამოცდა. იგი ყოველ დღე, ყოველი სასტიკი ქმედების წინ, ერთიდაიგივე ადგილას არჭობს დანას თავის ოთახში გამოკრულ ნახატზე. განსხვავებულია საუბრის სტილი. თავად რეჟისორის თქმით, მან უპირატესობა სალაპარაკო სტილზე მეტად ლიტერატურულს მიანიჭა, რაც თეატრალური სტილის შთაბეჭდილებას უტოვებს მაყურებელს. განსხვავდება გადაღებაც. ერთ მომენტში თუკი ჩანს ცა, მეორე მომენტში ვხედავთ იმ სასტიკ მანქანა-დანადგარებს, რომლებიც სამუდამოდ უმახინჯებს ცხოვრებას ადამიანებს. გადაღების ადგილი - ჩონგეჩონი, სავსეა მცირე ფაბრიკებით, რომლებიც ამუშავებს სხვადასხვა მანქანა-დანადგარებს. ფილმში გრაფიკული სცენები არ არის, მხოლოდ მანქანა-დანადგარების ჩვენებაც საკმარისია, მათ ძალადობასთან ასოცირებისათვის. ‘’მანქანები არ იმართება თავად, ადამიანები ვმართავთ მათ. საშინელებაა, არა? ჩემი აზრით, სწორედ ასეთია ჩვენი ცხოვრებაც. ამ მანქანებს გულისცემის ხმა აქვთ. ეს სცენები ცხოვრების ჩემი ფილოსოფიაა’’, ამბობს რეჟისორი. კანგდოს ცხოვრებაში უეცრად ჩნდება ქალი, რომელიც თავს მის დედად ასაღებს. 30 წლიანი მიტოვების შემდეგ, კანგდოსთვის რთულია დედის არსებობის დაჯერება. იგი თავიდან გიჟად რაცხავს ქალს, შემდეგ კი ყველანაირად ცდილობს მის დამცირებას და სიმართლეში გამოტეხვას: აიძულებს, შეაჭამოს თავისი ბარძაყის ხორცი, ‘’აქედან გამოვედი?’’, ეკითხება დედას, ‘’მაშინ შემიძლია ისევ უკან შევიდე?’’ და აუპატიურებს მას. კანგდოსა და ქალს შორის ურთიერთობა სტაბილურდება. დედობრივ სითბოს მოკლებული მალევე ეჩვევა უცხო ადამიანის მზრუნველობას. კანგდო დიდი ბავშვია. იგი ჯერ კიდევ ნახულობს ვულგარულ სიზმრებს, კლავს ცხოველებს, რადგან ბოროტების მეტი არაფერი იცის. დედასთან ერთად ქუჩაში პირველად გამოსული ერთობა ბუშტებით, ხელჩაკიდებული ათვალიერებს ყველაფერს, ელოდება, როდის დაამთავრებს დედა ლამაზი ზედის ქსოვას, უჩნდება კითხვები, რომელზე პასუხსაც დედისაგან მოითხოვს.( ‘’-რა არის ფული?’’ ‘’ფული? ყველაფრის დასაწყისიცა და დასასრულიც..სიყვარულის, პატივის, ძალადობის, რისხვის, სიძულვილის, სიხარბის, შურისძიების..სიკვდილის.’’) უჩნდება ღამით დედის მკლავებში დაძინების სურვილი და პირველად ეუფლება მარტოობის შიში. ‘’პიეტას’’ სამი მთავარი თემა გასდევს: ფული, ოჯახი და შეცდომის გამოსყიდვა, რომლებსაც მაყურებელი თავისებურად აღიქვამს. ფილმი განიხილება რელიგიურ ასპექტშიც, კიდუკის აზრით, კანგდო წააგავს ქრისტეს ფიგურას, მაგრამ არარელიგიური ადამიანისთვის იგი ცხოვრებასთან შერიგების სიმბოლოდ უფრო აღიქმება. მრავალი ფიქრობს, რომ ფილმი შურისძიების ისტორიაა. სინამდვილეში იგი წარმოგვაჩენს თითოეულ ჩვენგანს, როგორც დამნაშავეს, თანამზრახველსა და მსხვერპლს. საბოლოო სცენა პატიებაა: სასოწარკვეთილი დედის შენდობა, გულწრფელი სინანული და თანაგრძნობა. ფილმი შურისძიების კი არა, ორი შვილის დედის ისტორიაა. საბოლოოდ, კანგდოს დანაშაულის გრძნობა სიცოცხლის აზრს აკარგვინებს. ფილმის ბოლო კადრში ვხედავთ აღმართზე მიმავალ სატვირთოს, რომელიც ტოვებს სისხლიან კვალს. ‘’ეს არის ცხოვრება’’, ასე განმარტავს რეჟისორი ამ სცენას. ‘’ცხოვრება აღმართებითა და დაღმართებით’’. ‘’პიეტას’’ მთავარი მორალი სწორედ ისაა, რომ დანაშაულის გრძნობას შეიძლება უფრო სასტიკი ზეგავლენა ჰქონდეს, ვიდრე თავად ძალადობის აქტს. ------ Busan International Film Festival (October 11-12, 2012) Toronto Review: Kim Ki-duk’s ‘Pieta’ Beyond Hallyu: Korean Film in Review: “Pieta” Wikipedia - Pietà (film)
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
აქ მოხუცების ადგილი არ არის ( ჩემი შეფასება)
ფილმი იწყება შერიფის სიტყვებით და მთავრდება მისივე ეპილოგით, რაც კიდევ ერთხელ გვიხსნის, რომ ფილმის მთავარი გმირი არის შერიფი (ასაკიანი კაცი, რომლისთვისაც ადგილი ამ ქვეყანაზე უკვე არ არის). სიზმარში ორ სიზმარს ყვება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია რაღა თქმა უნდა მთელს ფილმთან და იდეასთან, რომელიც ფილმში არის ჩადებული. მთელი ფილმი სავსეა სიმბოლიზმით და მეტაფორებით, აქედან გამომდინარე მე მგონი სიზმრის მოყოლით ფილმის დასასრულის გაკეთება კიდევ ერთი გენიალური აზრი იყო. პირველი სიზმარში შერიფი მისთვის მინდობილ ფულს კარგავს, ამას იმით ავხსნი, რომ მან დაკარგა შეგურის საქმეზე კონტროლი და საბოლოო ჯამში "დამარცხდა", მაგრამ არის მეორეც რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფული რომელსაც ეშმაკი იყენებს ხალხის სიხარბის გასაღვივებლად შერიფს არ აინტერესებდა თავიდანვე. დავაკვირდეთ ახლანდელ ცხოვრებას, ფულის მიმართ სიხარბე თუ არ გამოძრავებს ბევრი სამსახურიდან,ბიზნესიდან წასვლა მოგიწევს. ფულის გულისთვის ადამიანები ყოველ დღე ერთმანეთს ხოცავენ და ეს უკვე სახელმწიფოების დონეზე ხდება. ანუ თანამედროვე ცხოვრება მოხუც (ძველებურად მოაზროვნე) ხალხს არ ინდობს და მათი ადგილი ამ ქვეყანაზე არ არის. ამიტომაც არის რომ შერიფი პენსიაზე მიდის და სამსახურს, რომელიც მისი ბაბუისგან და მამისგან მოსდევს თავს ანებებს, საინტერესოა ისიც რომ მისი საქმის გამგრძელებელი მისი შვილიც არ იქნება. მეორე სიზმარი კი საერთოდ ფილმის ფინალია ანუ მთელ ფილმს თავს უყრის. აზრი კი მე მგონი ასეთია, მარტო მსოფლიოს უკვე ვერ შეცვლი, წავიდა ის ძველი დრო როდესაც რომანტიული გმირები თავიანთი გმირობით მაგალითს იძლეოდნენ და ერთგვარი მორალური სტანდარტების ფორმირებას ახდენდნენ. სწორედ ამას ამბობს შერიფი რაც მოსახდენია მაინც მხდება და ჯობია გაერიდო, სამწუხაროდ თანამედროვე ცხოვრება ასეა და კიდევ უფრო ეგოისტური მომავალი გველოდება. ბოლოს კი თითქოს მაინც რაღაც საწაულის იმედი აქვს, რომ მამის შუქი რაღაც უკეთეს სამყაროში (სამოთხეში) ჩაახედებს, მაგრამ აქ უცებ ეღვიძება და ფილმიც მთავრდება. შეიძლება ითქვას პესიმისტური ფინალია, მაგრამ ზღაპრეპის კიდევ თუ არ გვჯერა მაშინ სწორედ რომ რეალურია. აწი შერიფი უბრალოდ დაელოდება სიკვდილს, რომელიც აუცილებლად მაინც წინ დახვდება რაც არ უნდა ჰქნას და ყოველივე ამასთან შეხვედრა ყოველგვარი ღმერთის გამოცხადების (დახმარების) გარეშე მოუწევს. ბროლინის გმირს ფული რომ დაეტოვებინა თავის დროზე და სიხარბისგან შორს დამდგარიყო მაშინ ეშმაკი თამაშგარედ რჩებოდა, მაგრამ ეშმაკმა ამაზე იზრუნა და ჩვენი წინა თაობები უკვე იმ დონეზე ჩაითრია თამაშში, რომ აწი ის აწესებს ვინ, სად და როგორ იქნება. როდესაც გამოდის სახლიდან და მანქანით მიემართება უკანა ხედვის სარკეში ორ ბავშვს დაინახავს, რომლებიც იმითაც ბედნიერნი არიან, რომ ველოსიპედებით ერთობიან და ერთმანეთთან კარგ დროს ატარებენ, რაც ეშმაკს არ ესიამოვნება, ამასობაში თითქოსდა სპონტანური ავარია ხდება და ის მძიმედ შავდება, მაგრამ როგორც კი ბავშვების კორუმპირებას შეძლებს და ამის გემოს გაასინჯინებს ის დგება და მიდის, როცა კამათის ხმას გაიგონებს ნელ-ნელა კოჭლობასაც კი მიატოვებს. მოკლედ მანამდე თუ კეთილი იმარჯვებდა უკვე ბოროტი იმარჯვებს და ეს რეალობაა, ყოველ დღე ყველგან ასე ხდება. ბოროტმა ისწავლე კეთილის სისუტეების გამოყენება და მიხვდა იმას, რომ იყო კეთილი ძალიან ძნელია და უამრავ პასუხისმგებლობას გაკისრებს, აი იყო ბოროტი კი ადვილია, რადგანაც არაფერი არ გაკავებს, არ გადარდებს. კაცობრიობამ აირჩია გზა სიხარბისკენ, ბოროტებისკენ და უზნეობისკენ, ამას ჩვენ მაშინ უფორ ვიგრძნობთ როცა მოხუცები ვიქნებით და საკუთარ ადგილს ვერ მოვნახავთ ამ ქვეყანაზე. #goodplaces #opinion #art #photo
Kutaisi Daily
Zeda Simoneti · 2 months ago
"ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო" - აკა მორჩილაძის ქუთაისი
რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მწერალმა აკა მორჩილაძემ ვრცელი ბლოგი დაწერა, სადაც ის ქუთაისის ისტორიაზე ყვება და ამ ქალაქის ღირებულებებს იხსენებს. გთავაზობთ ბლოგს: ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს. ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით. არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი. ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა. მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის. ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები. იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა. 1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება. ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ. ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა. არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ. რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური. ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები. ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა. სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება. ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა. მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო. დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის. ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა. ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა. სულ სხვა რამის დაწერა მინდა. სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო. პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო. ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი. ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა. ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს. სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა. მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, "საბუდარელ ჭაბუკში" ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ? ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე? რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ნაგლეჯები: რესტორანი ქვაშავაზე. ძველი გოგისვანიძეები. დავით აღმაშენებელი. მოწამეთა. მამაო გაგი თავისი სამკურნალო ბალახებით. ყველა მაინც გაგის ეძახდა. ბიკენტიას წყვილი ქაბაბი. ნიკო ნიკოლაძის დები. აკაკი აივანზე. ბოჩკები. ქუთეისელი ქურდები. ქუთეისელი ბუფეტჩიკები. ტუა. ბუნჩულა. რა ვიცი. სულ სურათებია, რომლებსაც ბავშვობიდან ვხედავდი გაკვრით ან არ ვხედავდი, ყურს მოვკრავდი და წარმოვიდგენდი. რა ინდუსტრიის მშენებელი ეგ იყო. გალაკტიონი. ქუთაისის გიმნაზია. ცისფერი ყანწის ბიჭები. დახვრეტილი ბარონ ბიბინეიშვილის მოგონებები ქუთაისის შესახებ. საოცარი მოგონებები, სხვათა შორის. ქუთაისის ციხე. აწ გამქრალი. სტალინის კამერა. გიჟუას ნახტომი. თხაწვერა გოგია. პოეზია. ქუთაისის თეატრი. ის, ძველი, ჭიჭიკია და ბიჭიკია. იმათი ძაღლი. ბისკვიტია. პიანი ბაზარი. მწვანე ბაზარი. კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი დაბადებული სამტრედიასა და ხონს შუა, ქუთაისში გაგიმნაზისტებული. სულ მომწონდა ქუთაისის უბნების სახელები. თბილისისა როგორღაც უფრო დამჯდარი და პირქუში იყო. მწვანეყვავილა. სასაფლაოს უკეთესი სახელი მე არ გამიგონია. ასე რომ ჟღერდეს. სამსონ თოფურია. სამსონ თოფურიას ლეგენდარული ბიუსტი. სად არის იგი? გინახავთ სამსონ თოფურიას ფოტო? ექიმი, ადესაში მტვირთავად ნამუშევარი. სხვა იერის კაცი. აკაკის გადამრჩენი, არაერთხელ. ექიმი ასევე, ივანე გომართელი. სოციალისტი, მგონი. წერდა გაუთავებლად. გარეგნობა-საუკეთესო სასიძო. რიონის წვერა. რიონის ქვები. კომუნისტებმა გაისროლეს რიონი ქუთაისიდან. დააწყალმარჩხეს. დარჩა ქვები. თეთრი. ქუთაისის ხიდები... შეიძლება, რომ ყველაფერი ასე სახელიანი იყოს? ასე გამოკვეთილი? ჯაჭვის ხიდი. სანამ ვნახავდი, ბავშვობაში უშველებელი წარმომედგინა. მერე გადავიარეთ. პატარა ხიდია. მაინც განუმეორებელი. არაფერი და ყველაფერი. როგორ მირბის ზედ, რევოლვერმომარჯვებული კონსტანტინე დადეშქელიანი, რომელმაც ეს წუთია მოჰკლა გუბერნატორი. ამპრეტუზო მედუზო. პიკასოს ბიჭი. ლადო მესხიშვილი, ხმა ჩახლეჩილი, ფრანც მოორის როლში, კინაღამ მართლა რომ ჩამოიხრჩო თავი. პიპინია მიქელაძე ახტა სცენაზე, ხმლით გადასჭრა თოკი. დარჩა ხმა გაბზარული. ქუთაისის ხმა. სერგია ერისთავი. გიცანი, სერგია გიცანიიი? რიონს რო მივქონდე და მეძახდე, გიცნობო, ასეა საქართველოს ამბავიო. სერგია ერისთავი. ქუთაისური ხუმრობა. დღეს, მგონი, ოდნავ ნაძალადევი, სერგიაზე და სხვათა კლასიკაზე აწყობილი. ოთარ მამფორიაზე, რასაკვირველია.[pagebreak] მინახავს მოხუცებული ბუღალტრები, შავი ჰალსტუხებით, ტილოს პიჯაკებში, გარეთა ჯიბეში სამი-სამი ავტორუჩკით, შლაპებით. ბაღში. მოვესწარი ამის შემჩნევას. ბაღისკიდეც მახსოვს. ცოტა ლუპენული ხუმრობებისკენ მიდრეკილად წერდნენ მის შესახებ. ბულვარი, გულვარდი. ასე უნდა სწორედ სიტყვის მორგება და გადაკეთება. დანიელა ურია. ქუთაისის ებრაელობა. ქუთაისის რუსობა და ქუთაისის პოლონელობა. მოკრივე ბოჭოლია. ნამდვილი ვარსკვლავის კი არა, შოუ და რაღაცა. ძველი ქუთაისელი ძელეცები. ერთხელ, ბავშვობაში, ქუჩაზე დამახსოვრებული კაცი. ეს ვინაა, იცი? იობიძეა, ათასკაციანი ქორწილი რო გადოუხადა შვილს და რო დეიჭირეს. დაჭერები. პიერ, პიერ. მე მილიციაში ვმუშაობ და ქორწილებში თუ ვუბაგუნე დოლს... ქუთეისია, უნდა უბაგუნო. ჩემი მეგობარი ნოდარი. ტიტე ვაჩაძე. ტორპედო. ქუთაისის ტორპედო. თავისი მთელი ამბებით. იუზა ლოსაბერიძის გოლი კიევის კარში, სისინა ქარის თანხლებით. ომი ქუთაისის სტადიონზე, სიკვდილი. სახალხო მღელვარება. დაღუპული ბიჭი. ბადრი ფარულავა, დურმიშხან ქვირია, ლეგენდა - ჯემალ ხერხაძე. კარგია, როცა ყველაფერი შენი გაქვს. მე მომწონს, სხვისი არ ვიცი. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე, რაც არ უთქვამთ და რაც თავიანთ გულში არ გაუტარებიათ? მართლა მაისში იყო მაგარი. ქარები იცის, ოხრული ქარები. მიდი, მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... შალიკო ხვინგიაძე. სინამდვილეში გიგიაძე. შეხვედრები ჰიტლერთან. დათეშიძის გორა. აგული ერისთავი, სასაფლაოთა მიქელანჯელო. პერსონაჟები და რეალური ადამიანები სრულიად ერთად, ყოველგვარი გამოცალკევების გარეშე. ქუთაისური გვარები. მიქელაძე-მიქელთაძე. რომელ ქალაქში დაარქმევენ შვილს შედანს ჩვენს დროში? შედან ჭილაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი მსმელი. ჰოდა, არქმევენ. კოლია ქვარიანი. კოლია ქვარიანი! გოლიათი, ამერიკულ ფილმებში. გადახვეწილი. დიდი და მელოტი კოლია ქვარიანი. ზანგ ხულიგნებთან ჩხუბში დაღუპული სამოცდაჩვიდმეტი წლის დევი. დღემდე კლასიკა, ჭიდაობის სურათი, ჩახედეთ იუთუბს, ჯინ სტენლი-კოლია ქვარიანი. სიმონ ქვარიანი,ისტორიული რომანი... მამაჩემის მოგონება: ჩამოვედი მატარებლიდან, გავიარე სადგური, დილაა, ვიტრინიდან ხელს მიქნევენ ბოჭოლია და გენდრიმოვიჩი, წინ უდგათ არყის ბოთლები და ლუდის კათხები. უნდა დაგვეწიო, თითო ბოთლი დაცლილი გვაქ უკვეო. რავარი დასაწევია. პერაშკი ჩააყოლე, პერაშკი. რიონის წვერა. გინახავთ, ჩხირებზე აგებული? ეს ორი ვარია შოუშვი ისრიმ მაყვალში... მწვანილი, ქუთაისის მწვანილობის ეპოქა... მგონი, რაღაც ვთქვი და რაღაცას მოვყევი, იქ არმცხოვრები კაცის პირობაზე, თორემ მე რას უნდა მოვყვე ქუთაისზე. მე ვინ ვარ ამ საქმეშიი? ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ცოტათი მაინც. მთავარი კი არ მითქვამს. დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო... არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო მკითხო... ჩემს გონებაში ქუთაისი, როგორც სისტემა დაიწყო რეზო ჭეიშვილის მოთხრობით, სადაც წყალტუბოს არქივში მომუშავე მწერლის ცხოვრება იყო აღწერილი და სადაც მოთხრობილ იყო მოკრივე ბაჭიას სიკვდილზე ავტოკატასტროფაში. ალბათ ბაჭია მაშინვე დავუკავშირე, ადრევე გაგონილ ბოჭოლიას და ალბათ იმასაც მივხვდი, რომ ეს ერთი და იგივე კაცია. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეგებ სულაც არასწორად ვამბობ ოდესღაც გაგონილ სახელებს. მაგრამ მახსოვს წვიმა იმ მოთხრობაში და ძველი ქუთაისელი ძელეცები რესტორანში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოთხრობამ ჩემზე სრულიად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად გარკვევით ვხედავდი იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მიმოდიოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაცები და ვიღაცები უკვე მენახა ქუთაისში. არ ვიცი. მაგრამ ასე კი იყო და ახლაც ასეა. მერე წავიკითხე მისივე "მუსიკა ქარში". ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია. მოხდება ხოლმე ასე. მგონი, არ უნდა შევყოლოდი ამ ლაპარაკს. ვეღარ დავამთავრებ. ანდა დაუნდობლად უნდა მოვკვეცო. ჩემი ქუთაისური წიგნები კი რასაკვირველია ჩემთან დარჩება. ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, - ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ.ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო. კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო. ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა.. . ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს. მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე. მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა. მოვიგეთ, ფეოლა... გაგიჭირდებოდათ. მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ." #ქუთაისი #აკამორჩილაძე #KUTAISIDAILY
Artists Voyage
Tbilisi · 1 month ago
ლევან აბაშიძე და მისი უკანასკნელი სიყვარული
გასული საუკუნის 90-იანი წლები. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდი. 1992 წელს ერთდროულად სამ ფილმში იღებენ, მაგრამ გული ვერ დაუდო. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს, ახლა არ ''ეკინოება''. ერთ-ერთი გადაღება ბათუმში დაინიშნა. თბილისში 5 სექტემბერს დაბრუნდა და მეორე დღეს უკვე თბილისი დატოვა. შუადღე რამდენიმე საათის გადასული იყო, როცა სოხუმში ჩაფრინდა. იმავე საღამოს გავიდნენ პოზიციაზე და 7 სექტემბერსაც ბრძოლის ველზე ერთად არიან: სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ''ლიმონკას'' გია გადაეფარა, რომ მეგობრების სიცოცხლე ეხსნა, მაგრამ საბედისწერო შემთხვევამ იმ დღეს სამი ბიჭი იმსხვერპლა, მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი... ლევან აბაშიძე 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა. აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა. ლევან აბაშიძის მშობლები, მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე, თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ლევან აბაშიძე ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო- თეკლა ბატონიშვილის შტოდან. 1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა... ''გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, ''ნაცნობობით''. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს ''რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე''. ჰოდა, აი, მაგ ფილმში მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროსთან ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა, ალბათ იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინდა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა ჯგუფი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში ''ჩვენი პატარა ქალაქი''... ''ჩვენი პატარა ქალაქი'' 1983 წელს დაიდგა, მიხეილ თუმანიშვილის თანაშემწე გოგი გეგეჭკორი იყო. სპექტაკლში ნესტან გელოვანის როლს ნინო ბურდული ასრულებდა, ხოლო გიორგი ალავიძისას- ლევან აბაშიძე. თეატრში დიდხანს არ გაჩერებულა. ეს მისი პირველი და უკანასკნელი სპექტაკლი აღმოჩნდა. მოუსვენარ ნატურას გული ყოველთვის უფრო მეტად კინოსკენ მიუწევდა. სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სამის გადაღებები დაწყებული იყო და მისი გარდაცვალების გამო შუა გზაზე გაჩერდა. რამდენიმე თვეში იმ სამიდან მხოლოდ ერთის დასრულება მოხერხდა. ''არა, მეგობარო'', გიო მგელაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის. დრამამ არაერთი ფესტივალი წარმატებით მოიარა. ''არა, მეგობარო'' ლევან აბაშიძის უკანასკნელი როლი გამოდის, სადაც გიო მგელაძის სცენარის მიხედვით შექმნილ ფილმში ლევანის პერსონაჟი იღუპებოდა... მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იყო და პროფესიული თვალსაზრისით დიდი გამოცდილების მიღების საშუალება არ მიეცა, პირველიდან ბოლო როლამდე მისი თითოეული პერსონაჟი საოცრად ნატურალურია და ხელოვნურობის ნიშნებს ვერ იპოვით. რთულია გამოყო, რომელი ფილმით დაამახსოვრდა ყველაზე მეტად საზოგადოებას, თუმცა ორ სურათს ალბათ ყველა დაასახელებს. ''ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა'' გიორგი შენგელაიას ის ფილმია, რომელშიც ლევან აბაშიძე 21 წლისაა, ხოლო მოგვიანებით ეკრანებზე გამოდის გუგული მგელაძის ''ფესვები''. ფილმი საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტების ოჯახის ცხოვრებაზე უპირველესად დოდო აბაშიძისა და ლევან აბაძიშის დუეტითაა გამორჩეული. სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით შექმნილ სურათს განსაკუთრებით დრამატულს ალექსანდრე რაქვიაშვილის მუსიკა ხდის და ალბათ, ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც ''ფესვების'' ფინალურ კადრზე ერთხელ მაინც არ ეტიროს. თავაზიანი იყო, მაშინ ასეთებზე იცოდნენ თქმა: ''კარგი ოჯახის შვილიაო'' და გამორჩეული ხასიათისა და გარეგნობის კაცი ქალების ყურადღებით იყო განებივრებული. ბევრ გოგოს მოსწონდა უბანში, სამეგობრო წრეში, სანაცნობოსა და თეატრალურში. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, რომ მისი თაობის მანდილოსნებში ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი და ქუჩაში გავლისას არასოდეს რჩებოდა ყურადღების გარეშე. რომანიც მრავლად იყო, ზოგი ხანმოკლე, ზოგიც- გრძელი. ყველაზე დიდხანს მისმა ბოლო რომანმა გასტანა, რომელიც მოლდაველ გოგონასთან აკავშირებდა. მიკა შემთხვევით გაიცნო, ერთ წვიმიან დღეს, ქუჩაში. მათი სიყვარულის ამბავი სწრაფად განვითარდა. 18 წლის მიკა თბილისში სწავლობდა, თეატრალურში. 26 წლის ლევანი უკვე გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში და ერთ-ორად ჰქონდა გაზრდილი პოპულარობა. ერთ დღესაც ლევანმა მიკა სახლში მიიყვანა და დატოვა. წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო. რომანტიკული შეყვარებული რჩეულ ქალს ყვავილებით, ტკბილეულით და რაც მთავარია, ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდა. ასე მიილია ბედნიერების ოთხი წელი. აფხაზეთში რომ წავიდა, იმ დროს მიკა კიშინიოვში იყო. მათ ერთმანეთის ვერც ნახვა შეძლეს და ვერც დამშვიდობება. ლევანი თბილისში ჩამოასვენეს, პანაშვიდებს ჩამოუსწრო და დაკრძალვის შემდეგ, მიკა თბილისში აღარ დარჩენილა. სამშობლოში დაბრუნდა. დღემდე თავისი პროფესიით მუშაობს, ფოტოსესიებში მონაწილეობს...#ლევანაბშიძე #უკანასკნელისიყვარული
+3
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ჯოკერი , კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცი 80 წლისაა
🤯 ზუსტად 80 წლის წინ შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი და ცნობილი უარყოფითი პერსონაჟი, ჯოკერი.🤡🃏 🃏 ჩემი აზრით ლეჯერმა, ნიკოლსონმა და ფენიქსმა ის ლეგენდად აქციეს 🤫 მაგრამ ლეჯერი ნომერ პირველია ჩემთვის 🎖️ბოლო -ბოლო პირველი ოსკაროსანი ჯოკერია, რომელმაც ჯოკერის რეიტინგი ისე აწია, თვით ბეტმენსაც და ადამიან ობობასაც გადაუწსრო რეიტინგით 🤫 💥 ცოტა რამ ჯოკერის პერსონაჟის შესახებ 💥 🃏 სუპერბოროტმოქმედი ჯოკერი შექმნილია DC _ ის კომიქსების მიხედვით , როგორც ბეტმენის მტერი და მისი დებიუტი შედგა კომიქსში Batman #1 რომელიც გამოვიდა 1940 წელს. შემქმნელებმა ჯოკერის ძირითადი ვიზუალური მხარე აიღეს 1928 წელს გადაღებული ფილმიდან “ადამიანი რომელიც იცინის” 🤯 , სადაც ფილმის მთავარ გმირს არასწორად ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად სახეზე მუდმივი ღიმილი აღბეჭდება და მას თეთრი გრიმის მეშვეობით ფარავს. ბეტმენის კომიქსის სცენარისტი ჯერი რობინსონი პირველ ნომერზე მუშაობდა როდესაც მან სამუშაო მაგიდაზე ჩვეულებრივი ჯოკრის კარტი შენიშნა, აი ასე შეიქმნა ეს გამორჩეული პერსონაჟი. 💛🤯 🤡 ჯოკერს ეძახიან კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცის და სიძულვილის კლოუნს. თავიდან ის იყო სრულიად შეშლილი მკვლელი, ეშმაკისეული ინტელექტით და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, რომელსაც არავინ ებრალება და არაფერს არ ნანობს ( კომიქსში იხსენებს თუ როგორ ააფეთქა საბავშო ბაღის ეზო). როდესაც კომიქსმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა ჯოკერის პერსონაჟი შეცვალეს ექსცენტრული, ხუმარა,მაგრამ უვნებელი ჯოკერით რის შემდეგაც შკარა გახდა რომ პირველ ჯერზე ბევრად პოპულარული იყო. 💥 🤯ჯოკერი განსხვავდება სხვა სუპერბოროტმოქმედებისაგან 💥. 💥პირველი, მას არ გააჩნია არანაირი სუპერ ძალა (ტელეკინესური, მაგიური და ა.შ) ჯოკერის ძალა მის სიგიჟეშია. მას არაფრის არ ეშინია რაც ახასიათებთ მხოლოდ შეშლილებს. მისი გეგმები იმდენად დახვეწილია, რომ მისი ამოხსნა გენიოსებსაც კი არ შეუძლიათ. მას არანორმალური გონება აქვს. მას არ გააჩნია საზღვარი, არანაირი შეზღუდვები და მორალი, მას შეუძლია ნებისმიერს უღალატოს და დასცინოს, თავის ტყვიით გახვრეტილ მუხლებსაც. ერთ-ერთმა ავტორმა ის მოიხსენია როგორც სუპერ-სწორადმოაზროვნე რომელსაც შეუძლია სწორად იაზროვნოს ამ შეშლილ და მუდმივად ცვალებად სასტიკ მსოფლიოში. 💥 🤯 მეორე, ჯოკერს არ გააჩნია არანაირი ლეგენდარული წინაისტორია,რაც ხსნის მის ჩამოყალიბებას როგორც ჯოკერი. სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაირად ყვებიან მის ისტორიას, თვითონ ჯოკერი კი ამბობს:”არმახსოვს რა იყო წარსულში, მაგრამ ესე ნამდვილად არ ყოფილა… და თუ მაინც გაინტერესებთ ჩემი წარსული შემიძლია შემოგთავაზოთ მრავალგვარი და თქვენ აირჩიეთ” ამით ის გვაჩვენებს მის ამოუცნობ ძალას, წარმოქმნას ქაოსი და გაიკვლიოს გზა მასში თავისუფლად. 💥 💥🤡 მესამე ,ბოროტმოქმედები ცდილობენ უბრალოდ გაუსწორდნენ “ღამურას” (ბეტმენს) ჯოკერი მას უყურებს როგორც თითქმის მეგობარს, რომელთანაც სურს ითამაშოს დაუსრულებელი კატა-თაგვობანა.მისი მიზანი არ არის მოწინააღმდეგის განადგურება, მისი მიზანია თვითონ შეწინააღმდეგების პროცესი, მას უნდა აჩვენოს ბეტმენს რომ ისიც ისეთივე შეშლილია როგორც თვითონ, სარკისებური ანარეკლია ჯოკერისა. მისი გარეგნობა (თოვლივით თეთრი კანი, წითელი ტუჩები, მწვანე თმები, იასამნისფერი კოსტუმი) და გენიალური მაგრამ შეშლილი გონება, აქცევს მას დაუვიწყარ პერსონაჟად, ის არ კარგავს ფანებს უკვე 70 წელია. 🤡🤯 🤡🃏 ჟურნალ Wizard-ის გამოკითხვებით ჯოკერი 100 ყველა დროის საუკეთესო დამნაშავეს შორის პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გავიდა IGN-ის გამოკითხვებში, სახელწოდებით ”კომიქსების 100 ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედი” . მერვე ადგილი დაიკვა ჟურნალ Empire-ს გამოკითხვაში – ისტორიაში არსებული კომიქსების საუკეთესო ქმნილებები (თუმცა სუპერბოროტმოქმედებს შორის მან პირველი ადგილი აიღო). ყველა დროის, კომიქსებში გამოგონილ სუპერბოროტმოქმედებს შორის, ჯოკერს მსოფლიო გამოკითხვებით პირველი ადგილი უკავია. 🤡🃏 🎖️💛 ჰიტ ლედჯერი გახდა პირველი მსახიობი რომელმაც კომიქსის მიხედვით გადაღებულ ფილმში მონაწილეობისთვის მიიღო ოსკარი.ოსკარის მისაღებად გარდაცვლილი მსახიობის მაგივრად გამოვიდნენ მისი მამა, დედა და და. ლედჯერის ჯოკერის წყალობით ფილმმა უდიდესი მოგება ნახა. 2009 წელს განიხილებოდა ოსკარზე წარდგენილი ფილმების რიცხვის გაზრდა, რადგან ხალხი გამოთქვამდა პროტესტს იმის გამო, რომ 2008 წელს “ბნელ რაინდს” ოსკარი არ მიენიჭა. ფილმმა 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმის წოდებაც კი მიიღო. მთავარი სენსაცია კი ის არის, რომ ჯოკერმა რეიტინგით გაუსწრო თვით ბეტმენს, ადამიან-ობობას და სუპერმენს.🎖️💛#joker #hollywood #news #goodplaces #photo #art #opinion #business #design Tbilisi Kutaisi Batumi
Irina Toronjadze
Tbilisi · 3 months ago
დედის როლი-2
ამ დასკვნამ საინტერესოდ გაიჟღერა ჩემთვის, მართლაც ! „Cherchez la femme“... ყველაფრის უკან ქალი დგას, მაგრამ თავისი უბედურების უკანაც თვითონ თუ იდგა ამაზე პირველად დავფიქრდი... ხშირად ხდება ხოლმე, როცა პრობლემაა, მის გადაწყვეტას გარეთ ვეძებთ; გამოსავალს სხვა ადამიანების ქცევის, დამოკიდებულების შეცვლაში ვხედავთ და ვეჭიდავებით. ყველგან ვიყურებით - გარდა საკუთარი თავისა. რაღაცნაირად ვერ აღვიქვამთ საკუთარი თავის მნიშვნელობას პრობლემასთან. მე ვიტყოდი განათლება, განათლება არის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ საკითხის... მაგრამ არის რაღაც სხვაც... საზღვარგარეთ ყოფნისას ბევრ რამეს სწავლობ ადამიანი, იმასთან ერთად რის სასწავლებლადაც კონკრეტულად იქ ჩახვედი. შესაბამისად ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგისტრატურის კურსზე, ძალიან კარგად დავინახე, რომ ყველა სტუდენტს ნათლად აქვს წარმოდგენილი ის თუ რისთვის არიან იქ. აქვთ გააზრებულად ჩამოყალიბებული მთელი გეგმა, იციან სად იქნებიან უახლოეს 2 წელიწადში, როგორც სწავლის , ისე მათი სოციალური ცხოვრების მხრივ. თავისუფლად დგანან უამრავი საინტერესო გამოწვევების წინაშე და შესწევთ უნარი მათ მიერ არჩეულ ინტერესს სათანადოდ შეხვდნენ და მიიღონ ის, რასაც ელიან. ენერგია და მიზანმიმართულება იგრძნობა. ამის და სხვა რაღაცეების გამოც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი ხალხია ეს დასავლელები. აფასებენ ცოდნას, ძალისხმევას, მიღწევებს. ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. ბევრი გვქონდა საერთო, ბევრი რამითაც განვსხვავდებოდით. ერთ საღამოს, ლექციების, გემრიელი ვახშმის შემდეგ, ჭიქა წითელი ღვინოს დესერტად მირთმევისას, მომავალ გეგმებზე ვსაუბრობდით. ზოგი ნამდვილ,ზოგიც ჰიპოტეტურ გეგმებზე... ათასი რამე ითქვა, ასეთიც, ისეთიც, თუმცა მე მენიშნა რომ ყველას ავიწყდება მთავარი! არავის გეგმაში, არც ახლო, არც შორეულ მომავალში, არ შედიოდა ოჯახის შექმნა როგორც ასეთის! ბოლოს დავსვი სავარაუდოდ ძალიან გულუბრყვილო კითხვა : - კი მაგრამ გათხოვებას/ცოლის მოყვანას არ აპირებთ?! მათ ძალიან მარტივად მიპასუხეს, რომ- არა! როგორც გეგმა -მათ ეს არ აქვთ, თუ აეწყობათ ცხოვრება შესაბამისად, იფიქრებენ ამაზე, მაგრამ იდეაში, ახლა ამ გადმოსახედიდან ოჯახის შექმნა არ უნდათ. -როგორ?! -აღმომხდა მე ფრიად შოკირებულს: - აბა რას აპირებთ?! ოჯახი შვილები არ გინდათ?! რა უნდა აკეთოთ მთელი ცხოვრება?! მივხვდი რომ არ ელოდნენ ჩემს ასეთ რეაქციას ამ თემაზე. არც მე ველოდი ჩემი თავისგან. აღმოჩნდა, რომ ეს თემა - ოჯახი, გათხოვება, შვილები, იმდენად შერწყმულია ჩემს ცნობიერებაში, რომ ვერ მივხდი, რეალურად რამდენად განსაზღვრული ვარ ამ დამოკიდებულება-წარმოდგენებით. - შენ რომ ხარ და კიდევ და და ძმა რომ გყავს - ხომ კარგია?! რატომ არ უნდა გყავდეს შენც ოჯახი და შვილები?! რას ქვია არ იცი ოჯახი გინდა თუ არა? რას ქვია შვილები არ გინდა?!- გაუჩერებლად გავიძახდი მე. მათ კი ეცინებოდათ ჩემს ასეთ წრფელ აღშფოთებაზე. ბევრი ვიკამათეთ, უშედეგოდ. ბოლოს მითხრეს, რომ ჩვენ ვიღებთ შენს ტრადიციულ შეხედულებებსო და ნება მოგვეცი ჩვენ ჩვენი შეხედულება გვქონდეს და გვაპატიე თუ არ გავთხოვდებით/ცოლს არ მოვიყვანთო. სასაცილო ოყო მათთვის. ამის მერე მათ იცოდნენ ჩემი ეს მხარე და სავარაუდოდ სწავლის დამთავრების შემდეგ პირველი, რასაც ჩემგან ელოდნენ, საქორწილო მოსაწვევი იყო. ამ უმნიშვნელო,სახალისო, სამზარეულოს დისკუსიამ ჩემთვის სხვა მნიშვნელობა შეიძინა. დავინახე, რომ მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ვარ განსაზღვრული ჩემი ,როგორც ქალის, როლით: ქართველი, კულტურულ-ტრადიციული ქალის როლით,რაც გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს ჩემს სურვილებს, არჩევანს, აზროვნებას, ქცევას, დამოკიდებულებას, მომავალს ზოგადად. უცებ გაცხადდა ყველაფერი - კი ვისწავლე, სამსახურიც მაქვს, აქამდეც მოვედი და ვსწავლობ კიდევ, მაგრამ თურმე ჩემთვის ცხოვრების მთავარი ამოცანა, ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა მაინც გათხოვება, ოჯახის შექმნა და შვილების ყოლაა! აღმოჩნდა ,რომ ემოციურად და ბოლომდე გაუცნობიერებლად არაფერს ვთვლი ამაზე მნიშვნელოვნად. განსაკუთრებით მაინც ქალები არიან მთელი ამ სიმძაფრით დატვირთულნი, რადგან კაცისთვის სიმძაფრე ზავდება ფულის შოვნის, ზოგადად კეთილდღეობის საშუალებების მოძიებით. აქ გამოჩნდა რამდენად წინასწარ გადაწყვეტილია ყველაფერი ჩემთვისა და ბევრისთვის,რადგან ეს არ არის გააზრებული არჩევანი - არამედ ფაქტიურად განპირობებულობაა . რა გამოდის??! კულტურულ-ტრადიციული მოტივებიდან გამომდინარე, არ დევს მაინცდამაინც დიდი ინტერესი ქალის გონიერება-ნიჭიერებაში, არც მის ინტერესებს და მისწრაფებებს ენიჭება შესაბამისი წონა და მისი პროფესიონალიზმი/კარიერიზმი საერთოდ დიდად მოთხოვნადიც არაა, რადგან ყველაზე დიდი ქულა მას, მაინც, ოჯახის შექმნაში ეწერება. არავინ ფიქრობს ნამდვილ განათლებაზე, აზროვნებაზე, ნიჭის გაღვივებაზე, წახალისებაზე, არავინ გიშლის ცხოვრების სპექტრუმს... და როცა ეს ასე ხდება - პირველ, მეორე, მესამე ან დამამთავრებელ კურსზე რომ თხოვდებიან „კარგი გოგოები“, მათთვის მართლაც არაფერია ოჯახის შექმნაზე უფრო მნიშვნელოვანი. ამიტომ ეთმობათ ყველაფერი, სწავლაც, განათლებაც, საკუთარი ინტერესებიც, ნიჭიც, კარიერაც და აბსოლიტურად ყველაფერი ამ ქვეყანაზე... ... და აი მერე, ამ „კარგი გოგოების“ უმრავლესობა არის ჩვენი კარის მეზობელი, რომელიც ყოველ ღამე და ხანდახან დღეც, შიშის ქვეშ ითმენს,უძლებს და ეგუება ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ კედლის იქით ვისმენთ...
Ana Ana
Tbilisi · 4 days ago
ფოტოგრაფს ადევნებული მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.
დილამშვიდობის, ისეთი გაბრაზებული ვარ არ ვიცი საიდან დავიწყო 😶 მოკლედ, ამ დილით ძალიან კარგი განწყობით გამოვედი სახლიდან, სტანდარტულად ეს ხდება 7: 20წუთზე, ამ დროს მივდივარ ხოლმე სამსახურში. ჩემი სახლის წინ ალეიას პარკია, რომლის გავლაც ყველა დღე მიწევს. ძალიან მომწონს პარკში მერიის მიერ დადგმული საიმფორმაციო სტენდი, სადაც ნათლადაა წარმოდგენილი , რომელი ნარჩენს რა დრო სჭირდება ბუნებასთან ორგანულად შერწყმისთვის( გახრწნისთვის). ვიმეორებ, მადლობა ვუხდი მერიას ამ სტენდისთსი (!).მაგრამ ყველა დილას , იმდენად ამაზრზენი კადრი მხვდება , ყველა ურნა გადატენილი , მოფრიალე პოლიეთილების პარკები, ბოთლები, ქაღალდები ... განწყობის შენარჩუნება შეუძლებელია და ვცდილობ თვალი ავარიდო, მაგრამ დღეს, "გადმომიარა". დამლაგებელიც კი არავინ ჩანდა პარკში,არადა უკვე სამი საათია გათენდა (!) მხოლოდ ქუჩას გვის ჩემთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი, რომელიც ყველა დილას 5 საათიდან აქაა(მიყვარს მასთან გასაუბრება), ყოველთვის წესრიგში აქვს მისთვის მონდობილი ქუჩა. 💗 და ყველაზე მთავარი დაიწყო ამის შემდეგ! ვიღაც ბრგე კაცი ყვირილით მომოახლოვდა," რატომ იღებ ფოტოებს?" მიყვირის ისეთი ტონით, რომ გაოცებული ვრჩენი და პირველ რიგში ვთხოვ დაუწიოს ხმას.ეს ადამიანი მეცნობა როგორც მერიის დასუფთაცების სამსახურის ადგილობრივი განყოფილების უფროსი(სახელო არ მახსოვს,მამუკა თუ რაღაც) . ჩემი თხოვნის მიუხედავად, ტონს არ ცვლის, და მთხოვს არ ავტვირთო ფოტოებო, არსად დავდო , არ მოვნიშნო მერია და ა.შ. თან მუქარის ტონითვე მეუბნება რომ აქვს ჩემო ფოტოც რომელიც ახლა გადამიღო (ვერ ვიჯერებ!). ვუხსნი რატომ არ უნდა იყოს პარკი ასეთ მდგომარეობაში, როცა ადამიან მოუწოდებ დაიცვალს გარემო მინიმუმ ურნა უნდა იყოს სადმე ცარიელი ხო?_ და მშვიდი ტონითვე ვეუბნები,რომ თუ საღამოს ეს ურნები ასეთივე მდგომარეობაში არ დამხვდება, არსად არ დავდებ ფოტოებს( მის დამშვიდებას ვცდილობ, ჩემი თავის მიკვირს 🙄). ამაზე უცებ უარესად ბრაზობს და კიდევ უფრო ხმამაღლა ყვირის: _ ხედავ რა ადრიდან ვმუშაობ?საღამოს რა იქნება მე რა ვიცი?!_ თუმცა, ამ დროს ეს ადამიანი მხოლოდ ჩემთან ჩხუბს ეძახის მუშაობას, პარკის დამლაგებლები არსადა ჩანან 😶 აგრძელებს _ იცი საერთოდ რომელ ქვეყანაში ცხოვრობ?! 24 საათი ამ პარკს ხოარ ვალაგებთ, ახლა დალაგდება , საღამოს ისევ სავსე იქნება და შენნაირებმა უნდა იღონ ფოტოები და მე მირეკონ მერე?! _დიახ ბატონო, ვიცი სადაც ვცხოვრობ, ვიცი რომ ადამიანები მრავლადაა პარკში და ნაგავიც ბევრი დაიყრება,მაგრმ ისიც ვიცი რომ ჩემი ქვეყანა ნაგვის ქვეყანა არაა!‐როცა ხელი გესვრებათ, არ იბანთ რახან დასვრამდე ახალი დაბანილი გქონდათ? _ ვეკითხები მე და სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ,🙄_ იქნებ დააფიქსიროთ მერიაში ,რომ არაასაკმარისი ერთხელ ურნების დაცლა, იქნებ მოითხოვოთ დამატებითი ძალები... ის ყვირილით მაწყვეტინებს და ისევ შემახსენებს რომ ეს საქართველოა,(!) რომ როცა ის არ მუშაობს, მისი მოვალეობა არაა ურნა რა მდგომარეობაშია ის ამოწომოს და ა.შ. ამ დროს ვიღაც ქალბატონი , რომელიც ისმენს ჩვენს საუბარს, გვიახლოვდება და ამ მოჩხუბარ კაცს სთხოვს ჩუმად ისაუბროს რადგან ჯერ კიდევ სძინავს ხალხს და მისი ყვირილი უბანს ესმის. მშვიდად ეუბნება რომ აუცილებელია ურნების ასეთ მდგომარეობამდე არ მიყვანა.წამით ამ კაცს ქალბატონზე გადააქვს ყურადღება და მე მივდივარ, რადგან სამსახურის მანქანა გამოჩნდა და მეჩქარება. მანქანაში ასული უკან როცა ვიხედები ვხედავ რომ ეს კაცი გამომდევნებია და ჩემს მანქანას ფოტოს უღებს (!!!)#თბილისისმერია_ რა იყო ეხლა ეს?! 🤔 მომიტევეთ, პროექტში ჩართვალს უფრო პოზიტიური პოსტით ვაპირებდი, მაგრამ დილოდან მოყოლებული მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ 🙄 თანაც ,მგონია რომ სწორედ ასეთი პროექტებიდან უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს ჩვენი სათქმელი, განსაკუთრებით ის, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია. 🙏იმედია ამ პოსტის წაშლასაც არავინ მოითხოვს და თუ მოითხოვენ,Feedc_ის ადმინისტრაცია სათანადო სიმაღლეზე იქნება. ვაპირებ პირად გვერდზეც დავწერო და ყველა პლათფორმაზე, სადაც ხელი მიმიწვდება.#feedcgrant #ჩემოქალაქიმკლავს #თბილისისმერია #ჩვენვიმსახურებთსუფთაქალაქს Feedc #ჯანსაღიცხოვრება #პოლიტიკა #ახალიამბები
+2